რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 70
-
შეკითხვა #1067 © იური ვიმენეცი
ფილმ „ადაპტაციის“ სცენარისტი ჩარლი კაუფმანი აგრეთვე არის ფილმის მთავარი პერსონაჟი. ფილმში მას ასახიერებს ნიკოლას ქეიჯი. ერთ-ერთ სცენაში კი თავად კაუფმანს ვხედავთ, როგორც „იქსს“. როგორც ცნობილია, თავისი ცხოვრების პირველი წლის ბოლომდე ბავშვი ეთამაშება თავის „იქსს“. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ანარეკლი [სარკეში] კომენტარი: გამოსახულება სარკეში წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1067პასუხი -
შეკითხვა #1066 © ანტონ ვაჭარაძე
XIX საუკუნის ბოლოს, ემიგრანტმა ბერძენმა იუველირმა და დიზაინერმა საქმიანობა იტალიაში წამოიწყო და თავის გვარში ასო „ვ“ შეცვალა, მიიჩნია რა იგი ზედმეტად უხეშად. დაასახელეთ ამ ემიგრანტის მიერ დაარსებული ბრენდი!
პასუხი: ბულგარი - Bulgari კომენტარი: ასო „ვ“ მიიჩნია ზედმეტად ვულგარულად. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1066პასუხი -
შეკითხვა #1065 © პაველ მალიშევი
ტიტესტერისთვის (ჩაის დეგუსტატორისთვის) სამი შესაფასებელი ობიექტიდან უმთავრესი არის „იქსი“. ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნება კაპოეირაში კი „იქსი ეწოდება ფეხით ერთი შეხედვით წარმოუდგენელ მოძრაობას“. ჩვენთვის „იქსი“, როგორც ტერმინი, ცნობილია სპორტის პოპულარული სახეობიდან. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ხმელი ფოთოლი კომენტარი: ბურთის ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მოძრაობას ბრაზილიელებმა „ფოლია სეკა“ ანუ ხმელი ფოთოლი უწოდეს და ფეხბურთში დაამკვიდრეს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1065პასუხი -
შეკითხვა #1064 © კონსტანტინე ნაუმენკო
1901 წლის ნაწარმოების ეკრანიზაციაში მთავარი გმირები საგანგებოდ წინასწარ ზრუნავენ დროშის გახამებაზე. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: ჰერბერტ უელსი კომენტარი: ნაწარმოებია „პირველი ადამიანები მთვარეზე“, ხოლო ალუზია უწონობაში შერხეულ ამერიკის დროშაზე წყარო: ფილმი „პირველი ადამიანები მთვარეზე“ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1064პასუხი -
შეკითხვა #1063 © კონსტანტინე ნაუმენკო
ტკიპების ნაკბენისგან დასისხლიანებულ ძაღლის ზურგს, რომელიც კირიან კედელს ეხებოდა, მარიო ვარგას ლიოსა ადარებს იქსს. „იქსის“ ავტორად მიიჩნევენ გენერალ ხოსე დე სან-მარტინს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: პერუს დროშა კომენტარი: პერუს დროშა ორი ფერისგან - წითელის და თეთრისგან შედგება, თავად ლიოსა პერუელია. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1063პასუხი -
შეკითხვა #1062 © სანდრო რაჩკოვსკი
დაწერეთ ოთხი სიმბოლო, რომელიც კითხვის ავტორმა დაფარა ამ სახალისო სურათზე.პასუხი: http კომენტარი: http:// სურათზე გამოსახული ადამიანი არის ჯგუფ Guns N' Roses-ის ყოფილი გიტარისტი სლეში. სლეში აგრეთვე ეწოდება სიმბოლო „/“-ს. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1062პასუხი -
შეკითხვა #1061 © ანტონ ვაჭარაძე
მომავალმა ჟურნალის რედაქტორმა, გვარად X–მა, 1971 წლიდან დაიწყო Y 17 წლის ალთეასთან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ X და Y თუ ისინი ერთმანეთისაგან ერთი ასოთი განსხვავდებიან.
პასუხი: ფლინტი, ფლირტი. კომენტარი: საუბარი იყო ლარი ფლინტსა და მის მეუღლე ალთეაზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1061პასუხი -
შეკითხვა #1060 © ნიკოლაი კრაპილი
ბავშვებს მწერალ დონა ტარტის წიგნიდან ყველაზე მეტად უყვართ თამაში, რომლის ბოლოს მათ ბაღში სეირნობის უფლებას აძლევენ. ყველა ბავშვს ეძლევა ბლითები და ყურძნის წვენი, ხოლო ერთ მათგანს რამდენიმე ათეული თხილის კაკალი. კითხვა: ვის როლს თამაშობს ბავშვი, რომელსაც ერგება თხილის კაკლები?
