რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 89
-
ამის შემსწავლელი ნაციონალური ცენტრი განლაგებულია ფლორიდაში. ახლახანს გამოცხადდა, რომ ამ ნაციონალურმა ცენტრა უკვე მოამზადა 11 სახელი, რითიც გრძელდება ჯერ კიდევ ესპანელების მიერ მე–16 საუკუნეში დანერგილი ტრადიცია. ოღონდ ესპანელები იყენებდნენ წმინდანების სახელებს, ამჟამად კი ჩვეულებრივი სახელები გამოიყენება. რას აძლევენ ამ სახელებს?
პასუხი: გრიგალებს (ტაიფუნი) პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/781პასუხი -
თუ დროის დათქმულ მონაკვეთში მიზანი მიღწეული არ იქნა, ქილერი იღებს გაფრთხილებას, კიდევ 2 წუთის შემდეგ – მეორე გაფრთხილებას, ხოლო თუ კიდევ 3 წუთის განმავლობაში მიზანი მიღწეული არ იქნა, საქვეყნოდ შერცხვენილ ქილერს უსტვენენ და აძევებენ. ახლა კი მითხარით რა წარმოადგენს ქილერის მიზანს?
პასუხი: ხარი კომენტარი: საუბარი იყო კორიდაზე. „მატადორი“ – მკვლელი, ქილერი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/780პასუხი -
2008 წლის გაზაფხულზე პარიზში გაიმართა უკვე მე–4 კინოფესტივალი, რომელზეც ნაჩვენები იქნა 100–მდე მოკლემეტრაჟიანი და 3 სრულმეტრაჟიანი ფილმი. ზოგიერთი მათგანი იყო პროფესიონალი რეჟისორების მიერ გადარებული, მაგრამ უმრაველესობის ავტორი დილეტანტები იყვნენ. ექსპერტებმა ეს ფილმები იმპრესიონისტებს შეადარეს. როგორ არის ყველა ეს ფილმი გადაღებული?
პასუხი: მობილური ტელეფონით პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/779პასუხი -
როდესაც ავსტრალიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ დაქირავებული პოლინეზიელი მუშები, მათ თან ჩამოიტანეს რამდენიმე ლურსმანი. შემდგომ, მათ ამ ლურსმნებს უქნეს იგივე, რაც საბჭოთა მწერლის მიერ შექმნილმა ერთმა ზღაპრულმა პერსონაჟმა უქნა რამდენიმე ლითონის ნივთს. დაასახელეთ ეს ზღაპრული პერსონაჟი!
პასუხი: ბურატინო კომენტარი: ბურატინომ დამარხა მონეტები მიწაში, რათა უფრო მეტი ამოსულიყო; პოლინეზიელებმაც ჩაფლეს ლურსმნები მიწაში, იქნებ კიდევ ამოვიდესო პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/778პასუხი -
ახალი ბელგიური სამეცნიერო სადგური, რომელიც გლობალურ დათბობას დააკვირდება – იმუშავებს ენერგიის ბუნებრივ წყაროებზე. ამით მოხდება შემოსაზიდი საწვავის დაზოგვა. აქ ყოველთვის ქრის ქარი, სარეზერვო წყაროს ფუნქციას კი შეასრულებელ მზის ბატარეები, მითუმეტეს, რომ სადგური მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლამდე იმუშავებს. სადგურზე ეს საყოფაცხოვრებო საგანიც კი ექნებათ, რომელიც ძალზე ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარს. ასე რომ მეცნიერებს არ მოუწვეთ გარეთ გასვლა. დაასახელეთ ეს საგანი!
პასუხი: მაცივარი კომენტარი: სადგური იმუშავებს ანტარქტიდაში, სადაც ნოემრიდან თებერვლამდე პოლარული დღეა, ტემპერატურა კი საშუალოდ -5°C–ია. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/777პასუხი -
შეკითხვა #776 © ლევან მეტრეველი
თენგიზ კვირკველიას წიგნის „ძველთბილისური დასახელებანი“ თანახმად, მდინარე მტკვრის ახლოს განლაგებული, თავის დროზე გაუვალი ჭაობებით დაფარული ეს ტერიტორია შიშს გვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ მიდამოებში ბოროტი სულები ბინადრობდნენ. ეს ტერიტორია თბილისს ოფიციალურად 1962 წელს შეუერთდა. დაასახელეთ ეს უბანი!
პასუხი: ავჭალა კომენტარი: მგზავრები ცდილობდნენ გაცლოდნენ ამ ადგილს, რომელსაც ძველთაგან „ავი ჭალის“ სახელი ეწოდა. წყარო: გ.შაყულაშვილი, „ჩვენი სულიერი ცხოვრების ანომალიები“, თბილისი, 2001, გვ.20-21 პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/776პასუხი -
კუნძულ ჰაიტიზე სარწმუნოებები იმდენად შეერია ერთმანეთს, რომ ადგილობრივი ღვთაებების სახელებმა დაიკავეს ქრისტიანი წმინდანების ადგილი. ასე, მაგალითად პაპა ლეგბამ ჩაანაცვლა წმინდა პეტრე, ღვთისმშობლის ნაცლად ფიგურირებს სიყვარულის ქალღმერთი ერზილი დანტორი. რომელი კათოლიკური წმინდანი ჩაანაცვლა დამბალამ – აფრიკელი გველების მბრძანებელმა?
