თბილისის 43-ე ჩემპიონატი
II ტური
ჩელენჯ-ლიგა
16 ოქტომბერი, 2011
-
ზედა რიგში მათი რაოდენობა მერყეობს 150-დან 200-მდე, სიგრძე კი 8-12 მმ-ია. ქვედა რიგში მათი რაოდენობა 50-100 ცალია, სიგრძე კი - 6-8 მმ. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: წამწამების. ბმული: http://moazrovne.net/q/1709პასუხი -
[შეკითხვაში ცვლილებაა] ზოგიერთი ცნობილი დიზაინერი ტანისამოსზე მუშაობის დასრულების შემდეგ აქლემის საპოვნელად მას რენტგენის აპარატში ატარებს. არსებობს გამონათქვამი, რომლის თანახმადაც აქლემის პოვნა იქ ძალზედ ძნელია. ჩვენ არ გეკითხებით თუ რა შევცვალეთ სიტყვით აქლემი. დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ სადაა ძნელი აქლემის პოვნა?
პასუხი: თივის ზვინში ბმული: http://moazrovne.net/q/1710პასუხი -
შუა აზიის მთიან რეგიონებში გავრცელებული იყო ტრადიცია: შვილის შეძენისას ბავშვის მამა 40 ნერგს რგავდა. რა მიზნით?
პასუხი: რათა მოგვიანებით შვილს სახლი აეშენებინა. ბმული: http://moazrovne.net/q/1711პასუხი -
სხვადასხვა ფორმების მიუხედავად, ეს ორ ძირითად კატეგორიად იყოდა: დაბრუნებადი და არადაბრუნებადი. რაზეა საუბარი?
პასუხი -
არსებობს ლეგენდა ულამაზეს ნიმფაზე, რომელიც ცალმხრივი სიყვარულისგან იტანჯებოდა და ბოლოს ისე ჩამოხმა, რომ მისგან მხოლოდ ხმა დარჩა. რა ერქვა ნიმფას?
პასუხი -
შუა საუკუნეების რუსეთში ზაფხულობით სპეციალური მოხელეები დადიოდნენ კარდაკარ და კეტავდნენ ყველა ღუმელს, სახლის პატრონები იძულებულები ხდებოდნენ საკვები ბაღებში, ღია ცის ქვეშ მოემზადებინათ. რისგან თავდასაცავად იქცეოდნენ ასე?
პასუხი: ხანძრის ბმული: http://moazrovne.net/q/1714პასუხი -
1853 წელს სარატოგა-სპრინგსში მდებარე რესტორნის ერთ სტუმარს არ მოეწონა „ზედმეტად სქლად“ დაჭრილი კერძი და შეფ-პოვარს უსაყვედურა. გამწარებულმა მზარეულმა ისე თხლად დაჭრა საჭმელი, რომ უკმაყოფილო მომხმარებელმა დანა-ჩანგლის გამოყენებაც კი ვერ მოახერხა. ერთი ვერსიით სწორედ ასე შეიქმნა ეს. რა?
პასუხი: ჩიპსები ბმული: http://moazrovne.net/q/1715პასუხი -
ასოების ამ ნაკრებში ექვსი თანხმოვანი და ერთი ხმოვანია. ხმოვანი რიგის მიხედვით პირველია. დაწერეთ პირველი სამი ამ შვიდეულიდან.
პასუხი -
1982 წელს ბრიტანელმა ლარი უოლტერსმა საკმაოდ უჩვეულო გზით მოგზაურობა გადაწყვიტა. მან თან წაიღო თერმომეტრი, მაკრატელი და საჰაერო თოფი (ე.წ კისტის თოფი). 4600 მეტრის სიმაღლეზე მან გადაწყვიტა, რომ უკან დაბრუნების დრო იყო და იარაღის გამოყენება დაიწყო. 1 წუთის შემდეგ აბსოლიტურად ზუსტად გვითხარით, რითი მოგზაურობდა ის.
პასუხი: ბუშტებით (საჰაერო ბურთებით) კომენტარი: ჰელიუმით გავსებული 400 ბუშტით. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Cluster_ballooning ბმული: http://moazrovne.net/q/1717პასუხი -
ლაბორატორიებში, სადაც ბაყაყებზე ატარებენ ექსპერიმენტებს, მათ საკვებად ხშირად იყენებენ სპეციალურ მბრუნავ კარუსელს, რომლებზეც საჭმელს აწყობენ. რატომ კვებავენ ასე ბაყაყებს?
პასუხი: ბაყაყები ვერ ხედავენ უძრავ ობიექტებს. ბმული: http://moazrovne.net/q/1718პასუხი -
შუასაუკუნეების იაპონიაში ამ ნივთით სარგებლობის უფლება მხოლოდ იმპერატორებს და დიდგვაროვნებს ქონდათ. უბრალო მოსახლეობას უწევდა ფართო ფარფლებიანი ქუდით გასულიყო იოლას. რა ნივთზეა საუბარი?
პასუხი: ქოლგაზე ბმული: http://moazrovne.net/q/1719პასუხი -
ძველი ჩინური ლეგენდის თანახმად ძვ.წ 2136 წელს დრაკონმა გადაწყვიტა ესადილა. დრაკონი ნელა ნთქავდა თავის მსხვერპლს, მაგრამ ჩინელები არ დაიბნნენ. მათ ხმაური ატეხეს, ბარაბანი და საყვირი აახმაურეს. დრაკონმა მსხვერპლი გაათავისუფლა. რის შეჭმას ცდილობდა დრაკონი?
პასუხი -
1905 წელს პარიზში უჩვეულო შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც 300 მონაწილე 300 მეტრზე სირბილში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გარაჯვებულმა მთელი დისტანცია 3 წუთსა და 12 წამში დაფარა. კონკრეტულად სად მიმდინარეობდა ეს შეჯიბრი?
პასუხი: ეიფელის კოშკზე ბმული: http://moazrovne.net/q/1721პასუხი -
გფრ-ს პრეზიდენტმა, ჰაინრიხ ლიუბკემ ოფიციალური ვიზიტის დროს ამ ადამიანს ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერება უსურვა, რითიც ფაქტობრივად ანეკდოტების გმირი გახდა. ვის ხვდებოდა ლიუბკე?
პასუხი: რომის პაპს ბმული: http://moazrovne.net/q/1722პასუხი -
ითვლება, რომ რკალზე მოძრაობისას ეს ბურთულა წუთში 5000 ბრუნს აკეთებს, სწორ ხაზზე მოძრაობისას კი - 20 000-ს. სად მდებარეობს ეს ბურთულა?
პასუხი: კალამში. ბმული: http://moazrovne.net/q/1723პასუხი
- პაკეტის კომენტარები: