რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 67
-
შეკითხვა #1112 © ალექსანდრე ჩიჟოვი
აგატა კრისტის წიგნში "ჰერაკლეს გმირობები" ერკულ პუარო მიუყვება საეჭვო რეპუტაციის ღამის კლუბში ჩამავალ კიბეებს. კიბის ფილაქნებზე აწერია შემდეგი ფრაზები: "მე უკეთესად მინდოდა რომ ყოფილიყო...", "უარი თქვი წარსულზე და დაიწყე ცხოვრება თავიდან", "მე შემიძლია უარი ვთქვა ამაზე ნებისმიერ მომენტში" და ა.შ. ყურადღება შეკითხვა: რომელი ცნობილი ფრაზა ჩაილაპარაკა ერკულ პუარომ კიბეებზე ჩასვლის დროს?
პასუხი: ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებით არის მოკირწყლული კომენტარი: საეჭვო რეპუტაციის მქონე ღამის კლუბში (ბარს "ჯოჯოხეთი" ჰქვია) ჩამავალი კიბეები მოკირწყლული იყო კეთილი სურვილებით. საუბარია ბერნარ კლერვოელის ცნობილ ფრაზაზე, რომელიც ინგლისურში სემუელ ჯონსონმა შემოიტანა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1112პასუხი -
შეკითხვა #1111 © ვახტანგ ელერდაშვილი
თავის ერთ-ერთ ესეში ალექსანდრე გენისი წერს, რომ ამერიკულ ფილმში იქსი წარმოჩენილია როგორც სამოთხე, რუსულ ფილმში კი როგორც სალხინებელი. სიმეტრია ითხოვს, რომ პირველწყაროს ავტორ ევროპელს იქსი წარმოეჩინა როგორც ჯოჯოხეთი, თუმცა ეს ასეა თუ არა ძნელი სათქმელია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ევროპელი.
პასუხი: სტანისლავ ლემი კომენტარი: გენისის აზრით სტივენ სოდერბერგმა სოლარისი წარმოაჩინა როგორც სამოთხე და ანდრეი ტარკოვსკიმ კი, როგორც სალხინებელი. წყარო: magazines.russ.ru/zvezda/2003/4/gen.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1111პასუხი -
შეკითხვა #1110 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
უნგრელი ლიტერატურული მკვლევარი ტიბორ კესტხეიი თავის თანამემამულეს, ჟიგმონდ ხავაშს მიიჩნევს დეტექტივების საუკეთესო ავტორად მსოფლიოში, თუმცა დანანებით აღნიშნავს, რომ ჟიგმონდ ხავაში იმყოფება იქსის ტყვეობაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: უნგრული ენა კომენტარი: ჟიგმონდ ხავაში წერს უნგრულად, უნგრულიდან სხვა ენებზე თარგმნა ძვირი ღირს. შესაბამისად მას მხოლოდ უნგრეთში იცნობენ. წყარო: Кестхейи Т. Анатомия детектива. - Будапешт: Корвина, 1989. - С. 103 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1110პასუხი -
შეკითხვა #1109 © ვახტანგ ელერდაშვილი
ჯეი უოლკერმა თავის საჯარო ლექციაში ადამიანის წარმოსახვის ბიბლიოთეკა წარუდგინა მსმენელებს. ბიბლიოთეკის ექსპონატებს შორის იყო დნმ–ის ორმაგი სპირალი და შიფრაციის მანქანა "ენიგმა". ჯეი უოლკერმა აღნიშნა, რომ ამ ორ ექსპონატს შორის დიდი მსგავსებაა, ორივე კოდირებას და დეკოდირებას ახდენს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დნმ–ის მოლეკულაში კოდირებულია პირველი და "ენიგმა" კი შიფრავდა მეორეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პირველიც და მეორეც.
პასუხი: სიცოცხლე, სიკვდილი კომენტარი: დნმ–ის მოლეკულაში კოდირებულია სიცოცხლე და "ენიგმას" შიფრში კოდირებული იყო სიკვდილი. წყარო: www.ted.com/talks/jay_walker_s_library_of_human_im პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1109პასუხი -
შეკითხვა #1108 © კონსტანტინე ნაუმენკო
ერთ ლინგვისტურ ბურლესკში ეს ჩრდილოამერიკელი სამხედროსავით იძლევა ბრძანებებს: "აიღეთ ენა! გამოშიგნეთ! მიაყენეთ კედელთან!". დაასახელეთ ეს ჩრდილოამერიკელი.
