თბილისის 42-ე ჩემპიონატი
V ტური
III ლიგა
15 მაისი, 2011
-
ბრიტანეთში მდებარე ერთ-ერთი უჩვეულო იქსზე გაკეთებულია წარწერა, რომელიც იუწყება, რომ ესტერ რაიტის მეუღლე, ტომასი, ქვაზე კვეთის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატია. დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად, რას წარმოადგენს იქსი.
პასუხი: საფლავის ქვას კომენტარი: ტომასმა თვითონ დაამზადა მეუღლის საფლავის ქვა. წყარო: society.presscom.org/religion/26666.html ბმული: http://moazrovne.net/q/1360პასუხი -
1996 წელს 11 წლის რიფკა სტანესკუ თავის მომავალ მეუღლესთან, იონელ სტანესკუსთან ერთად გაიქცა სახლიდან. სულ ცოტა ხნის წინ რიფკა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. რა რეკორდი დაამყარა მან?
პასუხი: რიფკა ყველაზე ახალგაზრდა ბებია გახდა კომენტარი: რიფკას შვილიც ადრე გათხოვდა წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1361პასუხი -
ასეთ აქსომეტრულ გამოსახულებებს გერმანელები ერთი ადამიანის საპატივცემულოდ მოიხსენიებენ. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ მისი გვარი.პასუხი -
იქსი რამდენიმე ამერიკული ფილმის პერსონაჟის მეტსახელია. იქსი აგრეთვე ეწოდება ერთ-ერთ ქვას მაჯონგში, რომელსაც ნებისმიერი სხვა ქვის ჩანაცვლება შეუძლია. გვიპასუხეთ რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით „იქსი“, თუკი გეტყვით, რომ იქსი ალბათ ყველას გვითამაშია.
პასუხი -
მარსელო ფიგერასის ერთ-ერთ რომანში „კამჩატკა“ მოხსენიებულია სხვადასხვა ასაკის სამი ძმა, რომლებიც გარეგნობით ძალიან გვანან ერთმანეთს. ამ ძმებს ავტორი იქსებს ადარებს. დაასახელეთ იქსები.
პასუხი: მატრიოშკები კომენტარი: რომანის სახელწოდება მის რუსულ სპეციფიკაზე მიუთითებს. წყარო: knigosite.ru/read/82579-kamchatka-figeras-marselo. ბმული: http://moazrovne.net/q/1364პასუხი -
როგორ დაასათაურა ავტორმა მიხაილ ვექსლერმა ეს ლექსი?პასუხი: სასიყვარულო სამკუთხედი ბმული: http://moazrovne.net/q/1365პასუხი -
საიტ kinopoisk.ru-ზე დაიწერა, რომ ჯეიმს კამერონმა „გააკეთა ეს“ და მალე სამყაროს სამგანზომილებიანი ეპიდემია მოედება. რა სამი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით გააკეთა ეს?
პასუხი: გააღო პანდორას ყუთი კომენტარი: ფილმ ავატარში პლანეტას, რომელზეც ვითარდება მოქმედება, პანდორა ეწოდება. წყარო: www.kinopoisk.ru/level/79/user/899250/comment/8344 ბმული: http://moazrovne.net/q/1366პასუხი -
ერთ-ერთ საიტზე დაისვა შეკითხვა, რომლის ავტორსაც ერთი ცნობილი ფაქტის შემოწმება სურდა. შემოწმების ხერხების ჩამონათვალში ფიგურირებდა იქსში ვიდეოკამერის შედება, აგრეთვე მასში ბურღით ნახვრეტის გაკეთება ან ქურქში გახვეული ჯუჯის შესმა. რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით იქსი?
პასუხი: მაცივარი კომენტარი: მას აინტერესებდა ქრება თუ არა ნათურა მაცივრის კარის დახურვისას წყარო: answers.yahoo.com/question/index?qid=2008030613174 ბმული: http://moazrovne.net/q/1367პასუხი -
ხშირად ერთ კლასში შემავალი სხვადასხვა სახეობის ემბრიონები განვითარების საწყის სტადიაზე განსხვავდებიან. ზრდის პირველ ნახევარში სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს, მეორე ნახევარში კი - განმასხვავებელ ნიშნებს იძენენ. ემბრიონალური განვითარების ამ სქემამ ერთი ნივთის სახელი მიიღო. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ამ ნივთის სახელი ორი სიტყვით.
პასუხი: ქვიშის საათი წყარო:- B. Prud'homme and N. Gompel, "Evolutionary biology: Genomic hourglass," Nature 468, 768-769 (9 December 2010)
- www.nature.com/nature/journal/v468/n7325/full/4687
პასუხი -
ასეთი თოვლის ნახვა მაღალ მთებში ან დედამიწის პოლარულ სარტყელში შეიძლება. ამ მოვლენის მიზეზი ერთუჯრედიანი წყალმცენარეა, რომელიც დიდი რაოდენობით ასტაქსანტინს შეიცავს. მარია გალინას ლექსში ასეთი თოვლი ღამღამოთ დაჰყვება მანქანებს. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით ასეთი?
პასუხი: წითელი (ჩაითვლება ვარდისფერი) კომენტარი: ასტაქსანტინი - წითელი პიგმენტია. მანქანის უკან, უკანა ფარების განათებაზე თოვლი წითელი ჩანს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1369პასუხი -
კომპანია „არტ-დიზაინის“ დევიზია - „ჩვენი სამყარო ყველასთვის ღიაა“. რა პროდუქციაზე სპეციალიზდება ეს კომპანია?
პასუხი -
წიგნში „სახალისო ბიოლოგია“ მოთხრობილია, თუ როგორ აღმოაჩინა ილია მეჩნიკოვმა ფაგოციტოზი. ავტორი მეჩნიკოვს, იმის აღწერისას, თუ როგორ აკვირდებოდა ეს უკანასკნელი მიკროსკოპში ლეიკოციტებისა და მიკრობების ბრძოლას, ადარებს სხვა წიგნის პერსონაჟს. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: გულივერს წყარო: И. Акимушкин. Занимательная биология. — М.: Просвещение, 2008. — გვ. 170 ბმული: http://moazrovne.net/q/1371პასუხი -
ენციკლოპედია „ავანტა პლიუსის“ თანახმად, მერცხლების ზოგიერთი სახეობას ჰაერშივე იძინებს და წრეებზე ფრენას იწყებს. რომელი ტექნიკური მოწყობილობაა ნახსენები ამავე სტატიაში?
პასუხი: ავტოპილოტი წყარო: Птицы мира. Самые красивые и знаменитые. Аванта Плюс. — გვ. 18 ბმული: http://moazrovne.net/q/1372პასუხი -
ძველგერმანული სიტყვა mare (მარი) აღნიშნავდა სულს, მოჩვენებას. შუასაუკუნეების საფრანგეთში ამ სიტყვას დაემატა ზმნა, რომელიც აღნიშნავდა გაგუდვას, დახრჩობას და აღნიშნავდა ბოროტ სულს, რომელიც ადამიანებს ახრჩობდა. გვიპასუხეთ მაქსიმალურად ზუსტად, თუ რა დროს ახრჩობდა ეს სული ადამიანებს?
პასუხი: ძილის დროს კომენტარი: მოგვიანებით ამ ბოროტი სულის სახელმა (კოშმარი) სხვა მნიშვნელობა შეიძინა. წყარო: www.lugovsa.net/?p=5737 ბმული: http://moazrovne.net/q/1373პასუხი -
[ყურადღებით, შეკითხვაში ცვლილებაა]. მოძრაობა „ლაიფსტალკერების“ (Lifestalkers) წევრებმა ცხოვრების გასამარტივებლად ბევრი პატარა ეშმაკობა იციან, მაგალითად პინ-კოდებისა და პაროლების დამახსოვრების მარტივი ხერხები, იციან როგორ მოატყუონ საგადასახადო ინსპექტორი, აკონტროლებენ საკუთარ სიზმრებს, თითების დახმარებით ითვლიან მილიონამდე და ა.შ. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით სტალკერი?
პასუხი: ჰაკერი (Lifehacker) კომენტარი: ლაიფჰაკერები გარემოს „გატეხვასა“ და მოტყუებას ცდილობენ. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1374პასუხი
- პაკეტის კომენტარები: