რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 108
-
ლეგენდის თანახმად 1803 წელს რუს მსახიობს პრასკოვია ჟემჩუგოვას გამოეცხადა ნათელმხილველი და უთხრა: “შენ დღეს მიიღე ორი როლი. ნუ მოჰკიდებ ხელს ორივეს ერთად: შენ ხომ ორივე შემთხვევაში მიცვალებული უნდა ითამაშო. იქ კი, სადაც ორი მიცვალებულია სცენაზე, ერთი იქნება ცხადში”. მსახიობი მართლაც მალე გარდაიცვალა და მაყურებელმა ვერ იხილა ორი ინგლისური პიესა. რა და რა როლის თამაშს აპირებდა ჟემჩუგოვა?
პასუხი: კლეოპატრა და ოფელია პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/496პასუხი -
1878 წელს კლოდ ბერნარი წერდა: “ძნელია წარმოიდგინო იმაზე უარესი სიტუაცია, როდესაც პიროვნებას, რომელსაც არ დაუკარგავს უნარი შეიგრძნოს სიამოვნება და ტკივილი, იმავე დროს, არ გააჩნია უნარი გაექცეს ტკივილს და გაემართოს სიამოვნებისაკენ”. პოეტების წარმოსახვაში არსებული ასეთი მდგომარეობის რეალობაში ასახვა შესაძლებელია ერთი ბუნებრივი საშუალების მეშვეობით. რა ეწოდება ამ საშუალებას?
პასუხი: საწამლავი კურარე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/495პასუხი -
1933 წელს კომპანია “ბელის” ინჟინერმა ჯიმი ბრასკოუმ ლექციაზე მოისმინა შემდეგი ფრაზა: “საკვირევლია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ყური უზრუნველყოფს მოცულობითი ბგერის ილუზიას”. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?
პასუხი: სტეროაპარატურა კომენტარი: მანამდე მხოლოდ მონო-სისტემები გამოიყენებოდა პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/494პასუხი -
რის შესახებ ამბობდა ასე არაბი მწერალი ემმი არ-რეიჰანი: “ეს არის უფსკრული მარადისობათა შორის; ეს არის ელვა გამოსული ერთი ღრუბლიდან და შესული სხვაში”?
პასუხი: სიცოცხლე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/493პასუხი -
რომში – 42, პრაღაში – 38, კიევში – 34, თბილისში და ტაშკენტში – 22-22, მინსკში – 15, ნოვოსიბირსკში – 10, ერევანში – 9. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: მეტროპოლიტენის სადგურების რიცხვი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/492პასუხი -
ვინ აღწერა ასე ა. დიუმამ: “ახალი დონ კიხოტი, რომელიც ახალ როსინანტზე ამხედრებულიყო”?
პასუხი: დარტანიანი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/491პასუხი -
1973 წელს აშშ-ის ეკრანებზე გამოვიდა რალფ ბაკტის ავანგარდისტული ფილმი “პიკის საათი”. ფილმი აღსავსე იყო სხვადასხვა ციტატებითა და რემინისცენციებით ცნობილი და საკულტო ფილმებიდან და მხატვრული ნაწარმოებებიდან. ფილმების “ბონი და კლაიდი”, “ნათლიმამა”, “იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი”, “ბითლზის” შემოქმედების ციტირების გარდა ერთ-ერთ კადრში მზის დისკოს ფონზე გაიელვა ფრინველის სილუეტმა. და მართლაც ამერიკელი მფრინავის მიერ დაწერილმა ამ ფრინველის ისტორიამ ნამდვილი ფურორი მოახდინა მსოფლიოში და დღემდე ერთ-ერთ საკულტო ნაწარმოებად ითვლება. რა ჰქვია ამ ფრინველს?
პასუხი: “თოლია ჯონათან ლივინგსტონი”, რიჩარდ ბახი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/490პასუხი -
ერთ-ერთ პედაგოგიურ ჟურნალში რუბრიკით ”გამოჩენილი ადამიანები მერხთან” დაიბეჭდა კარიკატურა. მასზე გამოსახულია ჭაბუკი ივან კრილოვი, რომელიც დაფასთან პასუხობს გაკვეთილს, მასწავლებელი კი მას ეკითხება: “რატომ ყვებით მუდმივად იგავებს ჩემს გაკვეთილზე?”. რა საგანს ასწავლიდა ეს მასწავლებელი?
