რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 87
-
შეკითხვა #811 © ვახტანგ ელერდაშვილი
1559 წელს მაკაოს დროებითმა კომენდანტმა ეს ადამიანი ამხილა სამსახურეობრივი მოვალეობების გადამეტებაში, რის შემდეგაც იგი დააპატიმრეს და გოაში გემით გაამგზავრეს. მდინარე მეკონგის შესართავთან გემი ჩაიძირა, რის შედეგად ფსკერისკენ წავიდა ყველაფერი, გარდა ხელნაწერისა, რომელიც მან ნაპირზე ძლივსძლივობით უვნებელი გამოიტანა. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა მოზამბიკში, სადაც ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. არ გეკითხებით ამ ადამიანის ვინაობას, დაასახელეთ სახელწოდება, რომლითაც დღესდღეობით ცნობილია ზემოთხსენებული ხელნაწერი.
პასუხი: ლუზიადები კომენტარი: საუბარია ლუიშ დე კამოენსზე და მის ეპიკურ პოემაზე. მაკაო და მოზამბიკი პორტუგალიის კოლონიები იყო, სადაც პორტუგალიელი პოეტი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. წყარო: Большая энциклопедия Кирилла и Мефодия 2005 პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/811პასუხი -
შეკითხვა #810 © ვახტანგ ელერდაშვილი
ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული სულ ცნობილი იყო რამოდენიმე ლითონი: ოქრო, ვერცხლი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია. XV საუკუნეში, დადგინდა რომ სტიბიუმი, იგივე სურმა, ბუნებაში გვხვდება ასევე ლითონის სახითაც, მიუხედავად ამისა ალქიმიკოსები მაინც ჯიუტად უარს აცხადებდნენ მის ლითონად აღიარებაზე. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ იმ დროისათვის მათ სტიბიუმისათვის ვერ მოძებნეს შესაბამისი “წყარო”, ყველა არსებული “წყარო” კი უკვე დაკავებული ჰქონდათ დანარჩენ ლითონებს. თუ მიხვდით რა იგულისხმება “წყარო”–ში, დაასახელეთ ვერცხლისწყლის შესაბამისი “წყარო”–ს სახელწოდება.
პასუხი: მერკური კომენტარი: ძველმა ეგვიპტელებმა მოახდინეს შვიდი ცთომილის, ურთიერთცალსახა დაკავშირება ლითონებთან: ოქრო-მზე, ვერცხლი-მთვარე, ვერცხლისწყალი-მერკური, სპილენძი-ვენერა, რკინა-მარსი, კალა-იუპიტერი, ტყვია-სატურნი. სტიბიუმისათვის კი მერვე ცთომილი მათ ცაზე ვერ მოძებნეს. წყარო: ბ. ნეკრასოვი “ზოგადი ქიმიის კურსი” პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/810პასუხი -
შეკითხვა #809 © ირაკლი ნაზღაიძე
თქვენს წინაშეა დათო მაღრაძის ლექსის უკანსკნელი სტროფი:
„კინოფესტივალს მოაქვს დიდება,
კანის კანონსაც აუფრენ მუზებს,
Comment-ის ნაცვლად დაეკიდება
დაფა - "No Comment" გაღეღილ გულზე“.
მიხვდით რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვა “comment”–ით და დაასახელეთ გამოჩენილი ხელოვანი, რომელსაც მიუძღვნა ავტორმა ეს ლექსი.პასუხი: სერგო ფარაჯანოვი კომენტარი: სიტყვა comment–ით შეცვლილია სიტყვა Smoking. როგორც ცნობილია კანის ფესტივალზე ყოფნისას, სერგო ფარაჯანოვმა სმოკინგის უქონლობის გამო, მოხსნა კედლიდან წარწერა "No Smoking" და ისე შევიდა ფესტივალზე. წყარო: www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/poezia/dato%20magradze/magradzendex.html პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/809პასუხი -
შეკითხვა #808 © ირაკლი ნაზღაიძე
2007 წლის 12 სექტემბერს, ნოვოსიბირსკის ჰესზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეთა დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა ლოკალიზებული. მიუხედავად ამისა მაინც მოხდა ეკოლოგიური დაბინძურება. ამასთან დაკავშირებით, ერთ–ერთ რუსულ საიტზე გამოჩნდა სტატია, რომლის სათაური ემთხვეოდა 1972 წელს, რამდენიმე ინგლისელის მიერ შექმნილი ნაწარმოების სახელწოდებას. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: Smoke on the Water კომენტარი: ხანძრის შედეგად მდინარე ობი დაბინძურდა. დაბინძურდა ასევე ჰაერიც, რომელიც ბოლით და კვამლით გაიჟღინთა. საუბარია ჯგუფ Deep Purple–ს ცნობილ სიმღერაზე "Smoke on the Water". წყარო: პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/808პასუხი -
შეკითხვა #807 © ირაკლი ნაზღაიძე
ბორის აკუნინის ერთ–ერთ ნაწარმოებში მოხსენიებულია ტერორისტული ორგანიზაცია. ორგანიზაციის წევრებს შორის არის ორი სტუდენტი ქიმიკოსი, რომელთა უშუალო მოვალეობა აფეთქებების მოწყობაა. ახალგაზრდა ქიმიკოსებმა ორი რეალური პიროვნების პატივსაცემოდ აირჩიეს მეტსახელები. დაასახელეთ ეს ორი ისტორიული პიროვნება, თუ ცნობილია, რომ ერთი მათგანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIV საუკუნეში, ხოლო მეორე კი მათი თანამედროვე იყო!
