რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 56
-
შეკითხვა #1277 © დიმიტრი სერგიენკო
1903 წელს ეკრანებზე გამოსული ბრიტანული ფილმი იმდროისათვის ნამდვილ საოცრებად იქცა. მონტაჟის და დეკორაციების საშუალებით ფილმში ნაჩვენები იყო ადამიანის სწრაფი ზრდა. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდებოდა ამ ფილმს!
პასუხი: ალისა საოცრებათა ქვეყანაში კომენტარი: მდვილ საოცრებად იქცა მომენტების ჩვენება, როდესაც ალისა ჭამს ნამცხვარს და იზრდება ან პატარავდება. პ.ს. ამ ყველაფერს ეხლა უკვე 3D-ში იღებენ და არავის უკვირს. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Алиса_в_Стране_чудес_(фильм, პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1277პასუხი -
შეკითხვა #1276 © ანტონ ვაჭარაძე
იქსი შეიძლება ყოფილიყო: დეცერიუსი, ტესერარიუსი, ცენტურიონი. იგრეკები არიან: ფილიპ მექსე, დავიდ პიზარო, მირკო ვუჩინიჩი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი 2–2 სიტყვით, თუ მათში (ამ 2–2 სიტყვაში) მხოლოდ ერთი ასოა განსხვავებული.
პასუხი: რომის ლეგიონერი, რომას ლეგიონერი კომენტარი: პირველ შემთხვევაში ჩამოთვლილი იყო რომის ლეგიონერების წოდებები, მეორეგან კი საფეხბურთო კლუბ „რომას“ ლეგიონერები. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1276პასუხი -
შეკითხვა #1275 © ანტონ ვაჭარაძე
ინტერნეტში წააწყდებით სახალისო მაისურებს ამ გამოსახულებით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 3 ასო, რომელიც ავტორმა მასალაზე მოშალა.პასუხი: ZOM კომენტარი: ეს არსება არის - ZOMBEE წყარო: www.zazzle.com/zombee_tee_tshirt-23589042663579764 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1275პასუხი -
შეკითხვა #1274 © გაგი გაბრიჭიძე
მოისმინეთ ნაწყვეტი ინტერვიუდან: „ექიმობით მე უფრო მეტი ფული შემაქვს სახლში, ვიდრე მამაჩემს, რომელმაც ამ პროფესიით დიდხანს იმუშავა”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ინტერვიუს მიმცემი პიროვნება!
პასუხი: ჰიუ ლორი კომენტარი: ჰიუ ლორის მამა ექიმი იყო, ხოლო გრეგორი ჰაუსის როლით მსახიობის აშკარად მეტი ფული შეაქვს სახლში. წყარო: www.parade.com/celebrity/2009/04/hugh-laurie.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1274პასუხი -
შეკითხვა #1273 © დენის რიბაჩუკი
ერთი ენციკლოპედიის თანახმად, პირველი ცნობები ბრიტანელებზე შემოგვინახა ადამიანმა, რომელიც ჩავიდა და დაათვალიერა ნისლიანი ალბიონი. მან აგრეთვე ადგილობრივი მმართველის, კასევიალუნის ქალაქიც კი დალაშქრა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პიროვნება!
პასუხი: [იულიუს] კეისარი კომენტარი: ჩავიდა, დაათვალიერა და დალაშქრა, ანუ ფაქტიურად მივიდა, ნახა და დაიპყრო. წყარო: Кельтская мифология: Энциклопедия. – М.: Издательство Эксмо, 2004. С. 26 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1273პასუხი -
შეკითხვა #1272 © დენის რიბაჩუკი
ცნობილია, რომ თავის დროზე, საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მათ მხოლოდ ერთი საგანი გამოეყოფოდათ, ცხენი და აღჭურვილობა კი საკუთარი სახსრებით უნდა შეეძინათ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.
პასუხი: მუშკეტერები კომენტარი: საფრანგეთი მათ მხოლოდ მუშკეტით უზრუნველყოფდა წყარო: www.adjudant.ru/musket/02.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1272პასუხი -
შეკითხვა #1271 © გაგი გაბრიჭიძე
ფილმში „დრაკულა 2000“ (რომლის თანახმადაც დრაკულა არის იგივე იუდა ისკარიოტელი), ერთ ეპიზოდში დრაკულას აჩვენებენ იქსს, რასაც ის ირონიულად შეხედავს და ამბობს - “პროპაგანდა”. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ბიბლია წყარო: კ/ფ ”დრაკულა 2000” პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1271პასუხი -
შეკითხვა #1270 © გაგი გაბრიჭიძე
დაასახელეთ ორი გეოგრაფიული ობიექტი, რომელთაც შუმერები უწოდებდნენ „ზემო ზღვას“ და „ქვემო ზღვას“, თუ მათგან „ზღვა“ თანამედროვე გეოგრაფიული გაგებით მხოლოდ ერთია.
