რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 88
-
ერთხელ ჯონ ფრედერიკმა იხუმრა, რომ “ჯერ კიდევ არ იყო გამშრალი მელანი, ამერიკელებმა კი უკვე თავის ნაციონალურ ლიტერატურაზე დაიწყეს ლაპარაკიო”. კიტხვა: სახელდობრ სად (ან რაზე) არ იყო გამშრალი მელანი?
პასუხი: აშშ–ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/796პასუხი -
ეს ქვეყანა შეიქმნა 1861 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ. კონსტიტუციის საფუძვლად აღებული იქნა აშშ–ს კონსტიტუცია. ამჟამად ეს ქვეყანა მე–2 ადგილზეა თავის რეგიონში ხორცისა და ხორბლის წარმოებით, აგრეთვე ბუნებრივ გაზის მარაგითა და ტურიზმისგან მიღებული შემოსავლებით. მაგრამ, ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ეს წაიაღისეული მოიპოვება ძალზე ცოტა – 100 ტონამდე წელიწადში, რაც ძალზე ცოტაა მსოფლიოს მომპოვებელტა პირველ სამეულტან შედარებით. მიხვდით, რა წიაღისეულზეა საუბარი და დაასახელეთ ეს სახელმწიფო!
პასუხი: არგენტინა კომენტარი: წიაღისეული არის ვერცხლი (არგენტუმ) პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/795პასუხი -
1835 წელს ერთმა ფრანგმა არისტოკრატმა დაწერა წიგნი „ბილიარდის მათემატიკური თეორია“. ამ წიგნში მან განავრცო დიდი თეორია, რომელსაც თვალსაჩინოდ ადასტურებს ერთი ხელსაწყო. ეს ხელსაწყო მოხსენიებულია სხვა წიგნის სათაურში. დაასახელეთ ამ მეორე წიგნის ავტორი!
პასუხი: უმბერტო ეკო კომენტარი: აკვირდებოდა რა ბილიარდის შარების მოძრაობას, გუსტავ გასპარ კორიოლისმა აღმოაჩინა ეფექტი, რომლის თვალსაჩინო დადასტურებასაც წარმოადგენს „ფუკოს ქანქარა“. 1988 წელს ეკომ დაწერა რომანი „ფუკოს ქანქარა“. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/794პასუხი -
სემიულ კოლრიჯის პოემაში „ბებერ მეზღვაურზე“ მოთხრობილია ისტორია კაპიტანისა, რომელმაც მოკლა ალბატროსი. ამის გამო მასზე საზარლად იძიებენ შურს სულები. დაახლოებით ისევე, როგორ კაპიტან ვან სტრაატენის მიმართ. მითხარით ვან სტრაატენის ორი სიტყვისაგან შემდგარი მეტსახელი!
პასუხი: „მფრინავი ჰოლანდიელი“ პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/793პასუხი -
იაპონური თეატრი ტაკარაცუკა შეიქმნა როგორც ალტერნატივა. მიხვდით, თუ რისი ალტერნატივა და მითხარით, რაში მდგომარეობდა ეს ალტერნატიოვობა?
პასუხი: მამაკაცის ყველა როლს თამაშობდნენ ქალები კომენტარი: ყველა მსახიობი ქალი იყო; კაბუკის თეატრში, მოგეხსენებათ ყველა როლს (მათ შორის ქალების) მამაკაცები თამაშობენ პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/792პასუხი -
შეკითხვა #791 © გიორგი მოსიძე
ა.წ. 22 იანვრის გაზეთი „სარბიელი“ წერდა, რომ „ლივერპულის“ ამერიკელმა მეპატრონემ, ტომ ჰიკსმა გადაიფიქრა კლუბის გაყიდვა, არადა ის მანამდე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ერთ არაევროპულ კორპორაციასთან. სტატიის სათაური შედგებოდა ორი სიტყვისაგან. პირველი იყო დამშვიდობება, მეორე კი – ქალაქის სახელწოდება. აღადგინეთ სტატიის სათაური!
პასუხი: ბაი–ბაი, დუბაი! (გუდბაი, დუბაი!) კომენტარი: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტომ ჰიკსი აპირებს მიჰყიდოს კლუბი „დუბაი ინტერნეშენალ კაპიტალს“, მაგრამ საბოლოოდ ბიზნესმენმა გადაიფიქრა პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/791პასუხი -
თავის ერთ–ერთ ნაწარმოებში რექს სტაუტი ამტკიცებს, რომ შერლოკ ჰოლმსის ბიოგრაფი სინამდვილეში იყო მისი ცოლი, რომელიც იბეჭდებოდა ფსევდონიმით “დოქტორი უოტსონი”. სტაუტის ვერსიით, სინამდვილეში რა ერქვა სახელად შერლოკ ჰოლმსის ცოლს?
პასუხი: ირენ ადლერი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/790პასუხი -
1873 წელს ვენის გამოფენაზე ერთმა ფაბრიკანტმა თავის პავილიონს მიამაგრა ბუდე. რასაკვირველია, ცარიელი ბუდე. ეტყობა, მეწარმეს უნდადა ყველასთვის მიენიშნებინა, რომ ბუნება ამის წარმოება დაიწყო ადამიანამდე მილიონი წლით ადრე. რას აწარმოებდა მისი ფაბრიკა?
პასუხი: ქაღალდს კომენტარი: ეს ბზიკების ბუდე იყო. ბზიკებიც აწარმოებენ ქაღალდს დაახლოებით ისევე, როგორც ეს ხდება ფაბრიკაში. თავისი ყბებით ბზიკი კბიჩავს მერქნის ბოჭკოს, თხლად ფქვავს, ასველებს წებოვანი ნერწვით და თხელ ფენას აკრავს ბუდეს. ასე მიიღება ქაღალდისმაგვარი მასა. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/789პასუხი -
შეკითხვა #788 © გიორგი მოსიძე
ვიკიპედიის სტატიაში “ჯუჯა სახელმწიფოები” ჩამოთვლილია კრიტერიუმები, თუ რომელ ქვეყანას შეიძლება ეწოდოს “ჯუჯა სახელმწუფო”. ერთ–ერთი კრიტერიუმის თანახმად სახელმწიფო “ჯუჯაა” თუ მისი ტერიტორია ნაკლებია ევროპის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მაშ, დაასახელეთ ეს სახელმწიფო, ყველაზე დიდი ჯუჯათა შორის და ყველაზე ჯუჯა დიდთა შორის!
პასუხი: ლუქსემბურგი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%D1%80%D0%BB%D0% პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/788პასუხი -
პირველი წყარო, რომელშიც ისინი არიან მოხსენიებული, თარიღდება 1118 წლით. 2 წლის შემდეგ კი, თავიანთი რეზიდენციის განსათავსებლად მათ გადაეცათ ალ–აქსის მეჩეთი. მიხვდით, რად მიაჩნდათ მაშინ მათ ეს მეცეთი და დამისახელეთ ისინი!
პასუხი: ტამპლიერები კომენტარი: ჯვაროსნები მიიჩნევდნენ, რომ ალ–აქსის მეჩეთი სხვა არაფერია, თუ არა მეფე სოლომონის ტაძარი იერუსლიმში. ამიტომ ეწოდათ მათ ტამპლიერები, ანუ ტაძროსნები პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/787პასუხი -
Men Very Easily Make Jugs Serve Useful Nocturnal Purposes. ეს არის ცნობილი მნემონიკური ფრაზა. რომელი სიტყვა მოაკლდა ამ ფრაზას 2006 წლის 24 აგვისტოს შემდეგ?
პასუხი: Purposes კომენტარი: ამ მნემონიკური ფრაზით ინგლისურენოვან ქვეყნებში ამახსოვრებინებდნენ მზის სისტემის პლანეტების თანმიმდევრობას. 2006 წლის 24 აგვისტოს ასტრონომთა მსოფლიო კავშირის კონგრესმა ჩამოართვა პლუტონს პლანეტის სტატუსი და ამჟამად მზის სისტემაში არის 8 პლანეტა. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/786პასუხი -
ეკონომისტი ოლეგ ვტოროვი ამტკიცებს, რომ ნებისმიერ საწარმოს ძალუძს რთული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა შიდა კრედიტების მეშვეობით. თანაც ისე, რომ გარეშე დახმარება საჭირო არ არის. კითხვა: დაასახელეთ პერსონაჟი, ვისი გამოცდილებაც მოჰყავს ავტორს სამაგალითოდ?
პასუხი: ბარონი მიუნჰგაუზენი კომენტარი: ბარონმა გარეშე დახმარების გარეშე ამოათრია საკუთარი თავი ჭაობიდან (თმებში ხელი იტაცა და მოქაჩა) პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/785პასუხი -
ბრიტანული ჯავშნიანი ხომალდები „ტრიუმფი“ და „სვიფტშური“ თავდაპირველად აიგო სახელმწუფო ჩილის შეკვეთის თანახმად. შემდგომში ჩილიმ უარი თქვა გემების ყიდვაზე და ისინი შეისყიდა ბრიტანულმა ფლოტმა. ინგლისელ მეზღვაურთა შორის ეს ორი გემი ცნობილი იყო მეტსახელებით „ვაკანტე“ და „ოკკუპანდო“. კითხვა: მითხარით, გემის რომელ სათავსოზე ხედავდნენ ინგლისელი მეზღავურები წარწერილ ამ სიტყვებს?
პასუხი: გალიუნებზე კომენტარი: ტუალეტებიც (ფეხსადგილი, საპირფარეშო და ა.შ.) ითვლება; ვაკანტე – თავისუფალია, ოკუპანდო – დაკავებულია პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/784პასუხი -
ფეხბურთის ზოგიერთი ბრაზილიელი ისტორიკოსი წერს, რომ ადემარი იმდენად ძლიერი თავდამსხმელი იყო, რომ მისი მეურვეობისათვის ერთი მცველი არ კმაროდა. სწორედ ამიტომ მოიგონეს ცნობილი სისტემა. დაწერეთ ეს სისტემა 5 სიმბოლოს მეშვეობოთ!
პასუხი: 4+2+4 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/783პასუხი -
ამერიკელმა მეცნიერმა სარა ბროსნანმა გამოაქვეყნა ნაშრომი ადამიანის მსგავსი მაიმუნების შესახებ, რომელშიც „პრიმატების სოციალური ქცევის პირველ მკვლევარად“ მოიხსენიებს არა ბრიტანელ მეცნიერ ცუკერმანს ან ამერიკელ ფსიქოლოგ მასლოუს, არამედ მე–15 საუკუნეში დაბადებულ იტალიელს. დაასახელეთ მისი გვარი!
პასუხი: ნიკოლო მაკიაველი კომენტარი: ადამიანი აგრეთვე პრიმატია პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/782პასუხი