რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 69
-
შეკითხვა #1082 © კონსტანტინე ნაუმენკო
უგო დე ფონტეს რომანის გმირები გადარჩენის მიზნით ციხე–სიმაგრიდან გარბიან ტყეში. გზაში ისინი კლავენ ტახს. ის, რაც რომანის ფურცლებზე ამის შემდეგ ხდება შეკითხვის ავტორმა, კონსტანტინ ნაუმენკომ მოიხსენია 1830 წელს შექმნილი ნაწარმოების სათაურით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: პუშკინი კომენტარი: რომანის გმირები გაურბიან შავ ჭირს. ტახის მოკვლის შემდეგ რომანის გმირებმა გამართეს "ლხინი შავი ჭირის ჟამს", რომელიც პუშკინის ცნობილი პიესაა. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Пир_во_время_чумы
- Уго Ди Фонте. "Дегустатор"
პასუხი -
შეკითხვა #1081 © ანდრეი სოლდატოვი
იგი წერდა, რომ ქრისტესი იწამა 1931 წელს, როდესაც ესტუმრა ქალაქის ზოოპარკს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი: კლაივ სტეიპლზ ლუისი კომენტარი: ნარნიის ქრონიკებში ქრისტეს ლომი ასლანი განასახიერებს. წყარო: shkolazhizni.ru/archive/0/n-41302/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1081პასუხი -
შეკითხვა #1080 © ვახტანგ ელერდაშვილი
1991 წელს ქართველმა ექიმმა, გია აბესაძემ პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა. ამასთან დაკავშირებით ია მერკვილაძე წერს, რომ "გია აბესაძის (გამოტოვებულია სამი სიტყვა) ზღვრული ტრაგიზმით გამართლდა". აღადგინეთ გამოტოვებული სამი სიტყვა 1936 წელს შექმნილი ნაწარმოების სათაურით.
პასუხი: სამოქალაქო ომის წინათგრძნობა კომენტარი: "სამოქალაქო ომის წინათგრძნობა" სალვადორ დალის ფერწერული ტილოა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1080პასუხი -
შეკითხვა #1079 © ალექსანდრე ჩიჟოვი
1955 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა, რაიმონ არონმა დაწერა წიგნი "ინტელექტუალთა იქსი", სადაც ავტორმა ხაზი გაუსვა დასავლელ ინტელექტუალთა არაცნობიერ, თავბრუდამხვევ დამოკიდებულებას მარქსის იდეოლოგიაზე და ირიბად მიანიშნა, რომ მარქსიზმი წარმოადგენს ინტელექტუალთა იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ოპიუმი კომენტარი: ავტორმა ხაზი გაუსვა არაცნობიერ, თავბრუდამხვევ დამოკიდებულებას მარქსის იდეოლოგიაზე. ოპიუმი ინტელექტუალთათვის ალუზიაა მარქსის ცნობილ ფრაზაზე. წყარო: fr.wikipedia.org/wiki/L'Opium_des_intellectuels პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1079პასუხი -
შეკითხვა #1078 © ტიმურ ბარსკი
ეს ქალაქი აშშ–ს აღმოსავლეთ სანაპიროზე მე–17 საუკუნის მეორე ნახევარში დააარსეს. აიზეკ აზიმოვი წერდა, რომ ამ ქალაქის სახელში აისახა დამაარსებელთა გადარჩენის იმედი ახალი წარღვნის შემდეგ. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ქალაქს?
პასუხი: ნევარკი (ნიუარკი) კომენტარი: Newarc - ინგლისურად "ახალ კიდობანს" ნიშნავს და ეს ქალაქი ნიუ–ჯერსის შტატის უდიდესი ქალაქია. წყარო:- А. Азимов. Слова на карте. – М., 2006. - С. 209
- en.wikipedia.org/wiki/Newark,_New_Jersey
პასუხი -
შეკითხვა #1077 © ანდრეი კუზმა
რუსი მწერალი, ედვარდ ბუინოვსკი თავის მემუარებში წერს, რომ ერთხელ ახალგაზრდობაში უსიამოვნება შეემთხვა, რის შემდეგაც ბერძნული [.......] იქცა რომაულად. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვა გამოვტოვე მე შეკითხვის წაკითხვის დროს?
პასუხი: ცხვირი (პროფილი) კომენტარი: მან იჩხუბა და ჩხუბში ცხვირი გაუტეხეს, შესაბამისად შეეცვალა ცხვირის ფორმაც, ბერძნული ცხვირი იქცა რომაულად. წყარო: Эдуард Буйновский, «Повседневная жизнь первых российских ракетчиков и космонавтов», М, «Молодая гвардия», 2004, стр.156 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1077პასუხი -
შეკითხვა #1076 © ვახტანგ ელერდაშვილი
ძმები კოენების ფილმის, "სადა ხარ ძმაო ჩემო?", სიუჟეტი დაფუძნებულია ძველბერძნულ ეპოსზე. ფილმის მთავარი პერსონაჟი კი აშშ–ს ექსპრეზიდენტის სეხნიაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ექსპრეზიდენტი.
პასუხი: ულისე გრანტი კომენტარი: ფილმი ჰომეროსის "ოდისეაზეა" დაფუძნებული. ულისე ოდისევსის ლათინური ვარიანტია. ფილმის მთავარი პერსონაჟი ოდისევსს განასახიერებს, რომელიც გარბის კატორღიდან და ბრუნდება შინ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/O_Brother,_Where_Art_Thou%3F პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1076პასუხი -
შეკითხვა #1075 © ვახტანგ ელერდაშვილი
1710–1712 წლებში პარიზში გამოიცა "1001 დღის ზღაპრები", რომლებიც მთარგმნელის და გამომცემლის, ფრანსუა პეტი დე ლა კრუას ცნობით, სპარსულიდან იყო ნათარგმნი. ამასთან დაკავშირებით ფრანსუა პეტი დე ლა კრუას შემოქმედების მკვლევარმა ბერტრან გალიმარ–ფლავინიმ გამოთქვა მოსაზრება, რომელიც აზრობრივად ემთხვევა ერთი მონარქის ცნობილ ფრაზას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მონარქი.
პასუხი: ვახტანგ VI კომენტარი: ბერტან გალიმარ-ფლავინის განცხადებით "1001 ღამის ზღაპრებში" მოთხრობილი ისტორიები სპარსში არ არის. ვახტანგ VI–მ იგივე განაცხადა შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსანზე". წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1075პასუხი -
შეკითხვა #1074 © ვახტანგ ელერდაშვილი
მარსელ რაიხ–რანიცკი თავის წიგნში წერს, რომ პარიზში მონმარტრის სასაფლაოზე ამ ადამიანის საფლავი შეყვარებულების მომლოცველობის ადგილად იქცა. საინტერესოა ისიც, რომ ფრანგები ამ ადამიანს ანრი ენს უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ სახელი და გვარი, რომლითაც ეს ადამიანი უფრო ცნობილია.
პასუხი: ჰაინრიხ ჰაინე კომენტარი: ჰაინრიხ ჰაინე პარიზშია დაკრძალული. მისი ლექსების უმრავლესობა სიყვარულის თემაზეა შექმნილი. ფრანგები მას ანრი ენს უწოდებენ. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1074პასუხი -
შეკითხვა #1073 © ვახტანგ ელერდაშვილი
ის დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს და ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მისი უკანასკნელი ჩანაწერი გადაღებულ იქნა 1997 წელს, ბაიკალის ტბაზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პიროვნება, რომელიც ფიგურირებს მის სახელწოდებაში.
პასუხი: ჟაკ-ივ კუსტო კომენტარი: საუბარია ფილმების ციკლზე "კაპიტან კუსტოს ოდისეა". წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1073პასუხი -
შეკითხვა #1072 © ალისა ბილინა
სპეციალისტების აზრით იქსის საშუალებით შეიძლება აიხსნას ადამიანის ორგანიზმის დაბერების მოდელი, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა იმ გამოუსწორებელ ხარვეზს, დროთა განმავლობაში რომ გროვდება და რომლის ლიკვიდირებასაც ორგანიზმი ვერ ასწრებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი შვიდასოიანი სიტყვით.
პასუხი: ტეტრისი კომენტარი: ტეტრისშიც ასევეა, გამოუსწორებელი ხარვეზები, რომელთა ლიკვიდირება ვერ ხერხდება იწვევენ თამაშის დასასრულსკენ მსვლელობას. წყარო: moikompas.ru/compas/tetris პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1072პასუხი -
შეკითხვა #1071 © ვახტანგ ელერდაშვილი
დაფნა დიუმორიეს რომანში "იქსი" მთავარი პერსონაჟი ამბობს: "მე არ შემეძლო მეთხოვა პატიება სხვის მიერ ჩადენილი საქციელის გამო. იქსი ხომ ყოველთვის დამნაშავეა". დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, ანუ რა ეწოდება დაფნა დიუ მორიეს რომანს?
პასუხი: განტევების ვაცი კომენტარი: მთავარი პერსონაჟს არ შეუძლია პატიება ითხოვოს იმის გამო, რაც მას არ ჩაუდენია. იგი განტევების ვაცია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავეა. წყარო: lib.rus.ec/b/147768/read პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1071პასუხი -
შეკითხვა #1070 © ალექსანდრე ჩიჟოვი
ევგენი გრიშკოვეცმა რუსეთის სამხრეთისაკენ მატარებლით მოგზაურობა აღწერა ასე: ვაშლები უფრო და უფრო დიდდება, ფასები უფრო და უფრო იკლებს, "ეს" კი უფრო და უფრო რბილდება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ "ეს".
პასუხი: რუსული ბგერა Г კომენტარი: როგორც ცნობილია რუსეთის სამხრეთში Г-ს არბილებენ. წყარო: Гришковец Е. Реки. М. 08. С.-135 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1070პასუხი -
შეკითხვა #1069 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
ტრენტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: იქსებს საჭმელს უყრიდნენ ყოველთვის ან მეოთხე, ან მეექვსე სათავსოში და აკვირდებოდნენ მათ ქცევას. ამის შემდეგ დაადგინეს რომ იქსებს შეუძლიათ იგრეკი. ყურადღება შეკითხვა: როდისაა რეკომენდირებული იქსების იგრეკი ერთი ცნობილი ფრაზის თანახმად?
პასუხი: შემოდგომით კომენტარი: ტრენტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს რომ წიწილებს შეუძლიათ თვლა. წიწილების თვლა კი შემოდგომითაა რეკომენდირებული. წყარო: www.membrana.ru/lenta/?10539 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1069პასუხი -
შეკითხვა #1068 © ანდრეი აბრამოვი
ერთი ნაწარმოებით შთაგონებულმა კუტურიემ, ტიერი მიუგლერმა 2006 წელს წარმოადგინა კოლექცია, რომელშიც სხვებთან ერთად შედიოდნენ „ქალიშვილი #1“ და „პარიზი 1738“. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
პასუხი: პატრიკ ზიუსკინდი კომენტარი: ტიერი მიუგლერი არა მარტო ტანსაცმლის დიზაინერი, არამედ პარფიუმერიცაა. 2006 წელს მან წარმოადგინა ექსკლუზიური სუნამოების კოლექცია, პრეზენტაცია კი დაამთხვია რომანის ეკრანიზაციის მსოფლიო პრემიერას. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Парфюмер._История_одного_уби პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1068პასუხი