რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 55
-
ცნობილია, რომ ბი-ბი-სის შემქნელმა, ლორდმა რეიტმა აკრძალა გადაცემებში ამ ზედსართავი სახელის გამოყენება. ის ამბობდა: „თუკი ადამიანი მართლაც ასეთია, მაშინ ეს სიტყვა ზედმეტია, ხოლო თუ ადამიანი ასეთი არაა, მაშინ ეს სიტყვა მცდარი გამოდის.“ რა სიტყვაზეა საუბარი?
პასუხი: ცნობილი წყარო: С. Фрай. Пресс-папье. — М.: Фантом Пресс, 2009. — С. 454. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1292პასუხი -
მწერალმა ტატიანა მოსკვინამ გამოუშვა სამტომეული. წიგნების სათაურები შემდეგნაირად ჟღერდა: კაცების რვეული, ქალების რვეული და ასეთი რვეული. დაწერეთ, თუ რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით ასეთი, თუკი გეტყვით, რომ ასეთ რვეულთან ალბათ ყველას გქონიათ შეხება.
პასუხი: საერთო რვეული წყარო: „Смена", 2009, N 8 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1291პასუხი -
იმ მამაკაცებს, რომლებიც დიდ რაოდენობით ფულსა და დროს უთმობენ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, მეტროსექსუალებს უწოდებენ. რა ეწოდებათ მათ, ვინც შედარებით ძველებური ტრადიციებით ცხოვრობს და ნაკლებ ყურადღებას აქცევს გარეგნობას?
პასუხი: რეტროსექსუალი წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1290პასუხი -
აიზეკ აზიმოვი ერთ-ერთ წიგნში განიხილავს ამ სახელის წარმომავლობას და დასძენს, რომ პირდაპირ თარგმანში ეს სახელი ნიშნავს „არაფერს“. აზიმოვის აზრით, ეს ფაქტი ამ სახელის მატარებლის მართლაც ხანმოკლე სიცოცხლეზე მიანიშნებს. მეორე ვერსიით კი ეს სახელი აქადური „ალლუს“ სახეცვლილი ვერსიაა და შვილს ნიშნავს. კითხვა: ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ეს სახელი.
პასუხი: აბელი წყარო: www.skeptik.net/religion/judaism/azimov4.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1289პასუხი -
ფიზიკოსმა კარლ-კუნო კუნცემ გამოსცა სპეციალური DVD, რომელშიც ფიზიკის კანონების დახმარებით ერთი მნიშვნელოვანი უნარის პრინციპებს ხსნის. ეს პრინციპები წარმოდგენილია როგორც ცაციებისთვის, ასევე მემარჯვენეებისთვის, ჩვეულებრივი რაკურსითაც და სარკული ანარეკლითაც. დისკს მაგიური კვანძები ეწოდება და მასში 14 ხერხია აღწერილი. კითხვა: რის სასწავლებლადაა განკუთვნილი ეს დისკი?
პასუხი: ჰალსტუხის შეკვრის წყარო:- Журнал "DB mobil", N 7, 2005, S. 14
- www.zenitar-media.de/
პასუხი -
მოისმინეთ ანეკდოტი:
- შვილო, მოგწონს ჩემი ნაჩუქარი სათამაშო [გამოტოვებულია სიტყვა]?
- ძალიან მომწონს! მთელი დღეა თვალი ვერ მოვწყვიტე!
კითხვა: რომელი მითიური არსების ფორმა ჰქონდა ამ სათამაშოს?პასუხი: ციკლოპის წყარო: www.anekdot.ru/an/an0506/050628.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1287პასუხი -
მსოფლიოში პირველი „იქსი“ გამოჩნდა 1878 წელს კონეკტიკუტის ქალაქ ნიუ-ჰეივენში და მასში 50 ჩანაწერი იყო. გერმანიაში იქსი პირველად 1881 წელს გამოჩნდა და ხალხმა მას არაოფიციალურად „99 სულელის წიგნი“ შეარქვა. ყურადღება, შეკითხვა: რისი მფლობელები იყვნენ ეს „სულელები“? რა იყო ეს „იქსი“?
პასუხი: ტელეფონის კომენტარი: თავდაპირველად ტელეფონის მფლობელებს უაზრო ამერიკულ მოდას აყოლილ ადამიანებად თვლიდნენ. წყარო: de.wikipedia.org/wiki/Telefonbuch პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1286პასუხი -
ძველ ეგვიპტეში ფარაონებისთვის განკუთვნილ „იქსებს“ ოქროსგან და სხვა ძვირფასი ლითონებისგან ამზადებდნენ. იქსის დღევანდელი ანალოგი, როგორც წესი, ერთჯერადია და ხისგანაა დამზადებული. იტალიელები მათ უწოდებენ „სტუციკადენტი“. რაზეა საუბარი?
პასუხი: კბილის საჩიჩქნ ჩხირებზე კომენტარი: დენტი - კბილები წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1285პასუხი -
მიხაილ ეპშტეინი წერს, რომ ქრონომანისთვის დრო - ძლიერი ნარკოტიკია. კითხვა: რას ადარებს იგი ნარკომანის შპრიცებს?
პასუხი: საათის ისრებს წყარო: old.russ.ru/krug/20030203_dar.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1284პასუხი -
ის ნობელის პრემიის ლაურეატია. მისი მეუღლის დიდი ბებია კი 1850 წელს 475 დოლარად შეაფასეს. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი!
პასუხი: [ბარაქ] ობამა კომენტარი: ამერიკის პირველი ლედის, მიშელ ობამას დიდი ბებია 475 დოლარად გაყიდეს. წყარო: lenta.ru/news/2009/10/08/grandma/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1283პასუხი -
ამბობენ, რომ მეტოქეები ლევ იაშინს დიდ პატივს სცემენ. არსებობს მითი, რომ იაშინის კარში გატანილი გოლის შემდეგ გოლის ავტორი, პორტუგალიელი ეუსებიო, მივიდა მეკარესთან და... რა გააკეთა მან?
პასუხი: ბოდიში მოიხადა წყარო: www.gazeta.ru/sport/rfc/2009/10/a_3275979.shtml პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1282პასუხი -
ინგლისური აბრევიატურების ლექსიკონის მიხედვით, ეს აბრევიატურა აღნიშნავს: მიწაზე მოძრავ სამიზნეს, საერთო სამხედრო მომზადებას, მაგელანის დიდ ტელესკოპს... მაგრამ მისი ყველაზე გავრცელებული მნიშვნელობა ათვლის წერტილია. რისი ათვლის წერტილი?
პასუხი: დროის სარტყლების კომენტარი: აბრევიატურა GMT. Ground Moving Target, General Military Training, Giant Magellan Telescope, Greenwich Mean Time პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1281პასუხი -
მწვანე კონცხის გავლის შემდეგ ვენეციელი ალვიზე კადამოსტოს გემებმა ჯადოფოს ტომის ქვეყანას მიაღწიეს. ბაზარში, როგორც კადამოსტო იხსენებდა, მის გარშემო სწრაფად შეგროვდა ხალხი, ზოგიერთმა კი ნერწყვში დასველებული თითიც კი წაუსვა დაეჭვებით. რამ გამოიწვია ადგილობრივებში ასეთი რეაქცია?
პასუხი: თეთრი კანის ფერმა კომენტარი: ეს ყველაფერი XV საუკუნეში ხდებოდა, იქაურ შავკანიანებს თეთრი ადამიანი არასოდეს ენახათ. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1280პასუხი -
შეკითხვა #1279 © კირილ რიჟანოვი
[შეკითხვაში არის ცვლილება] ერთ-ერთ რომანში, ანტიკურობით გატაცებული მეფე ლუდოვიკო XI პოულობს ადამიანს, რომელსაც ეძებდა და წარმოთქვამს ფრაზას: „ეხლა უკვე შემიძლია გავაკეთო ეს”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რომელი სიტყვებია შეცვლილი კითხვაში სიტყვებით - ”გავაკეთო ეს”.
პასუხი: ჩავაქრო ლამპარი (ჩავაქრო ჩირაღდანი) კომენტარი: მეფე გატაცებულია ანტიკურობით. ადამიანის პოვნა მიგვანიშნებს დიოგენეზე და მის მიერ ადამიანების დღისით, ანთებული ჩურაღდნით ძებნაზე. პოვნის შემდეგ კი ლოგიკურია ჩირაღდნის ჩაქრობა. წყარო: Ш. Делис. Королевские агенты პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1279პასუხი -
შეკითხვა #1278 © გაგი გაბრიჭიძე
ერთი ქართველი მკვლევარი ამ მითოლოგიური გმირის სახელის წარმოშობას უკავშირებს კამეჩს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს (არაქართული) მითოლოგიური გმირი!
პასუხი: გილგამეში (გილ-კამეჩი) კომენტარი: მოსაზრება ეფუძნება შუმერული ენის ქართულთან ნათესაობის ჰიპოთეზას. მკვლევარის აზრით, გილგამეშ - კამეჩის შვილს ნიშნავს. წყარო: ჯემალ შარაშენიძე, შუმერები და მათი კულტურა, „ნაკადული“, 1983. გვ. 36 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1278პასუხი