რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 59
-
შეკითხვა #1232 © კონსტანტინე ნაუმენკო
პიტერ უსტინოვი მას ადარებდა ნემსს და ძაფს, რომელიც ევროპის მიწების ნაფლეთებს ერთმანეთზე აკერებს და ამგვარად აერთიანებს. რის შესახებ საუბრობდა ასე პიტერ უსტინოვი?
პასუხი: აღმოსავლეთის ექსპრესის კომენტარი: ასევე ცნობილი პიტერ უსტინოვის მიერ განსახიერებული ერკულ პუარო ფილმში „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“. წყარო: Питер Устинов в Восточном Экспрессе, Реж. Джон Макгриви პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1232პასუხი -
შეკითხვა #1231 © იური კოზმინი
ჯასპერ ფორდის ფანტასტიკურ რომანში აღწერილია აკვარიუმის ბინადარი არსებები, რომელთა უმთავრეს საკვებსაც ენციკლოპედიების და ლექსიკონების მონახევები წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს არსებები ორი სიტყვით.
პასუხი: წიგნის ჭიები კომენტარი: წიგნის ჭიები რომანში რეალური არსებები არიან. წყარო: Дж. Ффорде. Дело Джен, или Эра немилосердия. ЭИ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1231პასუხი -
შეკითხვა #1230 © ვახტანგ ელერდაშვილი
1970–იან წლებში ქალაქი სან–ფრანცისკო სექსუალურ უმცირესობათა მექად ითვლებოდა, ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ამერიკელმა ჰომოსექსუალებმა 1978 წელს შექმნილი სიმღერა აღიქვეს მოწოდებად – გამგზავრებულიყვნენ სან–ფრანცისკოში. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ცნობილ სიმღერას?
პასუხი: Go West კომენტარი: სან–ფრანცისკო აშშ–ს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Go_West_(song) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1230პასუხი -
შეკითხვა #1229 © კონსტანტინე ნაუმენკო
დოქტორი ჰაუსის როლის შემსრულებელმა, ჰიუ ლორიმ იხუმრა, რომ მისი [გამოტოვებულია ორი სიტყვა], უნგრულის და პაკისტანურის ნაზავია და დამოკიდებულია იმაზე, თუ იგი როგორაა დაღლილი. დაასახელეთ გამოტოვებული ორი სიტყვა, თუ ისინი ერთსა და იმავე ასოზე იწყება.
პასუხი: ამერიკული აქცენტი კომენტარი: ჰიუ ლორი - ინგლისელია. წყარო: Inside the Actor's Studio - Hugh Laurie პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1229პასუხი -
შეკითხვა #1228 © ვახტანგ ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ვიკიპედიის სტატიაში გვხვდება. დაასახელეთ ლათინური წარმოშობის სიტყვა, რომელიც ვიკიპედიის სტატიის სათაურს წარმოადგენს.პასუხი: ინკუნაბულა კომენტარი: 1501 წლამდე დაბეჭდილ წიგნებს ინკუნაბულებს უწოდებენ. სურათზე ინკუნაბულების გამოცემების რაოდენობაა მოცემული ათწლეულების მიხედვით, ბეჭდვის გამოგონებიდან 1500 წლის ჩათვლით. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Incunable პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1228პასუხი -
შეკითხვა #1227 © ვახტანგ ელერდაშვილი
1991 წელს გამოიცა რობერტ კანიგელის ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი „ადამიანი, რომელმაც შეიცნო უსასრულობა“ (The man who knew infinity). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 1887 წელს დაბადებული აზიელი, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობაც არის აღწერილი ამ წიგნში?
პასუხი: სრინივასა რამანუჯანი კომენტარი: წიგნი ეძღვნება ინდოელ მათემატიკოსს, სრინავასა რამანუჯანს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1227პასუხი -
შეკითხვა #1226 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
კრისტიან სმედსის სპექტაკლში „მისტერ ვერტიგო“ მოსწავლე სთხოვს მასწავლებელს მიუთითოს კარზე, საიდანაც შეიძლება გასვლა. ამის პასუხად მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს იქსს. დაასახელეთ პირველად 1948 წელს დადგმული სპექტაკლი, რომლის სათაურიც შეიცავს იქსს.
პასუხი: კავკასიური ცარცის წრე კომენტარი: მასწავლებელმა მოსწავლეს მისცა ცარცი, რათა მას დაეხატა კარები. წყარო:- en.wikipedia.org/wiki/Caucasian_Chalk_Circle
- Спектакль «Мистер Вертиго» Национального театра (Хельсинки).
პასუხი -
შეკითხვა #1225 © მიხაილ მალკინი
ერთ თანამედროვე პოსტ-მოდერნისტულ ლექსში, რომელიც პატარა ადამიანის ეგზისტენციალურ პრობლემებს ეძღვნება, ნათქვამია რომ მათ ესაჭიროებათ მასაჟი. ისინი ფიგურირებენ ფრაზაში, რომელიც დიდმა ინგლისელმა წარმოთქვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: გიგანტების მხრები კომენტარი: ცნობილია ისააკ ნიუტონის სიტყვები: „შორს იმიტომ ვიხედებოდი, რომ გიგანტების მხრებზე ვიდექი“. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1225პასუხი -
შეკითხვა #1224 © კონსტანტინე ნაუმენკო
გასული საუკუნის 70–იან წლებში ისერ კუპერმანმა დაწერა წიგნი სათაურით „შავ დიაგონალებზე“. წიგნში ავტორი საუბრობს მისი და მისი კოლეგების დაბნეულობაზე, რომელიც 36 იქსის დამატებამ გამოიწვია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: უჯრა (უჯრედი) კომენტარი: შაშისტი ისერ კუპერმანი აღწერს იმ დაბნეულობას, რომელიც 64 უჯრიანი შაშიდან 100 უჯრიან შაშზე გადასვლისას მოხდა. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Куперман,_Исер_Иосифович
- Куперман И. И. На чорних діагоналях. Киев, 1977
პასუხი -
შეკითხვა #1223 © მიხაილ სავჩენკოვი
ერთ სახოტბო ეპიგრამაში ნათქვამია, რომ ეს ინგლისელი ნებისმიერ ჰეკატონხეირზე ძლიერია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ინგლისელი.
