რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 111
-
საფრანგეთში მყოფმა ტურისტმა ამჟამადაც კი შეიძლება გაიგონოს მისალმება: “ბონჟურ ა ვუა ე ა ვოტრ კომპანი!”, რაც ნიშნავს: “დღე მშვიდობისა თქვენ და თქვენს კომპანიას”. კითხვა: კიდევ ვის თქვენს გარდა ესალმებიან ფრანგები ამ გამოთქმით?
პასუხი: თქვენს მფარველ-ანგელოზს პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/451პასუხი -
“იცოდე, რომ მე შემეძინა ვაჟი. მაგრამ ის კი არ მახარებს, რომ ის დაიბადა, არამედ ის, რომ ის დაიბადა შენს დროში. შენს მიერ აღზრდილი და გაწვრთნილი იგი იქნება ღირსეული ღირსეულთა შორის, ის მიაღწეევს ისეთ სიმაღლეს, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცევა მის მემკვიდრეობად”. დაასახელეთ ამ წერილის ავტორი და ადრესატი!
პასუხი: წერილის ავტორი იყო ფილიპე II მაკედონელი, ხოლო ადრესატი - არისტოტელე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/450პასუხი -
ინტერნეტში გამოქვეყნდა ახალი ლექსიკონი, რომელშიაც შევიდა 418 ინგლისური ლექსიკური ერთეული, 310 – ესპანური, დაახლოებით ამდენივე ჰოლანდიური. მე-6 ადგილზე გავიდა რუსული ენა 146 ერთეულით, ლიტვურ ენას წარმოადგენდა სულ 3 ერთეული, აი, ზულუსა და ურდუს ენები კი ლექსიკონში წარმოდგენილი არ აღმოჩნდა. რას შეიცავდა ეს ლექსიკონი?
პასუხი: უცენზურო სიტყვებსა და გამონათქვამებს პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/449პასუხი -
“ყურადღება გამრავლებული ურთიერთობის კულტურაზე გამოკლებული კვადრატული ფესვი უსასრულობიდან გაყოფილი დასაშვები გულწრფელობის ლოგარითმზე” – ადამიანის რომელი თვისება აღწერა ასე მათემატიკოსმა ლობაჩევსკიმ?
პასუხი: ზრდილობა, თავაზიანობა პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/448პასუხი -
ამ ფილმში, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა 1976 წელს, დაკავებული იყო 87 კასკადიორი და მხოლოდ 37 მსახიობი. რა ეწოდება ამ ფილმს?
პასუხი: “როკი” პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/447პასუხი -
1954 წელს ქ. სან-ბერნარდინოში ვინმე რეი კროკი შევიდა სასუზმეში და განცვიფრებული დარჩა იმით, რომ კოქტეილი, კარტოფილი და ჰამბურგერი მას მიართვეს ნახევარ წუთში და სულ 15 ცენტად. რა დაარსა ამის შემდეგ რეი კროკმა?
პასუხი: “მაკდონალდსის” რესტორნები პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/446პასუხი -
მამაკაცები ხუმრობენ, რომ ქალთა ფეხბურთში მათ იზიდავთ არა თავად თამაში, არამედ ის, რაც ხდება თამაშის შემდეგ. რა?
პასუხი: მაისურების გაცვლის პროცესი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/445პასუხი -
დაასრულეთ ბლეზ პასკალის აზრი: “ადამიანებს უჭირთ სიმართლეს მიანიჭონ ძალაუფლება, ამიტომ...”
პასუხი: “...მათ ძალაუფლებას მიანიჭეს სიმართლე” პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/444პასუხი -
გადამითარგმნეთ ლათინურ ენაზე სიტყვა “სიცარიელე”!
პასუხი: ვაკუუმი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/443პასუხი -
საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის. რაზეა საუბარი?
პასუხი: მტკნარი წყალი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/442პასუხი -
თურქმენულად ამ თანავარსკვლავედს ეწოდება “იედიგენი” ანუ “შვიდი ვარსკვლავი”. რას ვუწოდებთ ამ თანავარსკვლავედს ჩვენ – ქართველები?
პასუხი: დიდი დათვი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/441პასუხი -
სხვადასხვა ქვეყნებში დაკრძალვის წეს-ჩვეულებები ძალზე განსხვავებულია, მუმიფიკაციით დაწყებული და კოცონზე დაწვით დამთავრებული. სადღაც მიღებულია მიცვალებულისათვის პირში მონეტის ჩადება, სადღაც – ყელზე ნამგლის დადება. ერთ ქვეყანაში ზოგჯერ გვამს ხელმეორედ კლავენ, თავს უხვრეტენ ან შხამი შეჰყავთ, ასაფლავებენ დანით ხელში, მიწით უვსებენ პირს ან ტუჩებს ამოუკერავენ. თუ თქვენ მიხვდებით, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, აგრეთვე რატომ მორიგეობენ განსვენებულის ნათესავები რამდენიმე დღის განმავლობაში საფლავთან, მაშინ დამისახელეთ სახელმწიფო სადაც მიღებულია ასეთი შემზარავი წეს-ჩვეულებანი!
პასუხი: ჰაიტი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/440პასუხი -
მცირე ხნის წინ უნგრეთის თანამგზავრულმა ტელევიზიამ გადმოსცა რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობდნენ ქვეყნის გარკვეული რაიონების მაცხოვრებლები დაკრძალვაში. სამგლოვიარო პროცესიაში სანთლებით ხელში მდგომი ასობით ადამიანის სანახაობა, რომლებიც ყვავილებს ისროდნენ, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. დაასახელეთ მიცვალებულის სახელი!
პასუხი: მდინარე ტისა კომენტარი: მდინარე, რომელშიაც გადაყრილ იქნა ციანიდები პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/439პასუხი -
ინგლისურმა ჟურნალმა “Match of the Day” გამოაქვეყნა სია, რომელშიც 23-ე ადგილზე გავიდა ბობი მური, მე-20-ზე – ჟიულ რიმე, მესამეზე – მოსამართლე, ლორდი პიტერ ტეილორი, მეორეზე – მილიარდერი რუპერტ მერდოკი. ვინ არის ამ სიაში პირველ ადგილზე?
პასუხი: პელე კომენტარი: სიაში შევიდნენ პირები, რომლებმაც ჟურნალის აზრით ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე ფეხბურთზე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/438პასუხი -
სახელწოდება “მხიარული როჯერი”, რომელიც მეკობრეობის გაფურჩქვნის ხანაში იყო პოპულარული, ჩვენს დროშიც გამოიყენება. ამჟამად ასე ეწოდება პატარა თეთრ კასრებს, რომლებსაც განივად გასდევთ შავი ხაზი. ეს პატარა კასრები ზოგიერთი ნორვეგიელი მეზღვაურების ამოსაცნობ ნიშანს წარმოადგენს. ამ მეზღვაურების საქმიანობას ხშირად მეკობრეობასაც ადარებენ. მითხარით, რითი არიან ისინი დაკავებული?
პასუხი: ისინი ვეშაპებზე ნადირობენ პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/437პასუხი