თბილისის 42-ე ჩემპიონატი
I ტური
III ლიგა
6 მარტი, 2011
-
1977 წელს, ამ პიროვნების გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, გადაიღეს მისდამი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „მაწანწალა ჯენტლმენი“. დაასახელეთ ის.
პასუხი: ჩარლი ჩაპლინი კომენტარი: მაწანწალა - როლი, რომელმაც ჩაპლინს აღიარება მოუტანა. წყარო: „100 человек, которые изменили ход истории“, ნომერი 7 "Чаплин". ბმული: http://moazrovne.net/q/911პასუხი -
ის დაახლოებით 30 წლის წინ გაჩნდა. ერთი სახუმარო დიაგრამის თანახმად, ამ დიაგრამის 75% მას ჰგავს, 25% კი - არა. დაასახელეთ ის.
პასუხი: პეკმენი კომენტარი: ითვლება Pac-Man, Pacman, პაკმენი, პაკმანი და ყველა მსგავსი პასუხი.
წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pac-Man ბმული: http://moazrovne.net/q/912პასუხი -
ამ „ქალბატონის“ გამოსახულებები ხშირად გვხვდება როგორც ანტიკური ხანის, ასევე თანამედროვე დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებზეც. ერთი იუმორისტული მოთხრობის თანახმად, სწორედ ის ეხმარებოდა მოქანდაკე პიგმალიონს სასწრაფო შეკვეთების შესრულებაში.
პასუხი: მედუზა გორგონა კომენტარი: ითვლება უბრალოდ მედუზაც ) წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Горгонейон
- Лайон Олди – „Кое-что о женщинах“, მოთხრობა "Она"
პასუხი -
ყვებიან, რომ ერთ-ერთი თეატრის მსახიობმა სპექტაკლის მიმდინარეობისას ტექსტს გადაუხვია და იკითხა: „ხომ ჯანმრთელადაა ირიადა ვლასევნა? დიდი ხანია, მისგან აღარაფერი მსმენია...“ ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ირიადა ვლასევნას პროფესია.
პასუხი: სუფლიორი. კომენტარი: მსახიობს ტექსტი დაავიწყდა და ასეთი კითხვით სცადა სუფლიორის ყურადღების მიპყრობა. წყარო: "Теленеделя" N 47’2007 – გვ. 45 ბმული: http://moazrovne.net/q/914პასუხი -
XIX საუკუნის შუაში, როდესაც ცდილობდნენ მისთვის სახელის შერჩევას, ჯეიმს ჩაილსმა წამოაყენა ვერსია ოკეანუსი, მისი ლურჯი შეფერილობის გამო. თუმცა არჩევანი საბოლოოდ სხვა სახელზე შეჩერდა. დაასახელეთ ის.
პასუხი: ნეპტუნი კომენტარი: საუბარია პლანეტა ნეპტუნზე, რომელსაც ლურჯი შეფერილობა აქვს. ნეპტუნი, როგორც მოგეხსენებათ, წყლებისა და ზღვის ღმერთია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Neptune ბმული: http://moazrovne.net/q/915პასუხი -
ერთ-ერთ ამერიკულ იუმორისტულ სერიალში ერთ-ერთი პერსონაჟი სახელოსნოს ხსნის. სახელოსნოში, სტენდზე, გვერდიგვერდაა ჩამოკიდებული სახლის გასაღები, მანქანის გასაღები და ერთი სახეობის რამდენიმე ფრინველი. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ამ ფრინველის სახელი ინგლისურად.
პასუხი: turkey კომენტარი: Flat (ან house) keys, car keys, turkeys. აი ასეთი იუმორი აქვთ ამერიკელებს. წყარო: Police Squad s01e05 ბმული: http://moazrovne.net/q/916პასუხი -
„როდესაც ჯორჯ ფორმანმა თავისი ტიტული დაიბრუნა, ამან ძალიან გამამწარა (здорово задело меня за живое). მეც მომინდა დაბრუნება. მაგრამ როცა დილა გათენდა და სირბილის დრო დადგა, მე ისევ საწოლში ჩავწექი და ვთქვი: „კარგი, მე მაინც ყველაზე დიადი ვარ“. შეკითხვა: დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი!
პასუხი -
სტივენ სპილბერგის თქმით მას მხოლოდ ერთი მავნე ჩვევა გააჩნია: „არ ვეწევი, არ ვსვამ ყავას, არც ალკოჰოლს ვიღებ, ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, არის ეს.“ ერთი ხუმრობის თანახმად ქალბატონს, რომელმაც ვენერა მილოსელის მოდელის როლი შეასრულა, სწორედ ეს მავნე ჩვევა გააჩნდა. რა ჩვევაზეა საუბარი?
პასუხი -
ეს ბრიტანელი მეცნიერი ბოტანიკით იყო გატაცებული, თუმცა გარკვეულ სირთულეებს აწყდებოდა ხოლმე ერთი თავისებურების გამო. თავდაპირველად მის ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებსაც ის დახმარებისთვის მიმართავდა ხოლმე როცა რაიმეს დაინახავდა, ეგონათ, რომ ეს პიროვნება ხუმრობდა. მისი მხოლოდ ძმას ესმოდა, მაგრამ არ შეეძლო დახმარება. დაასახელეთ ეს ბრიტანელი მეცნიერი.
