რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 29
-
შედედებული რძის (სგუშონკის) გამომგონებელი, გეილ ბორდენი წერდა: „სამყარო იცვლება შეკუმშვისკენ. თვით შეყვარებულებიც კი აღარ წერენ ერთმანეთს სასიყვარულო წერილებს. ერთი კოცნით ისინი ეუბნებიან ერთმანეთს იმაზე მეტს, ვიდრე შუასაუკუნეებსი ამას წერილით ახერხებდნენ... იყო დრო, როდესაც ადამიანები ამ/ერთი ქმედებისთვის საათებს ხარჯავდნენ. ნაპოლეონი კი ამას 20 წუთს ანდომებდა. მე ვცდილობ, ამისთვის გამოყოფილი დრო დღეში 15 წუთამდე დავიყვანო.“ რა ქმედებაზე ხარჯავდა იგი დღე-ღამეში 15 წუთს?
პასუხი: ჭამაზე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1682პასუხი -
რას შეუცვალა ადგილები 1948 წელს ვინმე ერიკ ბლერმა?
პასუხი: 4-ს და 8-ს. კომენტარი: ერიკ ბლერი ჯორჯ ორუელის ნამდვილი სახელია. „1984“ –ის წერა მან 1948 წელს დაიწყო და ერთი ვერსიით სწორედ ბოლო ორი ციფრის გადანაცვლებით აირჩია მან რომანის სახელი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1681პასუხი -
აპრილის ერთ ცივ დღეს მისტერ სმიტი სამსახურიდან შინ დაბრუნდა. იგი ნელი ნაბიჯით აუყვა კიბეს. მას ყოველ სართულზე გაკრული უზარმაზარი პლაკატიდან მამაკაცის სახე გადმოსცქეროდა. სმიტის ფანჯრიდან დიდი შენობა მოჩანდა, რომლის ფასადზეც სამი ფრაზა იყო გამოსახული. სმიტი სავარძელში მოკალათდა და დღიურის წერა დაიწყო. პირველ გვერდზე მან დაწერა 4 აპრილი... რომელი წელი მიუწერა მან 4 აპრილს თავის დღიურში?
პასუხი: 1984 კომენტარი: აღწერილი იყო ორუელის „1984“-ის დასაწყისი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1680პასუხი -
1974 წელს აშშ-ს სამედიცინო კოდექსში შეიტანეს ახალი თავი. ციტატა: „რიგ შემთხვევებში პაციენტებს ერღვევათ ბიორიტმები, რადგანაც ვერ აღიქვამენ განათების ბუნებრივ ცვლილებებს. ეს უარყოფითად მოქმედებს მათ მდგომარეობაზე და ხელს უშლის მკურნალობასა და გამოჯანმრთელებას.“ ამიტომ აშშ-ს ყველა პალატის აუცილებელი ატრიბუტი გახდა... რა?
პასუხი: ფანჯარა პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1679პასუხი -
კომპანია „ნოკიამ“ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აპირებს თავისი სმარტფონები Windows Phone 7-ის (ვინდოუს ფოუნ სევენის) პლატფორმაზე გადაიყვანოს. ამასთან დაკავშირებით რუსტემ გარეევმა ნოკიას ბოლო, არა ვინდოუსზე მომუშავე სმარტფონს, უწოდა ის, რაც სულ 5 ასოთი განსხვავდება XIX საუკუნეში დაწერილი რომანის სათაურისგან. დაასახელეთ რომანის ავტორი.
პასუხი: ჯეიმს ფენიმორ კუპერი კომენტარი: გარეევმა ნოკიას მოდელს უკანასკნელი სიმბიანი უწოდა. წყარო: www.helpix.ru/opinion/201102/39031-nokia_e52.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1678პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] ჟურნალ ტაბულა ART-ში დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც მანგას (იაპონური კომიქსი) ეხება, ვკითხულობთ: ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოყრილმა ბომბებმა უზარმაზარი ნაიარევი დატოვეს იაპონელი მხატვრების ფსიქიკაზე და მანამდე არსებული, მკვეთრად გამოხატული თავდაჯერებულობა არასრულფასოვნების კომპლექსით ჩაანაცვლეს. ეს ნახატების თემატიკაზეც აისახა. შემსრულებლებმა ფუმფულა, საყვარელ გამოსახულებებში დაიწყეს ნუგეშის ძებნა. მანგასთვის დამახასიათებელი „წვეტიანი ყურებიც“ დასავლური კულტურის გავლენის შედეგია. ოსამუ ტეძუკა იყო პირველი მანგაკა, რომელმაც საკუთარ პერსონაჟს ამერიკული ანიმაციური პერსონაჟის, Betty Boop-ის წაბაძვით „წვეტიანი ყურები“ დაუხატა. რა ორი სიტყვა შევცვალეთ სიტყებით წვეტიანი ყურები?
