რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 77
-
სემუელ შემის სატირულ რომანში "ღმერთის სახლი" აღწერილია საავადმყოფო, სადაც მომუშავე არაკომპეტენტური ექიმები ფლობენ იმას, რაც შეიძლება გამოისახოს ორი სიმბოლოთი. გამოსახეთ ეს ორი სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.
პასუხი: 00 კომენტარი: ეს არის მკვლელობის ლიცენზია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/00_Agent პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/962პასუხი -
შეკითხვა #961 © მიხაილ ლოკშინი
ბრაზილიის შტატ პიაუის შიდასაშტატო ჩემპიონატის ერთ მატჩში დაუდევარმა მსაჯმა კლუბ "ოეირასის" ფეხბურთელს, პაულუ არაუჟუს აჩვენა სამი ყვითელი და ორი წითელი ბარათი. თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები მისცვივდნენ ფეხბურთელს, რომლებსაც მან აქეთ დაუსვა კონტრშეკითხვა. რომელი გვარი ფიგურირებდა მის კონტრშეკითხვაში?
პასუხი: გინესი კომენტარი: მსაჯს გამორჩა რომ მეორე ყვითელი ბარათი მისცა და მოედანი არ დაატოვებინა, როდესაც მესამე აჩვენა პროტოკოლის თანახმად იგი იძულებული გახდა ორი წითელი ბარათი ეჩვენებინა. მან ჟურნალისტებს ჰკითხა: "გინესის წიგნში ხომ მოვხვდები?!" წყარო: www.rol.ru/news/sport/news/02/03/15_022.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/961პასუხი -
შეკითხვა #960 © ვახტანგ ელერდაშვილი
ამ ჩრდილოელს მიაწერენ შემდეგ ფრაზას: "თქვენი, ინგლისელების პრობლემა იმაშია, რომ თქვენ ეპყრობით ძაღლებს როგორც ჯენტლმენებს და ჯენტლმენებს კი – როგორც ძაღლებს". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ჩრდილოელის სახელი და გვარი.
პასუხი: რუალ ამუნდსენი კომენტარი: ამუნდსენმა სამხრ. პოლუსზე მისასვლელად გამოიყენა ძაღლები, მისმა მეტოქემ რობერტ სკოტმა კი მას შემდეგ, რაც ცხენები დაეხოცა, ციგების გამწევ ძალად ექსპედიციის წევრების გამოყენება სცადა, თუმცა უშედეგოდ. წყარო: wscoin.com/Info/Antarctica20Dollar.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/960პასუხი -
შეკითხვა #959 © ვახტანგ ელერდაშვილი
[დასარიგებელი მასალა: Zimbo, Gallik, Houpi, Raffy, X] 1996 წლის ნოემბერში ევროპის ერთ ქვეყანაში მოეწყო მასობრივი გამოკითხვა, რომელშიც მრავალმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რესპოდენტებს უნდა ამოერჩიათ ხუთი დასახელებული ვარიანტიდან ერთ–ერთი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გამარჯვებული იქსი!
პასუხი: ფუტიქსი კომენტარი: საუბარია საფრანგეთის 1998 წლის ფეხბურთს მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლო მამალზე, სახელად ფუტიქსზე. მის სახელს არჩევდნენ გამოკითხვის დროს. წყარო: www.docstoc.com/docs/28432964/Footix-the-history-b პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/959პასუხი -
შეკითხვა #958 © ნიკოლაი კრაპილი
ფსიქოლოგი ანდრეი იურევიჩი იქსებს უწოდებს იმ თანამედროვე რუს მეცნიერებს, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროსაც უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრები წარმოადგენს. შეკითხვის ავტორის გამოთვლით იქსები უნდა დაბადებულიყვნენ 1848 და 1852 წლებს შორის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსები სამი სიტყვით.
პასუხი: კაპიტან გრანტის შვილები კომენტარი: ზემოხსენებულ მეცნიერებს იურევიჩი "კაპიტან გრანტის შვილებს" უწოდებს. ჟიულ ვერნის რომანში მოცემული ინფორმაციით შეკითხვის ავტორი თვლის რომ კაპიტან გრანტის შვილები 1848–სა და 1852 წლებს შორის დაიბადნენ. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/958პასუხი -
შეკითხვა #957 © კონსანტინე ნაუმენკო
ერთ ბიოგრაფიული ხასიათის ფილმში არის ასეთი სცენა: მთავარი პერსონაჟი დასცქერის თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფოტოსურათს, ცდილობს სახეებით აღიდგინოს მოთამაშეების გვარები და ამბობს, რომ სამწუხაროდ ჩესტერ უილიამსის ცნობა ჯერ–ჯერობით ძალიან ადვილია, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვლება. ყურადღება შეკითხვა: რომელი ქვეყნის ნაკრების ფოტოსურათს დასცქეროდა იგი?
პასუხი: სამხრეთ აფრიკის კომენტარი: ფილმში "Invictus" ნელსონ მანდელა ამბობს, რომ შავკანიანი ჩესტერ უილიამსი ჯერ–ჯერობით ადვილი საცნობია. წყარო: კლინტ ისტვუდის ფილმი, "Invictus" პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/957პასუხი -
შეკითხვა #956 © მაქსიმ პოტაშოვი
ამ ოქსიმორონის ანალოგი გავრცელებულია არამხოლოდ სერბეთში და ჩერნოგორიაში, არამედ, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, შვეიცარიაშიც. ამასთან თუ ჩვენთან ეს ოქსიმორონი 1918 წელს გაჩნდა (ყოველ შემთხვევაში გაჩნდა ამის ფორმალური საფუძველი), შვეიცარიაში – ის 200 წლის წინ იშვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ოქსიმორონი.
პასუხი: ძველი ახალი წელი კომენტარი: შვეიცარია გრიგორიანულ კალენდარზე 200 წლით ადრე გადავიდა, ჩვენ 1918 წელს. სერბები და ჩერნოგორიელები მართლმადიდებლები არიან. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Старый_Новый_год პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/956პასუხი -
შეკითხვა #955 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
1977 წელს ბრაზილიელმა კარდინალმა ღია წერილით მიმართა თავისი საყვარელი კლუბის, „კორინტიანსის“ გულშემატკივრებს. ყურადღება შეკითხვა: რა ერქვა ამ კარდინალს?
პასუხი: პაულო (პავლე) კომენტარი: პავლე მოციქულის მსგავსად მან ეპისტოლე გაუგზავნა კორინთელებს (corinthians). წყარო:- en.wikipedia.org/wiki/First_Epistle_to_the_Corinth
- en.wikipedia.org/wiki/Paulo_Evaristo_Arns
- Фесуненко И. С. Бразилия, футбол, торсида. - М., 2004. - С. 35
პასუხი -
შეკითხვა #954 © ვახტანგ ელერდაშვილი
თუ გვარის მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჟან–მიშელ (გამოტოვებულია ორი სიტყვა), თუმცა ეს ვარაუდი მცდარია, ვინაიდან დედამისი პუერტორიკოელი იყო, მამამისი კი – ჰაიტიდან. გამოტოვებული ორი სიტყვა ერთმანეთის ომონიმებია, ანუ იდენტურად იწერება. დაწერეთ გამოტოვებული ორი სიტყვა.
პასუხი: ბასკია ბასკია კომენტარი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გვარის მიხედვით ამერიკელი მხატვარი ჟან–მიშელ ბასკია ბასკია, თუმცა ეს ვარაუდი მცდარი იქნება. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Jean-Michel_Basquiat პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/954პასუხი -
შეკითხვა #953 © ოლგა პავლოვსკაია
თქვენს წინაშეა ამონარიდი ერთი ამერიკელის მოთხრობიდან: "თუ ვინმე იცავს კანონს, მაშინ ის ან იქსია, ან – ძალიან პატიოსანი ადამიანი". თუ თქვენ მიხვდით იქსს, მაშინ დაასახელეთ ეს ამერიკელი.
პასუხი: აიზეკ აზიმოვი კომენტარი: იქსი არის "რობოტი". წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/953პასუხი -
შეკითხვა #952 © ევგენი ლიაპინი
რიჩარდ ფეინმანის ბიოგრაფიის ერთ–ერთ თავს ეწოდება "უკანასკნელი გამოწვევა". ამ თავში მოთხრობილია ერთი გამოძიების ისტორია, რომელშიც თავად ფეინმანი იღებდა მონაწილეობას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გამოძიების ობიექტი.
პასუხი: სპეის შატლი „ჩელინჯერი“ კომენტარი: თავში მოთხრობილის სპეის შატლის აფეთქების შესახებ და ამ აფეთქების გამომწვევი გამოძიების ისტორია, რომელშიც ფეინმანი იღებდა მონაწილეობას. Challenge - ინგლისურად "გამოწვევაა". წყარო: artofwar.ru/k/komissarenko_l_e/text_0040.shtml პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/952პასუხი -
შეკითხვა #951 © ვახტანგ ელერდაშვილი
ჯეიმს კემერონის "ავატარში" არის ასეთი ეპიზოდი: პოლკოვნიკი მაილს კვორიჩი მიმართავს პლანეტა პანდორაზე ახალჩასულ ჯარისკაცებს. მიმართვის ტექსტი იწყება ცნობილი ფრაზით (უფრო სწორად მისი პერიფრაზით). ყურადღება შეკითხვა: აშშ–ს რომელი შტატი ფიგურირებს ამ ფრაზაში?
პასუხი: კანზასი კომენტარი: საუბარია ფრაზაზე ფრენკ ბაუმის ნაწარმოებიდან "ჯადოქარი ქვეყანა ოზიდან": "ჩვენ აღარ ვართ კანზასში" (We are not in Kanzas anymore), პოლკოვნიკი ეუბნება ახალჩასულებს, რომ ისინი კანზასში აღარ არიან. წყარო: ჯეიმს კემერონის "ავატარი", მე–10 წუთი. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/951პასუხი -
შეკითხვა #950 © ვახტანგ ელერდაშვილი
შარშან ამ ადამიანმა განაცხადა, რომ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში სამი ათასი საათი გაატარა წყლის ქვეშ, რაც ნათლად აისახა კიდეც მის შემოქმედებაზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.
პასუხი: ჯეიმს კემერონი კომენტარი: ამიტომაც "ავატარში" ეკოსისტემა ლურჯია. წყარო: www.ted.com/talks/james_cameron_before_avatar_a_cu პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/950პასუხი -
შეკითხვა #949 © დიმიტრი ჟარკოვი
შეკითხვა ნამდვილი ჯენტლმენებისათვის: აბუ ალი იბნ სინა ნაშრომში "მედიცინის კანონი" წერს, რომ ბენზინი სასარგებლოა მოძრავი, ან სველი წყლულებისთვის, ასევე სასარგებლოა კანის აქერცლვის, მუნის და თირკმელების ტკივილის დასაამებლად. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი აბუ ალი იბნ სინას ტექსტში სიტყვით "ბენზინი"?
პასუხი: ვირის შარდი კომენტარი: გახსოვთ ალბათ ფილმში "იღბლიანი ჯენტლმენები" ვასილი ალიბაბაევიჩი იმისთვის დაიჭირეს, რომ ბენზინში ვირის შარდს ურევდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/949პასუხი -
შეკითხვა #948 © ნიკოლაი ლეგონკი
ჯოზეფ ჰელერის რომანში "მოხუცი მხატვრის პორტრეტი" მთავარი პერსონაჟი ვერ ეგუება იმას, რომ ისინი დიდი ხნის წინ ჩვენს მაგივრად აირჩიეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამერიკელი, რომელმაც მოგვითხრო მათ შესახებ.
პასუხი: ო.ჰენრი კომენტარი: პერსონაჟი ვერ ეგუება იმას, რომ გზები, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ დიდი ხნის წინ მის გარეშე აირჩიეს. ო. ჰენრის ეკუთვნის ამავე სახელწოდების მოთხრობა. წყარო:- Дж. Хеллер. Портрет художника в старости. М.: "АСТ", 2002. стр. 131
- www.literaturecollection.com/a/o_henry/4/
პასუხი