პასუხი: ზოოლოგია პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/489პასუხი -
ორნიტოლოგებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ყარყატებს, შეამჩნიეს საინტერესო რამ: ყარყატების გუნდის გადაფრენის დროს, დრო და დრო რომელიმე ფრინველი გადაფრინდებოდა გუნდის ცენტრში, 10 წუთის შემდეგ კი უბრუნდებოდა თავის ადგილს გუნდის კუდში, მის ადგილს იკავებდა სხვა ყარყატი, რომელიც 10 წუთის შემდეგ ბრუნდებოდა უკან, მის ადგილს იკავებდა მესამე ყარყატი და ა.შ. კითხვა: რისთვის გადადიოდნენ ყარყატები გუნდის ცენტრში?
პასუხი: დასაძინებლად პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/488პასუხი -
რის შესახებ თქვა ასე ანტუან დე რივაროლმა: “ის ჩვენი იარაღია: როდესაც მას ვიყენებთ, უნდა ვიზრუნოთ, რომ ზამბარებს ჭრაჭუნი არ გაუდიოდეს”?
პასუხი: ენა პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/487პასუხი -
დაასახელეთ ორი ფოტოგრაფიული კორპორაცია, რომლებიც შედიან მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიების რიცხვში!
პასუხი: “ისტმენ კოდაკი” და “ფუჯი ფოტო ფილმი” პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/486პასუხი -
კალათბურთში, ფეხბურთში, კრივსა და მძლეოსნობაში მათი დიდი რაოდენობის მიუხედავად, სპორტის ამ სახეობაში საერთაშორისო სარბიელზე ისინი არ გვხვდებიან. ამას ხსნიან, როგორც მათ შორის ამ თამაშის ტრადიციების არარსებობით, ასევე მენტალიტეტის თავისებურებებით. სულ მცირე ხნის წინ აშშ-ში გამოჩნდა პირველი – მოზეს ეშლი, რომელსაც ამერიკულმა გაზეთებმა დიდი ყურადღება დაუთმეს და არ არის გამორიცხული, რომ მის მაგალითს სხვა მისთანანიც მიბაძავენ. სპორტის რომელ სახეობაზეა საუბარი?
პასუხი: ჭადრაკი კომენტარი: საუბარი იყო აფროამერიკელ მოთამაშეებზე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/485პასუხი -
რუსი მწერალი ვლადიმირ ოდოევსკი წერდა: “მე მიმაჩნია, რომ რუსეთში არის სამი კომედია”. დაასახელეთ ისინი!
პასუხი: «Недоросль», «Горе от ума», «Ревизор» პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/484პასუხი -
ეკატერინბურგში ბელინსკის სახელობის ბიბლიოთეკის წინ გაიხსნა ძეგლი. ის წარმოადგენს ფეხის ანაბეჭდებიან ფილას. ძეგლი ასახავს თანამედროვე საზოგადოების გათიშულობასა და სმარტოვეს, საზოგადოებისა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ტელეფონებითა და ინტერნეტით უკავშირდებიან. დაასახელეთ პერსონაჟი, რომელსაც დაუდგეს ეს ძეგლი!
პასუხი: ჰერბერტ უელსის “უჩინმაჩინი” პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/483პასუხი -
1930 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოლინგვორტმა გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით “ღეჭვის ფსიქოდიპალინა”, სადაც განაცხადა, რომ საღეჭი რეზინი ამცირებს კუნთების დაძაბულობას და ხელს უწყობს მოდუნებას. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილმა ბიზნესმენმა რიგლიმ, გამოიყენა რა ეს მონაცემები, მიაღწია იმას, რომ მისი პროდუქცია გახდა... რისი განუყოფელი ნაწილი გახდა მისი პროდუქცია?
პასუხი: ამერიკელი ჯარისკაცის დღიური ულუფის პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/482პასუხი