პასუხი: მარშალ მაკლუენი (მაკლუჰანი) კომენტარი: მარშალ მაკლუენი კანადელი ფილოსოფოსი, ფილოლოგი, სოციოლოგი და მედიაკრიტიკოსი იყო, რომელიც იკვლევდა ინფორმაციის გადაცემის საშუალებებს, მათ შორის ენას როგორც მედიუმებს. მარშალი აბა რისი მარშალია სამხედროსავით რომ არ გაეცა ბრძანებები! წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1108პასუხი -
შეკითხვა #1107 © კონსტანტინ სმოლი
ჩინელი პოეტის ვან ანშის ლექსში გაზაფხულის მთვარიან ღამეში გამეფებულ სიჩუმეს არღვევს წვეთის ხმა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ძვ. ბერძნული წარმოშობის სიტყვა ფიგურირებს ამ ლექსის რუსულ თარგმანში?
პასუხი: კლეფსიდრა კომენტარი: ჩინურ ორიგინალში წყლის საათია მოხსენიებული, თუმცა მთარგმნელი უფლებამოსილი იყო სიტყვა "კლეფსიდრა" გამოეყენებინა. წყარო: lib.ru/POECHIN/china_shi.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1107პასუხი -
შეკითხვა #1106 © ილია კრივოხაწკო
რობერტ სილვებერგერის მოთხრობაში კარდინალთა კონკლავი რომის პაპად ირჩევს რობოტ–კარდინალს. ახლადგამომცხვარი რობოტი–პაპი აივანზე გამოდის, ესალმება წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს, ჰაერში ფრინდება და მოედანზე შეკრებილები მეორედ ხედავენ იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: თეთრი კვამლი კომენტარი: რომის პაპის არჩევის დროს უშვებენ თეთრ კვამლს იმის ნიშნად, რომ პაპი არჩეულია. რობოტი ჰაერში აფრინდა და მისმა რეაქტიულმა ძრავამ თეთრი კვამლი გამოუშვა, შესაბამისად ხალხმა თეთრი კვამლი მეორედ იხილა. წყარო: lib.ru/INOFANT/SILVERBERG/47-20.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1106პასუხი -
შეკითხვა #1105 © ვახტანგ ელერდაშვილი
ფრანგი მხატვრის, ევარისტ-ვიტალ ლიუმინეს ფერწერულ ტილოზე გამოსახულია ფრანკთა მეფე, ხილდერიკ III სენ–ბერტენის მონასტრის წარმომადგენელთა გარემოცვაში. ნახატზე ასევე გამოსახულია ერთი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტი.
პასუხი: მაკრატელი კომენტარი: კომენტარი: ხილდერიკ III იყო მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი მეფე. მეროვინგები ცნობილი არიან გრძელი თმებით და ნახატზე ნაჩვენებია ხილდერიკ III-ის ბერად აღკვეცის პროცესი. წყარო: fr.wikipedia.org/wiki/Childéric_III პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1105პასუხი -
შეკითხვა #1104 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
ერთ მხატვრულ ბიოგრაფიაში ოგიუსტენ ლუი კოშის უგზავნიან ნაშრომს, რომლის ავტორსაც იგი უწოდებს "უცხოელს ბიბლიური გვარით". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს უცხოელი ბიბლიური გვარით.
პასუხი: აბელი კომენტარი: ნორვეგიელი მათემატიკოსი ნილს ჰენდრიკ აბელი უგზავნის თავის ნაშრომს ფრანგ მათემატიკოსს, ოგიუსტენ ლუი კოშის. წყარო: Инфельд Л. Эварист Галуа: Избранник богов. - М., 1965. - С. 95-96 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1104პასუხი -
შეკითხვა #1103 © სოფია რაპოპორტი
2000 წლის ივნისში ერთი გრანდიოზული პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე თითოეულმა ქვეყანამ მიიღო დაახლ. 750 მეგაბაიტი ინფორმაცია. ამასთან ეს ინფორმაცია იყო გადანომრილი. ასე მაგალითად რუსეთის კუთვნილი 750 მეგაბაიტი შეიცავდა მესამეს, მეცამეტეს და მეცხრამეტეს. ყურადღება შეკითხვა: რას აღნიშნავენ ზემოხსენებული მესამე, მეცამეტე და მეცხრამეტე?
