რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 72
-
შეკითხვა #1037 © დაჩი ქინქლაძე
ევთანაზიის ლეგალიზაციის მოწინააღმდეგები თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად ხშირად ახსენებენ ამ ბერძენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის.
პასუხი: ჰიპოკრატე კომენტარი: მათი აზრით ექიმის მხრიდან ევთანაზიის ჩატარება ანუ ადამიანის მოკვდინება თუნდაც საკუთარი ნებით, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევაა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%AD%D0%B2%D1%82%D0%B0%D0% პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1037პასუხი -
შეკითხვა #1036 © ნიკოლოზ აგლაძე
ძველი ბერძნული მითოლოგიის ერთ გმირს უწოდებდნენ „პანოპტესს“. დამისახელეთ ის რაც, ლეგენდის თანახმად, მას 100 ჰქონდა.
პასუხი: თვალი კომენტარი: არგუსი ასთვალაა, ამიტომ მას ეძახიან პანოპტესს: პან-ყველაფერი, ოპტეს-ხედვა. გასაკვირი არაა ამდენი თვალით ის მართლაც ყველაფერს ხედავდა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D1%80%D0%B3%D1%83%D1% პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1036პასუხი -
შეკითხვა #1035 © ნიკოლოზ აგლაძე
პიტერ უოტკინსმა, ექვს კაცზე გაწყობილი სასადილო მაგიდით, 210 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. დამისახელეთ 2 ინგლისური სიტყვა, რომლითაც ხუმრობით მოიხსენიებენ ამ მიღწევას.
პასუხი: fast food კომენტარი: 210 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი საჭმელი სწაფია, ფასტ ფუდი კი სწრაფი კვების რესტორნების კრებითი სახელწოდებაა. წყარო:- Вокруг света. №11 (2842), ноябрь 2010. стр. 18
- www.kolesa.ru/news/2010/09/07/britanets_zastavil_s
პასუხი -
შეკითხვა #1034 © გაგი გაბრიჭიძე
ამერიკელებში ათდოლარიანი კუპიურის ერთ–ერთი მეტსახელია – იგრეკი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იგრეკი.
პასუხი: იქსი წყარო: en.wikipedia.org/wiki/United_States_ten-dollar_bil პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1034პასუხი -
ამ კითხვის პაკეტში ჩართვა ბოლო წამს გადაწყდა.
როდესაც სატყუარა წყალშია, მაგრამ თევზი არსად ჩანს, ძუა თითქმის არ იძვრის. რას უწოდებენ ამერიკელი მეთევზეები ასეთ უძრავ ძუას?პასუხი: დედლაინს (Deadline) კომენტარი: მკვდარი ხაზი. წყარო: lingvo.yandex.ru/en?text=deadline&st_translate პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1033პასუხი -
ცოტა ხნის წინ ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მისთვის პრეზიდენტობის პერიოდში მოპოვებულ ყველაზ დიდი ნადავლს 3.5 კგ-იანი ქორჭილა წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით გაზეთმა „Комсомольская правда“-მ ირონიულად აღნიშნა, რომ ბუშმა ბევრად უფრო „მსხვილი ნადავლი“ მოინადირა, თუმცა ბრაკონიერული ხერხებით. რა ან ვინ მოიხსენია გაზეთმა ამ ნადავლად?
პასუხი: სადამ ჰუსეინი წყარო: "Комсомольская правда", 11.05.2006 г. — С. 2 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1032პასუხი -
SAATANA SAAPUU MOSKOVAAN
თქვენს წინაშეა ცნობილი რუსული ნაწარმოების დასახელების ფინური ვარიანტი. დაწერეთ ამ ნაწარმოების სახელი ქართულად ან რუსულად.პასუხი: ოსტატი და მარგარიტა კომენტარი: ნური ვარიანტი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „სატანა ჩამოვიდა მოსკოვში“. წყარო: fi.wikipedia.org/wiki/Saatana_saapuu_Moskovaan პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1031პასუხი -
უცნობია თუ როდის, ვის მიერ და რა მიზეზით წარმოითქვა პირველად ეს ფრაზა. ერთი ვერსიით ეს სიტყვები საბჭოთა რადიოს დიქტორმა წარმოთქვა, მეორე ვერსიით - ფელდმარშალმა პაულიუსმა. რუსულენოვან ქვეყნებში ჯერ კიდევ შეგიძლიათ ყური მოკრათ ამ ფრაზას, მაგრამ გერმანიაში ის მხოლოდ მოხუცებს თუ ახსოვთ. დაწერეთ ეს ორსიტყვიანი წინადადება გერმანულად ან ქართულად, თუკი გეტყვით, რომ იგი დუმბაძის ნაწარმოებებშიც გვხვდება.
პასუხი: Hitler Kaput! (ჰიტლერ კაპუტ) წყარო:- "Вечерние вести", 15.05.2002 г. — С. 3.
