რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 60
-
შეკითხვა #1217 © ნაილ ფარუკშინი
მას შემდეგ, რაც ნაპოლეონის ჯარებმა ვერ შეძლეს პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობა, გამოჩნდა კარიკატურა, რომელზეც გამოსახული კორსიკული იქსი ამბობდა, რომ პირენეული იგრეკი მჟავეა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: მელია, ყურძენი კომენტარი: კარიკატურა ეზოპეს ცნობილი იგავ-არაკის პერიფრაზს აკეთებს. წყარო: Вокруг Света, N9, 2010. - С. 128. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1217პასუხი -
შეკითხვა #1216 © ვახტანგ ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს იქსი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, რომლებიც ფიგურირებს მეოცე საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი რომანის სათაურში.პასუხი: თეთრი საყელო კომენტარი: მიხეილ ჯავახიშვილმა 1926 წელს დაწერა რომანი „თეთრი საყელო“. წყარო: www.ua-portal.net/jumor/30-anekdoty/421-svezhie-po პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1216პასუხი -
შეკითხვა #1215 © ვახტანგ ელერდაშვილი
იქსში, რომლის პასუხიცაა იქსი გამოსახულია ფრინველი და ორი მუსიკალური ნოტი. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით იქსს, დაასახელეთ ფრინველი.
პასუხი: ბუ კომენტარი: რებუსში, რომლის პასუხიცაა „რებუსი“ გამოსახულია რე, ბუ და სი. წყარო: რებუსი შეკითხვის ავტორს ეკუთვნის. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1215პასუხი -
შეკითხვა #1214 © კონსტანტინე ნაუმენკო
ბალზაკი პარიზს მოიხსენიებს ორი სიტყვით და აღნიშნავს, რომ პარიზი არის „შუაწერტილი სიმდიდრისა და სიღარიბისა, შარლატანობისა და ტალანტისა, ფუფუნებისა და საჭიროებისა, სათნოებისა და ნაკლოვანებისა, ზნეობისა და გარყვნილებისა“. ამ ორი სიტყვით ერთ ცნობილ ფილმში მოიხსენიებენ ნიუ-იორკს და სტამბულს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვა.
პასუხი: კონტრასტების ქალაქი კომენტარი: ფილმში „ბრილიანტის ხელი“ მთავარ პერსონაჟს, გორბუნკოვს სთხოვენ წაიკითხოს ლექსია „ნიუ-იორკი - კონტრასტების ქალაქი“ და „სტამბული - კონტრასტების ქალაქი“. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1214პასუხი -
შეკითხვა #1213 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
შარშან ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა მოუწოდა ხალხს, რომ ნაკლებად გამოეყენებინათ ინტერნეტი, რის გამოც ჰოლანდიურმა მედიამ დედოფალს უწოდა იქსი. პირველად იქსები 1811 წელს ქალაქ ნოტინჰემში გამოჩნდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსები.
პასუხი: ლუდიტები კომენტარი: თანამედროვე სამყაროში ლუდიტები ეწოდებათ ტექნოლოგიების მოძულე ადამიანებს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1213პასუხი -
შეკითხვა #1212 © კონსტანტინე ნაუმენკო
მეორე მსოფლიო ომისდროინდელ კუმულატიურ ლექსში ფეთქდება ბომბი და ანგრევს [გამოტოვებულია ოთხი სიტყვა]. დაწერეთ ეს ოთხი სიტყვა თქვენს ფურცლებზე.
პასუხი: სახლს, რომელიც ააშენა ჯეკმა კომენტარი: კუმულატიური პოეზიის ყველაზე ცნობილი ნიმუშია „სახლი, რომელიც ააშენა ჯეკმა“. წყარო: en.wikipedia.org/wiki/This_Is_the_House_That_Jack_ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1212პასუხი -
შეკითხვა #1211 © ვახტანგ ელერდაშვილი
ბრიტანელი მათემატიკოსი, ჯონ დერბიშირი თავის წიგნში წერს, რომ იქსი მნიშვნელოვანების მიხედვით მესამე ცნებაა მათემატიკაში, რიცხვის და სიმრავლის შემდეგ. თუმცა მიუხედავად ამ ცნების მნიშვნელოვანებისა, არიან ისეთებიც (სავარაუდოდ თქვენს შორისაც), რომელთაც არ ესმით იქსის იქსი მათემატიკაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ფუნქცია კომენტარი: ფუნქციის ფუნქცია მათემატიკაში სამწუხაროდ ბევრს არ ესმის. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Prime_Obsession პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1211პასუხი -
შეკითხვა #1210 © ვახტანგ ელერდაშვილი
რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ Newsweek–ში გამოქვეყნდა სტატია ლიბიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სადაც ეს მოვლენები დახასიათებული იყო ერთი საჭადრაკო ტერმინით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ტერმინი.პასუხი: პატი კომენტარი: თეთრებს სვლა არ აქვთ, ამიტომ სურათზე ისინი პატის მდგომარეობაში არიან. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1210პასუხი -
შეკითხვა #1209 © ალექსეი ტრეფილოვი
1990 წელს აშშ-ში დაარსდა კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მქონე მტვერსასრუტებს აწარმოებს. კომპანიის სახელწოდება შექმნილია არა სტივ ჯობსის წაბაძვით, არამედ სხვა ამერიკელის საპატივსაცემოდ. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ექვსსიმბოლოიანი სიტყვა, რომელიც კომპანიის სახელწოდებას წარმოადგენს.
პასუხი: iRobot კომენტარი: I, Robot აიზეკ აზიმოვის რომანია, თუმცა სახელწოდება სტივ ჯობსის მიერ წარმოებულ მოწყობილობას უფრო ჰგავს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/IRobot პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1209პასუხი -
შეკითხვა #1208 © ვახტანგ ელერდაშვილი
ფემინისტური მოძრაობის ლიდერი, ამერიკელი ჟურნალისტი გლორია სტაინემი დამოუკიდებელ ქალს ასე ახასიათებს: „ეს არის ქალი, რომელიც ნორმალურად მიიჩნევს იქსს გათხოვებამდე და იგრეკს - გათხოვების შემდეგ“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც (სწორი თანამიმდევრობით).
პასუხი: სექსი, მუშაობა (ითვლება მხოლოდ ამ თანამიმდევრობით) წყარო: liberali.ge/ra-surt-kalebs პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1208პასუხი -
შეკითხვა #1207 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჟან–პიერ ივონმა დააარსა კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულ პროდუქციას აწარმოებს. ამ პროდუქციას უშუალოდ იყენებს ნიკოლა სარკოზის დაცვა, რომელსაც ევალება პრეზიდენტის დაცვა ნებისმიერ ამინდში. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქალაქში მდებარეობს ჟან–პიერ ივონის კომპანიის შტაბ-ბინა?
პასუხი: შერბური კომენტარი: საუბარია ქალაქ შერბურში წარმოებულ სპეციალიზებულ გამძლე ქოლგებზე, რომელიც სარკოზის ნასროლი ქვებისაგან იცავს. წყარო: ursa-tm.ru/forum/index.php?/topic/11467-%D0%BE%D1% პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1207პასუხი -
შეკითხვა #1206 © მიშელ მატვეევი
ვიქტორ იანუკოვიჩს მიაწერენ შემდეგ ფრაზას: „მე ძალიან მომწონს იქსი, ის ჩემი საყვარელი საძიებო სისტემაა“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქართული ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის პერსონაჟიცაა იქსი.
პასუხი: თეთრი ბაირაღები კომენტარი: იანუკოვიჩს მიაწერენ ფრაზას: მე ძალიან მომწონს გოგოლი, ის ჩემი საყვარელი საძიებო სისტემაა. ჭიჭიკო გოგოლი ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ პერსონაჟია. წყარო: www.ua-portal.net/jumor/30-anekdoty/421-svezhie-po პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1206პასუხი -
შეკითხვა #1205 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
რუსული ენის დიალექტებში ამ დედაქალაქის პირველი ასო აღიქმებოდა წინდებულად, ამიტომაც ხშირ შემთხვევებში მას არ წარმოთქვამდნენ და დედაქალაქის სახელწოდებას ამახინჯებდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ფეხბურთელი, რომლის გვარიც დედაქალაქის დამახინჯებული სახელწოდებისგან მომდინარეობს.
პასუხი: არშავინი კომენტარი: ვარშავას აღიქვამდნენ როგორ В Аршаве, არშავინი კი „ვარშაველს“ ნიშნავს. წყარო: rusish.clan.su/publ/15-1-0-87 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1205პასუხი -
შეკითხვა #1204 © ვახტანგ ელერდაშვილი
ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-18 საუკუნეში დაბადებული პიროვნება, რომელიც გამოსახულია ფოტოზე?პასუხი: კარლ ფრიდრიხ გაუსი კომენტარი: მის პორტრეტს ე.წ. Gaussian Blur აქვს მიცემული. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1204პასუხი -
შეკითხვა #1203 © კონსტანტინე ნაუმენკო
2009 წლის სექტემბერში ეს ქალაქი დაარსების 400 წლისთავს ზეიმობდა, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის ქუჩების გასწვრივ ნარინჯისფერი ტიტები დარგეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი.
პასუხი: ნიუ-იორკი კომენტარი: ნიუ-იორკის წინა სახელი ახალი ამსტერდამი იყო, შესაბამისად ტიტებიც ჰოლანდიური წარსულის საპატივსაცემოდ დარგეს. ნიდერლანდების ქალაქები კი გაცილებით ადრეა დაარსებული. წყარო: www.svobodanews.ru/content/transcript/1817156.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1203პასუხი