რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 68
-
შეკითხვა #1097 © გრიგორი სმისლოვი
ბარონი მიუნჰაუზენის შესახებ გადაღებულ ფილმში არის ასეთი ეპიზოდი: მიუნჰაუზენი უყვება მონადირეებს თუ როგორ ესროლა ირემს კურკა და როგორ ამოიზარდა მისი შუბლიდან საშუალო სიმაღლის ხე. ერთ–ერთი მონადირე მას აწყვეტინებს და უსვამს ირონიულ შეკითხვას. დაასახელეთ 1903 წელს შექმნილი ნაწარმოები, რომელიც მონადირემ მოიხსენია თავის შეკითხვაში.
პასუხი: ალუბლის ბაღი კომენტარი: მონადირემ იკითხა, იქნებ ალუბლის ბაღი ამოიზარდაო და არა ხეო. წყარო:- "Тот самый Мюнхгаузен", реж. Марк Захаров, 1979, 4 минута
- ru.wikipedia.org/wiki/Вишнёвый_сад
პასუხი -
შეკითხვა #1096 © დენის ლაგუტინი
2008 წელს ქალაქ რიჩმონდში მოეწყო წვეულება, სადაც ორგანიზატორებმა რამდენიმე ასეული იუბილარი შეკრიბეს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულმა წარმატებით ჩაიარა, უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ორიგინალური იქნებოდა, თუკი ის ქალაქ ბოსტონში გაიმართებოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იუბილარები ინგლისური ანბანის ხუთი ასოს გამოყენებით.
პასუხი: Ford T კომენტარი: 2008 წელს ფორდის ლეგენდარული მოდელი Ford T ასი წლის გახდა. რიჩმონდში რამდენიმე ასეული შემორჩენილი მანქანა შეკრიბეს და T-Party გამართეს, რაც შეესიტყვება ბოსტონში გამართულ Tea Party-ის. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1096პასუხი -
შეკითხვა #1095 © ანდრეი სოლდატოვი
დამაარსებლებს სურდათ, რომ მათი კომპანია კომპანიების "ლისტინგის" სათავეში მოქცეულიყო, ამიტომაც მითოლოგიურ ცხოველს თავში წაუშალეს სამი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კომპანიის სახელწოდება.
პასუხი: Asus კომენტარი: ტაივანური კომპანია Asus–ის დამაარსებლებს თავდაპირველად მათ სურდათ კომპანიისთვის Pegasus დაერქმიათ, თუმცა თავში სამი ასო წაშალეს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Asus პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1095პასუხი -
შეკითხვა #1094 © კონსტანტინ ნაუმენკო
ოსმანთა იმპერიის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით, იმ ვაჟს, რომელიც სულთნის ტახტს დაიკავებდა, ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნების მიზნით, უფლება ჰქონდა გაეკეთებინა ეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელი ადამიანისა, რომელმაც პირველმა გააკეთა ეს ერთი ცნობილი პირველწყაროს თანახმად.
პასუხი: კაენი კომენტარი: კაენმა მოკლა აბელი. მეჰმედ II უფლებას აძლევდა მის იმ ვაჟს, რომელიც დაიკავებდა სულთნის ტახტს, რომ მოეკლა მისი ძმები, რათა ქვეყანაში შენარჩუნებულიყო წესრიგი. წყარო: Джон Фрили. Тайны османского двора. Частная жизнь султанов. - Смоленск, "Русич", 2004. – С. 17. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1094პასუხი -
შეკითხვა #1093 © ვახტანგ ელერდაშვილი
XX საუკუნის 50–იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ერთი ფრანგი ველომრბოლელი, რომელიც ხშირად უცრუებდა იმედებს თავის გულშემატკივრებს, რის გამოც ველორბოლის დასკვნით ეტაპზე შეკრებილი გულშემატკივრები მას უიმედოდ ელოდნენ ხოლმე. ყურადღება შეკითხვა: რა გვარი იყო ეს ველომრბოლელი?
პასუხი: გოდო კომენტარი: როჟე გოდოს გულშემატკივრები ველოდრომზე ელოდნენ ხოლმე, ანუ გოდოს მოლოდინში იყვნენ. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1093პასუხი -
შეკითხვა #1092 © რომან სუსლოვი
იონ კოლფერის ნაწარმოების მოქმედება მწერლის სამშობლოში ვითარდება, სადაც არის ასეთი ეპიზოდი: მთავარი პერსონაჟი მდინარეში ვარდება და იწყებს ფეხების ფართხალს. ამ ეპიზოდის აღწერისას წიგნის ავტორი მოიხსენიებს 1994 წელს შექმნილ თეატრალურ სანახაობას. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ თეატრალურ სანახაობას?
პასუხი: რივერდანსი კომენტარი: წიგნის გმირი მდინარეში (River) ჩავარდა და დაიწყო ფეხების ფართხალი (dance). რივერდანსის მონაწილეები ცეკვებს მხოლოდ ფეხებით ასრულებენ. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1092პასუხი -
შეკითხვა #1091 © ვლადიმირ ოსტროვსკი
1986 წელს იტალიაში კარლო პეტრინიმ დააარსა რესტორნების ქსელი, რომლის ლოგოზეც გამოსახულია ლოკოკინა. თავად რესტორნების ქსელს კი ორსიტყვიანი ინგლისური სახელწოდება აქვს. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია რესტორნების ქსელს?
პასუხი: Slow Food კომენტარი: ეს ქსელი, რომელიც შემდგომ მთელ მოძრაობაში გადაიზარდა პროტესტია Fast Food–ის ტიპის საკვები ობიექტების. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Slow_Food პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1091პასუხი -
შეკითხვა #1090 © ვიქტორია მელეხსონი
შუასაუკუნეების მკვლევარი პატრიკ გირი წერს, რომ შუა საუკუნეების ევროპაში "ასეთი" წმინდანები ეპისკოპოსის გავლენისა და ავტორიტეტის წყაროს წარმოადგენდნენ, "ისეთი" წმინდანები კი – მისთვის ყველაზე დიდი საშიშროების მატარებლები იყვნენ. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი ზედსართავი სახელია შეცვლილი ტექსტში სიტყვებით "ასეთი" და "ისეთი"?
პასუხი: მკვდარი, ცოცხალი კომენტარი: მკვდარი წმინდანების ავტორიტეტი ეპისკოპოსის გავლენას აძლიერებდა, ცოცხალი წმინდანების ავტორიტეტი კი პირიქით – უსუსტებდა. წყარო: P. Geary. Before France and Germany. - 1988. - გვ. 137 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1090პასუხი -
შეკითხვა #1089 © ალექსანდრე სმირნოვი
შეკითხვის ავტორმა ორიგინალურად შენიშნა, რომ "ბრეინ რინგის" სათამაშოდ მოთამაშე გუნდებს, სხვა ყველაფერთან ერთად, სჭირდებათ (გამოტოვებულია ორი სიტყვა). გამოტოვებული ორი სიტყვა მე–20 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი წიგნის სათაურია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გამოტოვებული ორი სიტყვა.
პასუხი: თორმეტი სკამი კომენტარი: ორ გუნდში თორმეტი ადამიანია, შესაბამისად მათ სათამაშოდ სხვა ყველაფერთან ერთად სჭირდებათ 12 სკამი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Двенадцать_стульев პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1089პასუხი -
შეკითხვა #1088 © კონსტანტინე ნაუმენკო
ერთი ამერიკელის ბიოგრაფიაში მოთხრობილია შემდეგი დაკვირვება: მრავალი ადამიანი, რომელთაც ისლამი ახალი მიღებული ჰქონდათ, ელოდნენ როდის დააჯილდოებდა მათ ალაჰი ჭეშმარიტი მარადიული სახელით. ეს დაკვირვება ხსნის იმას, თუ რატომ უწოდებდა ეს ამერიკელი საკუთარ თავს იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ამერიკელი.
პასუხი: მალკოლმ X კომენტარი: აფროამერიკელთა უფლებებისათვის მებრძოლ მალკოლმ X-ს არ ჰქონდა შერჩეული შესაბამისი სახელი ისლამის მიღების შემდეგ. სანამ ალაჰი მას ჭეშმარიტი მარადიული სახელით დააჯილდოებდა მან საკუთარ თავს X უწოდა. წყარო: magazines.russ.ru/nlo/2003/64/zav10.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1088პასუხი -
შეკითხვა #1087 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
დუგლას ჰოფშტადერის წიგნში აღწერილია ჰარმონიული ლაბირინთი, რომელიც იოჰან სებასტიან ბახის დო მაჟორში დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებს წარმოადგენს. ამ ლაბირინთში დაკარგულ მთავარ პერსონაჟებს ეშინიათ იქ მობინადრე ურჩხულის. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია ამ ურჩხულს?
პასუხი: მაჟოტავრი კომენტარი: დო მაჟორში დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებში მაჟოტავრი ცხოვრობს და არა მინოტავრი, ვინაიდან დო მინორში არ არის დაწერილი ეს ნაწარმოები. წყარო:- Хофштадтер Д. Гёдель, Эшер, Бах: Эта бесконечная гирлянда
- flibusta.net/b/198312/read
პასუხი -
შეკითხვა #1086 © ვახტანგ ელერდაშვილი
ზიგმუნდ ფროიდის მოსწავლემ, ავსტრიელმა ფსიქოლოგმა, ოტო რანკმა იქსს "უმთავრესი ტრამვა" უწოდა ადამიანის ცხოვრებაში. მისი აზრით სწორად იქსის დროს იბადება და შემდეგ ყალიბდება ყველა ნერვული დაავადება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: დაბადება (შობა) კომენტარი: ოტო რანკი მიიჩნევდა, რომ დედის საშოდან ყანოფის გამოდევნის დროს ადამიანი იღებს "უმთავრეს ტრამვას" ცხოვრებაში. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Ранк,_Отто პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1086პასუხი -
შეკითხვა #1085 © კონსტანტინე ნაუმენკო
1649 წლის 30 იანვარს მსახურები შევიდნენ პრინცის, ჩარლზ სტიუარტის ოთახში და მას ორი სიტყვით მიმართეს, რის გამოც პრინცი ჩარლზი აქვითინდა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვით მიმართეს მას მსახურებმა?
პასუხი: თქვენო უდიდებულესობავ (Your Majesty) კომენტარი: რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ მამამისს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს და მეფე გახდა პრინცი ჩარლზი, შემდგომში ჩარლზ II. წყარო: Фильм "Карл Второй", BBC პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1085პასუხი -
შეკითხვა #1084 © პაველ არეშჩენკო
ფედერიკო ანდაჰაზი რომანში "ერეტიკოსთა ქალაქი" წერს, რომ კათოლიკურ ეკლესიას, მას შემდეგ, რაც მან მოიპოვა ძალაუფლება, არ ჰქონდა არანაირი საფუძველი ზურგი შეექცია ღარიბებისათვის და შეეწყვიტა მდიდრების მხილება, ვინაიდან იქსის და იგრეკის ზომები პირველი საუკუნის შემდგომ არ შეცვლილა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი.
პასუხი: ნემსის ყუნწი, აქლემი კომენტარი: ალუზიაა მათეს სახარებაზე, სადაც წერია, რომ "უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში". წყარო: flibusta.net/b/187047/read პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1084პასუხი -
შეკითხვა #1083 © კონსტანტინ სმოლი
ბრაიტენ ბრაიტენბახის ლექსში არის შემდეგი სიტყვები: "ზამთარში გადამწვარი შვილობილი ქვეყანა". ყურადღება შეკითხვა: რა ენაზეა დაწერილი ლექსის ორიგინალი?
პასუხი: აფრიკაანსზე კომენტარი: ზამთარში სამხრ. აფრიკაში ზაფხულია, ამავდროულად სამხრ. აფრიკა ნიდერლანდების "შვილობილი" ქვეყანაა. წყარო: lib.ru/POEZIQ/BREJTENBAH/pulemet.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1083პასუხი