პასუხი: ზემო ზღვა - შავი ზღვა, ქვემო ზღვა - სპარსეთის ყურე წყარო: ჯემალ შარაშენიძე, შუმერები და მათი კულტურა, „ნაკადული“, 1983. გვ. 144 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1270პასუხი -
შეკითხვა #1269 © გაგი გაბრიჭიძე
[შეკითხვაში არის ცვლილება] ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე ერთი მომხმარებელი 2010 წლის 1 დეკემბერს წერდა: „დილით ანგარიში გავიგე. ძალიან, ძალიან გამიკვირდა. ეს ძალიან ბევრია, როგორც სალვადორი-ჰონდურასი.” ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რა სიტყვებია შეცვლილი სალვადორით და ჰონდურასით.
პასუხი: არგენტინა და იამაიკა კომენტარი: ამ მომხმარებელმა ბარსელონა-რეალის ანგარიში 5:0 შეადარა ცნობილ მატჩს არგენტინასა და იამაიკას შორის, რომელიც ასევე 5:0 დასრულდა. კითხვის ნომერი დამატებითი მინიშნებაა. საფეხბურთო ომში მონაწილე სახელმწიფოების შეცვლაში გამოყენება სიმბოლურია, რადგან ელ კლასიკო ყოველთვის ომთან ასოცირდება. წყარო: www.bochkavpechatleniy.com/social/blog/47172/27341 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1269პასუხი -
შეკითხვა #1268 © ანტონ ვაჭარაძე
XX საუკუნის მეორე ნახევარში, ანგოლის, მოზამბიკისა და გვინეა-ბისაუს მცხოვრები ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხდებოდა „ასიმილიადუში“. ავტორის აზრით, კითხვის გამოსაცნობად არ არის საჭირო ამ პირობის დაკმაყოფილება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ, თუ რა პირობაზეა საუბარი.
პასუხი: პორტუგალიური ენის ცოდნა კომენტარი: აღნიშნული ქვეყნები პორტუგალიის კოლონიებს წარმოადგენდნენ. ასიმილიადუშ - ასიმილირებული, მოქალაქესთან გათანაბრებული. წყარო: Вокруг Света. №11(2841). Ноябрь 2010. გვ. 90 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1268პასუხი -
შეკითხვა #1267 © დიმიტრი სლავინი
თქვენს წინაშეა სლოვაკური კერძის - „ზავინიაკის“ ფოტო. ამავე სიტყვით სლოვაკეთში აღნიშნავენ ერთ სიმბოლოს. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ ეს სიმბოლო თქვენს ფურცლებზე!პასუხი: @ წყარო: ru.wikipedia.org/wiki/@ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1267პასუხი -
შეკითხვა #1266 © ანდრეი კუზმა
ძველ ჩინეთში ამ სპეციალიზაციის ექიმები სწავლისას იყენებდნენ ხის დაფას და ლურსმნებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სამედიცინო სპეციალიზაცია!
პასუხი: სტომატოლოგი (დანტისტი) კომენტარი: ჩაარჭობდნენ და იღებდნენ, ჩაარჭობდნენ და იღებდნენ. როგორც ჩანს მხოლოდ კბილის ამოღებით შემოიფარგლებოდნენ. წყარო: www.stop-caries.ru/2008/12/stomofacts/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1266პასუხი -
შეკითხვა #1265 © გაგი გაბრიჭიძე
ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ „არგო“ იყო პირველი ხომალდი, რომელსაც გააჩნდა ეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს!
პასუხი: სახელი (სახელწოდება) წყარო: www.argo.ce.unipr.it/argo/english/name.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1265პასუხი -
შეკითხვა #1264 © ვლადიმერ ოსტროვსკი
ბავშვობაში მისი დები არასწორად წარმოთქვამდნენ სიტყვას „ძმა“. სწორედ აქედან შერჩა ამ ადამიანს საკუთარი სახელი. თეოდორ სტარჯონის თანახმად, სწორედ ამ ადამიანს ეკუთვნის ფრაზა: „აქ გრუნტი რბილია, ფეხით ადვილად შემიძლია მისი მიმოყრა“. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ბაზ ოლდრინი (ნილ არმსტრონგის შემდეგ მეორე ადამიანი მთვარეზე) კომენტარი: დები არასწორად გამოთქვამდნენ „ბრაზერ“ და უწოდებდნენ „ბაზერს“. სტარჯონის თანახმად, ოლდრინმა ეს სიტყვები წარმოთქვა როცა მთვარეზე დადგა ფეხი. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1264პასუხი -
შეკითხვა #1263 © კონსტანტინე ნაუმენკო
კონან დოილის ისტორიულ რომანში „როდნი სტოუნი“ მსახურს მოაქვს წერილი. ოთახში მყოფი ქალბატონი ეხმარება ადრესატს კონვერტის გახსნასა და წერილის წაკითხვაში. შემდეგ მას გული მისდის, რადგან წერილი ხანგრძლივი ვადით სამხედრო პოსტზე უხმობს ადრესატს. დაასახელეთ ამ ქალბატონის გვარი.
პასუხი: [ლედი] ჰამილტონი კომენტარი: ადრესატი იყო ადმირალი ჰორაციო ნელსონი, რომელსაც უჭირდა ცალი ხელითა და ცალი თვალით კონვერტის გახსნა და წაკითხვა. საქვეყნოდ ცნობილია ჰორაციო ნელსონის და ლედი ჰამილტონის სიყვარულის ამბავი. წყარო: www.sbnet.ru/books/eng/Doyle/other/rodni-st.ru.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1263პასუხი