თბილისის 42-ე ჩემპიონატი
IV ტური
II ლიგა
1 მაისი, 2011
-
შეკითხვა #1265 © გაგი გაბრიჭიძე
ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ „არგო“ იყო პირველი ხომალდი, რომელსაც გააჩნდა ეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს!
პასუხი: სახელი (სახელწოდება) წყარო: www.argo.ce.unipr.it/argo/english/name.html ბმული: http://moazrovne.net/q/1265პასუხი -
შეკითხვა #1266 © ანდრეი კუზმა
ძველ ჩინეთში ამ სპეციალიზაციის ექიმები სწავლისას იყენებდნენ ხის დაფას და ლურსმნებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სამედიცინო სპეციალიზაცია!
პასუხი: სტომატოლოგი (დანტისტი) კომენტარი: ჩაარჭობდნენ და იღებდნენ, ჩაარჭობდნენ და იღებდნენ. როგორც ჩანს მხოლოდ კბილის ამოღებით შემოიფარგლებოდნენ. წყარო: www.stop-caries.ru/2008/12/stomofacts/ ბმული: http://moazrovne.net/q/1266პასუხი -
შეკითხვა #1267 © დიმიტრი სლავინი
თქვენს წინაშეა სლოვაკური კერძის - „ზავინიაკის“ ფოტო. ამავე სიტყვით სლოვაკეთში აღნიშნავენ ერთ სიმბოლოს. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ ეს სიმბოლო თქვენს ფურცლებზე!პასუხი -
შეკითხვა #1268 © ანტონ ვაჭარაძე
XX საუკუნის მეორე ნახევარში, ანგოლის, მოზამბიკისა და გვინეა-ბისაუს მცხოვრები ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხდებოდა „ასიმილიადუში“. ავტორის აზრით, კითხვის გამოსაცნობად არ არის საჭირო ამ პირობის დაკმაყოფილება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ, თუ რა პირობაზეა საუბარი.
პასუხი: პორტუგალიური ენის ცოდნა კომენტარი: აღნიშნული ქვეყნები პორტუგალიის კოლონიებს წარმოადგენდნენ. ასიმილიადუშ - ასიმილირებული, მოქალაქესთან გათანაბრებული. წყარო: Вокруг Света. №11(2841). Ноябрь 2010. გვ. 90 ბმული: http://moazrovne.net/q/1268პასუხი -
შეკითხვა #1269 © გაგი გაბრიჭიძე
[შეკითხვაში არის ცვლილება] ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე ერთი მომხმარებელი 2010 წლის 1 დეკემბერს წერდა: „დილით ანგარიში გავიგე. ძალიან, ძალიან გამიკვირდა. ეს ძალიან ბევრია, როგორც სალვადორი-ჰონდურასი.” ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რა სიტყვებია შეცვლილი სალვადორით და ჰონდურასით.
პასუხი: არგენტინა და იამაიკა კომენტარი: ამ მომხმარებელმა ბარსელონა-რეალის ანგარიში 5:0 შეადარა ცნობილ მატჩს არგენტინასა და იამაიკას შორის, რომელიც ასევე 5:0 დასრულდა. კითხვის ნომერი დამატებითი მინიშნებაა. საფეხბურთო ომში მონაწილე სახელმწიფოების შეცვლაში გამოყენება სიმბოლურია, რადგან ელ კლასიკო ყოველთვის ომთან ასოცირდება. წყარო: www.bochkavpechatleniy.com/social/blog/47172/27341 ბმული: http://moazrovne.net/q/1269პასუხი -
შეკითხვა #1270 © გაგი გაბრიჭიძე
დაასახელეთ ორი გეოგრაფიული ობიექტი, რომელთაც შუმერები უწოდებდნენ „ზემო ზღვას“ და „ქვემო ზღვას“, თუ მათგან „ზღვა“ თანამედროვე გეოგრაფიული გაგებით მხოლოდ ერთია.
პასუხი: ზემო ზღვა - შავი ზღვა, ქვემო ზღვა - სპარსეთის ყურე წყარო: ჯემალ შარაშენიძე, შუმერები და მათი კულტურა, „ნაკადული“, 1983. გვ. 144 ბმული: http://moazrovne.net/q/1270პასუხი -
შეკითხვა #1271 © გაგი გაბრიჭიძე
ფილმში „დრაკულა 2000“ (რომლის თანახმადაც დრაკულა არის იგივე იუდა ისკარიოტელი), ერთ ეპიზოდში დრაკულას აჩვენებენ იქსს, რასაც ის ირონიულად შეხედავს და ამბობს - “პროპაგანდა”. დაასახელეთ იქსი.
პასუხი -
შეკითხვა #1272 © დენის რიბაჩუკი
ცნობილია, რომ თავის დროზე, საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მათ მხოლოდ ერთი საგანი გამოეყოფოდათ, ცხენი და აღჭურვილობა კი საკუთარი სახსრებით უნდა შეეძინათ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.
პასუხი: მუშკეტერები კომენტარი: საფრანგეთი მათ მხოლოდ მუშკეტით უზრუნველყოფდა წყარო: www.adjudant.ru/musket/02.htm ბმული: http://moazrovne.net/q/1272პასუხი -
შეკითხვა #1273 © დენის რიბაჩუკი
ერთი ენციკლოპედიის თანახმად, პირველი ცნობები ბრიტანელებზე შემოგვინახა ადამიანმა, რომელიც ჩავიდა და დაათვალიერა ნისლიანი ალბიონი. მან აგრეთვე ადგილობრივი მმართველის, კასევიალუნის ქალაქიც კი დალაშქრა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პიროვნება!
პასუხი: [იულიუს] კეისარი კომენტარი: ჩავიდა, დაათვალიერა და დალაშქრა, ანუ ფაქტიურად მივიდა, ნახა და დაიპყრო. წყარო: Кельтская мифология: Энциклопедия. – М.: Издательство Эксмо, 2004. С. 26 ბმული: http://moazrovne.net/q/1273პასუხი -
შეკითხვა #1274 © გაგი გაბრიჭიძე
მოისმინეთ ნაწყვეტი ინტერვიუდან: „ექიმობით მე უფრო მეტი ფული შემაქვს სახლში, ვიდრე მამაჩემს, რომელმაც ამ პროფესიით დიდხანს იმუშავა”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ინტერვიუს მიმცემი პიროვნება!
პასუხი: ჰიუ ლორი კომენტარი: ჰიუ ლორის მამა ექიმი იყო, ხოლო გრეგორი ჰაუსის როლით მსახიობის აშკარად მეტი ფული შეაქვს სახლში. წყარო: www.parade.com/celebrity/2009/04/hugh-laurie.html ბმული: http://moazrovne.net/q/1274პასუხი -
შეკითხვა #1275 © ანტონ ვაჭარაძე
ინტერნეტში წააწყდებით სახალისო მაისურებს ამ გამოსახულებით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 3 ასო, რომელიც ავტორმა მასალაზე მოშალა.პასუხი: ZOM კომენტარი: ეს არსება არის - ZOMBEE წყარო: www.zazzle.com/zombee_tee_tshirt-23589042663579764 ბმული: http://moazrovne.net/q/1275პასუხი -
შეკითხვა #1276 © ანტონ ვაჭარაძე
იქსი შეიძლება ყოფილიყო: დეცერიუსი, ტესერარიუსი, ცენტურიონი. იგრეკები არიან: ფილიპ მექსე, დავიდ პიზარო, მირკო ვუჩინიჩი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი 2–2 სიტყვით, თუ მათში (ამ 2–2 სიტყვაში) მხოლოდ ერთი ასოა განსხვავებული.
პასუხი: რომის ლეგიონერი, რომას ლეგიონერი კომენტარი: პირველ შემთხვევაში ჩამოთვლილი იყო რომის ლეგიონერების წოდებები, მეორეგან კი საფეხბურთო კლუბ „რომას“ ლეგიონერები. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1276პასუხი -
შეკითხვა #1277 © დიმიტრი სერგიენკო
1903 წელს ეკრანებზე გამოსული ბრიტანული ფილმი იმდროისათვის ნამდვილ საოცრებად იქცა. მონტაჟის და დეკორაციების საშუალებით ფილმში ნაჩვენები იყო ადამიანის სწრაფი ზრდა. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდებოდა ამ ფილმს!
პასუხი: ალისა საოცრებათა ქვეყანაში კომენტარი: მდვილ საოცრებად იქცა მომენტების ჩვენება, როდესაც ალისა ჭამს ნამცხვარს და იზრდება ან პატარავდება. პ.ს. ამ ყველაფერს ეხლა უკვე 3D-ში იღებენ და არავის უკვირს. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Алиса_в_Стране_чудес_(фильм, ბმული: http://moazrovne.net/q/1277პასუხი -
შეკითხვა #1278 © გაგი გაბრიჭიძე
ერთი ქართველი მკვლევარი ამ მითოლოგიური გმირის სახელის წარმოშობას უკავშირებს კამეჩს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს (არაქართული) მითოლოგიური გმირი!
პასუხი: გილგამეში (გილ-კამეჩი) კომენტარი: მოსაზრება ეფუძნება შუმერული ენის ქართულთან ნათესაობის ჰიპოთეზას. მკვლევარის აზრით, გილგამეშ - კამეჩის შვილს ნიშნავს. წყარო: ჯემალ შარაშენიძე, შუმერები და მათი კულტურა, „ნაკადული“, 1983. გვ. 36 ბმული: http://moazrovne.net/q/1278პასუხი -
შეკითხვა #1279 © კირილ რიჟანოვი
[შეკითხვაში არის ცვლილება] ერთ-ერთ რომანში, ანტიკურობით გატაცებული მეფე ლუდოვიკო XI პოულობს ადამიანს, რომელსაც ეძებდა და წარმოთქვამს ფრაზას: „ეხლა უკვე შემიძლია გავაკეთო ეს”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რომელი სიტყვებია შეცვლილი კითხვაში სიტყვებით - ”გავაკეთო ეს”.
პასუხი: ჩავაქრო ლამპარი (ჩავაქრო ჩირაღდანი) კომენტარი: მეფე გატაცებულია ანტიკურობით. ადამიანის პოვნა მიგვანიშნებს დიოგენეზე და მის მიერ ადამიანების დღისით, ანთებული ჩურაღდნით ძებნაზე. პოვნის შემდეგ კი ლოგიკურია ჩირაღდნის ჩაქრობა. წყარო: Ш. Делис. Королевские агенты ბმული: http://moazrovne.net/q/1279პასუხი
- პაკეტის კომენტარები: