რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 71
-
შეკითხვა #1052 © ანტონ ვაჭარაძე
მათ ზოგჯერ ეძახიან ისევე, როგორც უწოდებენ ჩიპოლინოს. ფრედერიკ ბეგბედერმა ისინი შეადარა ოქროს ფოლგაში გახვეულ ნაყინის ბურთულებს. დაასახელეთ არა ისინი, არამედ ევროპული დედაქალაქი, სადაც ბეგბედერმა ისინი იხილა.
პასუხი: მოსკოვი. კომენტარი: საუბარია „ხახვისთავა“ ეკლესიების გუმბათებზე წყარო:- Фредерик Бегбедер. Идеаль. Иностранка. Москва. 2008. с. 59
- www.radiotavisupleba.ge/content/article/2236908.ht
პასუხი -
შეკითხვა #1051 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
რადიოთი იქსი პირველად გადაიცა 1922 წელს ინგლისში. მწერალ ჟოზეფინა ტეის გმირი ამტკიცებს, რომ ოდისევსთან შედარებით, ნოეს გაუმართლა, რადგან ნოეს ატყობინებდნენ იქსს, ოდისევსს კი - არა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ამინდის პროგნოზი წყარო:- Тэй Дж. Мистификация. - Ижевск, 1993. - С. 4
- en.wikipedia.org/wiki/BBC_Weather#Early_history
პასუხი -
შეკითხვა #1050 © დაჩი ქინქლაძე
რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის - „ჰიოტოკოს ნიღაბი“ - მთავარი გმირი სიმთვრალეში რადიკალურად იცვლება. ავტორი მას ერთ-ერთ ღვთაებას ადარებს. დაასახელეთ ეს ღვთაება.
პასუხი: იანუსი კომენტარი: ავტორი აღნიშნავს რომ იანუსსავით ისიც ორსახოვანია, და არავინ იცის რომელია ნამდვილი სახე. წყარო: lib.ge/body_text.php?5586 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1050პასუხი -
შეკითხვა #1049 © ნატალია კუდრიაშოვა
ძველი ინდიელები მას უწოდებდნენ „ტკბილი შარდის დაავადებას“. უოლტერ გრატცერის მიხედვით, ძველად მამაკაც-პაციენტებს დიაგნოზს უსვამდნენ ტანსაცმელზე თეთრი ლაქების მიხედვით. დაასახელეთ ეს დაავადება!
პასუხი: [შაქრიანი] დიაბეტი კომენტარი: ძველი ინდიელების დაკვირვებით, დიაბეტიანის მოშარდულს უამრავი ჭიანჭველა შეესეოდა. თეთრი ლაქები იყო გამშრალი შაქარი. წყარო:- У. Гратцер. Эврики и эйфории. Об учёных и их открытиях. – М.: КоЛибри, 2010. - С. 224
- ru.wikipedia.org/wiki/Сахарный_диабет
პასუხი -
შეკითხვა #1048 © დაჩი ქინქლაძე
როჯერ ფედერერს მოწოდების სისწრაფის გამო უწოდეს მეტსახელი, რომელიც ემთხვევა 1971 წელს დაარსებული საერთაშორისო კომპანიის სახელს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს კომპანია.
პასუხი: Fedex კომენტარი: სიტყვათა თამაში – მოწოდება როგორც გზავნილი, ასევე საჩოგბურთო მოწოდება. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1048პასუხი -
შეკითხვა #1047 © ანტონ ვაჭარაძე
ნატრულობდა – [იქსს] და [იგრეკს]
ძველრომაელ მოქალაქეთა წყება
დღეს რომ ნახონ, ახდა მათი ოცნება
ერი ცისფერ ეკრანებთან ძღება.
თქვენს წინაშეა იგორ გუბერმანის ლექსის კითხვის ავტორისეული თარგმანი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი.პასუხი: პური, სანახაობა. კომენტარი: ლექსის ორიგინალი:
Сбываются - глазу не веришь –
мечты древнеримских трудящихся:
хотевшие хлеба и зрелищ
едят у экранов светящихся. წყარო: guberman.lib.ru/gariki/4ZG/03.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1047პასუხი -
შეკითხვა #1046 © ლევან ცაგარელი
ერთ–ერთ რომანში მთხრობელის როლს ასრულებს სმენადაკარგული ბავშვი.
ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქი, სადაც მიმდინარეობს რომანის მოქმედება.პასუხი: ჰამელნში კომენტარი: ბავშვი ყრუა. შესაბამისად ჰამელნელ თაგვიჭერიას მხოლოდ ის გადაურჩა და ისტორიასაც ის მოგვითხრობს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1046პასუხი -
შეკითხვა #1045 © თორნიკე კორძაია
დუგლას ადამსის ფანტასტიკურ რომანში აღწერილია პატარა თევზი, რომელსაც გარკვეული მიზნით მოგზაურის ყურის ნიჟარაში ათავსებენ. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ტოპონიმი, რომელიც თევზის დასახელებაში ფიგურირებს.
პასუხი: ბაბილონი კომენტარი: „ბაბილონის“ თევზი ყველა არსებული ენის თარჯიმანია მოგზაურებისთვის. წყარო: Douglas Adams – “The Hitchhiker's Guide to the Galaxy” პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1045პასუხი -
შეკითხვა #1044 © ანტონ ვაჭარაძე
ერთ–ერთ სერიალში, რთული ამოცანების ამოხსნისას მთავარი გმირი პრაქტიკულად იყენებს ცოდნას და შეიძლება ითქვას, რომ ყველა ჭანჭიკს შესაბამის სახრახნისს არგებს. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ 1897 წელს დაპატენტებული ნივთი, რომელსაც იგი მუდმივად თან ატარებს.
პასუხი: შვეიცარიული დანა (ჩათვლა: ვიქტორინოქსი, ვენგერი). კომენტარი: მრავალფუნქციონალური დანები, რომლითაც მართლაც ყველა ჭანჭიკი იღება. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1044პასუხი -
შეკითხვა #1043 © ანტონ ვაჭარაძე
თქვენს წინაშეა ერთი ევროპული ქვეყნის სარეკლამო სლოგანი (აკა „თბილისი, ქალაქი რომელსაც უყვარხარ“). მასალაზე კითხვის ავტორმა წაშალა 4 ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქვეყანა.პასუხი: სლოვენია კომენტარი: I FEEL SLOVENIA. დამატებითი მინიშნებაა ფერი, რომელიც სლოვენიის სავიზიტო ბარათია, გაიხსენეთ მათი სპორტული ფორმები.
პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1043პასუხი -
შეკითხვა #1042 © ლევან ცაგარელი
ერთ–ერთი კრეატიული ჯგუფის მიერ შექმნილი უჩვეულო ბუტერბროდის დასამზადებლად საჭიროა ღორის ხორცი, სალიამი და სხვადასხვა სახეობის ყველი – ყველაფერი ერთად 27 ნაჭერი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ არქიტექტორი, რომლის გვარიც ამ ბუტერბროდის სახელწოდებაში ფიგურირებს.
პასუხი: [ერნიო] რუბიკი კომენტარი: ბუტერბროდი წარმოადგენს თავისებურ კუბიკ რუბიკს. წყარო: www.novate.ru/blogs/300709/12597/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1042პასუხი -
შეკითხვა #1041 © ანტონ ვაჭარაძე
რეკლამირების ხერხს, როდესაც ადამიანს წინ და უკან აქვს ბილბორდი მიფარებული და ასე ეწევა პროდუქტის რეკლამირებას, ეწოდება ნაპოლეონი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყით – ნაპოლეონი.
პასუხი: სენდვიჩი კომენტარი: ცვლილების არსი: საკვებებს – ნაპოლეონსა და სენდვიჩს ადამიანის მიხედვით შეერქვათ სახელი. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1041პასუხი -
შეკითხვა #1040 © ანტონ ვაჭარაძე
ძველ საბერძნეთში ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ პატარა წარწერიან დაფას, რომელსაც კრედიტორი მოვალის მიწის ნაკვეთზე ათავსებდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: იპოთეკა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D0%BF%D0%BE%D1%82%D0% პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1040პასუხი -
შეკითხვა #1039 © გაგი გაბრიჭიძე
ერთ ფილმში აღწერილია ახლო მომავალი, როდესაც შესაძლებელი გახდა ადამიანის კლონირება, მაგრამ ეს აკრძალულია პირველი ღამის კანონით. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი კითხვაში სიტყვებით – პირველი ღამე.
პასუხი: მეექვსე დღე კომენტარი: მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/The_6th_Day პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1039პასუხი -
შეკითხვა #1038 © ნინო ბიჩინაშვილი
ერთ–ერთ იუმორისტულ კოლაჟზე ედვარდ მუნკის "კივილის" წინ დგას ბიჭუნა, რომელსაც ხელში უჭირავს იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით, რომელიც მსოფლიოს ენებში მოხვდა ნგუნის დიალექტიდან.
პასუხი: ვუვუზელა კომენტარი: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1038პასუხი