რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 91
-
გუანტანამოს სამყრობილეში არის ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები. პატიმართა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს წიგნების სერია ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ, განსაკუთრებით კი სერიის მე–3 წიგნი. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დაწერეს სახუმარო ესსე, რომელსაც სათაურად წაუმძღავრეს სერიის მე–3 წიგნის სახელწოდება. ოღონდ ამ სათაურში ერთი სიტყვა შეცვალეს სიტყვით “გუანტანამო”. რა სიტყვა?
პასუხი: აზკაბანი კომენტარი: “ჰარი პოტერი და აზკაბანის პატიმარი” წყარო: მარათონი–2007 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/751პასუხი -
შეკითხვა #750 © გიორგი მოსიძე
ა.წ. 13 იანვარს საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ბერნარ ლაპორტმა მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი რალი “პარიზი – დაკარი” 2008 წელს ჩაიშალა და თანამოქალაქეებს დაპირდა, რომ 2009–დან ის აუცილებლად აღდგება, თუნდაც მარშრუტი სრულიად სხვა იყოს. ამ თემას სტატია მიუძღვნა გაზეთმა “სარბიელმა”, რომლის სათაურადაც (სტატიის) გამოტანილი იყო ნაწყვეტი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერიდან, რომელშიც ერთი სიტყვა შეცვლილი იყო სიტყვით “დაკარი”. რა სიტყვა?
პასუხი: ვარაზი კომენტარი: სტატიას ეწოდებოდა “სად არის, სხვაგან ახალი დაკარი…”. ფრაზა რევაზ ლაღიძის “სიმღერიდან თბილისზე” პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/750პასუხი -
შეკითხვა #749 © გიორგი მოსიძე
ყველა თავის ინტერვიუში ეს პიროვნება ერთნაირად პასუხობს შეკითხვას ეთნიკური კუთვნილების შესახებ: “– მე იუგოსლავიელი ვარ, – ხაზს უსვამს ის – მამაჩემი ხორვატი იყო, დედა – სერბი, ცოლი კი მუსლიმანი მყავს”. დაასახელეთ ეს პარიზში მცხოვრები პიროვნება!
პასუხი: გორან ბრეგოვიჩი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/749პასუხი -
შეკითხვა #748 © გიორგი მოსიძე
პროექტი „ოქროს ფარი“ – ოფიციალურად სწორედ ასე ეწოდება ინტერნეტ–ცენზურის (ანუ ინფორმაციის ფილტრაციის) სისტემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პროექტი წარმოადგენს სერვერების სისტემას, რომლებიც აკონტროლებენ ინტერნეტ–არხს მომხმარებელს (იუზერს) და პროვაიდერს შორის და ფილტრავენ ინფორმაციას. კითხვა: 1 წუთის შემდეგ თქვენ უნდა მითხრათ ამ სისტემის 3 სიტყვიანი მეტსახელი ინგლისურენოვან ინტერნეტში (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)! შენიშვნა: წინდებულები (Предлог, preposition) და არტიკლები სიტყვად არ ითვლება.
პასუხი: Great Firewall of China ("დიდი ჩინური ფაირვოლი") კომენტარი: ინგლისურიდან: Great Wall of China — დიდი ჩინური კედელი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/748პასუხი -
1993 წელს აშშ–ში ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა. გამოკითხულთა 29%–მა დაასახელა CIA, 27%–მა – მაფია, 22% – კუბელები და 13% – საბჭოთა კავშირი. დაასახელეთ პიროვნება, რომელიც დაასახელა გამოკითხულთა 9%–მა!
პასუხი: ლი ჰარვი ოსვალდი კომენტარი: ჯ.ფ. კენედის მკვლელობიდან 30 წლისთავზე ჩატარდა გამოკითხვა: ვინ მოკლა კენედი? წყარო: ნ.ნოვგოროდი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/747პასუხი -
როდესაც 2005 წელს რუსეთში ტარდებოდა ვუდი ალენის ფილმების რეტროსპექტივა, კულტურის სამინისტროში ბჭობდნენ რომელ ქალაქში გაეხსნათ ეს რეტროსპექტივა. არჩევანი შეჩერდა ქალაქ კალინინგრადზე. რატომ?