პასუხი: ბერთოლდ შვარცი, ალფრედ ნობელი კომენტარი: შვარცი ითვლება დენთის, ხოლო ნობელი დინამიტის შემქმნელად. წყარო: www.lib.ru/RUSS_DETEKTIW/BAKUNIN/akunin10.txt პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/807პასუხი -
შეკითხვა #806 © ირაკლი ნაზღაიძე
2005 წელს აშშ–ში მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვით, ფლორიდის შტატში ნებისმიერ ადამიანს ეძლევა უფლება, თავდაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნას პოტენციურ თავდამსხმელს. კანონპროექტს გამოუჩნდა მრავალი მოწინააღმდეგე, რომლებიც თვლიან, რომ კანონი ეფექტური არ იქნება და შესაძლებელია მეტი სისხლისღვრაც კი გამოიწვიოს. ახალ კანონს ხალხმა დაანათლა სახელი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ შექმნილი ნაწარმოების სათაურს ემთხვევა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სახელწოდება.
პასუხი: Kill Bill კომენტარი: სახელწოდება აგებულია სიტყვათა თამაშზე. სათაური შეიძლება ითარგმნოს როგორც „მოკალი ბილი“ (ტარანტინოს სისხლიანი ფილმი), ასევე როგორც „მკვლელი კანონი“. წყარო: www.timesonline.co.uk/tol/news/world/article377928 პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/806პასუხი -
ახლახანს მე წავიკითხე ამერიკელი ფანტასტი მწერლის მოთხრობა „კლაუს დაფის სული“ (დუშა კლაუსა დაფი), რომელშიც აღწერილია ადამიანის განვითარების ახალი საფეხური: ჰომო ნოვუს (ახლა ვართ ჰომო საპიენს). მითხარით რომელ ორ სიტყვას ოყენებენ ეს ჰომო ნოვუსები ნაცვლად ცნებებისა „მოსმენა“ და „გადაადგილება“. გაითვალისწინეთ, რომ ორივე სიტყვაში პირველი 5 ასო ერთი და იგივეა!
პასუხი: ტელეპათია და ტელეპორტაცია პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/805პასუხი -
შეკითხვა #804 © გიორგი მოსიძე
ა.წ. 20 თებერვალს გაზეთ “სარბიელში” გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მიეძღვნა ესპანელ მწვრთნელს, ხავიერ კლემენტეს და მის შესაძლო სამუშაოზე ერთ არაევროპულ ქვეყანაში. საბოლოოდ კლემენტემ უარი თქვა ამ ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე. სტატიის სათაურში გამოტანილი იქნა 3 სიტყვა, რომელიც აღებული იყო ცნობილი პოემის პროლოგიდან. დაწერეთ ეს სამი სიტყვა!
პასუხი: ესე ამბავი სპარსული პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/804პასუხი -
რამდენიმე წლის წინ რომის კასილინოს საავადმყოფოში გაიხსნა სუპერტანამედროვე ავტომატური მიმღები ფანჯარა. ფანჯარის წინ (გარედან) დამაგრებულია დიდი კალათა, რომელსაც ავტონომირი გასათბობი სისტემა და მოძრაობის სენსორები აქვს დამონტაჟებული. საავადმყოფოს მიმღები განყოფილების შინაგანაწესში კი წერია, რომ ამ კალათაში სულ რამდენიმე წუთი შეიძლება იდოს, მერე კი უკვე მორიგეს დააჯარიმებენ. ვინ ან რა შეიძლება იდოს ამ კალათში სულ რამდენიმე წუთი?
