რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 14
-
1722 წელს ლონდონში გამოჩნდნენ სახანძრო ბრიგადები, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში აქრობდნენ ხანძარს, თუკი შენობაზე სპეციალურ აღნიშვნას დაინახავდნენ. რა ორგანიზაციები იყვნენ ასეთი სპეციფიური სახანძრო მომსახურების ორგანიზატორები?
პასუხი: სადაზღვეო სააგენტოები პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1907პასუხი -
ის აღმოსავლეთში, სავარაუდოდ იაპონიაში დაიბადა. მისი უძველესი ეგზემპლარები დამზადებულია პალმის ტოტებისა და ლოტოსისგან. მისი საშუალებით იაპონიაში მოწყალებას გაიღებდნენ ხოლმე, მასზე დებდნენ ფულს და უწვდიდნენ ღარიბებს. ასეთივე ხერხით ართმევდნენ სხვებს ტკბილეულს. რაზეა საუბარი?
პასუხი: მარაოზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1906პასუხი -
ვაშინგტონ ირვინგი ამტკიცებდა, რომ არსებობს მჭრელი იარაღი, რომელიც ხშირი გამოყენების შედეგად არათუ არ ბლაგვდება, არამედ პირიქით, უფრო ბასრი და მახვილი ხდება. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, რა „იარაღი“ ჰქონდა მხედველობაში ირვინგს?
პასუხი: ენა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1905პასუხი -
ინგლისელ გენერალ კოკშარტ ო’ტრუპს უცნაური ბიბლიოთეკა აქვს, სადაც სქელტანიან ტომებში დამალულია ბოთლები. აი მაგალითად: მიუსეში - მუსკატი, ჯოისში - ჯინი, ჯერომში - რომი. დაასახელეთ XIX საუკუნის ინგლისელი რომანისტი, რომლის წიგნებშიც დამალულია ტეკილა.
პასუხი: უილიამ თეკერეი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1904პასუხი -
ელიზაბეტ ტეილორი, ალენ დელონი, ჩაკ ნორისი, ალა პუგაჩოვა, ედიტ პიეხა, გაბრიელა საბატინი. ამ ადამიანების სახელებს ატარებს პროდუქტი, რომლის საერთო დასახელებაც ლათინურად ნიშნავს კვამლს, ორთქლს. გვითხარით, რა პროდუქტზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ ლათინურად კვამლი ჟღერს როგორც fumus.
პასუხი: პარფიუმერია პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1903პასუხი -
რამდენიმე წლის წინ მოსკოვის ერთერთი გიმნაზიის მასწავლებელმა ერთ კლასში ჩაატარა გამოკითხვა. დასმული იყო ერთი შეკითხვა. 23-მა მოსწავლემ უპასუხა „არ ვიცი“. არასწორ პასუხებს შორის აგრეთვე იყო: იოსელიანი, ბერია, დავითაშვილი, ბესარიონოვიჩი. მხოლოდ 12მა მოსწავლემ უპასუხა სწორად. ერთი წუთის შემდეგ ამ შეკითხვას გაეცით პასუხი თქვენც.
პასუხი: ჯუღაშვილი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1902პასუხი -
როდესაც თალიბებმა ქაბული აიღეს, მათ მოსახლეობაში დაიწყეს შარიათის წესების გატარება და ისლამური შესახედაობის დანერგვა. ქალებს ამისთვის მიეცათ ერთი დღე, კაცებს კი - 15. რატომ მიეცათ კაცებს მეტი დრო?
პასუხი: რათა მათ წვერი მოეშვათ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1901პასუხი -
ცოტა ხნის წინ შეკითხვის ავტორი თანამშრომელთან ერთად მანქანით მგზავრობდა და ამავდროულად უსმენდა მუსიკას. ერთერთ მოსახვევში მძღოლმა თქვა, რომ მას არ მოსწონს ეს იქსი, რაზეც შეკითხვის ავტორმა ხუმრობით კითხა: რომელი იქსი? დაასახელეთ, თუ ვისი სიმღერა ისმოდა იმ მომენტში რადიოში?
პასუხი: ლუჩანო პავაროტის პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1900პასუხი -
ცოტა ხნის წინ ერთერთი ქართველი ბლოგერი წერდა მსოფლიოს ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების შესახებ. ამ ფეხბურთელისთვის მიძღვნილ ტექსტს მან შეურჩია ქვესათაური: ფეხბურთის ახალი იქსი. დაასახელეთ იქსი, თუკი გეტყვით, რომ იქსი ერთი ასოთი განსხვავდება ამ ფეხბურთელის გვარისგან.
პასუხი: მესია. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1899პასუხი -
შეკითხვის ავტორი გადააწყდა ანტირასისტულ პოსტერს, რომელზეც გამოსახული იყო იქსი და წარწერა: „ნუ იქნებით რასისტი, მიბაძეთ იქსს. ის ერთდროულად შავკანიანი, თეთრკანიანი და აზიელია.“ ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ ვინ ან რა არის იქსი.
პასუხი: პანდა. წყარო: s2.aaanything.net/wp-content/gallery/have-a-fun-we პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1898პასუხი -
კითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა რუბიკის კუბიკის ფოტოს, რომელსაც ერქვა ”რუბიკის კუბიკი ქერებისათვის”. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რითი განსხვავდებოდა იგი სხვა რუბიკის კუბიკებისგან?
პასუხი: მისი ყველა გვერდი ერთი ფერის იყო. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1897პასუხი -
ეს ფრაზა ალექსანდრე დიუმა-მამამ პარიზელი დეტექტივისგან, გაბრიელ დე სერტინისგან მოისმინა. გამონათქვამი მალე ფრთიან ფრაზად იქცა. დაწერეთ ის ორი სიტყვით.
პასუხი: ეძიე ქალი. (Cherchez la femme) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1896პასუხი -
ინდიელები ამბობდნენ, რომ მას თავიდან ისე უნდა მოექცე, როგორც მეფეს, შემდეგ - როგორც მონას, შემდეგ კი - როგორც მეგობარს. ვისზეა საუბარი?
პასუხი: შვილზე (ბავშვზე). პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1895პასუხი -
მარკუს პორციუს კატონ უფროსმა აღწერა რომის ყოფა, თუმცა ბევრი ფაქტი, რომელიც რომის დიდებას ჩრდილს აყენებდა, მის წიგნში არ შევიდა. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ როგორ მოიხსენიებდნენ მარკუს პორციუს კატონს.
პასუხი: ცენზორი წყარო: en.wikipedia.org/wiki/Cato_the_Elder პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1894პასუხი -
ძვირფასო მოაზროვნეებო, შეეცადეთ ერთი წუთის შემდეგ ძველსპარსულად გადათარგმნოთ „მოსიარულე მოგება/(შემოსავალი)“
პასუხი: ქარავანი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1893პასუხი