პასუხი: წმინდა პატრიკი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/775პასუხი -
თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ევროპაში ეს ნივთიერება იყო მხიარული დროსტარების ლეგალური წყარო, ისეთი როგორიც ახლა მარიხუანაა ჰოლანდიაში. და მხოლოდ 1846 წელს მიხვდნენ, რომ ამან შეიძლება ტკივილი გადაატანინოს ათიათასობის ადმიანს. აღწერეთ ეს ნივთიერება სამი სიმბოლოს მეშვეობით!
პასუხი: N2O კომენტარი: აზოტის ორჟანგი (ოქსიდი), იგივე მალხენი აირი 1799 წელს მიიღო ჰემფრი დევიმ, რის შემდეგაც ნახევარი საუკუნე გამოიყენებოდა, როგორც ნარკოტიკული ნივთიერება, და მხოლოდ 1846 წლიდან იყენებენ, როგორც ნარკოზს პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/774პასუხი -
თავის სტატიაში ბოლო წლების სამომხმარებლო ბუმის შესახებ, დიმიტრი ხარიტონოვი გერმანიას უწოდებს „გატეხილი X–ების ქვეყანა”. მითხარით რა არის X, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ჩემ შვილებს – გიორგის და ელენეს – ცალცალკე აქვთ თითო X და თანაც ჯერ–ჯერობით მთელი!
პასუხი: ყულაბა კომენტარი: გერმანია – გატეხილი ყულაბების ქვეყანა პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/773პასუხი -
1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს პიროვნება, მიუხედავად სოლიდური ასაკისა და სიმდიდრისა, მაინც საკუთარი ხელით უცვლიდა წვეტებს (შიპებს) გფრ–ის ფეხბურთელებს. დაასახელეთ ეს პიროვნება!
პასუხი: ადოლფ დასლერი კომენტარი: ადი დასლერი – კომპანია „ადიდას“–ის დამფუძნებელი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/772პასუხი -
შეკითხვა #771 © გიორგი მოსიძე
ციტატა ერთ–ერთ რუსულ ვებ–საიტზე განთავსებული მასალიდან: “11 აპრილი, 2008წ. ...მას ასეთი ბედი აქვს: იგი ძალზე უყვართ პრეზიდენტებს. ეტყობა მისი გულის ამაჩუყებელი სტილი ალბობს პოლიტიკისაგან გაუხეშებულ რკინის მამაკაცებს. მისი გამოსვლების დროს ცრემლს ვერ იკავებდა ნურსულთან ნაზარბაევი, ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო თურქმენბაშისთან და განსვენებული ლიდერის ხაზს ახლა აგრძელებს პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვი. მისი ფან–კლუბის ერთ–ერთი გამორჩეული წევრია სერგეი მირონოვი. მაგრამ ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ იგი ახერხებს გაიაროს წვრილ ხაზზე, ორ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის და იმეგობროს ორივე პრეზიდენტთან”. მე არ გეკითხებით რომელ 2 სახელმწიფოზეა საუბარი, მითხარით ვისზე წერდა ასე რუსული ვებ–საიტი!
პასუხი: დიანა ღურწკაია პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/771პასუხი -
ვალტერ სკოტს ეკუთვნის ასეთი განმარტება: “ეს ჰგავს შაქარს, მოურეველი რომ დარჩა ჭიქის ფსკერზე”. დაწერეთ ეს ორი ინგლისური სიტყვა!
პასუხი: Happy End (Ending) პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/770პასუხი -
1812 წლის ომის დროს ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა. მაგალითად, ბრიტანეთის არმიამ მარცხი განიცადა ტემზაზე გამართულ ბრძოლაში. მითხარით, ვინ იყო მათი მოწინააღმდეგე?
პასუხი: აშშ–ს არმია კომენტარი: 1812 წლის 5 ოქტომბერს კანადაში მდებარე მდინარე ტემზაზე შედგა ბრძოლა ბრიტანეთისა და აშშ არმიებს შორის. პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/769პასუხი -
ამბობებენ, რომ ერთხელ მან უთხრა ბხაკტივედანტა სვამი პრაბხუპადას: „გურუ, მომეცი შენი კურთხევა!“. გურუმ უპასუხა: „შენ ეს არ გჭირდება, შენ ხომ ისედაც კრიშნას ვაჟი ხარ!“. დაასახელეთ ეს პიროვნება!
პასუხი: ჯორჯ ჰარისონი კომენტარი: ჰარე კრიშნა, ჰარე რამე! ჰარი სონი! პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/768პასუხი -
მადაგასკარს უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში მის ტერიტორიაზე ბინადარი პრიმატების მრავალფეროვნების მიხედვით. რომელ ქვეყანას უკავია პირველი ადგილი?
პასუხი: ბრაზილიას პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/767პასუხი