რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 107
-
ეს ფრაზა შეცდომით მიეწერება ერთ ფრანგ დიდგვაროვანს. სინამდვილეში ეს ფრაზა 1908 წლის 19 ივლისს ლონდონში წმ. პავლეს ტაძარში ქადაგების დროს წარმოთქვა პენსილვანიის ეპისკოპოსმა. როგორ ჟღერს ეს ფრაზა?
პასუხი: “მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება” კომენტარი: ფრაზა შეცდომით მიეწერება ბარონ პიერ დე კუბერტენს პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/511პასუხი -
თავად ავტორი თავის ყველაზე დიდ ნამუშევრად მიიჩნევდა დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” თარგმნას თავისი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე. გარდა ამისა მას ეკუთვნის პოემა “ევანგელინა”, პოეტური კრებულები “ზღვისა და კერის პირას”, “მიმომფრენი ფრინველები”, მაგრამ ყველაზე დიდ მის ნაწარმოებად მიჩნეულია პოემა-ეპოსი, რომელიც მან შექმნა უძველეს თქმულებებზე დაყრდნობით 1855 წელს. რა ერქვა ეპოსის მთავარ მოქმედ გმირს?
პასუხი: ჰაიავატა კომენტარი: ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოუ, “სიმღერა ჰაიავატაზე” (ითვლება მხოლოდ ნაწარმოების გამოცნობაც) პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/510პასუხი -
როდესაც მსოფლიო ბიზნესში საუბრობენ ხანგრძლივი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებისა და აპარატურის წარმოების შესახებ, პირველ ადგილზე ყოველთვის მოიხსენიებენ იაპონიას. თავად იაპონიაში ეს სფერო ეფუძნება სამ გიგანტს, ე.წ. სამ S-ს. დაასახელეთ ეს სამი S!
პასუხი: “სონი”, “შარპი” და “სანიო” (Sony, Sharp, Sanyo) პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/509პასუხი -
სტატია დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში, რომელიც ეძღვნება ამერიკელ მწერალს სახელად ოლივერს, სწვლულ-ექიმს, რომანის “მფარველი ენგელოზი”, ესეებისა და სატირული ლექსების ავტორს, ერთი სტრიქონით მოკლეა, ვიდრე სტატია ლიტერატურულ პერსონაჟზე, რომელიც თავის გვარს უნდა უმადლოდეს ხსენებულ მწერალს. მაშ, რა გვარი იყო ამერიკელი მწერალი?
პასუხი: ოლივერ უენდელ ჰოლმსი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/508პასუხი -
იაპონიაში არსებობდა წეს-ჩვეულება “ძუნ-სი” – სიკვდილი ბატონის შემდგომ. ითვლებოდა, რომ ეს უზრუნველყოფს უწინდელ ურთიერთობებს მსახურსა და ბატონს შორის შემდგომ რეინკარნაციებში. ამ იდეამ დაღი დაასვა მოქალაქეთა ზნე-ჩვეულებებს და გადაიზარდა ორმაგი თვითმკვლელობების ეპიდემიაში. დამისახელეთ ყველაზე ცნობილი მაგალითი!
პასუხი: რომეო და ჯულიეტას თვითმკვლელობა პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/507პასუხი -
ამ მწერლის 16 რომანიდან 3 ნაწარმოები ატარებს ქალის სახელებს. თანაც, თითოეული მათგანი შეიძლება განხილული იქნას, როგორც ეტაპური ავტორის ცხოვრებაში: პირველი რომანი იყო სადებიუტო, მეორემ ავტორს საქვეყნო დიდება მოუტანა, მესამე კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთელ ინტელექტუალებში და ბევრი კრიტიკოსის აზრით მწერლის შემოქმედების მწვერვალად ითვლება. დაასახელეთ ერთი მაინც ამ სამი ნაწარმოებიდან.
პასუხი: “მაშენკა”, “ლოლიტა”, “ადა“ კომენტარი: საუბარი იყო ვლადიმირ ნაბოკოვზე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/506პასუხი -
1975 წლის 30 აპრილს ჩრდილოეთ ვიეტნამის ტანკებმა დაიკავეს საიგონი და პრეზიდენტის ყოფილ სასახლეზე აღმართული იქნა სოციალისტური ვიეტნამის წითელი დროშა. მაგრამ დროება იცვლება და ამჟამად ამერიკელი ტურისტები უკვე სიამოვნებით აქცევენ ყურადღებას იმას, რომ სასახლის თავზე ფრიალებს სხვა წითელი დროშა. რომელი?
პასუხი: “კოკა-კოლას” კომპანიის პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/505პასუხი -
აშშ-ში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის პერსონაჟების ცნობადობის მიხედვით მესამე ადგილზე დგას ბეტმენი, მეორეზე – მიკი მაუსი. პირველზე კი პერსონაჟი, რომელიც პირველად გამოჩნდა თამაშში “დონქი კინგი”. დაასახელეთ ეს პერსონაჟი!
პასუხი: სუპერ-მარიო პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/504პასუხი -
კომპანია “ფილიპსის” მენეჯერი დევიდ შოხი თავის ცხოვრებას ყოფდა სამსახურსა და ფეხბურთს შორის. თითქოსდა სპეციალურადო, საინტერესო მატჩების რადიოტრანსლაცია ემთხვეოდა იმ მონაკვეთს, როდესაც დევიდი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. რა გამოიგონა მან 1934 წელს?
პასუხი: ავტომობილის მაგნიტოლა პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/503პასუხი -
1856 წლის 6 მაისს ფრაიბურგის სინაგოგაში ლოცულობდნენ მამაკაცები. ნაჭრებით მოვაჭრე იაკობს და მის მეუღლე ამალიას შეეძინათ ვაჟი, რომელსაც სახელი ბაბუის საპატივცემლად მისცეს. ოჯახი დიდ იმედებს ამყარებდა თავის პირმშოზე: ფეხმძიმობის დროს ფრაუ ამალიას უწინასწარმეტყველეს, რომ მისი ვაჟი დიდი ადამიანი გახდებოდა. რა ერქვა მის ვაჟს?
პასუხი: ზიგმუნდ ფროიდი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/502პასუხი -
ეს ტევადი სახე დიდი ხანია გახდა კულტურული მოღვაწეობის გავრცობილი მეტაფორა. ახლახან მოსკოვის ესე-კლუბში გამართულ “მრგვალ მაგიდაზე” ლიტერატორები, ფილოლოგები და ფილოსოფოსები მსჯელობდნენ სინამდვილეში რა იმალება ამ მეტაფორის უკან. აღმოჩნდა, რომ ერთნი აღიქვამენ მას, როგორც ასოციაციების თავისუფალ ფრენას, ხელოვნებას ხელოვნებისათვის, მეორენი – განსაკუთრებული სახის კვლევით საქმიანობას. გაიხსენეთ მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურა და მითხარით, რას მიეძღვნა ეს “მრგვალი მაგიდა”?
პასუხი: “თამაში რიოში მარგალიტებით” («Игра в бисер») პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/501პასუხი -
2000 წლის 1 მარტს 30 წელი შესრულდა ამ ცნობილი ნაწარმოების პრემიერიდან, რომელიც ლონდონის “ალბერტ-ჰოლში” გაიმართა. ამ წლების განმავლობაში თანამოსახელე ალბომის ტირაჟმა 100 მილიონს გადააჭარბა, ორივე ავტორი კი ყოველთვიურად იღებს მინიმუმ 100 000 გირვანქა სტერლინგს. მოგვიანებით, ამ ჟანრში დაიწერა ბევრი ნაწარმოები, მაგრამ დღემდე ვერავინ შესძლო ამ ფენომენალური წარმატების გამეორება. დაასახელეთ ეს ნაწარმოები!
პასუხი: “იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი” პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/500პასუხი -
რას უწოდა გაღიზიანებულმა გერმანელმა მსახიობმა მაქსიმილიან შელმა “დენთის შემდეგი ყველაზე ეშმაკისეული გამოგონება, რომელმაც მანძილზე მოკვლის უნარი გადააქცია სულიერ რეალობად”?
პასუხი: ფოტოაპარატის ტელეობიექტივი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/499პასუხი -
ამ ერის ფორმირებაში მიცნიერები გამოყოფენ ხუთ ელემენტს: აინურს, ინდონეზიურს, ძველ აღმოსავლეთაზიურს, საკუთრივ კორეულს და საკუთრივ ჩინურს. რომელ სახელმწიფოში ცხოვრობს ეს ერი ძირითადად?
პასუხი: იაპონიაში კომენტარი: საუბარია იაპონელებზე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/498პასუხი -
1861-66 წწ. სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ სამხრეთელები ხშირად აძლევდნენ სახელებს თავიანთ შვილებს კონფედერაციის ბელადების საპატივცემლოდ: ვაჟებს – რობერტ ლი ან უდრეკი ჯექსონი, გოგონებს კი – ლორინამი. ზანგებს შორის კი, რომლებმაც მოიპოვეს თავისუფლება, ძალზე პოპულარული გახდა ორი სახელი. ერთი – “იმანსიპეიშნ”, რაც ნიშნავს “გათავისუფლებას”. დაასახელეთ მეორე სახელი!
პასუხი: აბრაჰამ ლინკოლნი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/497პასუხი