რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 106
-
რობერტ სეიდენბერგი ამტკიცებდა, რომ ეს არის არა ენდემური, არამედ ეპიდემიური დაავადება, რომელიც ნებისმიერი ფენისთვისაა დამახასიათებელი. ე. ფრომი თვლის, რომ ეს ხასიათდება “პარალიზებადი უმწეობით და აბსოლტური არარაობით”. კითხვა: რამდენი ხანი შეიძლება გრძელდებოდეს ის, ერთი ლათინოამერიკელის აზრით?
პასუხი: 100 წელი. კომენტარი: საუბარი იყო მარტოობაზე. შესაბამისად - ”მარტოობის 100 წელი”. პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/526პასუხი -
“სიუარდის მაცივარი”, “ყველასათვის გამოუსადეგარი ყინულის კუბო”, ასე უწოდებდნენ მას მე-19 საუკუნეში. ამჟამად კი მას უკავია ერთ-ერთი პირველი ადგილი მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: საუბარია ალასკაზე პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/525პასუხი -
ი. პავლოვი ამბობდა: “როდესაც ვფიქრობ ჩემსა და მის შესახებ, მე წარმომიდგენია მაღაროელთა ორი ჯგუფი, რომლებმაც რკინიგზის გვირაბის გათხრა ერთიდაიმავე მთის ფერდობზე დაიწყეს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მას ცოტა ქვემოთ მოუვიდა და ამიტომ წყვდიადში ჩაეფლო, მაშინ როცა ჩვენ უკვე სინათლეს მივაღწიეთ. და მაინც მას შეუძლია გახდეს ახალი რელიგიის ფუძემდებელი”.
კითხვა: ვის შესახებ ამბობდა ასე აკადემიკოსი პავლოვი?პასუხი: ზ. ფროიდი პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/524პასუხი -
ლიტერატორთა პროფესიული ხუმრობა გვამცნობს: “როცა ვარ ეული (ანუ უცოლო) - ვარ პოეტი”. კითხვა: რა ვიქნები, როცა მოვიყვან ცოლს და რა ვიქნები, როდესაც ამ ცოლს გავცილდები?
პასუხი: პროზაიკოსი და კრიტიკოსი პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/523პასუხი -
ცნობილმა იუმორისტმა ა. არკანოვმა ერთ-ერთ თავის ფელეტონში კინოში სექსუალური სცენების ასეთი კლასიფიკაცია შესთავაზა მკითხველს: სექსუალური სცენები, რომელშიაც მონაწილეობენ უბრალო მოქალაქეები - ეროტიკა; სექსუალური სცენები მთავრობისა და დუმის წევრთა მონაწილეობით - პორნოგრაფია. კინოს რომელ ჟანრს მიაკუთვნა მან ფილმები, რომლებშიც შესულია სექსუალური სცენები მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა მონაწილეობით?
პასუხი: საშინელებათა ფილმები პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/522პასუხი -
1938 წელს მან მიიღო საფოსტო ბარათი, რომელშიაც მისი და ამცნობდა, რომ მალე მასთან ჩამოვა მისი სამი დისშვილი. დის შემდგომი ბედი უცნობია, ბიძამ კი 1942 წელს, საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას, ბავშვები ნაშვილებად ჩაწერა. მაგრამ ეს ისტორია ამითაც არ დასრულებულა და ჩვენ ვიცით ამ ბავშვების სტუმრობის ამბავი სხვა ნათესავებთანაც.
კითხვა: ვის ესტუმრნენ ბავშვები სულ პირველად, 1938 წელს?პასუხი: დონალდ დაქს (ბიძას) პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/521პასუხი -
მისთვის უნდოდათ ეწოდებინათ ქრონოსი, ატლასი, პრომეთეოსი, ქაოსი, კოსმოსი, ათინა, ჰერა, ჰერკულესი, პაქსი, მინერვა, პერსეფონა, ერებოსი. მისი პირველაღმომჩენის ცოლმა დაასახელა თავისი ვარიანტი - ზევსი, შემდეგ კი საკუთარი სახელიც შესთავაზა - კონსტანცია. მაგრამ საბოლოოდ 1930 წელს დამტკიცდა სხვა სახელწოდება. რომელი სახელწოდება?
პასუხი: პლუტონი კომენტარი: პერსივალ ლოუელი გარდაიცვალა 1916 წელს, პლანეტა კი 1930 წელს აღმოაჩინეს. პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/520პასუხი -
1509 წ-დან 1517 წ-მდე რაფაელმა მოხატა ვატიკანის სასახლის საზეიმო დარბაზები. ყველაზე მეტად ცნობილია 4 სურათი ბეჭდის დასმის დარბაზიდან: “ათენის სკოლა”, “პარნასი”, “დისპუტი” და “სიბრძნე, ზომა და ძალა”. ეს კომპოზიცია ასახიერებს ადამიანის (იმ დროის ადამიანის) სულიერი მოღვაწეობის 4 სფეროს. დაასახელეთ ეს სფეროები.
პასუხი: ფილოსოფია, ხელოვნება, ღვთისმეტყველება და იურისპრუდენცია. პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/519პასუხი -
რამდენიმე წლის წინ ბუნდესლიგის ერთ-ერთი თამაშის დროს, რომელშიაც ერთმანეთს ხვდებოდნენ “ჰამბურგი” და “კიოლნი” მოხდა ასეთი ინციდენტი. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე “ჰამბურგის” ბულგარელმა ლეგიონერმა ი. ლეჩკოვმა არაზუსტი პასი მიაწოდა მეორე ლეგიონერს დანიელ ს. ტოფტინგს. შესვენებაზე გაბრაზებულმა დანიელმა ბულგარელს უთხრა ისეთ რამ, რომ მოხჩუბარე ფეხბურთელების გაშველებას კლუბის პრეზიდენტის ჩარევა დაჭირდა. რომელი, ლეჩკოვისათვის ნაცნობი, ადამიანის სახელით მოიხსენია იგი ტოფტინგმა თუ ბევრი ამას კომპლიმენტად მიიღებდა?
პასუხი: ჰ. სტოიჩკოვი პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/518პასუხი -
1792 წლის 20 სექტემბერს დასახლება ვალმის მახლობლად საფრანგეთის ჯარმა დაამარცხა პრუსიის არმია. მომდევნო ღამეს დამარცხებულ და უკანდახეულ პრუსიელ ჯარისკაცებს ერთმა 43 წლის პატრიოტმა უთხრა ფრაზა: “ამიერიდან იწყება ახალი ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში და თქვენ შესძლებთ თქვათ: ”მე შევესწარი ამას!”. ვინ იყო ეს ადამიანი?
პასუხი: ი. ვ. გოეთე პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/517პასუხი -
“ძვირფასო, უოტსონ, შემოდით გეთაყვა ჩემთან, თქვენ მე მჭირდებით!”.
ვინ წარმოთქვა ეს ლეგენდარული სიტყვები 1876 წლის 10 მარტს?პასუხი: ა. გ. ბელმა კომენტარი: ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც წარმოთქვა ადამიანმა ტელეფონში პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/516პასუხი -
გადამითარგმნეთ თანამედროვე ვიეტნამურ ენაზე სიტყვა კატა!
პასუხი: “მიაუ” პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/515პასუხი -
1958 წელს ამერიკელმა დორის ლილიმ დაწერა წიგნი “როგორ გაჰყვე ცოლად მილიონერს?!”. გამოცემა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ერთგვარ სახელმძღვანელოდაც კი იქცა. გავიდა 30 წელი და დორისმა ხელი მოჰკიდა ახალ წიგნს. რა უწოდა მან ახალ გამოცემას?
პასუხი: “როგორ გაჰყვე ცოლად მილიარდერს?!” პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/514პასუხი -
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობაა გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც ხელმძღვანელობს გაეროს სამდივნოს. ის ინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით. გენერალური მდივანი მონაწილეობას იღებს გაეროს ყველა მთავარი ორგანოს სხდომებში.
კითხვა: დაასახელეთ გაეროს ერთად-ერთი მთავარი ორგანო, რომლის საქმიანობაშიც გენ. მდივანი არ ერევა!პასუხი: გაეროს საერთაშორისო სასამართლო პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/513პასუხი -
თავის გახმაურებულ რომანს “ხაზარული ლექსიკონი” იუგოსლავიელი მწერალი მილორად პავიჩი აგებს, როგორც თითქოსდა მის მიერ რეკონსტრუირებულ 100 000 სიტყვისაგან შემდგარ ლექსიკონს. ლექსიკონის წყაროს წარმოადგენდა სამი წიგნი: წითელი, მწვანე და ყვითელი. რა პრინციპით გააერთიანა ავტორმა ნაწილი წყაროებისა წითელ წიგნში, ნაწილი – მწვანეში, ნაწილი – კი ყვითელში?
პასუხი: წითელში – ქრისტიანული წყაროები, მწვანეში – მუსლიმანური, ყვითელში – იუდევლური პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/512პასუხი