რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 57
-
შეკითხვა #1262 © კონსტანტინე ნაუმენკო
თქვენს წინაშეა ერთი პატარა იტალიური ქალაქის ტაძრის ფასადი. ერთი ვერსიით, ეს ფასადი იყო ადგილობრივი მკვიდრის შთაგონების წყარო. დაასახელეთ ამ ადგილობრივის გვარი.პასუხი: სტრადივარიუსი კომენტარი: ეს ქალაქი არის კრემონა. ერთი ვერსიით, ტაძრის ფასადმა შთააგონა სტრადივარიუსს თავისი ვიოლინოების დიზაინი. წყარო: ფილმი "სტრადივარიუსის გამოცანა" პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1262პასუხი -
შეკითხვა #1261 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჯონ ლასეტერი იხსენებს, რომ როდესაც იგი მეგობრებთან ერთად იყოფდა ოთახში ერთადერთ კომპიუტერს, მას უწევდა მუშაობაში ღამეების გათენება. დაასახელეთ, რა დაარსა ლასეტერმა თავის ამ მეგობრებთან ერთად.
პასუხი: სტუდია პიქსარი კომენტარი: ღამით მუშაობისას ლასეტერს აზრად მოუვიდა სტუდიის სიმბოლოდ მაგიდის ლამფის გამოყენება. პიქსარმა პირველმა იხმარა მულტიპლიკაციაში კომპიუტერული გრაფიკა. წყარო:- ფილმი „პიქსარის ისტორია“, რეჟისორი ლესლი აივერქსი
- ru.wikipedia.org/wiki/Лассетер,_Джон
პასუხი -
შეკითხვა #1260 © დიმიტრი სოლოვიოვი
შეყვარებულთან დრამატული კონფლიქტის შემდეგ, ფრანსუაზა საგანის გმირი გამოდის ქუჩაში, ჯდება მანქანაში და მექანიკურად რთავს ამას. კითხვა: რას?
პასუხი: საქარე მინის საწმენდებს (დვორნიკებს) კომენტარი: მას ცრემლები მოსდის, რაც ხედვას უზღუდავს. იგი მექანიკურად რთავს საქარე მინის საწმენდებს, რაზეც თვითონაც მწარედ ეცინება. წყარო: Саган Ф. Любите ли вы Брамса?//Саган Ф. Избранные произведения в 4 т., Т.2. – С. 92 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1260პასუხი -
შეკითხვა #1259 © კონსტანტინე ნაუმენკო
დევიდ ფინჩერის ფილმის „სოციალური ქსელის“ ერთ-ერთ პერსონაჟი მეორეს ურჩევს, ხელიდან არ გაუშვას ასეთი შანსი, რადგან უიღბლოები ძალზე ბევრია, ხოლო წყალი იქსის ქვეშ ძალზე ცივი. იქსი ერთი ქალაქის ღირსშესანიშნაობაა. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ხიდი „ოქროს კარიბჭე“ (Golden Gate Bridge) კომენტარი: სან-ფრანცისკოს ეს ღირსშესანიშნაობა თვითმკვლელთა ცნობილი ამოჩემებული ადგილია. წყარო: www.moviequotesandmore.com/social-network-quotes-3 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1259პასუხი -
შეკითხვა #1258 © ვლადიმირ ოსტროვსკი
ერთი ნაწარმოების გმირს, რომელსაც სამსახურში ეჩქარება, აწუხებს ის, რომ იქსი დროულად არ „მწიფდება“. დიზაინერი არტემი ლებედევი კი გვთავაზობს იქსზე განვათავსოთ სამკუთხედი, ორი პარალელური ხაზი და კვადრატი. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: შუქნიშანი კომენტარი: გმირს ეჩქარება სამსახურში და წინ მწვანე მუდმივად მწიფდება წითელ ფერში. სამკუთხედი იგივე „play“ მწვანეზე, ორი ხაზი იგივე „pause“ ყვითელზე, კვადრატი იგივე „stop“ წითელზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1258პასუხი -
შეკითხვა #1257 © კონსტანტინე ნაუმენკო
For this first fortnight he could do little more than ease pain and begin to build up trust.
თქვენს წინაშეა ციტატა ალბერტ შვაიცერის ბიოგრაფიიდან. ალბერტ შვაიცერი, რომელმაც კლინიკა დააარსა გაბონში, გახდა ერთი პერსონაჟის პროტოტიპი. დაასახელეთ ეს პერსონაჟი!პასუხი: ექიმი დულიტლი კომენტარი: დასარიგებელ მასალაში ფიგურირებს სიტყვები do little. წყარო:- bibliogid.ru/heroes/lubimye/lubimye-aybolit
- James Brabazon Albert Schweitzer: a biography
პასუხი -
შეკითხვა #1256 © კონსტანტინე ნაუმენკო
აზიაში მოგზაურობის დროს ჯერალდ დარელის ექსპედიციის წევრს თავს დაესხა მოსკიტთა გუნდი, რის გამოც ის მოიქცა როგორც „იქსი“. სხვა წყაროში „იქსის“ ხალათის კალთას უწოდებენ „ტაფის თავსახურს“. დაასახელეთ იქსი ერთი სპარსული წარმოშობის სიტყვით.
