რა? სად? როდის? შეკითხვები
-
შეკითხვა #2102 © კონსტანტინ სმოლი
ინგლისელი მწერალი ჯულიან ჰაქსლი თანამედროვე კოსმოლოგიური თეორიებიდან ღმერთის იდეის გაქრობას ეხმიანება და ღმერთს კოსმიურ იქსს უწოდებს. ერთი ვერსიით იქსმა მთავარი მახასიათებელი კონტლტონის სააბატოს მოჩვენებისგან ისესხა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ჩეშირის კატა კომენტარი: მ ვერსიის თანახმად ლუის კეროლი მოხიბლული იყო კონტლტონის სააბატოს მოჩვენებით, რომელიც როგორც ყველა მოჩვენებას სჩვევია, ხანდახან ქრებოდა ხოლმე. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2102პასუხი -
შეკითხვა #2101 © ედუარდ გოლუბი
ერთ მოთხრობაში მოქმედება ძველი ინკების იმპერიაში ხდება. მთავარი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია, რომელიც ბრბოშია გარეული და ინკების უმაღლესი მმართველის, ატაჰუალპას პროცესიას გასცქერის. ზუსტად მაშინ, როდესაც იმპერატორი მის წინ ჩაივლის მთავარი პერსონაჟი წინ მდგომს მიმართავს ფრაზით, რომელიც ცნობილ ფილოსოფოსს მიეწერება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფილოსოფოსი.
პასუხი: დიოგენე სინოპელი კომენტარი: როგორც ცნობილია ინკების უმაღლესი მმართველი მზის განსახიერება იყო. მთავარი პერსონაჟი მის წინ მდგომს ეუბნება „გამოიწიე, მზეს ნუ ეფარებიო“. ეს ფრაზა ლეგენდის თანახმად დიოგენე სინოპელმა უთხრა ალექსანდრე მაკედონელს. წყარო:- Эдуард Голуб. В толпе.
- en.wikipedia.org/wiki/Diogenes_and_Alexander
პასუხი -
შეკითხვა #2100 © ალექსანდრ ბელოგლაზოვი
მატარებელს, რომლის მარშრუტი გადის მალაიზიაზე, ტაილანდზე და სინგაპურზე უწოდეს ინგლისური სახელი, რომელიც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც „იქს იქს იგრეკი“. ყურადღება შეკითხვა: რომელი სამი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში „იქს იქს იგრეკით“?
პასუხი: აღმოსავლეთის აღმოსავლეთის ექსპრესი კომენტარი: ატარებელს ინგლისურად ჰქვია Eastern Oriental Express. წყარო: www.rusadventures.ru/offers/5181.aspx პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2100პასუხი -
შეკითხვა #2099 © არტიომ ვიქტოროვი
ბრიტანელმა ფიზიოლოგმა და თერაპევტმა, ჯონ რეინოლდსმა 1851 წელს ლონდონის უნივერსიტეტი ოქროს მედალზე დაამთავრა, თუმცა მის კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებად მაინც 1878 წელს დათარიღებული მოვლენა სახელდება, როდესაც იგი დანიშნეს... ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად, რა პოსტი დაიკავა მან?
პასუხი: დედოფალი ვიქტორიას მკურნალი ექიმი კომენტარი: დედოფალ ვიქტორიას სახელი თარგმანში „გამარჯვებას“ ნიშნავს.
ჩათვლა: დედოფალი ვიქტორიას (პირადი) ექიმი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D0%B5%D0%B9%D0%BD%D0% პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2099პასუხი -
შეკითხვა #2098 © მაქსიმ მერზლიაკოვი
სიტყვათშეთანხმება Assez d'eau (ასსე დო) ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „საკმარისი წყალი“. რომელი ქალაქის სახელწოდებას უკავშირებენ მკვლევარები ამ ფრანგულ სიტყვათშეთანხმებას?
