რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 8
-
კომპანია Sanyo-ს სახელწოდება ითარგმნება როგორც სამი იქსი, რაც კომპანიის დიდ ამბიციებზე და მსოფლიო ბაზრის დაპყრობის სურვილზე მიანიშნებს. თუ სიტყვა იქსს ინგლისურად ვთარგმნით, მივიღებთ ერთი პერსონაჟის გვარს, რომელსაც საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავს. დაწერეთ იქსი ქართულად ან ინგლისურად.
პასუხი: ოკეანე, Ocean წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1997პასუხი -
სტივენ ჰოკინგმა, ყვებოდა რა პტოლემეუსისეული სამყაროს მოდელის შესახებ, რომელიც 8 სხვადასხვა მოცულობის მქონე სფეროსგან შედგება, ახსენა იქსები. დასავლეთმა იქსები გაიცნო 1900 წელს, პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე. დაასახელეთ იქსები.
პასუხი: მატრიოშკები. კომენტარი: ჰოკინგმა განსხვავებული სფეროები მატრიოშკებს შეადარა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1996პასუხი -
ზოგიერთი მედიკოსის აზრით იქსი თავისტკივილს აყუჩებს, ხსნის სტრესს და ხელს უშლის კარიესის ჩამოყალიბებას. ოციოდე წლის წინ გაერომ მისი საერთაშორისო დღეც კი შემოიღო. მონრო ამბობდა, რომ კარგი იქსი აუცილებლად იმსახურებს მეორე იქსს. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: კოცნა წყარო: ალექსანდ რურესი, „Наука страсти нежной“ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1995პასუხი -
ღამის პეპლების უმეტესობა თავისებური ქურქი „აცვია“. რა არსებისგან თავდასაცავადაა განკუთვნილი ეს ქურქი?
პასუხი: ღამურებისგან. კომენტარი: ღამურები მაღალი სიხშირის ბგერებს გამოსცემენ, რომლებიც საგნებიდან ირეკლება და ასე ახარხებენ ისინი ნავიგაციას. მწერების ქურქი კი ასეთ ბგერებს ახშობს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1994პასუხი -
აშშ-ს ჯარში მათი შეყვანა სანიტარულმა კომისიამ მოითხოვა ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს, რადგან „ერთი გამოცდილი ის ათ ექიმს უდრის“. ერთ ცნობილ ფილმში ფლოტში მომსახურე ერთ-ერთი მათგანი მთელ ქალაქს გადაარჩენს ატომური აფეთქებისგან. ვისზეა საუბარი?
პასუხი: მზარეულებზე. კომენტარი: სტივენ სიგალის პერსონაჟი ფილმში „Under Siege“ უბრალო კოკია. წყარო: Hermann Hattaway & Archer Jones, "How the Norh Won. A military History of the Civil War" პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1993პასუხი -
რომელი „განმათავისუფლებლის“ სახელს ატარებს ჰოლანდიაში მდებარე ეს ხიდი?პასუხი: მოსეს კომენტარი: ხიდზე გადასვლისას იქმნება ილუზია, თითქოს წყალი ორადაა გაყოფილი. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1992პასუხი -
ტოლკინის „ჰობიტში“ აღწერილია ერთი ჰობიტისა და გობლინთა მეთაურის ბრძოლა. ჰობიტმა კომბლის ერთი დარტყმით წააცალა თავი მოწინააღმდეგეს. თავმა რამდენიმე ასეული იარდი გაირბინა და ბოლოს კურდღლის სოროში ჩავარდა. რა შეიქმნა ასე ტოლკინის თანახმად?
პასუხი: გოლფი კომენტარი: გობლინთა მეთაურს გოლფიმბული ერქვა. წყარო: ჯ.რ.რ.ტოლკინი - „ჰობიტი, ანუ იქით და აქეთ“ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1991პასუხი -
აღმოჩნდა, რომ რუსეთში ხუთი იქსია, ჩინეთში - ოთხი. პოლონეთში - 3, ინდოეთში - 2, დაასახელეთ ყველაზე ცნობილი იქსი, თუკი გეტყვით, რომ მისი მშენებლობა მეთორმეტე საუკუნეში დაიწყო.
