რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 11
-
სერგეი პანჩუკი სანკტ პეტერბურგის ოკეანერიუმის ხელმძღვანელი და ამავდროულად ოკეანის ზოგიერთი ბინადრის, კერძოდ კი ზვიგენების ექიმიცაა. მასზე დაწერილი სტატიის სათაურში ფიგურირებდა ჟურნალისტის მიერ გამოგონილი სიტყვა, რომელიც მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება ერთი სამედიცინო სპეციალობისგან. დაწერეთ ეს სიტყვა.
პასუხი: აკულისტი წყარო: www.aif.ru/society/article/23270 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1952პასუხი -
80-იანებში ეკრანზე გამოვიდა ფილმი, რომელიც მოგვითხრობს სკოლის მოსწავლის, გვარად დავიდოვისა და მასზე ბევრად უფროსი მამაკაცის დაპირისპირების შესახებ. ფილმის სახელწოდებაში მოსწავლის გვარის გარდა კიდევ ერთი სახელი შედის. გვითხარით ეს სახელი.
პასუხი: გოლიათი კომენტარი: ფილმის სახელი, „დავიდოვი და გოლიათი“ წარმოადგენს ალუზიას ბიბლიურ „დავითზე და გოლიათზე“ წყარო: ru.wikipedia.org/wiki/В._Давыдов_и_Голиаф პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1951პასუხი -
ერთი ონლაინ ლექსიკონის მიხედვით სიტყვა მეტონიმის სინონიმი არის სიტყვა „იგივე“. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით რა შევცვალეთ სიტყვით „იგივე“.
პასუხი: სინონიმი. წყარო: thesaurus.com/browse/synonym პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1950პასუხი -
პორტალ chesspro.ru-ს კომენტატორმა ფრანგი მოჭადრაკე, ბაკრო შეადარა იქსს და იკითხა, ხომ არ უკბენდა ბაკრო ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს. რას შეადარეს ბაკრო?
პასუხი: კობრას. კომენტარი: კობრა ბაკროს ანაგრამაა. კომენტატორი დაინტერესდა ხომ არ უკბენდა კობრა ბაკრო მანგუსტ მაგნუსს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1949პასუხი -
შეკითხვა #1948 © ეკატერინა სვეშნიკოვა
თქვენს წინაშეა გულსაბნევი, რომელიც 2011 წლის აპრილში დიდ ბრიტანეთში გამოვიდა. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ დაფარული ორი ინგლისური სიტყვა, თუ ისინი მხოლოდ პირველი ასოებით განსხვავდებიან.პასუხი: Marry Harry კომენტარი: აპრილში უილიამმა ცოლი მოიყვანა და მრავალ ბრიტანელ (და არამხოლოდ) გოგონას დაწყვიტა გული :) წყარო: www.prlog.org/11426225-calm-down-you-can-still-mar პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1948პასუხი -
შეკითხვა #1947 © ბორის მონოსოვი
ნათანიელ ჰოთორნის ბაბუა იყო სამხედრო, რომელიც უვნებელი გამოვიდა ბრიტანულ არმიასთან, შეიძლება ითქვას ბრიტანულ ლომთან შეტაკებისას. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ ნათანიელ ჰოთორნის ბაბუის სახელი.
პასუხი: დანიელი. კომენტარი: ალუზია ბიბლიურ დანიელზე, რომელიც ლომების ხაროში ჩააგდო სპარსთა მეფე დარიუსმა და უვნებლად გადარჩა. (ნათანიელი და დანიელი თანაჟღერადი სახელებია) წყარო: Винтерих Дж. Приключения знаменитых книг. - М.: Книга, 1985. - С. 138. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1947პასუხი -
შეკითხვა #1946 © ანდრეი სოლდატოვი
ჰიტლერის სათავეში მოსვლის მიზეზების ძიებაში, იური ბოჟიჩი განიხილავს გერმანიიის კატასტროფულ მდგომარეობას 30-იან წლებში, როცა მოსახლეობის უმეტესობას თავის გამოკვებაც კი არ შეეძლო. ბოჟიჩი წერს, რომ ხალხი იქსის ძირთან [რუსულ ვარიანტში: у подножия икса] იმყოფებოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: მასლოუს პირამიდა. კომენტარი: მასლოუს მიერ შედგენილი პირამიდა ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შკალას წარმოადგენს, რომლის ძირშიც ყველაზე მინიმალურ საარსებოა აღწერილი, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა იზრდება. წყარო: rupor.info/fokus/2011/06/14/blesk-i-nishheta-russk პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1946პასუხი -
შეკითხვა #1945 © ლევან ცაგარელი
კომპანიის სარეკლამო ბანერზე, რომელიც სოციალური ქსელს საშუალებით მხატვრული ფილმების ჩვენებას აწყობს, წერია თორმეტასოიანი ინგლისური ნეოლოგიზმი. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: scarefacebook კომენტარი: ბრაიან დე პალმას ,,scarface”-ის და facebook-ის შეერთებით ბანერის შემქმნელებმა მიიღეს ახალი სიტყვა ,,scarefacebook”. წყარო: www.ibelieveinadv.com/commons2/dtv-online-1.jpg პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1945პასუხი -
შეკითხვა #1944 © ანტონ ვაჭარაძე
სურათზე მარცხენა კვახი მარჯვენაზე ფიქრობს: „იქს“. შეკითხვაში ოთხი ასო შეცვლილია ერთით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ოთხი ასო.პასუხი: ბოტო. კომენტარი: იქსის მაგივრად ბოტოქსი. ბოტოქსი სახის დასაჭიმი გავრცელებული საშუალებაა. წყარო: www.kulturologia.ru/files/u11904/halloween-2.JPG პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1944პასუხი -
შეკითხვა #1943 © გაგი გაბრიჭიძე
სერიალ „შუა ქალაქის“ (29.10.11) სერიაში ერთ-ერთი პერსონაჟი წერს მოთხრობას დიდუბელ სოსოზე, რომელსაც ისე უჭირდა, რომ სოფელ-სოფელ დადიოდა და სარკეებს იპარავდა. ყურადღება შეკითხვა: ამ კითხვაში ერთერთი სიტყვა შეცვლილია სხვა სიტყვით. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: ოპელ (ჩათვლა: ოპელ-ოპელ) კომენტარი: მანქანა ოპელის სარკეებს. სოფლის ნაცვლად. (სოფელ-სოფელ ერთი სიტყვაა, ხოლო მინიშნებას წარმოადგენდა ერთ-ერთი) წყარო: სერიალი „შუა ქალაქში“. 29.10.11. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1943პასუხი -
შეკითხვა #1942 © ლევან ცაგარელი
ჟოზე სარამაგოს ერთერთი გმირი კათოლიკე მღვდლის მოსასხამს ადარებს ჯავშანჟილეტს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მითოლოგიური პერსონაჟი, რომელსაც გმირი ამ შედარებასთან ერთად ახსენებს.
პასუხი: ამური. (ჩათვლა: კუპიდონი). კომენტარი: პერსონაჟის აზრით, მღვდლის მოსასხამი ჯავშანჟილეტია ამურის ისრებისაგან თავდასაცავად. წყარო: ჟოზე სარამაგო ,,ორეული”. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1942პასუხი -
შეკითხვა #1941 © გიორგი ტვილდიანი
რეჟისორ ჯონ ლენდისის ”თრილერში” ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი არის ზომბების ცეკვა. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ამ ”თრილერის” მთავარი როლის შემსრულებელი.
პასუხი: მაიკლ ჯექსონი. კომენტარი: საუბარია მაიკლ ჯექსონი კლიპზე Thriller, სადაც წარმოდგენილია ზომბების ცეკვა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1941პასუხი -
შეკითხვა #1940 © ანტონ ვაჭარაძე
ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ, თუ ვინ მოვშალეთ ჩვენ აღნიშნულ კარიკატურაზე.პასუხი: ბაბა იაგა კომენტარი: ზევით მოშლილი იყო ზმნა - to fly. წყარო: www.kulturologia.ru/files/u11904/halloween.jpeg პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1940პასუხი -
შეკითხვა #1939 © ანტონ ვაჭარაძე
ჰელოუინის თემაზე მიძღვნილ ერთ-ერთ სახუმარო კარიკატურაზე ბართან მყოფი იქსი ბარმენს აწვდის ტელეფონს და ეუბნება: „ჩემი ცოლი რეკავს, უპასუხე და უთხარი რომ არ გინახივარ“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: უჩინმაჩინი (ჩათვლა: უხილავი კაცი და ა.შ.) კომენტარი: როგორც იცით, ჰელოუინზე ყველანაირ მონსტრსა თუ საშინელ არსებას შევხვდებით. წყარო: www.kulturologia.ru/blogs/311011/15621/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1939პასუხი -
შეკითხვა #1938 © გიორგი ტვილდიანი
პირველად ეს ფრაზა 1945 წლის ერთ ნაწარმოებში ახლად ქმარგარდაცვლილი ქალის გასამხნევებლად გაისმა. ჩვენთვის კი ეს ფრაზა 1892 წელს დაარსებულ ორგანიზაციასთან ასოცირდება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორგანიზაცია.
პასუხი: საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“. კომენტარი: ქმარგარდაცვლილ ქალს ეუბნებიან, რომ ის არასდროს იქნება მარტო. ეს სიტყვები შეადგენს საფეხბურთო კლუბ ლივერპულის დევიზს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1938პასუხი