პასუხი: დერვიში წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1256პასუხი -
შეკითხვა #1255 © ირაკლი გუნია
იქსის გამოყენებას ჰიგიენის სპეციალისტები გვირჩევენ 45-გრადუსიანი კუთხის დახრილობით. იქსი არის ბერლინის ტელეანძისთვის ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ შერქმეული მეტსახელი. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: კბილსაჩიჩქნი (კბილის საჩიჩქნი) წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1255პასუხი -
შეკითხვა #1254 © სერგეი ვივატენკოე
პირველზე ხუმრობენ, რომ ის ეძებს პრობლემას საკუთარი თავისთვის, ხოლო მეორეზე - რომ სხვისთვის. პირველის და მეორის აღმნიშვნელი სიტყვა წარმოშობილია ლათინური სიტყვისგან, რომელიც ნიშნავს „უკიდურესს“. დაასახელეთ პირველიც და მეორეც.
პასუხი: ექსტრემალი და ექსტრემისტი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1254პასუხი -
შეკითხვა #1253 © ბორის მონოსოვი
1920-იანი წლების დასაწყისში რუსეთიდან ემიგრირებულმა კომპოზიტორმა ვლადიმერ დუკელსკიმ აიღო ეს ფსევდონიმი. დაახლოებით იმავე დროს იგივე ფსევდონიმი აიღო ერთმა ამერიკელმა. დაასახელეთ ამ ამერიკელის გვარი.
პასუხი: ელინგტონი კომენტარი: ფსევდონიმი არის დიუკი წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1253პასუხი -
შეკითხვა #1252 © ევგენი რუბაშკინი
ჩინურ კალენდარში მას მოსდევს შავი დრაკონი. დაასახელეთ ვინ მისდევს მას პირველ თავში.
პასუხი: ალისა კომენტარი: საუბარია თეთრ კურდღელზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1252პასუხი -
შეკითხვა #1251 © გაგი გაბრიჭიძე
დუპლეტი:
(1) ანიმაციურ ფილმში „მწერის ცხოვრება“ ერთ ეპიზოდში ჩანს ბარი, რომელშიც კოღო უკვეთავს ამას. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.
(2) ანიმაციურ ფილმში „მწერის ცხოვრება“ ერთ-ერთი მწერი საუბრობს დაღუპული მეუღლის შესახებ. დაასახელეთ ეს მწერი ორი სიტყვით.პასუხი: (1) სისხლიანი მერი; (2) შავი ქვრივი კომენტარი: „შავი ქვრივის“ სახელით ცნობილი ხოჭო ჭამს პარტნიორს შეწყვილების შემდეგ. წყარო: www.imdb.com/title/tt0120623/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1251პასუხი -
შეკითხვა #1250 © კონსტანტინე ნაუმენკო
მწერალი ჰუგო ფონ ჰოფმანშტალი ავსტრიასა და გერმანიას შორის განსხვავების აღწერისას წერდა, რომ პირველი გამოხატავს ავსტრიის სულს, მეორე კი - გერმანიისას. თავის მხრივ, პირველი ნიშნავს „პატარა მეორეს“. დაასახელეთ პირველიც და მეორეც.
პასუხი: ოპერეტა, ოპერა კომენტარი: ჰოფმანშტალი ადარებდა ერთი მხრივ, შტრაუსების დინასტიის ოპერეტებს, მეორე მხრივ ვაგნერის ოპერებს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1250პასუხი -
შეკითხვა #1249 © ანტონ ვაჭარაძე
რემბრანდტისადმი მიძღვნილ ერთ წიგნში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მხატვარმა თავის ცნობილ სურათზე „ექიმ ტულპის ანატომიის გაკვეთილი“ მუშაობისას, ექიმები სახელოსნოში სათითაოდ ცალ-ცალკე მიიწვია და ისე დახატა. დაასახელეთ ფრანგული წარმოშობის სიტყვა, რომელსაც ამავე წინადადებაში შევხვდებით.
პასუხი: მონტაჟი კომენტარი: ეს იყო სხვა არაფერი თუ არა თანამედროვე მონტაჟი წყარო: დიდი მხატვრები. რემბრანდტი. პალიტრა L. თბილისი. 2010. გვ. 40–44 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1249პასუხი -
შეკითხვა #1248 © კონსტანტინე ნაუმენკო
მხატვარმა კასიუს კულიჯმა შექმნა ნახატების სერია, სადაც მოქმედება მიმდინარეობს იქსში. თქვენს წინაშეა ერთ-ერთი ნახატის რეპროდუქცია. ცნობილი სკანდინავიელის ნაწარმოების მოქმედება აგრეთვე ვითარდება იქსში. დაასახელეთ ეს სკანდინავიელი.პასუხი: ლარს ფონ ტრიერი კომენტარი: იქსი არის დოგვილი წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1248პასუხი