პასუხი: ჰორაციო ნელსონი კომენტარი: კატონხეირებს ასი თვალი და ასი ხელი ჰქონდათ. ნელსონს ერთი ხელი და ერთი თვალი. წყარო:- Всемирная эпиграмма, т. 3, СПб, Политехника, 1998, стр. 214
- en.wikipedia.org/wiki/Hekatonkheires
პასუხი -
შეკითხვა #1222 © მიხაილ სავჩენკოვი
"Martina H" - თქვენს წინაშეა ოდნავ სახეშეცვლილი სახელწოდება დოკუმენტური ფილმისა, რომელიც მარტინა ჰინგისის შესახებ მოგვითხრობს. დარიგებული მასალა ერთი ზედმეტი შტრიხით განსხვავდება ფილმის რეალური სახელწოდებისგან. დაწერეთ ფილმის რეალური სახელწოდება.
პასუხი: Martina II კომენტარი: მარტინა ჰინგისი მეორეა, პირველი რა თქმა უნდა, მარტინა ნავრატილოვაა. H ერთი ზედმეტი შტრიხით განსხვავდება II-ისგან. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1222პასუხი -
შეკითხვა #1221 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
რამდენიმე წლის წინ დაიდგა სპექტაკლი, ერთი ცნობილი ნაწარმოების თეატრალური ვერსია, რომელშიც გადაჭარბებულად იყო წამოწეული ჰომოსექსუალიზმის თემა. სწორად ამიტომ სტატიაში, რომელიც ამ თეატრალურ დადგმას მიმოიხილავს, ნაწარმოების სათაურში წაშლილია ერთი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: დორიან გრეის პორტრეტი კომენტარი: სტატიას ჰქვია „დორიან გეის პორტრეტი“. წყარო: www.izvestia.ru/culture/article5052/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1221პასუხი -
შეკითხვა #1220 © მიხაილ სავჩენკოვი
1925 წელს „რუხმა მგელმა“ ფეოდალიზმის გადმონაშთებთან ბრძოლის ფარგლებში უარი თქვა ჩეხეთის ქალაქ სტრაკონიცეში წარმოებულ პროდუქციაზე და დაიწყო „წითელქუდების“ დევნა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქ სტრაკონიცეში წარმოებული პროდუქციის ზუსტი სახელწოდება.
პასუხი: ფესი (ფესკა) კომენტარი: მუსტაფა ქემალ ათათურქმა, მეტსახელად „რუხმა მგელმა“ უარი თქვა თურქი ბატონების (ბეი) ატრიბუტზე, ქეჩის წითელ ქუდზე, ე.წ. „ფესკაზე“. წყარო:- www.radio.cz/ru/rubrika/zapragoj/-strakonice-gorod
- Л. Минц Котелок дедушки Ляо М., Ломоносовъ, 2009, стр. 144
პასუხი -
შეკითხვა #1219 © ვახტანგ ელერდაშვილი
1977 წელს ამერიკელმა მსახიობმა დაწერა პირველი ავტობიოგრაფია „მე არ ვარ იქსი“. 1995 წელს მან დაწერა მეორე ავტობიოგრაფია და უწოდა „მე ვარ იქსი“. ავტობიოგრაფიების სათაურებში დაფიქსირებული წინააღმდეგობა სავარაუდოდ არ მოეწონებოდა იქსს, ამ მსახიობის მიერ განსახიერებულ პერსონაჟს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: სპოკი კომენტარი: ავტობიოგრაფიების სათაურები შეიცავენ ლოგიკურ წინააღმდეგობას. „ვარსკვლავურ გზაში“ (Star Trek) ლეონარდ ნიმოის მიერ განსახიერებული პერსონაჟი სპოკი მკაცრი ლოგიკური აზროვნებით გამოირჩევა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Leonard_Nimoy პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1219პასუხი -
შეკითხვა #1218 © ალექსეი პოლევოი
ჰალედ ჰოსეინის რომანში „ქარს ადევნებული“ მამა თავის პატარა ბიჭუნას ჩუქნის ცხენს, რათა მან იყიდოს სასურველი ნივთი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბიჭუნა [გამოტოვებულია სიტყვა] ცხენს და ყიდულობს სასურველ ნივთს. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვაა გამოტოვებული შეკითხვაში?
პასუხი: ტეხავს კომენტარი: ცხენი ჩვეულებრივი ყულაბაა, რომელსაც ტრადიციული გოჭის ფორმა იმიტომ არ აქვს, რომ რომანის სიუჟეტი არაბულ სამყაროში ვითარდება. წყარო: Халед Хоссейни. Бегущий за ветром. – М.: "Фантом пресс", 2009.- С. 67 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1218პასუხი