რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 78
-
შეკითხვა #947 © ვახტანგ ელერდაშვილი
გონდოლას ვენეციელები უწოდებენ იქსს. იქსი მრავალმა თქვენგანმა უკვე იხილა, თუმცა შეკითხვის ავტორს ჯერ კიდევ არ უნახავს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.პასუხი: შავი გედი კომენტარი: გონდოლას "შავ გედს" უწოდებენ. "შავი გედი" დარენ არონოვსკის 2010 წლის ფილმია, რომელიც შეკითხვის ავტორს ჯერ არ უნახავს :) წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/947პასუხი -
შეკითხვა #946 © ანდრეო ბეზბოროდოვი
ერთ კარიკატურაზე კენტავრი, ცდილობს რა, რომ სრულფასოვანი ადამიანი გახდეს აკეთებს ამას. ყურადღება შეკითხვა: რას აკეთებს კენტავრი?
პასუხი: ეწევა (თამბაქოს) კომენტარი: ამით კენტავრი თავის თავში კლავს ცხენს (როგორც ცნობილია, 1 გრამი ნიკოტინი კლავს ცხენს). წყარო: caricatura.ru/art/anchuokov/url/parad/anchuokov/14 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/946პასუხი -
შეკითხვა #945 © ალექსანდრე ჩიჟოვი
ტინტორეტო მუშაობის პროცესში აქტიურად იყენებდა იქსებს; ქმნიდა კომპოზიციას; ტესტავდა იქსებით შექმნილ კომპოზიციაზე შუქ–ჩრდილის ეფექტებს და შემდეგ ეს ყველაფერი გადაჰქონდა ტილოზე. შეკითხვის ავტორმა ტინტორეტოს იქსი ერთ ცნობილ დაწესებულებაში ვერ აღმოაჩინა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ცვილის ფიგურა კომენტარი: ტინტორეტო იყენებდა ცვილის ფიგურებს. ტინტორეტოს ცვილის ფიგურა ტიუსოს მუზეუმში არ არის, ყოველ შემთხვევაში შეკითხვის ავტორმა ვერ იპოვა :) წყარო: „50 биографий мастеров западно-европейского искусства“. - Л.: "Советский художник", 1968. - С. 67. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/945პასუხი -
შეკითხვა #944 © ვახტანგ ელერდაშვილი
2003 წელს იტალიაში გამოქვეყნდა ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნი „თამაშის ჩემებური წესები“. ერთ–ერთ თავში ავტორი მიმართავს მეტაფორას და მოიხსენიებს „ბილიარდის ბურთს“, თუმცა უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ კინოპერსონაჟი ეხსენებინა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ წიგნის ავტორი.
პასუხი: პიერლუიჯი კოლინა კომენტარი: საუბარია საფეხბურთო არბიტრზე, პიერლუიჯი კოლინაზე, რომელიც წერს, რომ მას მოსწონს ბილიარდის ბურთივით სლიპინა თავი. მისი მეტსახელია ფანტომასი. წყარო:- "П. Коллина. Мои правила игры. Пер. с итал.": АСТ, Астрель; М.; 2004
- it.wikipedia.org/wiki/Pierluigi_Collina
პასუხი -
შეკითხვა #943 © დიმიტრი ნეკრილოვი
მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალ არსებებს შორის იქ არის თევზი, ორი ვეფხვი, სპილო და მწერი, რატომღაც სათაურში მოხვდა მხოლოდ მწერი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მწერი.
პასუხი: კელა (ფუტკარი, კრაზანა) კომენტარი: საუბარია სალვადორ დალის ფერწერულ ტილოზე "გამოღვიძებამდე ერთი წამით ადრე ბროწეულის გარშემო ფუტკრის ფრენით გამოწვეული სიზმარი". კელა იგივე კრაზანაა. წყარო: Великие художники. Сальвадор Дали, ч.105, с.25 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/943პასუხი -
შეკითხვა #942 © ვახტანგ ელერდაშვილი
1998 წელს ბრიტანულმა გაზეთმა Sunday Telegraph–მა ამ აღმოსავლურ გამოგონებას „Griddler“ უწოდა და დღემდე ასე მოიხსენიებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს აღმოსავლური გამოგონება.
პასუხი: იაპონური კროსვორდი კომენტარი: Grid - ინგლისურად ცხრილია. მიიღება პასუხი „ნონოგრამაც“. წყარო: www.puzzlemuseum.com/griddler/gridhist.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/942პასუხი -
შეკითხვა #941 © კონსანტინე ნაუმენკო
2010 წლის აგვისტოში ერთმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ამ ადამიანზე საუბრის დროს განაცხადა: "იმის გამო, რომ მესამედ კენჭის ყრა კანონით აკრძალულია, იგი ვეღარ გაიმეორებს თავის საყვარელ ფრაზას". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფრაზა.
