რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 61
-
შეკითხვა #1202 © ალექსეი პოლევოი
ერთი ესპანურენოვანი მწერალი წერს, რომ ამ ქალაქის ადგილას ოდესღაც იყო ჭაობი, შესაბამისად ადგილობრივი კლიმატი არაჯანსაღი იყო, ამიტომაც ქალაქის სახელწოდება შეიძლება ირონიულ კონტექსტში აღვიქვათ.ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია ამ ქალაქს?
პასუხი: ბუენოს-აირესი კომენტარი: ბუენოს-აირესი თარგმანში „კარგ ჰაერს“ ნიშნავს. მარსელო ფიგერასი არგენტინელი მწერალია. წყარო: knigosite.ru/read/82579-kamchatka-figeras-marselo. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1202პასუხი -
შეკითხვა #1201 © ნაილ ფარუკშინი
როი უილიამსმა შეიმუშავა ნუნჩაკუებით ბრძოლის თავდაცვითი სტილი. რათა მაყურებლებმა ზუსტად მიადევნონ თვალი ამ სტილით ბრძოლისას ნუნჩაკუების ტრაექტორიას, საჩვენებელ გამოსვლებში სპორტსმენები ნუნჩაკუებს ფლუორესცენტული საღებავით ფარავენ და შემდეგ ჰარმონიულად ამოძრავებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 1822 წელს დაბადებული ფრანგის გვარი, რომელიც დაენათლა ამ სტილს?
პასუხი: ლისაჟუ კომენტარი: ნუნჩაკუები ლისაჟუს ფიგურებს ხაზავენ ჰარმონიული მოძრაობის დროს. ჟიულ ანტუან ლისაჟუ ფრანგი მათემატიკოსი იყო, რომელმაც აღწერა ეს ფიგურები. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1201პასუხი -
შეკითხვა #1200 © იური კოზმინი
გასული საუკუნის 60-იან წლებში რომენ გარიმ დაწერა რომანი, რომლის მთავარი პერსონაჟი მუსიკოსი უკრავს სასულე ინსტრუმენტზე, თუმცა ვერ ახერხებს მიზნის მიღწევას. ყურადღება შეკითხვა: ევროპის რომელ ქალაქში ვითარდება რომანის სიუჟეტი?
პასუხი: ბერლინში კომენტარი: დეივ რეიკინს იმედი აქვს, რომ იერიქონის კედლების მსგავსად ბერლინის კედელიც დაეცემა მისი ბუკის ხმაზე. წყარო: Ромен Гари. Повинная голова პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1200პასუხი -
შეკითხვა #1199 © ვახტანგ ელერდაშვილი
გოგი გვახარია, თავის ესეში წერს, რომ მექსიკელი მხატვარი, ფრიდა კალო თავის ავტოპორტრეტებში არასოდეს აკეთებს ამას. ფრანგი კინომცოდნე, ჟორჟ სადული კი წერს, რომ ამ ამერიკელს კონტრაქტი უკრძალავდა გაეკეთებინა ეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ამერიკელი.
პასუხი: ბასტერ კიტონი კომენტარი: ფრიდა კალო ავტოპორტრეტებში არ იღიმება. ბასტერ კიტონს კი ჟურნალისტებმა შეარქვეს "კაცი, რომელიც არასოდეს იცინის". წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1199პასუხი -
შეკითხვა #1198 © კონსტანტინე ნაუმენკო
ვიეტნამის ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცებს შორის პოპულარული იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იხსნა იქსმა ჯარისკაცის სიცოცხლე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.პასუხი: სანთებელა „ზიპო“ კომენტარი: სურათზე „ზიპოს“ გამოსახულებაა. ამერიკელი ჯარისკაცების ისტორიაში ჯიბეში ჩადებულმა სანთებელამ აისხლიტა ტყვია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Finnegans_Wake პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1198პასუხი -
შეკითხვა #1197 © ნატალია კუდრიაშოვა
ერთ სათავგადასავლო რომანში ავტორი წერს, რომ მე-18 საუკუნის გეოგრაფიულ რუკებზე ისინი ქრებოდნენ ისევე, როგორც ქრება გაზაფხულზე თოვლი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: თეთრი ლაქები კომენტარი: თეთრი ლაქები გეოგრაფიულ რუკებზე გამოუკვლეველ ტერიტორიებს ეწოდებათ. წყარო: Штильмарк Р. Наследник из Калькутты. – М.: Правда, 1990. С.17 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1197პასუხი -
ერთერთი აზიური ქვეყნის დედაქალაქში გაიხსნა „მონდონალდსი“. მისმა შემქნელებმა „მაკდონალდსს“ არა მხოლოდ ფერები, ლოგოს შრიფტი და სარეკლამო სლოგანი მოპარეს, ასევე „მაკდონალდსის“ ერთერთ საფირმო კერძს სახელი ისე შეუცვალეს, რომ მათ გამოჩენილი თანამემამულის სახელთან ასოციაცია გამოეწვია.
შეკითხვა: დაწერეთ სახეცვლილი დასახელებაპასუხი: ჩინგიზბურგერი კომენტარი: ულან ბატორში გაიხსნა „მონდონალდსი“. ჩინგიზბურგერი კი ასოციაციას იწვევს ჩინგიზ ხანთან. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1196პასუხი -
ვალენტინ დუბინინის მიერ შესრულებულ კარიკატურაზე, კომპიუტერის კლავიატურის ერთერთ ღილაკს აქვს საცხოვრებელი ჯიხურის ფორმა. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით თუ ვისთვის არის განკუთვნილი ეს ჯიხური?
პასუხი: ძაღლისთვის კომენტარი: 2@ - ე.წ. ძაღლუკა პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1195პასუხი -
ამ მსახიობის დაუოკებელ მადაზე ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ ის ხშირად წყვეტს გადაღებებს, რათა გემრიელად მირთვას, რითაც რეჟისორები სიგიჟემდე მიჰყავს. მის საკუჭნაოში უამრავ საკვებს ნახავთ. მათ შორის ცხვრისა და ღორის ხორცს, ასევე შებოლილი თევზით სავსე კასრებსა და ყველის დიდ თავებს. ამ თვისებით, ის ძალიან ჰგავს მის მიერ განსახიერებულ კომიქსის პერსონაჟს.
შეკითხვა: დაასახელეთ ეს მსახიობიპასუხი: ჟერარ დეპარდიე კომენტარი: დაუოკებელი მადით ის ძალიან ჰგავს ობელიქსს, რომელიც ფრანგული კომიქსის პერსონაჟია და რომელიც მან სამ ფილმში განასახიერა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1194პასუხი -
პითაგორა ამბობდა: „დაზოგეტ თქვენი შვილების ცრემლები, რათა ისინი დაიღვაროს იქ“ შეკითხვა: მაშ სად? რას გულისხმობდა პითაგორა?
პასუხი: თქვენს საფლავზე პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1193პასუხი -
ჟურნალ „დრო მშვიდობისას“ მეორე ნომერში დაიბეჭდა სტატია საქართველოს ინტელექტ-კლუბის შესახებ. სტატიის ავტორი ელიტარულ კლუბში (საუბარია სატელევიზიო გადაცემაზე) მოთამაშე მამრობითი სქესის ადამიანებს უწოდებს ისევე, როგორც ჰქვია 1997 წელს გამოსულ ცნობილ ამერიკულ ფილმს. შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფილმი.
პასუხი: „მამაკაცები შავებში“ (Men in Black) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1192პასუხი -
შეკითხვის ავტორის მეგობარმა ერთხელ თბილისში მდებარე ერთერთ მაღაზიაზე იხუმრა: „მაღაზიის მფლობელებს სახელის მოსაფიქრებლად არ ეყოთ საკმარისი ფანტაზია, ამიტომაც მაღაზიას დაარქვეს იქსი“. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ფანტაზია პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1191პასუხი -
აინშტაინი ამბობდა: „ვიდრე ისინი შემოესეოდნენ ფარდობითობის თეორიას, მე მესმოდა იგი, მაგრამ ახლა თავადაც არ ვიცი რა არის ფარდობითობის თეორია. დაასახელეთ მეცნიერება, რომლის წარმომადგენლებზე საუბრობდა აინშტაინი.
პასუხი: მათემატიკა კომენტარი: ამბობენ, რომ აინშტაინს მათემატიკა ცუდად ესმოდა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1190პასუხი -
1912 წელს თეოდორ რუზველტს გაკვირვებით ჰკითხეს: „რატომ გადაწყვიტეთ ასე მოქცევა?“. რუზველტმა უპასუხა: „თუკი დილით მიირთმევ ორ ფინჯან ყავას და უარს იტყვი მესამეზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარასოდეს დალევ ყავას“
შეკითხვა: არ გეკითხებით თუ რა გადაწყვიტა თეოდორ რუზველტმა, დამისახელეთ ადამიანი, რომელმაც მას ხელი შეუშალა ამ გადაწყვეტილების შესრულებაში.პასუხი: ვუდრო უილსონი კომენტარი: 1901-1908 წლებში რუზველტი იყო ამერიკის პრეზიდენტი. ყველასდა გასაკვირად მან კენჭი არ იყარა 1908 წლის არჩევნებში, მაგრამ პოსტის დაბრუნება მოინდომა 1912 წელს, თუმცა ვუდრო უილსონმა აჯობა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1189პასუხი -
როდესაც რობერტ ფალკონ სკოტი ეძებდა დაფინანსებას თავისი უკანასკნელი პოლარული ექსპედიციისთვის, მან ბრიტანეთის იმდროინდელ ფინანსთა მინისტრს, ლოიდ ჯორჯს მიმართა. მინისტრმა მას უარი უთხრა და ურჩიე ვინმე მდიდარი ადამიანისთვის მიემართა. ცოტა ხანში, სკოტი კვლავ დაუკავშირდა ჯორს და უთხრა, რომ იპოვა სპონსორი, რომელიც 1000 გირვანქას უანგაროდ მისცემდა. 50 000-ს მისცემდა თუკი ლოიდ ჯორჯსაც თან წაიყვანდა ექსპედიციაში, ხოლო მილიონს კი მიიღებდა ერთ შემთხვევაში.
შეკითხვა: მაშ რა შემთხვევაში მიიღებდა რობერტ ფალკონ სკოტი მილიონს სპონსორისგან?პასუხი: თუკი ლოიდ ჯორს დატოვებდა ანტარქტიდაზე, ანუ აღარ წამოიყვანდა უკან. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1188პასუხი