რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 63
-
შეკითხვა #1172 © გიორგი ჩიფჩიური
შვეიცარიელმა ჟან პიერ დროზიმ 1784 წელს შექმნა მანქანა, რომლმაც გააუმჯობესა და გააიოლა ერთ დროს ლიდიელების მიერ გამოგონილი ნივთის წარმოება.
შეკითხვა: გვითხარით თუ რა გამოიგონა ჟან პიერ დორზიმ, თუკი გეტყვით, რომ მისი გამოგონების ფლობა ალბათ ბევრ თქვენგანს უნატრია.პასუხი: ფულის საჭრელი მანქანა (მონეტის ფულის საჭრელი მანქანა) კომენტარი: დღემდე აღმოჩენილი უძველესი მონეტა (ძვ.წ. მე-7 საუკუნე) ლიდიელებს ეკუთვნის და შესაბამისად მონეტის პირველ შემქმნელებადაც დღემდე ისინი ივარაუდებიან. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1172პასუხი -
შეკითხვა #1171 © გიორგი ჩიფჩიური
2010 წლის 29 ნოემბერს, როცა ბარსელონამ რეალს ანგარიშით 5:0 სძლია, ვიდეოპორტალ www.myvideo.ge-ზე, კატალონიელთა გულშემატკივარმა განათავსა თამაშის ამსახველი ვიდეო, რომელსაც სახუმარო სახელი მისცა: „ელ იქსი“, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ მთელი თამაშის განმავლობაში კატალონიელები უტევდნენ.
შეკითხვა: დაასახელეთ იქსი, თუკი გეტყვით, რომ დარბაზში მყოფი ბიჭების უმრავლესობას ალბათ ის უთამაშია.პასუხი: ცალკარა კომენტარი: გულშემატკივარმა „ელ კლასიკოს“ უწოდა „ელ ცალკარა“, რითაც კატალონიელთა უპირატესობას გაუსვა ხაზი. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1171პასუხი -
1403 წელს ვენეციასთან მდებარე სანტა მარია დი ნაზარეთის კუნძულზე გაიხსნა განსაკუთრებული ტიპის საავადმყოფო. დაასახელეთ ბიბლიური პერსონაჟი, რომლის სახელს ატარებდა საავადმყოფო.
პასუხი: ლაზარე კომენტარი: ამ კუნძულზე გაიხსნა პირველი ლაზარეთი. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1170პასუხი -
ალპებში ნადირობის შემდეგ ავსტრიელმა მწერალმა ფელიქს ზალტენმა დაწერა წიგნი, რომლის ქვესათაურია “ცხოვრება ტყეში”. იგი ნაცისტურ გერმანიაში აიკრძალა, რადგან ალეგორიულად ებრაელთა დევნას გამოხატავდა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი.
პასუხი: ბემბი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1169პასუხი -
1994 წლის ამ ანიმაციური ფილმის თავდაპირველ სცენარს ეწოდებოდა „კალაჰარის მეფე“ და შთაგონებული იყო შექსპირის ჰამლეტით. დაასახელეთ ფილმის სახელწოდება.
პასუხი: მეფე ლომი კომენტარი: როგორც ჰამლეტში, აქაც ბიძა კლავს მამას. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1168პასუხი -
ერთ-ერთი ვერსიით, ამ სიტყვის წარმოშობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ XIX საუკუნეში ამერიკელ ჯარისკაცებს ეცვათ მწვანე უნიფორმა, ხოლო მექსიკელები კი მათ გასაგონად რაღაცას სკანდირებდნენ. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: გრინგო კომენტარი: მექსიკელები მოუწოდებდნენ გაცლოდნენ იქაურობას პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1167პასუხი -
XIII საუკუნის საფრანგეთში მატყუარა ან გაფუჭებულ ქალწულებს საჯაროდ წვავდნენ ქალაქის სავაჭრო პალატის წინ მდებარე მოედანზე. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით „ქალწული“?
პასუხი: სასწორი. კომენტარი: პალატაში ვაჭრები იკრიბებოდნენ წყარო: Джонс К. Париж: биография великого города. გვ.106 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1166პასუხი -
შეკითხვა #1165 © გიორგი მახარაძე
მეცხარამეტე საუკუნის ინგლისში მოქმედებდა ძალიან უცნაური ბანდა, რომელთა საქმიანობა დისტრიბუციადაც შეიძლება ჩაითვალოს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი იპარავდნენ ერთი შეხედვით სრულიად გამოუსადეგარ, მალფუჭებად „საქონელს“ და ევროპის სხვადასხვა სამედიცინო კოლეჯში აბარებდნენ, რაც იმდროინდელ ინგლისში სასტიკად იყო აკრძალული. მითხარით რის დისტრიბუციას ეწეოდნენ ისინი.