პასუხი: მიგდებული ბავშვი (პოდკიდიშ) კომენტარი: თუ მორიგემ ვერ შეამჩნია, რომ ბავშვი 3 წუთზე მეტი ხანია კალათში წევს – მას ეცხადება საყვედური პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/803პასუხი -
წარმოუდგენელია, მაგრამ ეს სიმართლეა: ადამიანი გაასამართლეს ყალბი ფულის მოჭრისათვის, მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, შემდგომში შეიცვალეს ის კატორღით, შემდეგში კი ეს ადამიანი გამოსახული იყო ქვეყნის ბანკნოტებზე (ფულზე). რომელი ქვეყნის?
პასუხი: ავსტრალიის კომენტარი: არქიტექტორი ფრენსის გრინვეი გამოსახული იყო ავსტრალიურ 10 დოლარიანზე პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/802პასუხი -
1818 წელს ნიუ–იორკის სასამართლოში განიხილეს ძალზე საინტერესო საქმე. თევზის ქონის ხარისხის მაკონტროლებელი ინსპექტორი ჯეიმს მორისი უჩიოდა ვინმე სემ ჯადს და ითხოვდა, რომ მის კონტროლში შესულიყო აგრეთვე ჯადის მიერ წარმოებადი პროდუქცია. მსაჯულებმა, რომლებიც პროცესის განმავლობაში გაერკვივნენ ზოოლოგიაში, უარი უთხრეს მორისს და მართლებიც იყვნენ. კითხვა: 2 სიტყვით მითხარით ტითი ვაჭრობდა სემ ჯადი?
პასუხი: ვეშაპის ქონით კომენტარი: ვეშაპი მოგეხსენებათ ძუძუმწოვარია, ხოლო ჯეიმს მორისი თევზის ქონის მაკონტროლებელი ინსპექტორი იყო პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/801პასუხი -
ვიკიპედიის თანახმად, ყველაზე ტანდაბალი ბრიტანელი მონარქი იყო ჩარლზ I. თანაც ეს მანამდე, სანამ ის დარჩა X–ის გარეშე. 1866 წელს ერთმა გამოვიდა წიგნი, რომლის სათარშიც აგრეთვე ფიგურირებდა ადამიანი X–ის გარეშე. მიხვდით რა არის X და დაასახელეთ მწერალი!
პასუხი: მაინ რიდი კომენტარი: X - თავი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/800პასუხი -
თანამედროვე მკვლევარებმა შეისწავლეს ცრუ–ს არქივები და აღმოაჩინეს, რომ გფრ–ს სპეცსამსახურებში მრავალად იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც 50–იან წლებში საბჭოთა დაზვერვამ გადაიბირა (დაავერბოვკა). მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ ხსენებულ საბჭოთა აგენტებში ყველაზე დიდ პროცენტს შეადგენდნენ ერთი აღმოსავლეთგერმანული ქალაქის მკვიდრნი. ეტყობა, მათი მთავარი მოტივი იყო შურისძიება. დაასახელეთ ეს ქალაქი!
პასუხი: დრეზდენი კომენტარი: 1945 წლის 13–14 თებერვალს მოკავშირეებმა უმოწყალოდ დაბომბეს დრეზდენი, რასაც წარმოშობით დრეზდენელები ვერ პატიობდნენ ამერიკელებს და ფარულად საბჭოთა კავშირზე მუშაობდნენ პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/799პასუხი -
70–80–იანი წლების მიჯნაზე CIA–მ წამოიწყო კამპანია საბჭოთა სამრეწველო შპიონაჟის წინააღმდეგ: გამიზნულად მასობრივად შექჰონდათ დესტრუქციული ცვლილებები ნახაზებში და პროგრამულ უზრუნველყოფაში. ერთ–ერთი ასეთი პროგრამის გამო, რომლიც შენიღბული იყო, როგორც სისტემური ტესტი, 1982 წელს მოხდა აფეთქება გაზსადენზე ურენგოი–პომარი–უჟგოროდი. რა უწოდეს ამ კომპიუტერულ პროგრამას ავტორებმა?
პასუხი: ტროას ცხენი (ტროიანი) კომენტარი: ეს არის ერთ–ერთი ვერსია, თუ საიდან მიიღეს სახელწოდება ცნობილმა კომპიუტერულმა ვირუსებმა პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/798პასუხი -
1999 წელს ერთმა კომპანიამ შექმნა რობოტი–გამომცდელი (ისპიტატელ), რომლის მტავარი განსხვავებაც ადამიანისგან, არის 3 ფეხი (და არა 2). მითხარით ძირითადი პროდუქცია, რომლის გამოშვებითაც ცნობილია ეს კომპანია!
პასუხი: ავტომანქანები კომენტარი: Volkswagen–მა გამოუშვა 3–ფეხიანი რობოტი, რომ სამივე პედალზე ერთდროულად ედოს ფეხი. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/797პასუხი