პასუხი: პიზას კოშკი კომენტარი: საუბარი იყო დახრილ კოშკებზე წყარო: en.wikipedia.org/wiki/List_of_leaning_towers პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1990პასუხი -
ჟურნალი „Наука и жизнь“ გვთავაზობს მარტივად, ორი მობილური ტელეფონის გამოყენებით დავადგინოთ, უსაფრთხოა თუ არა იქსი. „მოათავსეთ ერთი მობილური იქსის შიგნით და დარეკეთ მასზე მეორე ტელეფონით. თუკი ზარი გავიდა, ესეიგი თქვენი იქსი უსაფრთხო არაა და გამოსხივებას ატარებს.“ დაგვისახელეთ აბსოლიტურად ზუსტად, ორი სიტყვით, თუ რა არის იქსი.
პასუხი: მიკროტალღური ღუმელი კომენტარი: ესეიგი ღუმელი გამოსხივებას ატარებს. წყარო: "Наука и жизнь", 2008, N 9 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1989პასუხი -
არსებობს სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება დროისა და სივრცის აღქმის დარღვევა, საკუთარი სხეულისა და გარემოს აღქმის უნარის დაკარგვა, არასწორად აღიქვამს საგნების ზომებს, აქვს ჰალუცინაციები. ამ სინდრომის დასახელებაში ფიგურირებს 1865 წელს შექმნილი პერსონაჟის სახელი. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ალისა წყარო: www.psyche.net.ua/index.php?name=Pages&op=page პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1988პასუხი -
მინსკის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს მონუმენტი, რომელზეც გამოსახულია ბელარუსიის რუკა და წარწერა „0 კილომეტრი“. ამ მონუმენტს ხშირად უწოდებენ ბელარუსიის იქსს. გვითხარით, რა ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ იქსით, თუკი გეტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი ლათინური წარმომავლობისაა?
პასუხი: გრინვიჩის მერიდიანი კომენტარი: მერიდიეს - შუადღე პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1987პასუხი -
ტანკი „Mark I“ - პირველი ტანკი იყო, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენეს. მიუხედავად მრავალი ნაკლისა, მან სწრაფად დაამტკიცა ახალი ტექნოლოგიების უპირატესობა. მას ტყვიების წვიმა არ აშინებდა და საიმედოდ იცავდა ეკიპაჟს. ამ ტანკის თავისებურებას წარმოადგენდა მცირე ზომის ნახვრეტი ჯავშანში, რომლის მეშვეობითაც მყარდებოდა კავშირი შტაბთან. რა სახის კავშირზეა საუბარი?
პასუხი: საფოსტო მტრედებზე. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Mark_I_(танк) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1986პასუხი -
თქვენს წინაშეა 1992 წელს გამოსული ფილმის პოსტერი. დაწერეთ ფილმის სახელწოდება.პასუხი: Reservoir Dogs (Бешеные псы; ცოფიანი ძაღლები) კომენტარი: პოსტერზე ყველა ძაღლი სხვადასხვა ფერითაა გამოსახული, ფილმის პერსონაჟებს კი მეტსახელებად სხვადასხვა ფერები აქვთ შერჩეული. წყარო: images4.fanpop.com/image/photos/17800000/Reservoir პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1985პასუხი -
წიგნში „პორი ჰატერი“, რომელიც ჰარი პოტერის პაროდიას წარმოადგენს, გხვდება ორგანიზაცია ინგლიშ-დიუმი. რომელ რეალურ ორგანიზაციას შეესაბამება ის?
პასუხი: სკოტლენდ-იარდს. წყარო: „პორი ჰატერი 3“, „მამა ბრაუნი და ცხოვრების არსი“ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1984პასუხი -
ვიკიპედიის თანახმად, რეფორმაციის პერიოდში ამ ცერემონიამ დაკარგა რელიგიური მნიშვნელობა. „ნათლიების“ როლის შესრულება დაიწყეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ნაკურთხი წყლის ნაცვლად კი დაიწყეს სიდრის გამოყენება. ცერემონიის დასასრული წააგავს მოსანათლის ჩაშვებას ემბაზში. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, რა ცერემონიაზეა საუბარი?
პასუხი: ხომალდის ჩაშვება წყალში. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1983პასუხი