პასუხი: იმიტომ, რომ ვუდი ალენის ნამდვილი სახელი და გვარი არაის ალენ სტიუარტ კენიგსბერგი; ადრე კალინინგრადს კენიგსბერგი ერქვა წყარო: მარათონი–2007 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/746პასუხი -
შეკითხვა #745 © გიორგი მოსიძე
თავის წიგნში „ოლიმპიური ჩემპიონის თეორემა“, პაატა ნაცვლიშვილი წერს, რომ ეს არის სპორტის ერთად–ერთი სახეობა, სადაც ეტიკეტის თანახმად, მსაჯი სპორტსმენებს აუცილებლად ბატონობით მიმართავს (მუსიე–თი მიმართავს). დაასახელეთ სპორტის ეს ოლიმპიური სახეობა!
პასუხი: ფარიკაობა კომენტარი: ფარიკაობის წესები დიდწილად ფრანგული არისტოკრატიის ეტიკეტზეა დაფუძნებული წყარო: პაატა ნაცვლიშვილი. „ოლიმპიური ჩემპიონის თეორემა“, საბჭოთა საქართველო, 1988წ., გვ 173 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/745პასუხი -
ამ ჯგუფს ეწოდება “იქსები”. ამავე დროს ფანებმა დაადგინეს, რომ ჯგუფის ამჟამინდელი 5 წევრიდან ნაღდი “იქსი” არის მხოლოდ მატიას იაბსი. მითხარით ამ ხუთეულის სახელწოდება!
პასუხი: „სკორპიონზი“ კომენტარი: მხოლოდ მატიას იაბსია – ღრიანკალი (სკორპიონი) ზოდიაქოთი, დანარჩენები სხვა ზოდიაქოს ნიშნით არიან დაბადებული წყარო: მარათონი–2007 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/744პასუხი -
შეკითხვა #743 © გიორგი მოსიძე
ჩინეთის პროვინცია სიჩუანში არის ასეთი ანდაზური თქმა: სამხრეთ-აღმოსავლეთით უყურე წყლის ზღვას, ჩრდილო-აღმოსავლეთით უყურე ამურის ტყეების ზღვას, ჩრდილო-დასავლეთით უყურე ქვიშის ზღვას, ხოლო სამხრეთ დასავლეთით უყურე... კითხვა: რის ზღვას, თუ სიჩუანელების აზრით ასეთი „ზღვა“ მხოლოდ ჩინეთში შეიძლება იყოს?
პასუხი: ბამბუკი კომენტარი: მისი გეოგრაფიული მდებარეობაა ასეთი. სამხრეთ-აღმოსავლეთით სამრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვები, ჩრდილო-აღმოსავლეთით ამურის ტყეები, სამხრეთ-დასავლეთით შუა აზიის უდაბნოები, სამხრეთ დასავლეთით ბამბუკით მდიდარი პროვინცია სიჩუანი. ბამბუკის უკიდეგანო ტყეები ჰიმალაებამდე აღწევს წყარო: http:// www.shkolazhizni.ru/archive/0/n-6772/ პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/743პასუხი -
2006 წელს ყაზანში ჩატარდა სასამართლო პროცესი. განსასჯელთა სკამზე იჯდა ბანდა, რომელიც წლების განმავლობაში აკონტროლებდა „კამაზ“–ს. ამ პროცესზე დამყარდა რუსეთის მართლმსაჯულების ისტორიაში 2 რეკორდი: 1. ყველა განსასჯელს ერთობლივად მიესაჯათ 500 წელი; 2. მეორე რეკორდი უდრიდა 25 მეტრს. რაში მდგომარეობდა მეორე რეკორდი?
პასუხი: განსასჯელთა სკამის სიგრძე კომენტარი: ერთად გაასამართლეს 32 კაცი წყარო: მარათონი–2007 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/742პასუხი -
2008 წლის აშშ–ს დავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, კარში (რაზდელ) „ერაყი და ავღანეთი“ არის სტატია, რომელზეც გამოყოფილია 20 მილიონი დოლარი. იმავე სტატიის ბოლოს არის მინაწერი, რომ ეს თანხა შეიძლება ხელუხლებლად გადატანილი იქნას 2009 ან თუნდაც 2010 წლის ბიუჯეტებში. დაწერეთ 2 სიტყვა, რომელიც გამოტანილია ამ სტატიის სათაურში!
პასუხი: გამარჯვების აღლუმი წყარო: მარათონი–2007 პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/741პასუხი -
შეკითხვა #740 © გიორგი მოსიძე
1996 წელს შეიქმნა პორტუგალურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა, რომელშის გაერთიანდნენ პორტუგალია, ბრაზილია, ანგოლა, მოზამბიკი, კაბო-ვერდე, გვინეა-ბისაუ, სან-ტომე და პრინსიპი. კიდევ რომელი სახელმწიფო შეუერთდა ამ თანამეგობრობას 2002 წელს?
პასუხი: აღმოსავლეთ ტიმორი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/740პასუხი -
მე–17 საუკუნემდე ინგლისური თეატრისათვის დამახასიათებელი იყო ხანგრძლივი პაუზები მოქმედებებს შორის. ითვლება, რომ შექსპირიც კი თავის პიესებში ტოვებდა ცარიელ ადგილებს ასეთი პაუზებისათვის. კითხვა: ვის უნდა შეევსო ეს პაუზები?
პასუხი: ჯამბაზს კომენტარი: მე-16 საუკუნეში ინგლისური თეატრის სცენაზე გამოჩნდნენ ჯამბაზები, რომლებიც ავსებდნენ პაუზებს მოქმედებებს შორის ისე, რომ მათი ინტერმედია არანაირად არ იყო დაკავშირებული პიესის შინაარსთან წყარო: ნ.ნოვგოროდი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/739პასუხი -
შეკითხვა #738 © გიორგი მოსიძე
ა.წ. 26 თებერვალს გაზეთ “სარბიელში” დაიბეჭდა სტატია სათაურით: “რა X მიიღო ჩელსიმ?”. გაითვალისწინეთ, რომ X მიუღია საქართველოსაც, ჩვენს კლუბსაც, პირადად მეც და შეიძლება ბევრ თქვენთაგანსაც. დაასახელეთ X!
პასუხი: გრანტი კომენტარი: გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ავრაამ გრანტი პაკეტი: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი - B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები) ბმული: http://moazrovne.net/q/738პასუხი -
შეკითხვა #737 © თემურ დანელია
სერგეი ლუკიანენკოს „უკანასკნელ გუშაგში“, მოსკოვი–ლონდონის რეისის თვითმფრინავში მჯდომი ანტონ გოროდეცკი ათვალიერებს ალბათობის ხაზებს და აკეთებს დასკვნას, რომ რბილად დაეშვებიან ჰიტროუში და ედინბურგის რეისზეც არ დააგვიანებენ. ამ დასკვნას წინ უძღვის ანტონის მსჯელობა ფრენის უსაფრთხოებაზე, რომელშიც მოხსენიებული არიან არაბი ტერორისტები და ორი ევროპული ქვეყნის გარკვეული სპეციალობის ადამიანები.
დაასახელეთ ეს ორი ევროპული ქვეყანაპასუხი: შვეიცარია და უკრაინა კომენტარი: ანტონმა მოიხსენია შვეიცარიელი ავიადისპეჩერები და უკრაინელ რაკეტჩიკები, რომლებმა მონაწილეობა მიიღეს „რუსული“ რეისების ჩამოგდებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში. წყარო: С. Лукяненко; «Последный дозор» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - VI ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/737პასუხი