რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 9
-
ბრიტანულმა პარლამენტმა მაღაზიათა ქსელი მარკს ენდ სპენსერი მოდიფიცირებული იქსების გამოყენებაში დააანაშაულა. იაპონიის მეტროებში თვითმკვლელობების შესამცირებლად პლატფორმებზე იქსები დაამონტაჟეს. დაგვისახელეთ იქსი.
პასუხი: სარკე. კომენტარი: მაღაზიაში დამონტაჟებული იყო მრუდე სარკეები, რომლებშიც მომხმარებლები უფრო გამხდრები ჩანდნენ. იაპონელებმა ჩათვალეს, რომ სარკეში ყურებისას თვითმკვლელობა უფრო რთული იქნებოდა. წყარო: news.bbc.co.uk/2/hi/uk_news/politics/6357035.stm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1982პასუხი -
ესპანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ალკოჰოლური სასმელები დადებითად მოქმედებს იქსზე. ქალებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ჟურნალში შეიძლება წაწყდომოდით რამდენიმე რჩევას იქსის გასალღობად. ორი წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: მამაკაცის გული (კაცის გული) წყარო: www.aztube.az/news/2009-02-12-29 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1981პასუხი -
1759 წელს ბრიტანელმა კორსარებმა ხელში ჩაიგდეს ესპანური ხომალდი, რომელიც ამერიკიდან მოემართებოდა. ბრიტანელებმა გემზე ნაპოვნი მთელი ტვირთი ზღვაში გადაყარეს, რადგან თხის ექსკრემენტად ჩათვალეს. რა იყო სინამდვილეში ხომალდის ტვირთი?
პასუხი: კაკაო კომენტარი: ყავა არ ჩაითვლება, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იზრდებოდა ამერიკაში წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1980პასუხი -
ქალაქ ფილადელფიაში შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალა გარკვეული ქმედება და მრავალ მცირე ბიზნესის მფლობელს საქმიანობის შეწყვეტა მოუწია. ერთ-ერთგაზეთში ირონიულად აღნიშნავდნენ, რომ
„ბიზნესმენები“ წინასწარ ვერც კი წარმოიდგენდნენ გადაწყვეტილებას. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რასახის საქმიანობა აიკრძალა ფილადელფიაში.პასუხი: წინასწარმეტყველება (მკითხაობა და ა.შ) წყარო: "Наука и жизнь", 2009, N 9. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1979პასუხი -
რამდენიმე ათწლეულის წინ ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ერთი კონკრეტული მიზნისთვის ადამიანები იყენებდნენ დელტაპლანს, გვირაბებს, საჰაერო ბურთებს, ბულდოზერს და სარეცხის გასაფენ თოკსაც კი. რომელ ქალაქში ხდებოდა ეს?
პასუხი: ბერლინში კომენტარი: ჩამოთვლილი იყო ბერლინის კედლის მოპირდაპირე მხარეს მოსახვედრად გამოყენებული საშუალებები წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Берлинская_стена პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1978პასუხი -
დაწერეთ ორსიტყვიანი ფრაზეოლოგიზმი, რომლითაც დასათაურებულია ეს ნახატი.პასუხი: ყურებამდე შეყვარებული. წყარო: მ. დუბროვინი; „ფრაზეოლოგიზმები ნახატებზე“ 1987 წ. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1977პასუხი -
ერთ-ერთი საინფორმაციო საიტი იუწყებოდა, რომ დედამიწას კიდევ ერთხელ შეესივნენ მარსელები. დედამიწის მმართველები მშვიდად არიან და წინა შემთხვევისგან განსხვავებით ამჯერად არა მუსიკოსს, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს მიმართავენ. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით „დედამიწა“ და „მარსელები“.
პასუხი: ჰამელნი და თაგვები. წყარო: newsru.co.il/world/19nov2008/hameln707.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1976პასუხი -
მოსამართლე კასპარ ჰელერის განაჩენი სასტიკი იყო: „ქალაქიდან განდევნა ან სიკვდილი.“ მაგრამ მათ სულაც არ შეშინებიათ და სულ მალე მოსამართლის მანტია და ქუდი შეჭამეს. გვითხარით, ვისზე ან რაზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ მოქმედება ჰამელნში ხდებოდა.
პასუხი: ვირთხებზე. კომენტარი: საუბარი იყო ცნობილ გერმანულ ლეგენდაზე, რომლის მიხედვითაც ჰამელნის მოსახლეობამ ვირთხიჭერიას ქალაქის ვირთხებისგან გაწმენდაში შეპირებული საფასური არ გადაუხადა, საპასუხოდ კი გაბრაზებულმა ვირთხიჭერიამ ბავშვები წაიყვანა ქალაქიდან და ისინი აღარავის უნახავს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pied_Piper_of_Hamelin პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1975პასუხი -
მეჩვიდმეტე საუკუნეში სემიუელ პაიპისმა ჩაატარა ცდა: კატას დაალევინა გარკვეული სახის ზეთი, რის შედეგადაც კატა გარდაიცვალა. პაიპისმა სცადა სამეფო ოჯახის გაფრთხილება, მაგრამ მას ყური არ ათხოვეს. შეიძლება ითქვას, რომ კატა იყო სხვა ცხოველის წინამორბედი. დაასახელეთ ეს ცხოველი.
პასუხი: ცხენი. კომენტარი: პაიპისმა კატა ნიკოტინით მოწამლა და სცადა გაეფრთხილებინა სამეფო ოჯახი, რომ მოწევა მავნებელია. ერთი წვეთი ნიკოტინი კი ცხენს კლავს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1974პასუხი -
კრიტიკოს უორენ მონტაგის აზრით მეორე ნაწარმოები, რომელიც ლონდონში მცხოვრებმა ექიმმა დაწერა, იყო პასუხი პირველ ნაწარმოებზე, რომელიც კრეიცნერების გვარიდან გამოსულმა არშემდგარმა ადვოკატმა დაწერა. დაასახელეთ ორივე ნაწარმოების ორივე მთავარი პერსონაჟი, თუკი გეტყვით, რომ ორივე მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში დაიბეჭდა.
პასუხი: გულივერი, კრუზო. წყარო:- www.pierre-marteau.com/editions/1719-robinson-crus
- lib.ru/PRIKL/DEFO/crusoeall.txt
- www.jaffebros.com/lee/gulliver/index.html
- lib.ru/INOOLD/SWIFT/gulliver.txt
- Warren Montag, The Unthinkable Swift: the Spontaneous Philosophy of a Church of England Man
პასუხი -
პორტუგალიამ გააკეთა ეს 1982 წელს, ჩინეთმა კი - 1946 წელს. პორტუგალიის ყოფილ კოლონიას, მაკაოს, ეს არ გაუკეთებია, რითიც აიხსნება მაკაოსა და ჩინეთის დამაკავშირებელი ლოტოსის ხიდის უცნაური ფორმა. მაშ რა გააკეთეს პორტუგალიამ და ჩინეთმა?
პასუხი: შეცვალეს მოძრაობის მხარე წყარო: en.wikipedia.org/wiki/Right-_and_left-hand_traffic პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1972პასუხი -
სტივენ ფრაი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელები, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ვეღარ აწარმოებდნენ იქსს, გადავიდნენ იქსის წარმოების სხვა ხერხზე და ალტერნატიული ნედლეულის გამოყენება დაიწყეს. თავიდან ისინი შიშობდნენ, რომ მიღებული პროდუქტი შედარებით უხარისხო და წითელი შეფერილობის იქნებოდა, თუმცა მათი შიში უსაფუძვლო გამოდგა. რის დამზადებაზეა საუბარი?
პასუხი: შაქრის. კომენტარი: ბრიტანელებმა დაიწყეს შაქრის დამზადება ჭარხლისგან. წყარო: en.wikipedia.org/wiki/History_of_sugar პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1971პასუხი -
წიგნის „ადგილის გენიოსები“ მეათე თავი ეძღვნება მარიო პიუზოს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ 1863 წელს დაბადებული ნორვეგიელი, რომელსაც ეძღვნება იმავე წიგნის მეთოთხმეტე თავი.პასუხი: ედვარდ მუნკი კომენტარი: კადრი ფილმიდან წარმოადგენდა ალუზიას მუნკის ყველაზე ცნობილ ნახატზე. წყარო:- П. Вайль. Гений места. — М., 2006
- slovari.yandex.ru/dict/euroart/article/ei/ei2-0311
- en.wikipedia.org/wiki/Edvard_Munch
პასუხი -
მსახიობი უილ სმიტი ბარაკ ობამას პოპულარობის შესახებ ამბობდა: „ჯერ კიდევ მიკი მაუსიდან მოყოლებული უყვართ ამერიკელებს იქსები. შემდეგ გაჩნდნენ გუფი და დამბოც. ამერიკელებს უყვართ იქსები.“ გვითხარით, რა არის იქსი, თუკი გეტყვით, რომ შესაძლებელია იქსებამდე შეყვარება.
პასუხი: ყურები კომენტარი: უილ სმიტი ობამას პოპულარობას დიდ ყურებს მიაწერს. ამერიკა ყურებამდეა შეყვარებული ობამას ყურებზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1969პასუხი -
ძველ საბერძნეთში ბედისწერის ქალღმერთებს უწოდებდნენ მოირებს, რომში - პარკებს. სკანდინავიურ მითოლოგიაში მათ შეესაბამებოდნენ ნორნები. მათ ერქვათ ურდი, ვერდანდი და სკულდი. ურდი მოხუცები დედაბერი იყო, ვერდანდი - შუახნის ქალბატონი, სკულდი კი - ახალგაზრდა გოგონა. 1 წუთის შემდეგ გვითარგმნეთ მათი სახელები ქართულად.
პასუხი: წარსული, აწმყო, მომავალი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Norns პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1968პასუხი