პასუხი: გვამების კომენტარი: ეს ბანდა იპარავდა გვამებს, და ამარაგებდა სხვადასხვა სამედიცინო სასწავლებლებს მათზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. წყარო: listverse.com/2009/09/24/top-10-strangest-jobs-in- პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1165პასუხი -
შეკითხვა #1164 © ზურა კუპატაძე
ლეგენდის თანახმად პირველი თვით ქართლოსის ცოლმა დააარსა. საუკუნეების განმავლობაში ის რამდენჯერმე განადგურდა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. მეორე კი 1994 წელს დაარსდა და დღესდღეობით მეორეც ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. დაასახელეთ მეორე, თუკი მისი სახელი პირველისაგან მხოლოდ ერთი ციფრით განსხვავდება.
პასუხი: რუსთავი 2 კომენტარი: 120 000-იანი მოსახლეობით რუსთავი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რუსთავი 2 კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელეკომპანიაა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1164პასუხი -
შეკითხვა #1163 © გიორგი მახარაძე
თქვენს წინაშეა ვიეტნამის ერთ-ერთი ნაციონალური კერძი, რომელიც მზადდება იხვის ან ბატის სისხლისაგან. ასევე მას უმატებენ ცოტაოდენ არახისს და მცენარეულობას. ერთი პერიოდი ამ კერძის მირთმევა ვიეტნამში აკრძალული იყო. დამისახელეთ ამის მიზეზი.პასუხი: H5N1 (ფრინველის გრიპი) კომენტარი: კერძის მთავარი ინგრედინეტი იყო ფრინველის სისხლი ამიტომაც იგი აიკრძალა ფრინველის გრიპის გამო წყარო: listverse.com/2009/07/22/10-more-utterly-disgustin პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1163პასუხი -
ფილმში „Россия 88“ მოთხრობილია ნეონაცისტური დაჯგუფების მეთაურის დისა და ერთი კავკასიური წარმომავლობის მქონე ყმაწვილის ისტორია. ანოტაციაში ნათქვამია, რომ ფილმი წარმოადგენს ცნობილი ისტორიის ადაპტირებულ ვერსიას. რომელ ისტორიაზეა საუბარი?
პასუხი: რომეო და ჯულიეტა წყარო: DVD "Скинхеды: 8 в 1, უკანა ყდა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1162პასუხი -
სერიალ „სიმფსონების“ ერთ-ერთ გმირს, მარჯს, ძალიან გაუხარდა, როდესაც მისმა მეუღლემ წონაში დაიკლო და ნაზად ჩაეხუტა ჰომერს. მაგრამ მარჯი უცებ შეკრთა, რადგან მისი ხელი შეეხო... რას შეეხო მისი ხელი?
პასუხი: მის მეორე ხელს. წყარო: სიმფსონები, სეზონი 21, სერია 1 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1161პასუხი -
2009 წელს ამას 25 წელი შეუსრულდა. ერთი ხუმრობის თანახმად, ამაში მსოფლიო ჩემპიონი ვერასოდეს ააშენებს სახლს, რადგან მას ყოველთვის დაეკარგება დალაგებული აგურების ქვედა მწკრივი. რაზეა საუბარი?
პასუხი: ტეტრისზე წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1160პასუხი -
დაასახელეთ 1976 წელს გამოსული ფილმი, რომლის პოსტერზე გამოსახული ადამიანის სახეც ჩვენ პიეროთი შევცვალეთ.პასუხი: სათამაშო (პიერ რიშარით) კომენტარი: წყარო: www.imdb.com/title/tt0074720 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1159პასუხი -
ტურ ჰეიერდალის ექსპედიციის ყველა მონაწილემ რაციონში საკუთარი ნაციონალური სამზარეულოს ელემენტები ჩართო. მაგალითისთვის, საბჭოთა მკვლევარმა იური სენკევიჩმა გამხმარი პურის ორცხობილა წაიღო. ორცხობილის ჭამისასაც ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა კბილი მოიმტვრია და გამწარებულმა წამოიყვირა: „ეს პური გაფუჭებულია, ვითარცა X“. სენკევიჩმა მახვილგონივრულად მიუგო: „პური კი არაა გაფუჭებული, თქვენი კბილია ძირმომპალი, ვითარცა Y“. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ X-იც და Y-იც.
პასუხი: კომუნიზმი, კაპიტალიზმი წყარო: www.fitplace.ru/news/on_themes/sport/page7791.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1158პასუხი