პასუხი: დიდი თვალები კომენტარი: მანგასა და ანიმეს პერსონაჟები გამოირჩევიან უზარმაზარი თვალებით. წყარო: ტაბულა ART - შემოდგომა 2011, N2, გვ 116 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1677პასუხი -
"ამერიკული კარგია ჯინსები
ამერიკული კარგია კონსერვები
ამერიკული კარგია მანქანები
ამერიკული კარგია გზები"
შეკითხვის ავტორმა კარლო კაჭარავას ჩანაწერების კითხვის დროს ჩათვალა, რომ სტატიაში ერთი სიტყვა შეცდომით იყო დაბეჭდილი. ერთი წუთის შემდეგ პასუხის ფურცლებზე დაწერეთ სიტყვა იმ ფორმით, როგორითაც უნდა ყოფილიყო კითხვის ავტორის აზრით.პასუხი: კონვერსები წყარო: ტაბულა ART - ზაფხული 2011, N1 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1676პასუხი -
სერიალ Breaking Bad-ის ერთ-ერთ ეპიზოდში დაკითხვაზე მყოფ პერსონაჟს ეკითხებიან, თუ საიდან იცოდა მან საწამლავ რიცინის სიმპტომების შესახებ. პერსონაჟის პასუხში ფიგურირებს სხვა სერიალი. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს სერიალი.
პასუხი: House M.D. კომენტარი: ჯესი პასუხობს, რომ საწამლავის შესახებ სერიალ ჰაუსიდან შეიტყო წყარო: Breaking Bad - სეზონი 4, სერია 12 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1675პასუხი -
„ეს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს“ - წერს ერთი რუსულენოვანი სტატიის ავტორი და შემდეგ რჩევებს იძლევა: “...ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ... ...ჩასუნთქვისას არ გადაყლაპოთ ნერწყვი, ეს ჰიპერვენტილაციას გამოიწვევს... არ აანთოთ ასანთი ან სანთებელა, უმჯობესია გამოიყენოთ ჯიბის ფანარი. არ იყვიროთ, ყვირილი პანიკაში ჩაგაგდებთ, გაგიხშირდებათ გულისცემა და სუნთქვის სიხშირე...“ მაშ რა სიტუაციაში მოხვედრისას უნდა გავითვალისწინოთ სტატიის ავტორის რჩევები?
პასუხი: ცოცხლად დამარხვისას კომენტარი: ასანთი, სანთებელა, ყვირილი... ჟანგბადის სწრაფ ხარჯვას გამოიწვევს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1674პასუხი -
2001 წლის მონაცემებით ამერიკელები ამაზე დაახლოებით 110 მილიარდი დოლარს ხარჯავბდნენ, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე განათლებაზე, კომპიუტერებზე, წიგნებზე ან ავტომობილებზე. ფსიქოლოგ ლუის ჩესკინის აზრით მისი ლოგო ფროიდისეული სიმბოლოა და ადამიანები მასში დედის მკერდს ხედავენ. ერთი წუთის შემდეგ დახატეთ კომპანიის ლოგო პასუხის ფურცლებზე.
პასუხი: M (მაკდონალდსის ლოგო) წყარო: www.libo.ru/libo6443.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1673პასუხი -
1865 წელს კნუტ ფრედერიკ იდესტამმა ფინეთში, ქალაქ ტამპერეში დაარსა ქაღალდ-ცელულოზის ფაბრიკა.. მოგვიანებით იდესტამი საჭირო ხალხს დაუკავშირდა, თავისი საწარმო დასავლეთით 15 კმ -ით გადაიტანა და სხვა ქალაქში დაფუძნდა. გაითვალისწინეთ, რომ ეს კორპორაცია დღეს სულ სხვა რამეს აწარმოებს და მითხარით ამ ქალაქის სახელი
პასუხი: ნოკია კომენტარი: ხალხს დაუკავშირდა - Connecting People :) წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1672პასუხი -
ის პროფესიონალი მედიკოსი იყო და იცოდა, თუ რა ნივთიერებები უნდა მიეღო იმისათვის, რომ ტრანსში ჩავარდნილიყო და ჰალუცინაციები ენახა. ალბათ სწორედ ამიტომაა მისი ნაწარმოებები ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაწერილი; მათში ფრანგული სიტყვები ლათინურში, ძველებრაულსა და ძველპროვანსალურშია არეული. დამისახელეთ ეს ადამიანი
პასუხი: მიშელ ნოსტრადამუსი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1671პასუხი -
ნიდერლანდებში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ტკბილეულის სატელევიზიო რეკლამაში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ერთი ნივთიც. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს საყოფაცხოვრებო ნივთი 2 სიტყვით.
პასუხი: კბილის ჯაგრისი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1670პასუხი -
იმედი მაქვს ამ კითხვაზე სწორი პასუხი ექნება ყველა თქვენთაგანს და არა მხოლოდ ყველაზე ჭკვიანებს. ახლახანს რუსულ პორტალებზე გამოჩნდა სარეკლამო რგოლი, რომელშიც ეს ადამიანი ავტომობილ აუდი R8 -ში ზის. იგი 28 წამის განმავლობაში 250 კმ/სთ-ს ავითარებს და ამავე დროში კითხულობს ბროდსკის სამსტროფიან ლექსს. დამისახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: თინა კანდელაკი კომენტარი: გადაცემა ყველაზე ჭკვიანის წამყვანი წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1669პასუხი -
ახლახანს ინტერენეტში გადავაწყდი საინტერესო აფორიზმს, რომელსაც ალბათ ტაშით შეხვდებიან ფემინისტები. მაშ ასე, მოისმინეთ აფორიზმი: "იდეალური მამაკაცი არ ეწევა, არ სვამს, არ თამაშობს აზარტულ თამაშებს, არ კამათობს და არ..." დაასრულეთ ეს აფორიზმი ერთი სიტყვით.
პასუხი: არსებობს პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1668პასუხი