- www.pravda.ru/world/2003/5/82/337/8411_Gitler.html
პასუხი -
მოისმინეთ სია: მითიური პერსონაჟი; აზოვის მიმდებარე ტერიტორიის ხეთურ-ლიბიური დასახელება; არაბული სიტყვა „გამოყოფა“ (განცალკევება); ფლორენციელი; ლათინური გამონათქვამი. დაასახელეთ ამ სიის ბოლო ელემენტი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს გახდა ცნობილი.
პასუხი: ანტარქტიდა. კომენტარი: ჩამოთვლილია კონტინენტების დასახელებების წარმომავლობის სავარაუდო ვერსიები (ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ავსტრალია.) წყარო: В.К. Губарев. Тайны географических названий. — М.: АСТ, 2007 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1029პასუხი -
ნიკოლას კეიჯის ბიძის ამ ოსკაროსან ფილმში არც ერთხელ არაა ნახსენები ეს ხუთი ასოსგან შემდგარი სიტყვა, რომელიც თავის მხრივ, ერთი ვერსიით, აბრევიატურას წარმოადგენს. რომელ სიტყვაზეა საუბარი?
პასუხი: მაფია კომენტარი: საუბარია ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმ „ნათლიაზე“. Morte Ala Francia, Italia Anela! პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1028პასუხი -
არტურ კონან დოილის პირველ რომანს, რომელიც არ გამოქვეყნებულა, „ჯონ სმიტის აღსარება“ ერქვა. მწერალმა ხელნაწერი რედაქციას გაუგზავნა, თუმცა ნაწარმოები გზაში დაიკარგა. რამდენიმე წლის შემდეგ კონან დოილი იხსენებდა: „სასოწარკვეთა, რომელშიც ხელნაწერის დაკარგვამ ჩამაგდო, ვერ შეედრება იმის შიშს, რომ...“ დაასრულეთ ფრაზა.
პასუხი: ...რომ ხელნაწერს იპოვიან. კომენტარი: ჩაითვლება აზრობრივად სწორი პასუხი, რომელშიც ჩანს, რომ კონან დოილს პირველი რომანი არ მოსწონდა. წყარო: М. Чертанов. Конан Дойл. — М.: Молодая гвардия, 2008. — С. 102 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1027პასუხი -
ჟურნალ „Вокруг света“-ს ერთერთ სტატიაში ნათქვამია, რომ ჩინური ის - „წააგავს ცაზე დაუღალავად მოლივლივე ფრინველს; დრაკონს, რომელიც გვემუქრება; ვეფხვს, რომელიც გვაშინებს; მოცეკვავე ლამაზმანს, რომელიც ნაზად მოხრილა წელში“ და ა.შ. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ თუ რაზეა საუბარი ერთი, ბერძნული წარმომავლობის სიტყვით.
პასუხი: იეროგლიფი წყარო:- "Вокруг света", 2010, N 3
- ru.wikipedia.org/wiki/Иероглиф
პასუხი -
სურათზე შავი ფიგურებით დაფარულია სამი ასო. ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ გვარი, რომელიც ფურცელზე იყო გამოსახული.პასუხი: დარვინი კომენტარი: სურათი ახდენს დარვინის ევოლუციის თეორიის ილუსტრირებას.
წყარო: www.krotov.info/spravki/persons/20person/1914stein პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1025პასუხი -
ამ ადამიანს უამრავ წარმატებულ პროექტზე უმუშავია, მათ შორის ინდიანა ჯონსსა და ვარსკვლავური ომებზე. 2005 წელს მან ეპიზოდური როლი შეასრულა ამერიკულ სერიალში Orange County (რუსულად რატომღაც Одинокие сердца). 1 წუთის შემდეგ დაწერეთ ამ ადამიანის მიერ განსახიერებული პერსონაჟის სახელი და გვარი.
პასუხი: ჯორჯ ლუკასი კომენტარი: სერიალში ლუკასმა საკუთარი თავი განასახიერა წყარო: www.world-art.ru/people.php?id=5503 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1024პასუხი -
სტუდენტობის პერიოდში მწერალმა ალექსანდრ გენისმა მეხანძრეობა გადაწყვიტა. მორიგეობის დღეებში მას ხმაურიან კოლეგებთან ერთად დომინოს თამაშს, გარეთ სუფთა ჰაერზე ყოფნა ერჩივნა. იგი თბილად იცვამდა, წელზე თბილ შარფს იხვევდა, ქუდს იხურავდა და მხოლოდ იმაზე ნანობდა ხოლმე, რომ ხელთათმანების გახდა უწევდა ამის გასაკეთებლად. რის გასაკეთებლად?
პასუხი: ფურცლის გადასაშლელად კომენტარი: გენისს დომინოს თამაშს ყინვაში წიგნების კითხვა ერჩივნა. წყარო: А. Генис. Шесть пальцев. – М.: КоЛибри, 2009. – С. 252. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1023პასუხი