პასუხი: ჯონ დალტონი. კომენტარი: იგი ხშირად ეკითხებოდა მეგობრებს, ეს ყვავილი ვარდისფერია თუ ცისფერიო :) წყარო: elementy.ru/lib/431081 ბმული: http://moazrovne.net/q/919პასუხი -
მათი დამზადებისას გამოიყენება ქიმიურად ნეიტრალური და წყალში უხსნადი ნივთიერებები. ერთმა ბრიტანელმა დიზაინერმა დაიწყო მათი გამოშვება სიგარეტის ფორმით, რომლის ფილტრიც ტივტივას როლს ასრულებს და არ იძირება. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ, თუ რაზეა საუბარი.
პასუხი: ჩაის პაკეტებზე კომენტარი: ამ სიგარეტის თითოეული ღერი ჩაის პაკეტს წარმოადგენს.
წყარო: tea.ru/290-3663.html ბმული: http://moazrovne.net/q/920პასუხი -
სერთიფიკატი „ჰიბაკუშა“ მფლობელს აძლევდა უფლებას ესარგებლა უფასო სამედიცინო დახმარებით, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში - უფასო სარიტუალო მომსახურებით (მოკლედ უფასოდ ასაფლავებდნენ). რომელ ორ ქალაქთან ასოცირდებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც თავის დროზე ეს სერთიფიკატები გადაეცათ?
პასუხი: ჰიროსიმა და ნაგასაგი კომენტარი: სერთიფიკატი გადაეცათ მათ, ვინც ატომურ აფეთქებას გადაურჩა. წყარო: news.bbc.co.uk/hi/russian/life/newsid_7964000/7964 ბმული: http://moazrovne.net/q/921პასუხი -
დიზაინერმა ანდრე კლაუზერმა შექმნა ლითონის სახაზავი, რომლის ერთ მხარეზეც სანტიმეტრებია გამოსახული, მეორეზე კი - ინჩები. სახაზავი დაახლოებით 12 ინჩის სიგრძისაა. მის ზედაპირზე ორი ცალი მოძრავი მაგნიტის რგოლია მიმაგრებული. ერთი წუთის შემდეგ მიხვდით, თუ სიგრძის გაზომვის გარდა კიდევ რის ფუნქციას ასრულებს ეს სახაზავი?
პასუხი: კალენდრის. კომენტარი: 12 ინჩი დაახლოებით 31 სანტიმეტრია. ერთით მაგნიტით თვეები აღინიშნება, მეორეთი კი - დღეები.
წყარო: www.novate.ru/blogs/190809/12735/ ბმული: http://moazrovne.net/q/922პასუხი -
ფილიპ ჰალსმანის ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია დოლარის სიმბოლო, რომელიც შედგება ორი ფუნჯისაგან და მათგან. დაასახელეთ მათი მფლობელის გვარი.
პასუხი: სალვადორ დალი.
კომენტარი: სალვადორ დალის სახელის ანაგრამა - Avida dollars - დოლარებს დახარბებული. წყარო: www.reocities.com/Paris/Arc/6537/chtivo/avida.htm ბმული: http://moazrovne.net/q/923პასუხი -
2006 წელს ენდრიუ ლოიდ ვებერმა განაცხადა, რომ ცნობილი რუსი მწერლის ნაწარმოების მიხედვით აპირებდა მიუზიკლის დაწერას. კითხვის ავტორთა აზრით ამ მიუზიკლში ვებერს თავისუფლად შეეძლო თავისი სხვა ცნობილი ნაწარმოების ეპიზოდების ჩასმა. დაასახელეთ რუსი მწერლის ნაწარმოები.
პასუხი: ოსტატი და მარგარიტა (მიხაილ ბულგაკოვის) კომენტარი: ვებერი აპირებდა „ოსტატი და მარგარიტა“-ს მიხედვით დაეწერა მიუზიკლი, რომელშიც თავისუფლად შეიძლება ჩაჯდეს ნაწყვეტები როკ-ოპერიდან - „იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი“. წყარო: www.automan.kz/100735-jendrju-llojjd-ujebber-otkaz ბმული: http://moazrovne.net/q/924პასუხი -
[ყურადღებით, შეკითხვაში ცვლილებაა]. ნაწყვეტი ერთი-ერთი ვებსაიტიდან: “ჰოლმსი კარჩაკეტილი, შეუპოვარი, ცინიკური და ასევე ბუნტისთავია. ის თავს არ იწუხებს წესების და ეთიკის დაცვით, ხანდახან კი შეიძლება მოგეჩვენოთ რომ მას საერთოდ არ შეუძლია თანაგრძნობის გამოხატვა. ჰოლმსი დარწმუნებულია, რომ ყველა ცრუობს და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს სწორედ ამ მიდგომით ახერხებს ის ყველაზე რთულ სიტუაციებში გარკვევას. ექიმი უოტსონი ონკოლოგი, და ალბათ ჰოლმსის ერთადერთი მეგობარია...“ რა სიტყვები შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით ჰოლმსი და უოტსონი?
პასუხი: ჰაუსი და უილსონი წყარო: gom.ge/tv-ser/7330-bbbbbbbbb-bbbbbb-dr-housevb-byo ბმული: http://moazrovne.net/q/925პასუხი
- პაკეტის კომენტარები: