რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 62
-
ამბობენ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ამ სკანდინავიელს ძალიან ეშინოდა ლეთარგიული ძილის და ხშირად ესიზმრებოდა, თითქოს ცოცხლად მარხავენ, ამიტომ ისურვა, რომ სიკვდილის შემდეგ მისთვის ვენები გადაეხსნათ. თუმცა, მისი სახელი დღესაც ცოცხალია და ყოველი წლის გვიან შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში ხდება ხოლმე აქტუალური. არ გეკითხებით ამ ადამიანის ვინაობას, უბრალოდ გვითხარით რა დაიბარა მან 1895 წელს დაწერილი ანდერძით.
პასუხი: შექმნილიყო ფონდი, რომელიც ყოველწლიურად გასცემდა პრემიებს. კომენტარი: საუბარი იყო ალფრედ ნობელზე. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1187პასუხი -
მეოცე საუკუნის ამ ცნობილ რომანს, რომლის ეკრანიზაციამაც არაერთი ოსკარი დაიმსახურა, ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს საბავშვო გასათვვლელი (გათვლა): ერთი გაფრინდა აღმოსავლეთით, ერთი გაფრინდა დასავლეთით...“ (one flew east, one flew west...) რასაც მოსდევს გათვლის დამასრულებელი წინადადება. ჩვენ არ გთხოვთ გასათვლელის დასრულებას. დაასახელეთ ამ რომანის ავტორი.
პასუხი: კენ კიზი კომენტარი: გასათვლელი მთავრდებოდა ასე: One flew east, one flew west, one flew over the cuckoo’s nest” პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1186პასუხი -
1994 წლის ძალიან ცნობილ ამერიკულ ფილმში გვხვდება ასეთი ეპიზოდი: ციხიდან ვადამდე გათავისუფლებული ამ მსახიობის გმირი, მიემართება რა ტეხასისკენ სადაც თავისი ძველი მეგობარი უნდა ნახოს, ამბობს სიტყვებს: „ისეთი აღელვებული ვარ ფიქრებისგან, რომ ადგილზე ვერ ვჩერდები. აღგზნების ასეთი სასიამოვნო გრძნობა მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, გზის დასაწყისში მდგომ თავისუფალ ადამიანს“
შეკითხვა: მე არ გეკითხებით ფილმის დასახელებას, დაასახელეთ მსახიობი, რომლის გმირიც ამ სიტყვებს ამბობს.პასუხი: მორგან ფრიმენი კომენტარი: ინგლისურად თავისუფალი ადამიანი არის free man, ისევე როგორც მსახიობის გვარი. წარმოდგენილი იყო ეპიზოდი ფილმიდან „გაქცევა შოუშენკიდან“. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1185პასუხი -
ვლადიმირ ვოინოვიჩის რომანში „მოსკოვი 2042“ აღწერილია სახუმარო პასაჟი: გმირი, რომელიც მოგზაურობს დროში, თავს ამოყოფს მომავლის, ანუ 2042 წლის მოსკოვში. იქ ის წააწყდება დაწესებულებას სახელწოდებით „სიყვარულის სასახლე“, რომელიც ერთგვარ საროსკიპოს წარმოადგენს.
შეკითხვა: მომსახურების რა ფორმა იყო მიღებული „სიყვარულის სასახლეში“?პასუხი: თვითმომსახურება პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1184პასუხი -
უსაქმოდ ყოფნის დროს, ფერნანდელმა (ფრანგი მსახიობი, კომიკოსი) სანადიროდ წასვლა გადაწყვიტა. გზად მას ნაცნობი შეხვდა, რომელმაც გაიკვირვა: „ ამას რას ვხედავ ბატონო ფერნანდელ? თქვენ, ბუნების მეგობართა საზოგადოების წევრი, ცხოველტა სამყაროსადმი ჰუმანური დამოკიდებულების მომხრე და ნადირობა?“
შეკითხვა: მაშ რითი იმართლა თავი ფერნანდელმა?პასუხი: მე ხომ ვერასოდეს ვარტყამ მიზანში - უპასუხა მსახიობმა კომენტარი: აზრობრივად მსგავსი პასუხები ჩაითვლება პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1183პასუხი -
ექსპედიციამ, რომელიც აშშ-ს ქალაქ რიჩმონდიდან 1865 წლის 20 მარტს დაიძრა, აღმოაჩინა კუნძული, რომელსაც პრეზიდენტის სახელი უწოდა.
შეკითხვა: არ გეკითხებით პრეზიდენტის ვინაობას, გვითხარით, რა სახელით ვიცნობთ ჩვენ ამ კუნძულს.პასუხი: საიდუმლო კუნძული კომენტარი: საუბარი იყო ჟიულ ვერნის ნაწარმოებზე „საიდუმლო კუნძული“. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1182პასუხი -
ჩაიწერეთ ნაწყვეტი ტელეკომპანია CNN-ის ერთ–ერთი რეპორტაჟიდან:
“იმის მიუხედავად რომ ევროპა საკმაოდ ძლიერი რომ ფინანსურ კრიზისს გაუმკლავდეს, მას მაინც აქვს გარკვეული სუსტი წერტილები, მაგალითად საბერძნეთის და მისი ეკონომის სახით“. ყურადღება შეკითხვა – დაასახელეთ პიროვნება, რომელიც ნახსენები იყო ტელეკომპანია cnn-ის რეპორტაჟის ამ ნაწილში.პასუხი: აქილევსი კომენტარი: რეპორტაჟში ნათქვამი იყო, რომ საბერძნეთი ევროპის აქილევსის ქუსლია. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1181პასუხი -
როგორც ცნობილია, იასირ არაფატი მთელი ცხოვრება თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ებრძვოდა და დაგებულ საფრთხეებს გაურბოდა. დაასახელეთ 1940 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც მან რამდენიმეჯერ თავი შეადარა.
პასუხი: ჯერი კომენტარი: 1940 წელს გამოჩნდა ცნობილი ანთროპომორფული თაგვი ჯერი. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1180პასუხი -
ბეტმენის ასისტენტ ალფრედ პენივორტს ბრიტანული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა და ამასთან სამედიცინო დახმარებას უწევდა სუპერ-გმირს. დაასახელეთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც იგი ამგვარად ეფუძნება.
პასუხი: ექიმი ვატსონი კომენტარი: ექიმ ვატსონს ავღანეთში ბრიტანული არმიას ემსახურებოდა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1179პასუხი -
შეკითხვა #1178 © გიორგი ჩიფჩიური
თქვენ წინაშეა კადრი 2009 წელს გამოსული ფილმიდან. სურათზე ჩანს ის, რაც ჰქვია თავად ფილმს. დაასახელეთ ფილმის სახელი.პასუხი: „გაღმა ნაპირი“ კომენტარი: 2009 წელს გამოვიდა გიორგი ოვაშვილის ფილმი „გაღმა ნაპირი“ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1178პასუხი -
ჟურნალ „დრო მშვიდობისას“ ერთერთ წერილში, მშვიდობაზე საუბრისას, ავტორი - ბექა ადამაშვილი წერს: „მშვიდობა, ნიშნავს იცხოვრო ისეთ ქვეყამაში, სადაც ტყვია მხოლოდ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში გვხვდება“
შეკითხვა: რა სიტყვები შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით „აინშტაინის ფარდობითობის თეორია“პასუხი: მენდელეევის პერიოდული სისტემა პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1177პასუხი -
1969 წელს, როკ-ჯგუფ „king creamson“-ის კონცერტის დასრულების შემდეგ, მის ლიდერ რობერტ ფრიპსთან ერთი ძალიან ცნობილი მუსიკოსი მივიდა და კონცერტის მოწონების ნიშნად მას მარცხენა ხელი ჩამოართვა: „მე ჭეშმარიტ მუსიკოსებს მარცხენა ხელს ვართმევ“- უთხრა მან. დაასახელეთ ეს მუსიკოსი.
პასუხი: ჯიმი ჰენდრიქსი კომენტარი: ჯიმი ჰენდრიქსი ცაცია იყო პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1176პასუხი -
შეკითხვა #1175 © გიორგი ჩიფჩიური
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად ,,X“ წარმოადგენს ,,დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ“ მიმართულ სამხედრო დანაშაულს. მე არ გეკითხებით თუ რა არის X, დაასახელეთ ორი სიტყვით მე-20 საუკუნის თბილისში გაჩენილი ტოპონიმი, რომლის სახელწოდებაშიც იქსი ფიგურირებს.
პასუხი: დეზერტირების ბაზრობა კომენტარი: აღნიშნული სამხედრო დანაშაულია დეზერტირობა(ს.ს.კ-ს 389-ე მუხლი) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1175პასუხი -
ჯონათან სვიფტის ცნობილი ტექსტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში მოხვდა, ყოველდღიურად მის გამოსაკვებად 1728 ლილიპუტის სამყოფი საკვები გახდა საჭირო. ვინაიდან მისი რჩენა სახელმწიფოს ძვირი უჯდებოდა და შიმშილობას უქადდა, მმართველ წრეებში განიხილებოდა საკითხი მისი მოწამვლის შესახებ, თუმცა საბოლოოდ მის ლიკვიდაციაზე უარი ითქვა. აღმოჩნდა, რომ მისი სიკვდილით საფრთხე შეექმნებოდა ყოველი ლილიპუტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
შეკითხვა: დაასახელეთ შუა საუკუნეების ევროპელებისთვის კარგად ნაცნობი მიზეზი, რომლის გამოც უარი ითქვა გულივერის მკვლელობაზე.პასუხი: შავი ჭირი კომენტარი: ლილიპუტებმა ჩათვალეს, რომ მათ ქვეყანაში ამხელა გვამის გახრწნა შავი ჭირის ეპიდემიას გამოიწვევდა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1174პასუხი -
შეკითხვა #1173 © გიორგი ჩიფჩიური
ეს პროდუქტი 1990 წლიდან იწარმოება და ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. იგი შეიცავს მცირე რაოდენობით ქოქოსის რძეს, ნუშს, შაქარსა და მცენარეულ ზეთებს.
შეკითხვა: ჩვენ არ გეკითხებით თუ რა ჰქვია ამ პროდუქტს, უბრალოდ გვითხარით თუ რის ნაცვლად უნდა მივაგებოთ ის ჩვენს რჩეულებს.პასუხი: არაფრისმთქმელი სიტყვების კომენტარი: „რაფაელო“ - არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1173პასუხი