რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 58
-
შეკითხვა #1247 © კონსტანტინე ნაუმენკო
იტალიური პროვინცია რეჯიო-ემილიას ერთ-ერთი კომუნის გერბზე გამოსახულია ძაღლი. ამ კომუნის ტერიტორიაზე მდებარე ღირსშესანიშნაობას ყოველწლიურად სტუმრობს რამდენიმე ათასი გერმანელი ტურისტი. დაასახელეთ ეს ღირსშესანიშნაობა.
პასუხი: კანოსა კომენტარი: საღვთო რომის იმპერატორი ჰაინრიხ მეექვსე აქ ეახლა პაპ გრიგოლ მეშვიდეს და პატიება სთხოვა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1247პასუხი -
შეკითხვა #1246 © ივან სტარიკოვი
ინგლისელი ფილოსოფოსის, ჯერემი ბენთამის აზრით, „იქსში აბზაცის ყველა სტრიქონი (გარდა უკანასკნელი სტრიქონისა), აღწევს გვერდის კიდეს. აი, იგრეკში კი ზოგიერთი სტრიქონი არ აღწევს [გვერდის კიდეს]“. თავად ეს კითხვა არის იქსი, თქვენ კი, ერთი წუთის შემდეგ, დაასახელეთ იგრეკი.
პასუხი: პოეზია კომენტარი: ჯერემი ბენთამი საუბრობდა პროზაზე (იქსი) და პოეზიაზე (იგრეკი). წყარო: Слова и мысль. Шестьсот английских афоризмов. – СПб: Политехника, 2004. – С. 94. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1246პასუხი -
შეკითხვა #1245 © ვლადიმირ ოსტროვსკი
სპეციალისტთა აზრით, ნატოს ძალებს არ ძალუძთ ლიბიაში გამარჯვების მოპოვება მხოლოდ საავიაციო დაბომბვით და მათ, ადრე თუ გვიან, მოუწევთ გახდნენ რეალისტები. კითხვა: დაასახელეთ ფრაზეოლოგიზმი, რომელიც შეცვლილია ამ კითხვაში.
პასუხი: მიწაზე დაშვება კომენტარი: სპეციალისტთა აზრით, ნატოს გამარჯვებისთვის საჰაერო დაბომბვებთან ერთად სჭირდება სახმელეთო ოპერაციები. წყარო: "Подробности недели", телеканал "Интер" 27 марта 2011 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1245პასუხი -
შეკითხვა #1244 © ვახტანგ ელერდაშვილი
ჟურნალ „ესკვაირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მარგარეტ ტეტჩერმა დანანებით აღნიშნა, რომ თანამედროვე ბრიტანეთში „მარქსმა და იქსმა“ აჯობეს მარქსს და ენგელსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: სპენსერი კომენტარი: Marks & Spencer ცნობილი ბრიტანული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდია. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1244პასუხი -
შეკითხვა #1243 © ვახტანგ ელერდაშვილი
1837 წელს ჰანოვერის სამეფოს ტახტზე ერნესტ აუგუსტუს I ავიდა, რომელმაც მანამდე არსებული ლიბერალური კონსტიტუცია შეცვალა. ამასთან დაკავშირებით გეტინგენის უნივერსიტეტის შვიდმა პროფესორმა, პროტესტი გამოაცხადა და უნივერსიტეტი დატოვა. ამ პროფესორებს შორის იყვნენ: ვილჰელმ ალბრეჰტი, ფრიდრიხ დალმანი, გეორგ გერვინუსი, ვილჰელმ ვებერი, ჰაინრიხ ევალდი... ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ დანარჩენი ორი პროფესორი.
პასუხი: იაკობ და ვილჰელმ გრიმები (ძმები გრიმებიც ითვლება) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1243პასუხი -
შეკითხვა #1242 © ვახტანგ ელერდაშვილი
1995 წელს ფოტოგრაფ ანი ლეიბოვიცს დაუკვეთეს კარლ ლუისის ფოტო იტალიური კომპანიის სარეკლამო პოსტერისთვის. ფოტოზე სახელგანთქმული სპრინტერი დგას სტარტზე, აცვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი (ე.წ. „შპილკები“) და ელოდება სასტარტო ნიშანს. ფოტოს ქვეშ კი არის მინაწერი: „სიმძლავრე კონტროლის გარეშე არაფერია“. ყურადღება შეკითხვა: რას აწარმოებს ეს იტალიური კომპანია?
პასუხი: საბურავებს კომენტარი: ეს კომპანიაა Pirelli წყარო: www.adme.ru/second-hand/chernokozhaya-muza-na-chto პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1242პასუხი -
შეკითხვა #1241 © ვახტანგ ელერდაშვილი
დათო ტურაშვილი „ამერიკულ ზღაპრებში“ წერს, რომ იქსი არის ერთადერთი მოვლენა ქართველთა ცხოვრებაში, რომლის ორგანიზებაც მათ წარმატებით შეუძლიათ. 1939 წელს, ავტორის სიკვდილამდე ორი წლით ადრე, გამოქვეყნდა წიგნი, რომლის სათაურიც ქართულ თარგმანში შეიცავს იქსს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ წიგნს?
პასუხი: ფინეგანის ქელეხი კომენტარი: იქსი არის ქელეხი. „ფინეგანის ქელეხი“ ჯეიმს ჯოისის ნაწარმოებია. წყარო:- ათო ტურაშვილი, „ამერიკული ზღაპრები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010, გვ. 64
- en.wikipedia.org/wiki/Finnegans_Wake
პასუხი -
შეკითხვა #1240 © ვახტანგ ელერდაშვილი
Nine Zulu Queens Ruled China - თქვენს წინაშეა მნემონიკური ფრაზა, სადაც ჩაშიფრულია იქსები. პოლ ჰოფმანის წიგნს კი, რომელიც პაულ ერდოშის მხატვრულ ბიოგრაფიას წარმოადგენს ეწოდება ასე „კაცი, რომელსაც უყვარდა მხოლოდ იქსები“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსები ერთი სიტყვით.
პასუხი: რიცხვები კომენტარი: პაულ ერდოში უნგრელი მათემატიკოსი იყო. ეს მნემონიკური ფრაზა კი შექმნილია რიცხვთა სიმრავლეების თანამიმდევრობის დასამახსოვრებლად: N, Z, Q, R, C - ნატურალური, მთელი, რაციონალური, ირაციონალური და კომპლექსური რიცხვები. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1240პასუხი -
შეკითხვა #1239 © ვახტანგ ელერდაშვილი
ერთმა თანამედროვე ლიტერატორმა ამერიკული და საბჭოური საზოგადოებების შედარების დროს განაცხადა, რომ ინდუსტრიალიზაციამ საბჭოეთის მაცხოვრებელთა ცნობიერებაში უფრო ღრმად შეაღწია ვიდრე ამერიკელთაში. ამის საილუსტრაციოდ მან მოიყვანა ორი სია, რომელთაგან ამერიკულ სიაში ფრინველები და მხეცები სჭარბობდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ საბჭოური სიის ერთი რომელიმე წარმომადგენელი.
პასუხი: ლოკომოტივი კომენტარი: ითვლება ნებისმიერი ამ პასუხიდან: ლოკომოტივი, მეტალურგი, შინიკი, დინამო, ტრაქტორი, ხიმიკი, ტორპედო, პახტაკორი. საუბარი იყო სპორტული გუნდების სახელწოდებებზე. წყარო: Лекции А. Аствацатурова о творчестве О. Хаксли, прочитанные в СПбГУ. Автор: Леонид Гельфанд (Ришон ле-Цион, Израиль) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1239პასუხი -
შეკითხვა #1238 © ვახტანგ ელერდაშვილი
ტეხას ჰოლდ'ემ პოკერში ტუზისა და მეფის კომბინაციას ადარებენ ერთ ქალბატონს, ვინაიდან ეს კომბინაცია ამ ქალბატონივით „კარგად გამოიყურება, თუმცა ვერასოდეს იგებს“ (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ პოკერის მოყვარულები). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ქალბატონის სახელი და გვარი.
პასუხი: ანა კურნიკოვა კომენტარი: AK = Anna Kurnikova წყარო: en.wikipedia.org/wiki/List_of_playing_card_nicknam პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1238პასუხი -
შეკითხვა #1237 © ვახტანგ ელერდაშვილი
2011 წელს ნანი მორეტიმ გადაიღო ფილმი, რომლის დასაწყისში მთავარ პერსონაჟს საპასუხისმგებლო მისიას აკისრებენ, თუმცა სულ ცოტა ხანში ის აცხადებს, რომ ეშინია, მიესალმოს მოედანზე შეკრებილ ასი ათასზე მეტ ადამიანს და ამის შედეგად გარბის. კინომცოდნეები წერენ, რომ ნანი მორეტიმ გადაიღო ახალი იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: რომაული არდადეგები კომენტარი: ნანი მორეტის ფილმში „ჰაბემუს პაპამ“, ახალ რომის პაპს ირჩევენ, რომელიც გარბის და იწყობს რომაულ არდადეგებს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1237პასუხი -
შეკითხვა #1236 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
2009 წელს რუსული თეატრის სცენაზე გაიმართა ირინა ტომინგასის სპექტაკლის პრემიერა. სპექტაკლს ორიგინალური სათაური ჰქონდა: “Смрах“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პოეტი, რომლის შემოქმედებასაც ასახავს ეს სპექტაკლი.
პასუხი: დანიილ ხარმსი კომენტარი: Смрах რომ შევატრიალოთ მივიღებთ Хармс-ს. წყარო: teatrikool.com/smrakh პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1236პასუხი -
შეკითხვა #1235 © ვახტანგ ელერდაშვილი
1983 წელს ენდრიუ ჰოდჯისმა დაწერა წიგნი ალან ტიურინგის ამოუცნობი პიროვნების შესახებ. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვა ფიგურირებს წიგნის სათაურში ალან ტიურინგის სახელისა და გვარის გარდა?
პასუხი: ენიგმა კომენტარი: ალან ტიურინგი გერმანული შიფრაციის მანქანის „ენიგმას“ დეშიფრაციაში იღებდა მონაწილეობას. ამავდროულად „ენიგმა“ საიდუმლოს ნიშნავს თარგმანში. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Alan_Turing პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1235პასუხი -
შეკითხვა #1234 © ანდრეი ჩერდანცევი
თქვენს წინაშეა ხელჯოხი (Трость), რომელზეც შეგვიძლია დავინახოთ ორი იქსი. საპატიო ლეგიონის ორდენზე იქსი გამოსახული იყო 12 წლის განმავლობაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.პასუხი: ნაპოლეონის პროფილი (სილუეტი) კომენტარი: 1802-1814 წლებში საპატიო ლეგიონის ორდენზე გამოსახული იყო ნაპოლეონის პროფილი წყარო: zhurnal.lib.ru/n/nowoselow_a_w/potpourri.shtml პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1234პასუხი -
შეკითხვა #1233 © ვახტანგ ელერდაშვილი
შუა საუკუნეებში ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ სუფიზმის მიმდევარ მოხეტიალე დერვიშებს. სუფიზმის, როგორც რელიგიური დოქტრინის, დისკრედიტაციის შემდეგ, ამ სიტყვამ აღმოსავლურ ენებში სულელის და იდიოტის მნიშვნელობა შეიძინა, რაც აისახა კიდეც ქართულ რეალობაში. ყურადღება შეკითხვა: რას უწოდებდნენ ამ დერვიშებს?
პასუხი: აბდალი კომენტარი: აბდალი სულელის სინონიმია გურიაში. მოხეტიალე სუფი დერვიშს „აბდალ“ ეწოდებოდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1233პასუხი