რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 90
-
ერთხელ სენატორმა ჯონ გლენმა თქვა: „მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენ თავიდან ვიცილებდით ამ დღეს. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს დღე არასოდეს დადგება. ჩვენ ვფიქრობდით ამაზე და ჩვენ ვლაპარაკობდით ამაზე... და აი, ეს დღეც დადგა!“. რომელ წელს იქნა წარმოთქმული ეს სიტყვები?
პასუხი: 1986 კომენტარი: ჯონ გლენი არის პირველი ამერიკელი ასტრონავტი. 1986 წელს ის იყო სენატორი და ეს სიტყვები წარმოთქვა „ჩელენჯერის“ დაღუპვის შემდეგ პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/766პასუხი -
1987 წელს ჩერნობილის რეაქტორიდან 4 კილომეტრში იპოვეს ცოცხალი ხარი და სამი ძროხა. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, თუ როგორ მოქმედებს რადიაცია საქონლის გენომზე და ბევრი საინტერესო დასკვნა გამოიტანეს. მაგრამ ყველაზე საინტერესოა სახელები, რომლებიც მისცეს ამ წყვილჩლიქიანებს: ხარს დაარქვეს ურანი. რა დაარქვეს 3 ძროხას?
პასუხი: ალფა, ბეტა და გამა პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/765პასუხი -
ფილმში „ფელინის კაზანოვა“ მთავარი გმირი მიემგზავრება ერთ იტალიურ ქალაქში და აღნიშნავს, რომ თუ ადამიანმა გადაწყვიტა ამ ქალაქის მონახულება, უნდა მზად იყოს შეხვდეს 3 ღვთაებას: პირველს ეწოდება სალიამი, მეორეს – ლორი (შაშხი, ვეტჩინა). მიხვდით რომელ ქალაქზეა საუბარი და დაასახელეთ მესამე ღვთაების სახელი!
პასუხი: პარმეზანი კომენტარი: ქალაქი - პარმა პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/764პასუხი -
ცოცხალ ბუნებაში ამის უნარი არ გააჩნიათ მცენარეებს, სამაგიეროდ გააჩნიათ ბაქტერიებს, სოკოებს და ცხოველებს. თანაც ხმელეთისას ნაკლებად, უფრო მეტად ზღვისას. კითხვა: დაასახელეთ მწერალი, რომელმაც დაწერა ამ სახელწოდების რომანი 1977 წელს!
პასუხი: სტივენ კინგი კომენტარი: საუბარი იყო ნათების უნარზე. თევზები მეტად ანათებენ, ვიდრე ხმელეთის ცხოველები. რომანი “The Shining” 1977 წელს დაწერა სტივენ კინგმა, 1980–ში კი სტენლი კუბრიკმა გადაიღო ფილმი ამ რომანის მიხედვით. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/763პასუხი -
ტედ შულცი და შონ ბრედი მიიჩნევენ, რომ „სოფლის მეურნეობას“ ისინი ეწევიან უკვე 50 მილიონ წელზე მეტი ხანია, ხოლო ანტიბიოტიკების მიღება და მიხმარება მათ ისწავლეს ადამიანამდე მილიონი წლის წინ. დაასახელეთ ფრანგი, რომელმაც მიუძღვნა მათ ტრილოგია!
პასუხი: ბერნჰარდ ვერბერი კომენტარი: საუბარია ჭიანჭველებზე (არა ფუტკრებზე და კრაზანებზე). ჭიანჭველები ამრავლებენ ტილებს, ახდნენ გარკვეული სოკოების კულტივაციას და იყენებენ ანტიბიოტიკებს მავნებლებთან ბრძოლაში. ვერბერმა დაწერა ტრილოგია: „ჭიანჭველა“, „ჭიანჭველას დღე“ და „ჭიანჭველების რევოლუცია“. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/762პასუხი -
ნიკოლაი რერიხი ყვებოდა, რომ ერთხელ შეესწრო მიწისძვრას, რომელის დროსაც საკუთარი სახლიდან შეშინებული გამოვარდა მფლობელი და დაიძახა: “ესეც შენი გადასატანი ყუთი!”. რა ორი სიტყვა შევცვალე მე სიტყვებით “გადასატანი ყუთი”?
პასუხი: უძრავი ქონება პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/761პასუხი -
1841 წლის 3 იანვარს ხომალდმა “აქუნშეთ” დატოვა ნიუ–ბედფორდის ნავსადგური და გაემგზავრა მოგზაურობაში შემდეგ მარშრუტზე: აზორის კუნძულები, ჰორნის კონცხი, პერუ, ეკვადორი, გალაპაგოსის კუნძულები, სენდვიცის კუნძულები, მარკიზის კუნძულები. გემმა ბევრი იხეტიალა წყნარი ოკეანის უკიდეგანი სივრცეში, თქვენ კი უნდა დამისახელოთ ამ ხომალდის ყველაზე ცნობილი მატროსის (მეზღვაურის) გვარი!
პასუხი: ჰერმან მელვილი კომენტარი: მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა “მობი დიკი”. მარკიზის კუნძულებზე იგი გემიდან გაიქცა და ადგულობრივ აბორიგენებთან ტყვედ მოხვდა. წყარო: მარათონი–2007 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/760პასუხი -
1945 წლის 9 მაისს მრავალთვიანი ალყის შემდეგ გენერალ დე გოლის ჯარმა შტურმით აიღო ქალაქი, რომელიც წარმოადგენდა გერმანელების უკანასკნელ საყრდენ პუნქტს ფრანგულ მიწაზე. ამით ფაქტიურად რუკიდან იქნა წაშლილი 1940 წლის სამარცხვინო მარცხის სიმწარე. საინტერესოა, მაგრამ 1570 წელს განცდილი მარცხის სიმწარე აგრეთვე წაშლილი იყო რუკიდან ამავე ქალაქის აღებით. რა ეწოდება ამ ქალაქს?
პასუხი: ლა–როშელი კომენტარი: მესამე ჰუგენოტური ომის შედეგების თანახმად (1568–1570) ლა–როშელი ჰუგენოტებს გადაეცათ. ლა–როშელი რჩებოდა ჰუგენოტების ბოლო დასაყრდენ პუნქტად, სანამ ის არ აიღო საფრანგეთის მეფის არმიამ მუშკეტერების მონაწილეობით. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ლა–როშელში ააშენეს წყალქვეშა ნავების ბაზა და 8 თვე იცავდნენ ქალაქს, სანამ გერმანიამ კაპიტულაცია არ გამოაცხადა. წყარო: ნ. ნოვგოროდი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/759პასუხი -
შეკითხვა #758 © გიორგი მოსიძე
2001 წლამდე ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი იყო ვინიპეგი. 2001 წლის 18 მარტიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა პარიზი, მაგრამ სულ რამდენიმე თვით, 16 ივნისს კი ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა ბერლინი, და რჩება ასეთად დღემდე. დაწერეთ 3 ასოსაგან შემდგარი სიტყვა (გნებავთ ქართულად, გნებავთ სხვა ენაზე), რომელიც არის საკვანძო ამ კითხვის პასუხში!
პასუხი: გეი კომენტარი: 1998-2004 წლებში ვინიპეგის მერი იყო გლენ მიურეი, რომელიც იყო ღია გეი. 2001 წლის 18 მარტს პარიზის მერად არჩეული იქნა ბერტრან დელანო და პარიზი გახდა ყველაზე დიდი ქალაქი მსოფლიოში, რომელსაც ყავს გეი-მერი. 2001 წლის 16 ივნისს კი ბერლინის ბურგომისტრი გახდა კიდევ ერთი გეი, კლაუს ვოვერაიტი. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/758პასუხი -
შეკითხვა #757 © გიორგი მოსიძე
1994 წელს გადაღებული ეს ფრანგული ფილმი აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ეკრანებზე გადიოდა სახელწოდებით „პროფესიონალი“. ვინ ასრულებდა მასში მთავარ როლს?
პასუხი: ჟან რენო - „ლეონი“ პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/757პასუხი -
4 წლის განმავლობაში მას ბევრი რამ გადახდა თავს: როგორც გვარდიელი იგი ბეწვზე გადაურჩა დახვრეტას იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. შემდეგ გაუკეთეს უმძიმესი ოპერაცია, რომლის პროგნოზიც ვერ იყო დამაიმედებელი, მაგრამ მან საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ფეხსაცმლის ტარებაც ისწავლა. რა გვარი იყო ეს გვარდიელი?
პასუხი: აბებე ბიკილა კომენტარი: 1960 წელს რომის ოლიმპიადაზე მარათონში გაიმარჯვა, თანაც ფეხშიშველმა. შემდეგ ეთიოპიის იმპერატორის გვარდიაში მსახურობდა, სადაც შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა და ბეწვზე გადარჩა. შემდეგ გაუკეთეს მუხლის ოპერაცია, რომლის შემდეგაც უნდა დაკოჭლებულიყო, მაგრამ მან 1964 წელს ტოკიოში მაინც გაიმარჯვა მარათონში, ოღონდ უკვე ბოტასები ეცვა. წყარო: ნ. ნოვგოროდი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/756პასუხი -
შეკითხვა #755 © გიორგი მოსიძე
ყურადღება, ციტატაში შეცვლილია ორი სიტყვა. ქეთრინ უაითჰორნმა თქვა: “იყო ეფექტური ეკონომისტი, ძნელი არ არის, რადგან ამ მიმართულებით კონკურენცია საერთოდ არ არსებობს”. კითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი სიტყვებით “ეფექტური ეკონომისტი”!
პასუხი: პატიოსანი პოლიტიკოსი წყარო: “აფორიზმების ენციკლოპედია”, გვ. 320 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/755პასუხი -
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 13 საუკუნის განმავლობაში „მათი“ რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. თუ მე–10 საუკუნემდე მათი რიცხვი იყო 177, მე–15 საუკუნის ბოლოსკენ, რაოდენობა შემცირდა 145–მდე, ამჟამად კი 100 ნაკლებია დარჩენილი. იმავე მეცნიერების პროგნოზით, კიდევ რამდენიმე საუკუნის შემდეგ შეიძლება რამდენიმე ათეულიღა დარჩეს. თქვენს ფურცელზე დაწერეთ ნებისმიერი ამჟამად არსებული!
პასუხი: to do, to be, to go კომენტარი: ითვლება ნებისმიერი ინგლისური არაწესიერი ზმნა. საქმე იმაშა, რომ დროთა განმავლობაში ინგლისური ზმნები იუღლებიან, როგორც წესიერი ზმნები, ოღონდ ამას საუკუნეები სჭირდება წყარო: ნ. ნოვგოროდი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/754პასუხი -
შეკითხვა #753 © გიორგი მოსიძე
ამ დედაქალაქში მაისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე მზე არ ჩადის და მუდმივი დღეა. სამაგიეროდ დეკემბერში აისი დილის 10–ზეა, დაისი კი 14:30–ზე. 1977 წელს აქ დაიბადა ნახევარმცველი იესპერ გრონკიაერი. 1979–ში კი ქალაქს შეეცვალა ოფიციალური სახელწოდება. კითხვა: 1 წუთში დაწერეთ ამ ქალაქის ან ძველი ან ახალი სახელწოდება!
პასუხი: ნუუკი (გოთხობი) კომენტარი: გრენლანდიის დედაქალაქია; გრონკიაერი დანიის ნაკრებში თამაშობს პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/753პასუხი -
ასეთი მოწოდება ოფიციალურად გაისმა 2003 წელს, შემდეგ კი 2004–ში. თუმცაღა შეიძლება ითქვას, რომ ეს მოწოდება არაერთხელ შესრულებულა კაცობრიობის ისტორიაში. მაგალითად, 1305 წელს ლონდონში მეფე ედუარდ I–ის ბრძანებით, ანდა მაგალითად 1901 წელს ქ. ბუფალოში პოლონელი ემიგრანტის ლეონ ჩოლგოშის პირადი ინიციატივით. კითხვა: ვის ეკუთვნოდა 2003 წელს გაჟღერებული ეს მოწოდება?
პასუხი: ქუენტინ ტარანტინოს: „მოკალი ბილი“ (უილიამ უოლესი, უილიამ მაკ–კინლი) კომენტარი: ითვლება ნებისმიერი პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ გუნდი მივიდა ფილმამდე „მოკალი ბილი“ წყარო: მარათონი–2007 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/752პასუხი