რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 109
-
ისტორიულ-დეტექტიური რომანის ჟანრის ფუძემდებლად ითვლება არტურ კონან დოილი, რომელმაც შექმნა ნაპოლეონის აგენტის ბრიგადირ ჟერარის სახე. კითხვა: რომელ რომანს მიიჩნევენ კრიტიკოსები ამ ჟანრის მწვერვალად?
პასუხი: უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/481პასუხი -
რად იქცევა გარემო სამყაროსაგან სრულ იზოლაციაში მოხვედრილი წყლის წვეთი შუასაუკუნოვანი ირანული თქმულების მიხედვით?
პასუხი: მარგალიტად პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/480პასუხი -
80-იან წლებში ითვლებოდა, რომ მსოფლიოში პოპულარობით მეორე ქალთა ჟურნალი არის “ბურდა მოდენ”, რომელიც გამოდიოდა ტირაჟით 15 მლნ ეგზემპლიარი. რა ჟურნალი იდგა პირველ ადგილზე ტირაჟით 20,5 მლნ ეგზემპლიარი?
პასუხი: “რაბოტნიცა” პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/479პასუხი -
ნიკოლა სებასტიენ დე შამფორი წერდა: “თანამედროვე დიდგვაროვანნი უმეტესწილად ისევე გვანან თავიანთ წინაპრებს, როგორც იტალიელი ჩიჩერონე...” ვის?
პასუხი: ციცერონს პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/478პასუხი -
ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლია გვასწავლის მოყვასის სიყვარულს. რომელი წიგნი, ვიქტორ შენდეროვიჩის აზრით, გვასწავლის თუ სახელდობრ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?
პასუხი: “კამასუტრა” პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - A ჯგუფის (თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/477პასუხი -
“კარგი ვალსი”, “მტანჯველი ვალსი”, “ანტისაცეკვაო ვალსი”, “ჩინური პოლკა”, “თათრული ბოლერო”, “ტკივილგამაყუჩებელი მუსიკა”, “ასთმათიკური ეტიუდები” და სხვა ნაწარმოებები ეკუთვნის ცნობილ კომპოზიტორს, რომელსაც შეარქვეს “პეზაროელი გედი”. მაგრამ მის მიერ დაწერილი უამრავი ოპერები მუდმივად იგნორირებულია თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ, გარდა ერთი ოპერისა, რომელიც არაერთხელ დაიდგა თბილისში. რა ჰქვია ამ ოპერას?
პასუხი: “სევილიელი დალაქი” პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/476პასუხი -
ერთხელ ამბროზ ბირსს მოუხდა ახსნა-განმარტების მიცემა ერთი უმეცარისათვის ერთ სიტყვასთან დაკავშირებით. გონებაჩლუნგი მოსაუბრე ვერაფრით იგებდა განმარტებებს. ბოლოს მწერალმა თქვა, რომ “ეს – არის სახელმწიფოს დიდსულოვნება იმ დამნაშავეთა მიმართ, რომელთა დასჯაც მას ძალზე ძვირი უჯდება”. რა სიტყვა ახსნა ასე ამბროზ ბირსმა?
პასუხი: ამნისტია პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/475პასუხი -
სიცილიაში ერთ-ერთი დაწესებულების შესასვლელზე გაკეთებულია ირონიული წარწერა: “ჩვენ ვიყავით შენსავით, შენც იქნები ჩვენსავით”. რომელ დაწესებულებაზეა საუბარი?
პასუხი: სასაფლაო პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/474პასუხი -
ომანელები ამბობენ, რომ როდესაც ის მოდის – ის მბრძანებელია; როდესაც ჯდება – იქცევა ტყვედ; ხოლო როდესაც მიდის – იქცევა პოეტად. ვიზე ამბობენ ასე ომანელები?
პასუხი: სტუმარზე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/473პასუხი -
უზბეკურ ქალაქ თერმეზიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 18 კილომეტრში, იქ, სადაც ამუდარია მიედინება კლდეებს შორის, განლაგებული იყო უძველესი დროის არქეოლოგიური ძეგლი “აირთამი”. მაგრამ 1979 წელს იგი სასწრაფოდ გაასწორეს მიწასთან ბულდოზერების მეშვეობით. რატომ?
პასუხი: ააშენეს ხიდი ავღანეთსა და სსრკ-ს შორის, რომლის მეშვეობითაც გადავიდნენ საბჭოთა ჯარები ავღანეთში პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/472პასუხი -
ერთი ამერიკელი ფსიქოლოგის წიგნში ეს აღწერილია შემდეგი ფრაზით: “...მსხვილი და წარმატებული ბიზნესმენებისათვის ეს წარმოადგენს ომისა და სპორტის კომბინაციას”. ადამიანები კი ამბობენ, რომ ეს არის რისკი, რომელიც იშვიათად მთავრდება შამპანიურით, ხშირად კი – სიღატაკით. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: ბიზნესი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/471პასუხი -
“ნუ გააწვალებთ თქვენს ახლობლებს”, “ნუ ჩააგდებთ საფრთხეში ჯანმრთელობას და ოჯახურ კეთილდღეობას”. ასეთი არგუმენტებითაა სავსე აშშ-ში სულ ახლახან გამოსული ახალი პრეპარატის “Snore M.D.”-ს სარეკლამო ბუკლეტები. რეკლამის თანახმად, პრეპარატს არ გააჩნია არავითარი გვერდითი ეფექტები და წარმოადგენს ერთადერთ ჭეშმარიტ წამალს ამის წინააღმდეგ. რის წინააღმდეგ?
პასუხი: ხვრინვის პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/470პასუხი -
რომელი სიტყვა გამოიყენა პირველად იტალიელმა დომენიკინო და პიაჩენცომ, რომელიც მე-15 საუკუნის დასაწყისში მსახურობდა ერთ-ერთი იტალიელი მმართველის კარზე ცეკვის მასწავლებლად?
პასუხი: ბალეტი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/469პასუხი -
ავსტრიის ერთ-ერთი ქალაქის ანალოგიურად გერმანულ ქალაქ ჰემნიცშიც დაიწყეს შოკოლადის პროდუქციის გამოშვება. მაგრამ თუ ავსტრიაში პროდუქცია ატარებს ცნობილი კიმპოზიტორის სახელს, გერმანულ ვარიანტზე გამოსახულია ჰემნიცის ცენტრალურ მოედანზე აღმართული ძეგლი. თუ თქვენ მიხვდებით ვისი ძეგლია, მაშინ მიპასუხებთ რა ეწოდება ამ კანფეტებს!
პასუხი: კარლ მარქსი კომენტარი: ჰემნიცის ძველი სახელწოდება – კარლ-მარქს-შტადტი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/468პასუხი -
კივაის ტომის პაპუასების ზღაპრებში გვხვდება პერსონაჟი ორიოგორუხო, რომელიც ჰგავს ადამიანს, მაგრამ გააჩნია უშველებელი, მიწამდე სიგრძის ყურები. ეს ყურები მას იმ ორი ნივთის მაგივრობას უწევენ, რომლებსაც ჩვენ, როგორც წესი, ყოველდღე ვიყენებთ. ახლა კი მითხარით, რის მაგივრად იყენებს ორიოგორუხო ერთ ყურს და მეორეს?
პასუხი: ზეწრის (”ლეიბის”) და საბნის პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/467პასუხი