პასუხი: იუდას [ისკარიოტელის] კომენტარი: ამ თამაშს ჰქვია „საიდუმლო სერობა“ და იგი სრულდება „გეთსიმანიის ბაღში“ წყარო: lib.rus.ec/b/182000/read პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1060პასუხი -
შეკითხვა #1059 © გაგი გაბრიჭიძე
ერთ-ერთ ავღანურ ზღაპარ-ჰექიათში გლეხს ჰყავდა ხბო, რომელიც ბალახზე იყო გაზრდილი და ზამთარში თივის ჭამა არ ისურვა. კაცმა დახმარებისთვის ბრძენს მიმართა. ბრძენმა მისცა გლეხს იქსი, რისი გამოყენებითაც ხბომ დაიწყო თივის ჭამა. ერთ ზღაპრულ ქვეყანაში ყველა ატარებდა „იქსს“. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით!
პასუხი: მწვანე სათვალე კომენტარი: ეს ქვეყანაა ოზი ფრენკ ბაუმის წიგნიდან. წყარო: ავღანური ჰექიათები, ნაკადული 1979, გვ. 91 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1059პასუხი -
შეკითხვა #1058 © გაგი გაბრიჭიძე
1942 წელს დაბადებული ამ ადამიანის შვილმა ერთხელ აღნიშნა: ყველაფერზე მნიშვნელოვანი, რაც მამისგან ვისწავლე, არის ის, რომ თუ შავ ხვრელში ჩავარდები, იქიდან უნდა ამოხვიდე. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: სტივენ ჰოუკინგი კომენტარი: ჰოუკინგი ყველაზე ცნობილი მეცნიერია, რომელიც შავი ხვრელების ფენომენს იკვლევს. გარდა ამისა, ის მეტაფორულადაც შავ ხვრელში იმყოფება, რადგან მოწყვეტილია გარე სამყაროს, მაგრამ მაინც აგრძელებს მოღვაწეობას. წყარო: დოკ. ფილმი Stephen Hawking: Master of the Universe (2008) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1058პასუხი -
შეკითხვა #1057 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჰოკეისტი მარტი მაკსორლი ხშირად იღებდა მონაწილეობას ერთი თავისი გუნდელის მიერ პროვოცირებულ ჩხუბებში. ამის გამო მაკსორლი გუნდელს უწოდებდა „ჰოკეის იქსს“. იქსის ნამდვილი სახელია დონალდი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: დონ კინგი წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1057პასუხი -
შეკითხვა #1056 © იური ვიმენეცი
კონსტანტინოპოლში შებინდების აღწერისას, მიხაილ ბულგაკოვი ახსენებს „ფერმკრთალ ბენგალის ყურეს“ ცაში. დაასახელეთ ორი სიტყვა, რომლითაც შეცვლილია სიტყვები „ბენგალის ყურე“.
პასუხი: ოქროს რქა კომენტარი: ოქროს რქა ყურეა ბოსფორის ზღვაში, ბულგაკოვი კი საუბრობს მთვარეზე წყარო:- М. Булгаков. Бег
- lib.ru/BULGAKOW/run.txt
პასუხი -
შეკითხვა #1055 © რატი შუბლაძე
მოისმინეთ ერეკლე დეისაძის ჰოკუ „კოღო“:
„ყურთან მონოტონური სერენადა ვუმღერე,
ახლა მის სხეულზე ვთამაშობ იქსს,
ბედნიერი ვარ...“
დაასახელეთ იქსი, თუ ის 1963 წელს დაწერილი ნაწარმოების სათაურია!პასუხი: "კლასობანა" კომენტარი: ხულიო კორტასარის ცნობილი რომანია „Rayuela“ - კლასობანა. წყარო: lib.ge/body_text.php?9093 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1055პასუხი -
შეკითხვა #1054 © სერგეი ეფიმოვი
თავის დღიურში მან საყვარელ ქალზე ასეთი ჩანაწერი დატოვა: „ჩემი თითები მსუბუქად სრიალებს, მისი კალამი კი სწრაფად მიფრინავს“. დაასახელეთ ჩანაწერის ავტორი.
პასუხი: ფრედერიკ შოპენი კომენტარი: ჩანაწერი ეხებოდა ჟორჟ სანდს. წყარო: persons-journal.com/index.php?context=submenu2& პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1054პასუხი -
შეკითხვა #1053 © ნიკოლაი კოვრიჟნიხი
მარკუს ანტონიუსის და ოქტავიანე ავგუსტუსის საზღვაო ბრძოლის აღწერისას, პეტრონიუსი ხატოვნად წერს, რომ იქსსაც კი დასჭირდებოდა ფლოტი. დაასახელეთ იქსი!
პასუხი: ქარონი კომენტარი: ყველა მკვდარი ერთ ნავში ვერ მოთავსდებოდა. წყარო: www.fidel-kastro.ru/classika/satirikon.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1053პასუხი