რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 112
-
უძველეს ქალაქ პომპეიში კატასტროფამდე ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. ეტყობა სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა დატოვა ერთ-ერთ კედელზე სამი სიტყვისაგან შემდგარი წარწერა, რომლიდანაც ორი საკუთარი სახელებია. მოახდინეთ ამ წარწერის ციტირება, თუ მისი შინაარსის მიხედვით, ის გაკეთებული იქნა კატასტროფის მომენტში!
პასუხი: სოდომი და ჰომორა პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/436პასუხი -
1741 წლის 4 ივნისს პეტროპავლოვსკის ნავსაყუდელიდან გავიდა ვიტუს ბერინგის პაკეტბოტი “წმინდა პეტრე”. ხომალდის გასვლის წინ ავად გახდა გემის ქირურგი კასპარ ფეიგე და ბერინგის თხოვნით, იგი შეცვალა სხვა ექიმმა, რომლის გვარის პოვნაც თქვენ შეგიძლიათ ენციკლოპედიებში, მაგრამ არა ამ ექსპედიციასთან დაკავშირებით. გაიხსენეთ ისინი, რომლებიც გაქრნენ და მითხარით ამ ექიმის გვარი!
პასუხი: გეორგ ვილჰელმ სტელერი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/435პასუხი -
მე-17 საუკუნის დასაწყისში იტალიაში სახელი გაითქვა ნეპოლელმა ვაჭარმა პიეტრო დელა ვალემ. იგი ბევრს მოგზაურობდა და ერთ-ერთ თავის მოგზაურობაში შირაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში დაინახა გიგანტური ნანგრევები, რომლებიც როდესღაც ეტყობა დიდებულ სასახლეს წარმოადგენდა. რა აღმოაჩინა იტალიელმა ვაჭარმა, თუ მოგვიანებით არქეოლოგებმა ამ სასახლეში დიდი ხანძრის კვალი აღმოაჩინეს?
პასუხი: პერსეპოლისი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/434პასუხი -
2000 წლის დასწყისში ჟურნალმა “Time” ჩაატარა გამოკითხვა თემაზე: “ვინ შეიტანა 20-ე საუკუნეში ყველაზე დიდი წვლილი აშშ-ის სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში?”. პირველ ათეულში მოხვდა სულ სამი ადამიანი, რომლებიც არასოდეს ყოფილან აშშ-ს პრეზიდენტები. ერთ-ერთი მათგანი არის ბილ გეიტსი, მეორე – მარტინ ლუთერ კინგი. დაასახელეთ მესამე, რომელსაც უწოდეს “ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობდა”!
პასუხი: ჯონ ედგარ ჰუვერი კომენტარი: იგი იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი 1924-1972 წლებში (ასევე ითვლება ეს პასუხიც) პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/433პასუხი -
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ასეთი სახელმწიფო მსოფლიოში იყო 7. 1999 წლის 14 სექტემბერს მათ გამოაკლდათ 3 ქვეყანა. დარჩნენ: იუგოსლავია, ტუვალუ. დაასახელეთ კიდევ ორი!
პასუხი: შვეიცარია და ვატიკანი კომენტარი: საუბარია დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ არიან გაეროს წევრები. (ითვლება ეს პასუხიც)
1999 წლის 14 სექტემბერს კი გაეროს წევრებად მიიღეს ტონგა, კირიბატი და ნაურუ პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/432პასუხი -
დედოფალ ელისაბედ II-ის კარის იუველირი სტიუარტ დევლინი მსოფლიოში ცნობილი კაცია. იგი 36 ქვეყნის მონეტების დიზაინის ავტორია. გარდა ამისა, იგი 1982 წლიდან რეგულარულად კონსულტაციებს უწევს ერთ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დიდი მადლიერია დევლინისა და მას ელჩის რანგიც კი მიანიჭა. დაასახელეთ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია!
პასუხი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კომენტარი: დევლინი ოლიმპიური მედლების დიზაინსაც უწევს კონსულტაციას (ასევე ითვლება ეს პასუხიც) წყარო: გაზეთი “სარბიელი”, 29 აპრილი, 2000 წ, გვ. 11 პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/431პასუხი -
1943 წელს აშშ-ში გაშენდა სამი მსხვილი ქალაქი. პირველი – ოქრიჯი 79 ათასიანი მოსახლეობით. მეორე – ჰენფორდი მოსახლეობით 300 ათასი ადამიანი. დაასახელეთ მესამე ქალაქი, რომელიც მოსახლეთა რიცხვით ჩამოუვარდებოდა ორ დანარჩენს, მაგრამ აშკარად ჯობნიდა თავისი მნიშვნელობით!
პასუხი: ლოს-ალამოსი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/430პასუხი -
1947 წელს საბჭოთა კავშირში სულ 100 ეგზემპლიარის ტირაჟით გამოიცა ვინმე ხოლოდნის წიგნი, რომელიც ეძღვნებოდა ანთროპოკოსმიზმის ფილოსოფიური კონცეფციის დასაბუთებას. ანთროპოკოსმიზმი, რომელიც უარყოფს ანთროპოცენტრიზმს, ადამიანს განიხილავს არა როგორც რაიმე განსაკუთრებულს, არამედ როგორც კოსმიური ერთობლიობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს და განვიტარების ეტაპს. ეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს, რადგან “აქცევს მას კოსმიური მასშტაბისა და მნიშვნელობის პროცესების პირდაპირ მონაწილედ”. ამ ფაქტამდე 4 წლით ადრე, სხვა ქვეყანაში შეიქმნა ნაწარმოები, რომელიც გახდა სამყაროს მოქალაქის პოზიციიდან კაცობრიობის განვითარების გზების გააზრების ერთ-ერთი პირველი მცდელობა. დაასახელეთ ავტორი და ნაწარმოები!
პასუხი: “პატარა უფლისწული”, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/429პასუხი -
წმინდა ისიდორე სევილიელმა, რომელიც მე-6-7 საუკუნეებში ცხოვრობდა, შეადგინა 20 ტომიანი ენციკლოპედია. რის მფარველად დანიშნა ახლახან წმინდა ისიდორე კათოლიკურმა ეკლესიამ?
პასუხი: ინტერნეტის კომენტარი: მისი ენციკლოპედია ითვლება კაცობრიობის ისტორიაში პირველ მონაცემთა ბაზად პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/428პასუხი -
ერთ-ერთ შუასაუკუნოვან სომხურ მატიანეში მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაარსეს სამმა ძმამ ქუარმა, მელთეოსმა და ჰორივანმა შორეულ პალუნის მიწაზე ქალაქი. რა ქალაქი?
პასუხი: კიევი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/427პასუხი -
არაჩვეულებრივი სახელი - “21-A” – მისცა თავის ახალდაბადებულ ქალიშვილს ინგლისელმა ერიკ ფოტბერიმ. მართალია უკვე ვეღარავის გააკვირვებ ინგლისში სახელებით ბაბუაწვერა, ფერია, ტუზი და ა.შ. მაგრამ ახალი სახელწარმოქმნის პროცესში თავი ისახელა პერუმ, სადაც ტროპიკული წვიმების გამო, რომლებიც ხშირია ამ ქვეყანაში, სწრაფად გავრცელდა ერთი ახალი სახელი. რა სახელი?
პასუხი: აშ-ორი-ო (H2O) პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/426პასუხი -
აზრი იმის შესახებ, რომ ამ ნივთის ისტორია სულ რამდენიმე ათწლეულს ითვლის, ამ ბოლო დროს სერიოზულ ეჭვს იწვევს. სომხეთში აღმოჩენილი იქნა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1166 წლით დათარიღებული სურათი, რომელზეც გამოსახულია ორი ნახევრისაგან შედგენილი ბამბუკის ჩხირი. ჩხირის შუაში მოთავსებულია ღრუ სფერო, რომელიც გავსებულია სპეციალური სითხით. რომელ საგანზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ბურთულიან კალამზე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/425პასუხი -
როდესაც მას ჰკითხეს, თუ რომელ მოვლენას მიიჩნევს ცხოვრებაში უმთავრესად, მან პირველ ადგილზე დააყენა 1924 წლის პარიზის ოლიმპიადა, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა ნიჩბოსნობაში, მესამეზე – მის ომისსაწინააღმდეგო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი. წიგნი კი, რომელმაც მას სახელი გაუთქვა, მან მეორე ადგილზე დააყენა. დაასახელეთ ეს წიგნი, თუ ამერიკული პრესის მონაცემებით, მისი საერთო ტირაჟები მხოლოდ ბიბლიის ტირაჟებს ჩამოუვარდება!
პასუხი: “ბავშვი და მისი მოვლა”, ბენჯამენ სპოკი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/424პასუხი -
ერთ წიგნში კითხვის ავტორმა ამოიკითხა ასეთი სათაურები: “ეკატერინე დიდი”, “ბრილიანტი”, “ლომი და მზე”, “ნაპოლეონი”, “წმინდა ელენე”, “მონტე-კარლო”, “მეფე ალბერტი”, “მეტერნიჰი” და “პაგანინი”. ამ სიაში არ მოხსენიებულ კიდევ რამდენიმე ელემენტის დასახელება შეუძლია იმ ხალხს, რომლებიც სარგებლობენ კომპიუტერებით. რა სიტყვა აერთიანებს ყველა ჩამოთვლილ სათაურებს?
პასუხი: პასეანსი კომენტარი: ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა პასეანსების სახელები. პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/423პასუხი -
ტოკიოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათმა ქალაქმა მარტო მე-20 საუკუნეში ორჯერ დაკარგა საშუალება ბოლო მოეღო ქაოტურობისათვის და დაეწყო აღმშენებლობა გეგმის მიხედვით. თავისი არსით განსხვავებული რომელი ორი რეალურად მომხდარი მოვლენა აძლევდა ასეთ შანს ქალაქს?
პასუხი: მიწისძვრა და ტოკიოს დაბომბვები მე-2 მსოფლიო ომის დროს პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/422პასუხი