პასუხი: ოდესა წყარო: shkolazhizni.ru/archive/0/n-31776/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2098პასუხი -
შეკითხვა #2097 © ნიკიტა ვაინერი
2003 წელს კალიფორნიის შტატის გუბერნატორად გახდომის შემდეგ არნოლდ შვარცენეგერმა შეწყვიტა კინოში გადაღება, ვინაიდან ამას კრძალავს აშშ-ს კანონმდებლობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არის ერთი გამონაკლისი. არნოლდ შვარცენეგერს ეკრძალებოდა კინოში ნებისმიერი როლის შესრულება, გარდა ერთისა. ყურადღება შეკითხვა: ვისი როლის შესრულების უფლება ჰქონდა გუბერნატორად ყოფნის დროს არნოლდ შვარცენეგერს?
პასუხი: არნოლდ შვარცენეგერის კომენტარი: გუბერნატორს საკუთარი თავის როლის თამაში შეუძლია მხოლოდ. წყარო: www.dni.ru/culture/2009/4/7/163376.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2097პასუხი -
შეკითხვა #2096 © ალექსანდრ როჟდესტვინი
ჟურნალისტები წერენ, რომ იტალიელი ფეხბურთელი მარკო მატერაცი სირთულის მოყვარულია. ასე მაგალითად, მან გაიკეთა ტატუ, რომელზეც მისი დაბადების თარიღია ამოტვიფრული. ყურადღება შეკითხვა: რაში გამოიხატება სირთულე მარკო მატერაცის ტატუზე?
პასუხი: ტატუზე თარიღი წერია რომაული ციფრებით კომენტარი: ესაბამისად ტატუზე გამოსახული თარიღის წაკითხვა შედარებით რთულია. წყარო: dmitrypastushok.livejournal.com/29606.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2096პასუხი -
შეკითხვა #2095 © ეკატერინა ლობაკოვა
ერთმა ЖЖ ბლოგერმა თავის ბლოგზე დაწერა შემდეგი ფრაზა: „ის მათ აძლევდა, მე კი მათ არ მივცემ“ („Она им давала, а я им не дам!“). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-19 საუკუნეში მოღვაწე პიროვნება, რომელსაც ბლოგერმა ეს ფრაზა მიაწერა.
პასუხი: ალფრედ ნობელს კომენტარი: ლეგენდის თანახმად ნობელის პრემია იმიტომ არ ენიჭებათ მათემატიკოსებს, რომ ალფრედ ნობელის სატრფო ცოლად მათემატიკოსს გაჰყვა. წყარო: anabellka.livejournal.com/109598.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2095პასუხი -
შეკითხვა #2094 © ანდრეი სოლდატოვი
შუა საუკუნეების ისტორიკოსი ვილჰელმ აპულიელი თავის ნაშრომში აღწერს პალერმოდან სიცილიის ფლოტის გამომგზავრებას. ჯონ ნორვიჩმა ამ აღწერის შესახებ დაწერა, რომ ვილჰელმ აპულიელის იქსი მძიმეა. გაითვალისწინეთ, რომ იქსის ზომა შეადგენს ექვს მეტრს და დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ჰეგზამეტრი კომენტარი: შუა საუკუნეების ისტორიკოსი, ვილჰელმ აპულიელი თავის აზრებს ჰეგზამეტრის საშუალებით გადმოსცემს, რაც ჯონ ნორვიჩისთვის მძიმე საკითხავი აღმოჩნდა. ჰეგზამეტრის საზომი ანტიკური პოეზიის მეტრიკაში ექვსი მეტრია. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2094პასუხი -
შეკითხვა #2093 © ედუარდ გოლუბი
გერმანელი ავტომრბოლელის, სებასტიან ფეტელის უკანასკნელ გამარჯვებებზე საუბრისას აღინიშნა, რომ მას მადა გაეხსნა. შეკითხვის ავტორის აზრით ეს შეიძლება აიხსნას „დაავადებით“ (დაავადება ბრჭყალებში), რომელიც ერთი პროდუქტის დიდი რაოდენობით მოხმარებითაა გამოწვეული. ეს „დაავადება“ (ისევ ბრჭყალებში) შეგვიძლია მოვიხსენიოთ ნეოლოგიზმით, რომელიც რეალური დაავადებისთვის თავში სამი ასოს დამატებით მიიღება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: რედბულიმია კომენტარი: სებასტიან ფეტელი „რედ ბულის“ გუნდის ავტომრბოლელია. ბულიმია - ავადმყოფურად გაზრდილი მადაა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2093პასუხი -
შეკითხვა #2092 © კონსტანტინ სმოლი
„სიმპსონების“ სერიაში, რომლის სახელწოდებაა „ლიზა სიმპსონი ღმერთის წინააღმდეგ“ ნაჩვენებია სასამართლო პროცესი, რომელიც 1925 წელს მომხდარი მოვლენის პაროდიას წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-19 საუკუნეში მოღვაწე მეცნიერი, რომლის გვარიც ფიგურირებს „სიმპსონების“ ამ სერიაში.
პასუხი: დარვინი კომენტარი: 1925 წელს აშშ-ში გაიმართა ე.წ. „მაიმუნის პროცესი“, სადაც გაასამართლეს, სკოლის მასწავლებელი ჯონ სკოუპსი, რომელიც სკოლაში ევოლუციის თეორიას ასწავლიდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2092პასუხი -
შეკითხვა #2091 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
2011 წლის მაისში რუსულ ინტერნეტში პოპულარული იყო კარიკატურა, რომელზეც გამოსახული იყო სპორტსმენი, რომელიც მიაგორებდა ურიკას. კარიკატურაზე გაკეთებული იყო მინაწერი: ჩვენ ისინი გავხვეტეთ. ყურადღება შეკითხვა: რა ეყარა ურიკაში?
პასუხი: ნეკერჩხლის ფოთლები კომენტარი: 011 წლის მაისში მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალში რუსეთის ნაკრებმა ჰოკეიში სძლია კანადის გუნდს. წყარო: denis-zaw.livejournal.com/146747.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2091პასუხი -
შეკითხვა #2090 © მაქსიმ მერზლიაკოვი
მურიელ ბარბერის აზრით თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში სწორად ეს ნივთი ცვლის კრიალოსანს. ევგენი ბელიკოვმა კი მას „თანამედროვე ოჯახების განხეთქილების ვაშლი“ უწოდა. ყურადღება შეკითხვა: რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: ტელევიზორის პულტის კომენტარი: ურიელ ბარბერის აზრით არხების გადართვის პროცესი კრიალოსანის მძივების გადათვლას შეესაბამება. ტელევიზორის პულტი განხეთქილების საფუძველს წარმოადგენს მრავალ ოჯახში. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2090პასუხი -
შეკითხვა #2089 © ედუარდ გოლუბი
მიმდინარე წელს ბუტანის საკანონმდებლო ორგანომ მკაცრი დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც ქუჩებში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა და მოწევა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. სტატიაში, რომელიც ამ ფაქტს მიეძღვნა, ზემოხსენებულ დადგენილებას უწოდეს იქსი, რაც ბუტანის შემთხვევაში ლოგიკურია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: დრაკონული კანონი კომენტარი: დრაკონი ბუტანის ეროვნული სიმბოლოა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2089პასუხი -
შეკითხვა #2088 © კონსტანტინ სმოლი
თავის ცნობილ წიგნში ეს ინგლისელი ჩივის, რომ „მისი ეპოქის ძლიერი სახელმწიფოების მმართველების ცხოვრებაში „ფილოსოფიისათვის [გამოტოვებულია სამი სიტყვა]“. გამოტოვებული სამი სიტყვა თარგმანში ემთხვევა ზემოხსენებული ცნობილი წიგნის სათაურს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ინგლისელის სახელი და გვარი.
პასუხი: თომას მორი კომენტარი: იგი „უტოპიაში“ წერს, რომ ძლიერი სახელმწიფოების მმართველების ცხოვრებაში ფილოსოფიისათვის ადგილი არ არის. „ადგილი არ არის“ ასე შეიძლება ითარგმნოს „უტოპია“ ძვ. ბერძნულიდან. წყარო: М. Мак-Люэн. Галактика Гутенберга. - Киев, "Ника-Центр", 2003. – С. 193. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2088პასუხი