რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 110
-
საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით 1994 წელს ბრუნვიდან ამოღებულ ერთ და ორცენტიან მონეტებს გადაადნობენ და ჩამოასხამენ 220 გრამიან ბრინჯაოს მედლებს. მედლებზე გამოსახული იქნება ორი ღირსშესანიშნაობა. ერთი – ხიდი “ჰარბორ ბრიჯი”. დაასახელეთ მეორე!
პასუხი: სიდნეის ოპერის შენობა წყარო: გაზეთი “სარბიელი”, 29 აპრილი, 2000, გვ. 11 პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/466პასუხი -
თავიანთ ნაშრომში “ორგანიზებული დანაშაულის ისტორია ამერიკაში” ჰენკ მესიკი და ბერდ გოლდბლატი გვთავაზობენ მაფიოზური კლანების სხვადასხვანაირ სქემებს. მიუხედავად ამისა – მაფიის სტრუქტურა მაინც სრულ აბდა-უბდას წარმოადგენს: თითქოსდა მისი ცალკეული ნაწილები უკავშირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამ სქემაში გარკვევა ყოვლად შეუძლებელია. კითხვა: რას შეადარეს ავტორებმა მაფიის სტრუქტურა იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელ მაფიოზთა უმეტესობა აპენინელი ემიგრანტები არიან?
პასუხი: ავტორებმა მაფიის სტრუქტურა სპაგეტით სავსე თეფშს შეადარეს პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/465პასუხი -
თავის “ერთი გენიოსის დღიურში” სალვადორ დალი წერდა, რომ მასთან ეს “დეტალი” არ იქნება ისეთივე სევდის მომგვრელი, როგორც ნიცშესთან. ეს “დეტალი” ჰქონდათ მე-20 საუკუნის ყველაზე ოდიოზურ ლიდერებს და ამიტომ ფედერიკო გარსია ლორკამ მას “ადამიანის სახის ტრაგიკული კონსტანტა უწოდა”. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: საუბარია ულვაშებზე პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/464პასუხი -
ჰანს სალიე ასე განსაზღვრავს ამ მცნებას: “სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას – სიცივე, დაღლილობა, სწრაფი სირბილი, შიში, სისხლის დაკარგვა, დამცირება, ტკივილი – ორგანიზამი პასუხობს არა მარტო დამცავი რეაქციით მოცემულ ზემოქმედებაზე, არამედ კიდევ გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესითაც, იმის მიუხედავად კონკრეტულად რომელი გამღიზიანებელი მოქმედებს მასზე მოცემულ მომენტში. ამ პროცესის დახმარებით ორგანიზამი თითქოს ახდენს მობილიზებას თავის დასაცავად, ადაპტაციის მისაღწევად”. დაასახელეთ ეს ცნება ერთი სიტყვით!
პასუხი: სტრესი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/463პასუხი -
1921 წელს პარიზში შედგა “დადაისტების” შემაჯამებელი ექსპოზიციის დემონსტრირება. წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერა და გრაფიკა, ასევე კოლაჟები და მრავალი სხვა. მაგრამ ორგანიზატორების აზრით ყველა ეს “ხელოვნების ნიმუში” არ იყო მთავარი. თავად მხატვრები თამაშობდნენ დაჭერობანას და კნაოდნენ. შირმის უკან სპეციალურად დასმული კაცი მუდმივად ლანძღავდა დამსწრეებს, რაც ხელს უშლიდა დათვალიერების პროცესს. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი პირობა, რომელიც საერთოდ შეუძლებელს ქმნიდა გამოფენის დათვალიერებას. რა?
პასუხი: განათების არ ქონა (სიბნელე) პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/462პასუხი -
ლეონარდო და ვინჩი ამბობდა: “ბოტიჩელი არ ცნობდა ფერწერის ამ ჟანრს. ის თვლიდა, რომ საკმარისია ესროლო სხვადასხვა საღებავებით გაჟღენთილი ღრუბელი კედელს, გაჩნდება ლაქა, სადაც გამოჩნდება...” რა?
პასუხი: პეიზაჟი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/461პასუხი -
1976 წელს სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა შექმნეს პირველი პერსონალური კომპიუტერი “Apple-1”. პირველივე აპარატების გაყიდვას გაკიცხვით შეხვდნენ ქრისტიანი ფუნდამენტალისტები, რომლებმაც თავად ამ კომპიუტერებით ვაჭრობაში შეიცნეს ეშმაკის ხრიკები. რატომ?