პასუხი: I'll be back კომენტარი: კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე არჩევა სამჯერ კანონით აკრძალულია, ამიტომაც არნოლდ შვარცენეგერი ვეღარ იტყვის I'll be back ("მე დავბრუნდებიო"). წყარო: www.echo.msk.ru/programs/49minut/701259-echo/ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/941პასუხი -
შეკითხვა „დრო მშვიდობისა“-ს ეგიდით. ანეკდოტი:
მოისმინეთ საუბარი კანიბალ დედა -შვილს შორის:
Mother, mother, I am hungry! What we have for dinner?
Wait a minute son! We are going to cook ...
შეკითხვა: დაასრულეთ დედის პასუხიპასუხი: Cook კომენტარი: დედა სადილად ამზადებდა ჯეიმს კუკს პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/940პასუხი -
„იყავი ისეთივე მოძრავი, როგორც წყალი, გაქვავდი როგორც სარკე, უპასუხე ისევე, როგორც ექო“ შეკითხვა: დაასახელეთ 1940 წელს დაბადებული ამ სიტყვების აზიელი ავტორი, რომელიც, შეიძლება ითქვას ცხოვრებაში ამ გამონათქვამს ასრულებდა.
პასუხი: ბრიუს ლი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/939პასუხი -
1930-იან წლებში, ნიუნბერგში იყიდებოდა საფოსტო ბარათები წარწერით: „რაც დაიპყრო მეფემ, გაამაგრა თავადმა და დაიცვა ფელდმარშალმა, ის გადაარჩინა და გააერთიანა ჯარისკაცმა“. მეფეში ფრიდრიხ დიდი იგულისხმებოდა, თავადში - ბისმარკი, ფელლდმარშალში - პაულ ფონ ჰინდენბურგი.
შეკითხვა: დაასახელეთ ჯარისკაციპასუხი: ჰიტლერი კომენტარი: ჰიტლერს მხოლოდ ეფრეიტორის წოდება ჰქონდა პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/938პასუხი -
მსახიობ და მოდელ კერი ოტისს სახელი გაუთქვა ფილმმა „ველური ორქიდეა“, რომელშიც მან ქალის მთავარი როლი შეასრულა. ამ ფილმს სკანდალიც მოჰყვა მას შემდეგ, რაც კინოკრიტიკოსებისთვის გახდა ცნობილი, თუ რითი იყვნენ დაკავებულნი ის და მიკი რურკი ერიტიული სცენების გადაღების დროს.
შეკითხვა: ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რით იყვნენ დაკავებულნი კერი ოტისი და მიკი რურკი ეროტიული სცენების გადაღების დროს?პასუხი: სექსით კომენტარი: საქმე ისაა, ისინი სექსის იმიტაციას კი არ ახდენდნენ, როგორც ეს სხვა მხატვრულ ფილმებში ხდება ხოლმე, არამედ რეალურად კავდებოდნენ სექსით. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/937პასუხი -
ერთერთი პროფესორი, მუსიკის ისტორიას თავისებური იუმორით ასწავლიდა თავის სტუდენტებს. რამდენიმე წლის განმავლობაში გამოცდებზე იგი ერთსა და იმავე კითხვას უსვამდა მათ: „იოჰან სებასტიან ბახს 20 შვილი ჰყავდა, ამიტომ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან გაატარა ...? მხიარული სტუდენტები აბოლოვებდნენ : „ლოგინში“. შედარებით სერიოზულები პასუხობდნენ: გერმანიაში. მხოლოდ ერთადერთმა სტუდენტმა გასცა პროფესორს სწორი პასუხი.
შეკითხვა: რა უპასუხა სტუდენტმა?პასუხი: ვალებში კომენტარი: ამდენი შვილის რჩენა არ გინდა?! პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/936პასუხი -
მოსკოვის ცენტრში, იმ შენობაში, სადაც უწინ ფუნქციონირებდა კაფე „ლირა“, 1990 წლის 31 იანვარს გაიხსნა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი ეს.
შეკითხვა: დაასახელეთ ესპასუხი: მაკდონალდსი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/935პასუხი -
ცნობილია, რომ ნაპოლეონ I მკაცრ, შეურიგებელ ბრძოლას აწარმოებდა მოდის წინააღმდეგ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მან რაღაც აკრძალა, რათა მოდას აყოლილებს შინ ყოფნის დროსაც კი უარი ეთქვათ მსუბუქი, თხელი მატერიის ტარებაზე.
შეკითხვა: მაშ რა აკრძალა ნაპოლეონმა?პასუხი: ბუხრის ანთება კომენტარი: შედეგად მოდას აყოლილებს სიცივე შეაწუხებდათ. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/934პასუხი -
ჩაიწერეთ მარკო პოლოს მიერ აღწერილი ტექნოლოგია: „საათის განმავლობაში აორთქლებენ საწყის მასალას. მიღებული ცომისმაგვარი მასისგან აკეთებენ რაღაც ღვეზელის მსგავსს, უსვამენ იმპერატორის დამღას და გამოწვავენ ცხელ ფილებზე.
შეკითხვა: რისი დამზადების ტექნოლოგია აღწერა ასე მარკო პოლომ?პასუხი: მარილისგან დამზადებული ფულის (ფულის დამზადების) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/933პასუხი