პასუხი: ქრომოსომებს კომენტარი: 2000 წლის ივნისში დასრულდა ადამიანის გენომის პროექტი, რაც ითვალისწინებდა ადამიანის დნმ მოლეკულის ციფრულ ვარიანტში გადატანას. მონაწილე ქვეყნებმა პირობითად გაიყვეს მიღებული ინფორმაცია. რუსეთს მე–3, მე–13 და მე–19 ქრომოსომებში დაცული ინფორმაცია შეხვდა. წყარო: "МЕЖДУНАРОДНЫЙ ПРОЕКТ ГЕНОМ ЧЕЛОВЕКА", Соросовский Образовательный Журнал. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1103პასუხი -
შეკითხვა #1102 © ევგენი ბლინოვი
ვოლტერის პოემაში "ორლეანელი ქალწული" არის ასეთი ეპიზოდი: გაგანია ომის დროს მთავარსარდალი უბრძანებს თავის ჯარისკაცებს რომ გადაადგილდნენ მარჯვნივ, თუმცა ისინი წავლენ მარცხნივ და გაიქცევიან. ირონიული ვოლტერი წერს, რომ ინგლისელ ჯარისკაცებს შიშისაგან დაავიწყდათ მშობლიური ენა და დაემსგავსნენ მათ. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქალაქში ცხოვრობდნენ ისინი, ვისაც ჯარისკაცები დაემსგავსნენ?
პასუხი: ბაბილონი კომენტარი: ვოლტერი წერს, რომ შიშისაგან ინგლისელებს დაავიწყდათ ინგლისური და მათ არასწორად გაიგეს სარდლის ბრძანება, რითიც დაემსგავსნენ ბაბილონის გოდოლის მშენებლებს ენის აღრევის მომენტში. წყარო: Вольтер. Поэмы. – К.: 1989. – С. 57 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1102პასუხი -
შეკითხვა #1101 © ალექსანდრე ზაგოროდნევი
ენდრიუ ჰაასი წიგნში "პარიზი" წერს, რომ ეს დაიწყო კარდინალის სასახლეში ფანჯრების ჩამტვრევით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.
პასუხი: ფრონდა კომენტარი: fronde ფრანგულად შურდულია. წყარო: Эндрю Хасси, Париж. Анатомия великого города. - М.: Эксмо; СПб.: Мидгард, 2010 - გვ.223-224 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1101პასუხი -
შეკითხვა #1100 © სერგეი არაკჩეევი
ერთი იუმორისტის თანახმად პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო "ფრთხილად". აი, ის კი რაც მოხდა ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, იუმორისტმა მოიხსენია ორი არარუსული სიტყვით. დაწერეთ ეს ორი სიტყვა.
პასუხი: Big Bang კომენტარი: ასე შეუზავა ერთმანეთს კრეაზიონისტული და სამეცნიერო თეორიები იუმორისტმა. წყარო: www.benjamin.ru/humour/burda/0196.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1100პასუხი -
შეკითხვა #1099 © კონსტანტინ სმოლი
"ევროპელისათვის პირველი დღეები (გამოტოვებულია სიტყვა) ახალ დაბადებას ჰგავს" წერდა ფრანც კაფკა (გამოტოვებულია იგივე სიტყვა). ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვა.
პასუხი: ამერიკაში კომენტარი: "ამერიკა" ფრანც კაფკას რომანია. წყარო: lib.ru/KAFKA/amerika.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1099პასუხი -
შეკითხვა #1098 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჰომეროსის "ოდისეაში" ოდისევსს უწინასწარმეტყველებენ, რომ იგი მაშინ ჰპოვებს შვებას, როდესაც იმ ადგილებს მიაღწევს, რომლის მაცხოვრებლებსაც მისი იქსი ეგონებათ იგრეკი. განსხვავებით ძვ. ბერძნული ორიგინალისგან და სხვა ენებისგან, მაგალითად რუსულისგან და ინგლისურისგან, იქსი და იგრეკი ქართულში ომონიმებია. დაასახელეთ ეს ომონიმები.
პასუხი: ნიჩაბი კომენტარი: ოდისევსს უწინასწარმეტყველებენ, რომ იგი მაშინ ჰპოვებს შვებას, როდესაც მისი ნავის ნიჩაბი (весло, oar) ეგონებათ სახვეტი ინსტრუმენტი ნიჩაბი (лопата, spade). წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1098პასუხი