პასუხი: ერთი კომპიუტერი ღირდა 666,66 დოლარი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/460პასუხი -
მე-20 საუკუნის დასაწყისში სასოწარკვეთილმა ლონდონელმა მანდილოსნებმა დააარსეს ქალთა ასოციაცია, რომლემაც მიზნად დაისახა “აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფა”. ასოციაციას მხარი დაუჭირა ბერნარდ შოუმ, რომელმაც მოუწოდა საზოგადოებრიობას “მიექციათ ყურადღება იმ აუწერელი ტანჯვისათვის, რომელსაც განიცდიდნენ ქალბატონები”. რა დაწესებულებებს ხსნიდა ასოციაცია?
პასუხი: ქალთა საზოგადოებრივი ტუალეტები კომენტარი: მანამდე მხოლოდ მამაკაცთა ტუალეტები არსებობდა პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/459პასუხი -
ანტონ ჩეხოვი ასე აღწერდა მენიჩბეების საუბარს, რომელსაც ის შეესწრო სახალინზე მოგზაურობის დროს: “ისეთი აზრი შემექმნა, რომ ყველაფერს – ნიჩბებს, ნავებს, ტალღებს, ქარს გააჩნიათ...” ვინ? რა?
პასუხი: დედა პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/458პასუხი -
1972 წელს კომპანია “ეს-ეი-პი”-ს დირექტორი ჰასეო პრატნერი იმყოფებოდა კერძო მიღებაზე “ჯეი-ვი-სი”-ს მენეჯერებთან. მან მოინდმა გადაერთო ტელევიზორის არხი, მაგრამ გაიხლართა მავთულებში, დაეცა, დააქცია კოქტეილი, დასვარა კოსტუმი და შექმნა ძალზე უხერხული სიტუაცია. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?
პასუხი: ტელევიზორის დისტანციური პულტი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/457პასუხი -
ერთხელ ახალგაზრდა ფრანგი პოეტების წრეში საუბრობდნენ ერთი ლიტერატორის მორალურ თვისებებზე. “ის – მშვენიერი ადამიანია, – ამტკიცებდნენ ბევრნი, – საკმარისია გაიგო თუ ვინ არიან მისი მეგობრები”. “ნურასოდეს იმსჯელებთ ადამიანის შესახებ მისი მეგობრების მიხედვით, - თქვა პოლ ვალერიმ – გაიხსენეთ თუნდაც...” ვინ დაასახელა პოლ ვალერიმ?
პასუხი: იუდა ისკარიოტელი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/456პასუხი -
სარვეპალი კრიშნანმა მას ყოველგვარი ცივილიზაციის საფუძველი უწოდა, რეი ბრედბერიმ – ცხოვრების საწვავი, ვლადიმირ ანტიპინმა – სამოთხის ქარი, ანრი რენიემ – სიბრძნის მეგობარი, ჰაირიხ ჰაინემ კი – უდიდესი “მიწისძვრა” ადამიანის ცხოვრებაში. რა შეაფასეს ასე ნაირგვარად დასახელებულმა პიროვნებებმა?
პასუხი: სიყვარული პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/455პასუხი -
ამ ადამიანის მთელი ბიოგრაფია გაყალბებულია: მისი სახელი, დაბადების ადგილი, ბავშვობა და მის მიერ ჩადენილი გმირობანი. პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მან შექმნა ვ.შენდეროვიჩმა მოსწრებულად უწოდა “იდიოტიზმი მონარქიის ელემენტებით” და მაინც თანამემამულეების ადიდებენ მას, როგორც “მიწიური სამოთხის” შემქმნელს. დაასახელეთ ეს პიროვნება!
პასუხი: კიმ ირ სენი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/454პასუხი -
ეს ნივთი თითოეულ თქვენგანს გააჩნია სახლში და თქვენ, ეჭვგარეშეა, ყოველდღიურად სარგებლობთ ამ ნივთით. მაგრამ, აი, ახალზელანდიელმა რობ უატმა მოუძებნა მას ძალზე ორიგინალური გამოყენება. მან გაუკეთა ამ ნივთს ელექტროძრავა, ბორბლები და საჭე და სეირნობს პარკში სიჩქარით 15კმ/სთ, რითაც ძალზე ართობს მოსეირნეებს. დაასახელეთ ეს ნივთი!
პასუხი: უნიტაზი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/453პასუხი -
მისი ნარჩენები აღმოჩენილი იქნა ეგვიპტურ აკლდამებში, მისი ზეთი შედის “ჰერბალაიფის” შემადგენლობაში, მისგან ამზადებენ ბიკფორდის შნურებს, სახანძრო სახელოებს, ტექნიკურ ქსოვილებს, ბრეზენტს, აგრეთვე თხელ ბატისტსა და ველურს. დაასახელეთ ის!
პასუხი: სელი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/452პასუხი