თბილისის 43-ე ჩემპიონატი
V ტური
I ლიგა
20 ნოემბერი, 2011
-
შეკითხვა #1934 © ანდრეი სოლდატოვი
ერთი გამონათქვამის მიხედვით, ეს არის სიჩქარე გამრავლებული გამბედაობას პლიუს ტექნოლოგიებზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს.
პასუხი: ფორმულა 1 კომენტარი: კითხვაც ერთგვარ ფორმულას წარმოადგენდა. წყარო: www.velurr.ru/anons/anons_15672 ბმული: http://moazrovne.net/q/1934პასუხი -
შეკითხვა #1935 © გაგი გაბრიჭიძე
პოლ ანდერსონის მოთხრობაში „Delenda Est” გადმოცემულია ალტერნატიული ისტორია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აბსოლუტურად ზუსტად მოვლენა, რომელსაც ეძღვნება ეს მოთხრობა.
პასუხი: მეორე პუნიკური ომი (უბრალოდ "პუნიკური ომიც" ითვლება) კომენტარი: სათაური აღებულია კატონ უფროსის ფრაზიდან კართაგენი უნდა დაინგრეს - “Kartagenum Delenda Est”. ამ მოთხრობაში პირიქით ხდება, ჰანიბალი ანადგურებს რომს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Delenda_Est ბმული: http://moazrovne.net/q/1935პასუხი -
შეკითხვა #1936 © ლევან ცაგარელი
ერთ-ერთ ანტირასისტულ პლაკატზე, რომლის დევიზიცაა ,,ყველაფერი უკან გვიბრუნდება”, გამოსახულია ბუმერანგები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ რამდენი.
პასუხი: ოთხი. კომენტარი: პლაკატი ანტირასისტულია, ოთხი ბუმერანგი კი წარმოქმნის სვასტიკას. წყარო: cs240.vkontakte.ru/u3192313/89209097/x_cb260116.jp ბმული: http://moazrovne.net/q/1936პასუხი -
შეკითხვა #1937 © ანტონ ვაჭარაძე
ცოტა ხნის წინ, ბამბერგის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გართულებული სილაბუსის გასაპროტესტებლად უნივერსიტეტის ჭიშკართან გამოკიდეს ბანერი: „მხოლოდ მას შეუძლია დათქმულ დროში ბაკალავრის ხარისხის მოპოვება!“. ის 1940 წელს დაიბადა ოკლაჰომაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის.
პასუხი: ჩაკ ნორისი. კომენტარი: ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებული ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია :) წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1937პასუხი -
შეკითხვა #1938 © გიორგი ტვილდიანი
პირველად ეს ფრაზა 1945 წლის ერთ ნაწარმოებში ახლად ქმარგარდაცვლილი ქალის გასამხნევებლად გაისმა. ჩვენთვის კი ეს ფრაზა 1892 წელს დაარსებულ ორგანიზაციასთან ასოცირდება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორგანიზაცია.
პასუხი: საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“. კომენტარი: ქმარგარდაცვლილ ქალს ეუბნებიან, რომ ის არასდროს იქნება მარტო. ეს სიტყვები შეადგენს საფეხბურთო კლუბ ლივერპულის დევიზს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1938პასუხი -
შეკითხვა #1939 © ანტონ ვაჭარაძე
ჰელოუინის თემაზე მიძღვნილ ერთ-ერთ სახუმარო კარიკატურაზე ბართან მყოფი იქსი ბარმენს აწვდის ტელეფონს და ეუბნება: „ჩემი ცოლი რეკავს, უპასუხე და უთხარი რომ არ გინახივარ“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: უჩინმაჩინი (ჩათვლა: უხილავი კაცი და ა.შ.) კომენტარი: როგორც იცით, ჰელოუინზე ყველანაირ მონსტრსა თუ საშინელ არსებას შევხვდებით. წყარო: www.kulturologia.ru/blogs/311011/15621/ ბმული: http://moazrovne.net/q/1939პასუხი -
შეკითხვა #1940 © ანტონ ვაჭარაძე
ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ, თუ ვინ მოვშალეთ ჩვენ აღნიშნულ კარიკატურაზე.პასუხი: ბაბა იაგა კომენტარი: ზევით მოშლილი იყო ზმნა - to fly. წყარო: www.kulturologia.ru/files/u11904/halloween.jpeg ბმული: http://moazrovne.net/q/1940პასუხი -
შეკითხვა #1941 © გიორგი ტვილდიანი
რეჟისორ ჯონ ლენდისის ”თრილერში” ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი არის ზომბების ცეკვა. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ამ ”თრილერის” მთავარი როლის შემსრულებელი.
პასუხი: მაიკლ ჯექსონი. კომენტარი: საუბარია მაიკლ ჯექსონი კლიპზე Thriller, სადაც წარმოდგენილია ზომბების ცეკვა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1941პასუხი -
შეკითხვა #1942 © ლევან ცაგარელი
ჟოზე სარამაგოს ერთერთი გმირი კათოლიკე მღვდლის მოსასხამს ადარებს ჯავშანჟილეტს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მითოლოგიური პერსონაჟი, რომელსაც გმირი ამ შედარებასთან ერთად ახსენებს.
პასუხი: ამური. (ჩათვლა: კუპიდონი). კომენტარი: პერსონაჟის აზრით, მღვდლის მოსასხამი ჯავშანჟილეტია ამურის ისრებისაგან თავდასაცავად. წყარო: ჟოზე სარამაგო ,,ორეული”. ბმული: http://moazrovne.net/q/1942პასუხი -
შეკითხვა #1943 © გაგი გაბრიჭიძე
სერიალ „შუა ქალაქის“ (29.10.11) სერიაში ერთ-ერთი პერსონაჟი წერს მოთხრობას დიდუბელ სოსოზე, რომელსაც ისე უჭირდა, რომ სოფელ-სოფელ დადიოდა და სარკეებს იპარავდა. ყურადღება შეკითხვა: ამ კითხვაში ერთერთი სიტყვა შეცვლილია სხვა სიტყვით. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: ოპელ (ჩათვლა: ოპელ-ოპელ) კომენტარი: მანქანა ოპელის სარკეებს. სოფლის ნაცვლად. (სოფელ-სოფელ ერთი სიტყვაა, ხოლო მინიშნებას წარმოადგენდა ერთ-ერთი) წყარო: სერიალი „შუა ქალაქში“. 29.10.11. ბმული: http://moazrovne.net/q/1943პასუხი -
შეკითხვა #1944 © ანტონ ვაჭარაძე
სურათზე მარცხენა კვახი მარჯვენაზე ფიქრობს: „იქს“. შეკითხვაში ოთხი ასო შეცვლილია ერთით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ოთხი ასო.პასუხი: ბოტო. კომენტარი: იქსის მაგივრად ბოტოქსი. ბოტოქსი სახის დასაჭიმი გავრცელებული საშუალებაა. წყარო: www.kulturologia.ru/files/u11904/halloween-2.JPG ბმული: http://moazrovne.net/q/1944პასუხი -
შეკითხვა #1945 © ლევან ცაგარელი
კომპანიის სარეკლამო ბანერზე, რომელიც სოციალური ქსელს საშუალებით მხატვრული ფილმების ჩვენებას აწყობს, წერია თორმეტასოიანი ინგლისური ნეოლოგიზმი. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: scarefacebook კომენტარი: ბრაიან დე პალმას ,,scarface”-ის და facebook-ის შეერთებით ბანერის შემქმნელებმა მიიღეს ახალი სიტყვა ,,scarefacebook”. წყარო: www.ibelieveinadv.com/commons2/dtv-online-1.jpg ბმული: http://moazrovne.net/q/1945პასუხი -
შეკითხვა #1946 © ანდრეი სოლდატოვი
ჰიტლერის სათავეში მოსვლის მიზეზების ძიებაში, იური ბოჟიჩი განიხილავს გერმანიიის კატასტროფულ მდგომარეობას 30-იან წლებში, როცა მოსახლეობის უმეტესობას თავის გამოკვებაც კი არ შეეძლო. ბოჟიჩი წერს, რომ ხალხი იქსის ძირთან [რუსულ ვარიანტში: у подножия икса] იმყოფებოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: მასლოუს პირამიდა. კომენტარი: მასლოუს მიერ შედგენილი პირამიდა ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შკალას წარმოადგენს, რომლის ძირშიც ყველაზე მინიმალურ საარსებოა აღწერილი, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა იზრდება. წყარო: rupor.info/fokus/2011/06/14/blesk-i-nishheta-russk ბმული: http://moazrovne.net/q/1946პასუხი -
შეკითხვა #1947 © ბორის მონოსოვი
ნათანიელ ჰოთორნის ბაბუა იყო სამხედრო, რომელიც უვნებელი გამოვიდა ბრიტანულ არმიასთან, შეიძლება ითქვას ბრიტანულ ლომთან შეტაკებისას. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ ნათანიელ ჰოთორნის ბაბუის სახელი.
პასუხი: დანიელი. კომენტარი: ალუზია ბიბლიურ დანიელზე, რომელიც ლომების ხაროში ჩააგდო სპარსთა მეფე დარიუსმა და უვნებლად გადარჩა. (ნათანიელი და დანიელი თანაჟღერადი სახელებია) წყარო: Винтерих Дж. Приключения знаменитых книг. - М.: Книга, 1985. - С. 138. ბმული: http://moazrovne.net/q/1947პასუხი -
შეკითხვა #1948 © ეკატერინა სვეშნიკოვა
თქვენს წინაშეა გულსაბნევი, რომელიც 2011 წლის აპრილში დიდ ბრიტანეთში გამოვიდა. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ დაფარული ორი ინგლისური სიტყვა, თუ ისინი მხოლოდ პირველი ასოებით განსხვავდებიან.პასუხი: Marry Harry კომენტარი: აპრილში უილიამმა ცოლი მოიყვანა და მრავალ ბრიტანელ (და არამხოლოდ) გოგონას დაწყვიტა გული :) წყარო: www.prlog.org/11426225-calm-down-you-can-still-mar ბმული: http://moazrovne.net/q/1948პასუხი
- პაკეტის კომენტარები: