რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 12
-
შეკითხვა #1937 © ანტონ ვაჭარაძე
ცოტა ხნის წინ, ბამბერგის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გართულებული სილაბუსის გასაპროტესტებლად უნივერსიტეტის ჭიშკართან გამოკიდეს ბანერი: „მხოლოდ მას შეუძლია დათქმულ დროში ბაკალავრის ხარისხის მოპოვება!“. ის 1940 წელს დაიბადა ოკლაჰომაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის.
პასუხი: ჩაკ ნორისი. კომენტარი: ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებული ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია :) წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1937პასუხი -
შეკითხვა #1936 © ლევან ცაგარელი
ერთ-ერთ ანტირასისტულ პლაკატზე, რომლის დევიზიცაა ,,ყველაფერი უკან გვიბრუნდება”, გამოსახულია ბუმერანგები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ რამდენი.
პასუხი: ოთხი. კომენტარი: პლაკატი ანტირასისტულია, ოთხი ბუმერანგი კი წარმოქმნის სვასტიკას. წყარო: cs240.vkontakte.ru/u3192313/89209097/x_cb260116.jp პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1936პასუხი -
შეკითხვა #1935 © გაგი გაბრიჭიძე
პოლ ანდერსონის მოთხრობაში „Delenda Est” გადმოცემულია ალტერნატიული ისტორია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აბსოლუტურად ზუსტად მოვლენა, რომელსაც ეძღვნება ეს მოთხრობა.
პასუხი: მეორე პუნიკური ომი (უბრალოდ "პუნიკური ომიც" ითვლება) კომენტარი: სათაური აღებულია კატონ უფროსის ფრაზიდან კართაგენი უნდა დაინგრეს - “Kartagenum Delenda Est”. ამ მოთხრობაში პირიქით ხდება, ჰანიბალი ანადგურებს რომს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Delenda_Est პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1935პასუხი -
შეკითხვა #1934 © ანდრეი სოლდატოვი
ერთი გამონათქვამის მიხედვით, ეს არის სიჩქარე გამრავლებული გამბედაობას პლიუს ტექნოლოგიებზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს.
პასუხი: ფორმულა 1 კომენტარი: კითხვაც ერთგვარ ფორმულას წარმოადგენდა. წყარო: www.velurr.ru/anons/anons_15672 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1934პასუხი -
შეკითხვა #1933 © დანიელ სინელნიკოვი
ერთმა ხელოვანმა კვერცხის შეწვის შიშხინი შეადარა იქსებს. მომღერალი ავრაამ რუსო იქსებს მიიჩნევს თავისებურ ვიტამინებად. კითხვა: დაასახელეთ იქსები ოთხი სხვადასხვა ხმოვნის გამოყენებით.
პასუხი: აპლოდისმენტები, ოვაციები წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1933პასუხი -
შეკითხვა #1932 © რატი შუბლაძე
2011 წლის შემოდგომაზე ნიგერიაში აშშ-ს საელჩომ ადგილობრივ ხელისუფლებას დაგეგმილი ტერაქტების შესახებ აუწყა. დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც ეს გაფრთხილება გადაეცა ნიგერიის მთავრობას.
პასუხი: 5 ნოემბერი კომენტარი: გაი ფოქსის დღე, Remember, remember, the fifth of November წყარო: www.stratfor.com/weekly/20111109-rising-threat-nig პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1932პასუხი -
შეკითხვა #1931 © ნიკოლაი ლიოგონკი
ერთი რეცენზიის თანახმად, ამ მუსიკალურმა ჯგუფმა მოახერხა ცხენ პეგასისთვის ნალის დაჭედება. დაასახელეთ ეს ჯგუფი.
პასუხი: აეროსმიტი კომენტარი: ინგლისურიდან Aerosmith ითარგმნება, როგორც "საჰაერო მჭედელი" წყარო: jan-skamejkin.livejournal.com/3362.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1931პასუხი -
შეკითხვა #1930 © დიმიტრი ბოროკი
თქვენს წინაშეა ბენჯამინ ვესტის ტილო, რომელზეც გამოსახულია ცნობილი ისტორიული პირი. უფრო პოპულარულია და თქვენთის კარგად ნაცნობია მისი სხვა გამოსახულება. დაასახელეთ ეს ადამიანი!პასუხი: ბენჯამინ ფრანკლინი კომენტარი: ბენჯამინ უესტის ამ ტილოს ეწოდება "ბენჯამინ ფრანკლინი ელექტრულ მუხტს იღებს ზეციდან" წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Франклин,_Бенджамин პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1930პასუხი -
შეკითხვა #1929 © ალექსეი გნოევიხი
ცნობილი ამბის გამო, რომელიც ერთ ინგლისელს 1664 წელს შეემთხვა, თანამედროვეებმა იგი ხუმრობით შეადარეს ერთ უფლისწულს. დაასახელეთ ამ უფლისწულის სახელი.
პასუხი: პარისი კომენტარი: საუბარია ისააკ ნიუტონზე. ხუმარების აზრით, პარისის მსგავსად, მისი ცხოვრება ვაშლმა შეცვალა. წყარო: Володин Б.Г. Книги, открывающие мир პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1929პასუხი -
შეკითხვა #1928 © ალექსეი გნოევიხი
მკვლევარი ვილი მაინკი გობის უდაბნოს ადარებდა სხვა გეოგრაფიულ ობიექტს. მარკო პოლო იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი, რომელმაც ეს გეოგრაფიული ობიექტი აღწერა. დაასახელეთ ეს ობიექტი ორი სიტყვით.
პასუხი: ყვითელი ზღვა წყარო: Майнк В. Марко Поло პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1928პასუხი -
შეკითხვა #1927 © დანიელ სინელნიკოვი
ერთი ვერსიით, ცნობილი ამერიკელი მწერლის ნაწარმოების სახელწოდება მინიშნებაა აშშ-ს მდგომარეობაზე, რომელიც შეიქმნა აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ. დაასახელეთ არა ნაწარმოები, არამედ ავტორი.
პასუხი: მაინ რიდი კომენტარი: ნაწარმოებია "უთავო მხედარი" წყარო: ЛОАВ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1927პასუხი -
შეკითხვა #1926 © იური ზაგრებელნი
ერთგან ილფი და პეტროვი ხაზს უსვამდნენ ზოგიერთი უბნის დაშორებას ქალაქის ცენტრისგან და აღნიშნავდნენ, 1928 წლისთვის ამ უბნებს ჯერ კიდევ არ შეეხოთ ეს ქმედება. ჟურნალ "გეოს" თანახმად, არაბებს იმდენად მცირე ხანი ეკავათ სეპტიმანიის სამეფო, რომ ვერ მოასწრეს ამ ქმედების განხორციელება. დაასახელეთ ეს ქმედება ორი სიტყვით.
პასუხი: სახელის გადარქმევა წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1926პასუხი -
შეკითხვა #1925 © ალექსანდრ კორობეინიკოვი
სტიგ ლარსონის დეტექტივის პერსონაჟს, ავტორის თქმით, უყვარდა იქსების ამოთხრა. იქსი აქვს მითიურ არსება კინოცეფალს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ძაღლის თავი კომენტარი: პერსონაჟს უყვარდა იმის გარკვევა, თუ სად არის ძაღლის თავი დამარხული. კინოკეფალი ლათინურად "ძაღლისთავას" ნიშნავს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1925პასუხი -
შეკითხვა #1924 © ირაკლი გუნია
სურათზე გამოსახული არსების სახელი ორიგინალში (ინგლისურად) ერთი ასოთ განსხვავდება 1963 წელს შექმნილი (მულტ)პერსონაჟის სახელისგან. დაასახელეთ მასალაზე გამოსახული არსების სახელი.პასუხი: Punk Panther კომენტარი: ცნობილი პერსონაჟია Pink Panther წყარო: andybarhol.hu/htmlversion/big/Punk%20Panther.jpg პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1924პასუხი -
შეკითხვა #1923 © ნაილ ფარუკშინი
იქსს უწოდებდნენ "სანტოსის" ფეხბურთელ კოუტინიოს, რომელიც სხვა უფრო ცნობილი ფეხბურთელის პარტნიორი იყო. იქსი შეიძლება ვუწოდოთ იმ როლსაც, რომელიც უილიამ შექსპირმა "ჰამლეტის" პირველ დადგმაში შეასრულა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: მეფის აჩრდილი კომენტარი: კოუტიონიო პელეს პარტნიორი იყო და "მეფის აჩრდილს" ეძახდნენ. შექპირმა კი ჰამლეტის მამის აჩრდილის როლი შეასრულა წყარო: Фесуненко И. Чаша Мараканы. — М.: Молодая гвардия, 1972. — С. 82 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1923პასუხი