რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 10
-
ერთი პოპულარული იაპონური მანგას (კომიქსის) მთავარ პერსონაჟებს მოზარდი გოგონები წარმოადგენენ. თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფერის უნიფორმა აქვს. ერთ მათგანს, წითლებში გამოწყობილ გოგონას, ჰყავს ორი ფრინველი. გვითხარით მათი სახელები.
პასუხი: ფობოსი და დეიმოსი კომენტარი: გოგონები პლანეტებს განასახიერებენ. წითლებში გამოწყობილი გოგონა კი მარსია. შეკითხვა მეოთხე იყო, მარსი კი მზის სისტემის მეოთხე პლანეტაა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Sailor_Mars პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1967პასუხი -
ცოტა ხნის წინ ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში გაიხსნა მუზეუმი, რომლის ექსპონატებს შორის შეხვდებით რეაქტიულ სკუტერს, მოტოციკლს ვერტმფრენის ტურბინებით, ვერტმფრენისა და თოვლმავალის ჰიბრიდს, შავ ვოლგასა და ტანკ T-55-ს. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით ვის ეძღვნება ეს მუზეუმი.
პასუხი: ჯეიმს ბონდს კომენტარი: ჩამოთვლილი იყო ჯეიმს ბონდის მიერ სხვადასხვა ფილმებში გამოყენებული ტრანსპორტი. წყარო: www.thebondmuseum.com/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1966პასუხი -
ერთი საინფორმაციო პორტალის დასახელება, რომელიც ინტერნეტის უახლეს ამბებს ეხება, შედგება ერთი სიმბოლოსა და ერთი ციფრისგან. აღადგინეთ ეს სახელწოდება.
პასუხი: F5 წყარო: www.f5.ru/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1965პასუხი -
თავის ტკივილი პორტუგალიაში 1867 წელს გააუქმეს, გფრ-ში - 1949 წელს, ინგლისში - 1969 წელს, საფრანგეთში კი - მისი გაუქმების პროცესი 2007 წლის 20 თებერვალს დასრულდა. რა ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ თავის ტკივილით?
პასუხი: სიკვდილით დასჯა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Смертная_казнь პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1964პასუხი -
ლუკრეციუსი წერდა, რომ შეუძლებელია არსებობდნენ „სფინქსები“, რადგან „ქვედა“ უფრო სწრაფად დაბერდებოდა, ვიდრე „ზედა“. არ გეკითხებით რა შევცვალეთ სიტყვებით „ქვედა“ და „ზედა“. რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით სფინქსი?
პასუხი: კენტავრი კომენტარი: ლუკრეციუსის აზრით კენტავრის ცხენი უფრო სწრაფად დაბერდებოდა, ვიდრე ადამიანი. წყარო: www.mirf.ru/Articles/art791.htm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1963პასუხი -
ბევრ ქვეყანაში არსებობს ტრადიცია გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ბიჭის კაცად შერაცხვისა, რაც დაახლოებით 13-14 წლის ასაკში ხდება. თუმცა 1912 წელს ბრიტანეთის კუთვნილ მცირე ტერიტორიაზე კაცად შერაცხეს ყველა ბიჭი, რომელიც 8 წელზე უფროსი იყო. ამას ბიჭებისთვის ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ აბსოლიტურად ზუსტად, თუ სად მოხდა ეს ფაქტი.
პასუხი: ტიტანიკზე. კომენტარი: ყველა, ვინც 8 წელზე უფროსი იყო, ვალდებული გახდა ქალებისა და ბავშვებისთვის დაეთმო ადგილი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1962პასუხი -
სპეციალურ მიკროლინზებს წინასწარ დამზადებულ გამოსახულებაზე ამაგრებენ. ლინზების მიზანია მათ ზედაპირზე მოხვედრილი სინათლის სხივი იმავე მიმართულებით აისხლიტონ უკან. ჩვეულებრივ კი ნივთები სხვადასხვა მიმართულებით ფანტავენ სხივებს. ამ ტექნოლოგიის მასობრივი გამოყენება გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და დაახლოებით 1 წლის შემდეგ ონტარიოში 5 ათასი იქსი დაამონტაჟეს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: საგზაო ნიშანი. კომენტარი: სწორედ ასეთი საგზაო ნიშნები ჩანს კარგად სიბნელესა და ნისლში, რადგან ფარების შუქს ისინი ისევ მანქანის მიმართულებით ირეკლავენ. წყარო: www.vokrugsveta.ru/quiz/296/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1961პასუხი -
ამ ქვეყანას ზოგიერთი ტურისტი მოიხსენიებს, როგორც Never Ending Peace and Love. ჩვენ არ გეკითხებით, რა ქვეყანაზეა საუბარი. დაასახელეთ ამ ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობა.
პასუხი: ევერესტი. (ან ნეპალის რომელიმე სხვა ღირსშესანიშნაობა: საგარმათას ეროვნული პარკი, კატმანდუს ხეობა, ჩიტვანის სამეფოპარკი, ლუმბინი...) კომენტარი: ქვეყანა კი ნეპალია. წყარო: rian.ru/victorina პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1960პასუხი -
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი არ მდებარეობს ზღვის პირას, მისი ძველი სახელწოდება, რომელიც ძვ.წ-ით მესამე საუკუნეში დაარქვეს კელტებმა, ნიშნავს ღუზას. ამჟამად ამ ქალაქის მოსახლეობის უმეტესობას არც კელტები და არც ინდო-ევროპელები არ შეადგენენ, მისი სახელი კი ოდნავ შეიცვალა. რომელ ქალაქზეა საუბარი?
პასუხი: ანკარაზე კომენტარი: Anchor, якорь, ანკარა. სამივეს საერთო ინდოევროპული ძირი, ანკერ (ღუზა) აქვთ. წყარო: www.krugosvet.ru/articles/123/1012395/1012395a1.ht პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1959პასუხი -
რამდენიმე ათწლეულის წინ ჟურნალ ნიუსვიკის გარეკანზე გამოსახული იყო მაგნიტოფონი, ერთი შენობა და წარწერა „იქსის ჩანაწერები“. ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ წარწერაში ჩვენს მიერ გამოტოვებული სამი ასო და დაწერეთ თავდაპირველი ვარიანტი.
პასუხი: ნიქსონის ჩანაწერები. კომენტარი: საქმე ეხებოდა უოტერგეიტის გახმაურებულ საქმეს. სამი ასო - ნ,ო,ნ. წყარო: www.historycommons.org/events-images/a999newsweekt პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1958პასუხი -
ერთი ვერსიით, ამ სიტყვის ეტიმოლოგია უკავშირდება გამოთქმას „წვერიდან კუდამდე“, სადაც წვერში თხის წვერი იგულისხმება. მეორე ვერსიით კი სიტყვის წარმომავლობა უკავშირდება ინგლისური ბარების აბრებს, რომლებზეც ეწერა, რომ ბარში შეგეძლოთ ლუდის დალევა და ბილიარდის თამაში. დაწერეთ ეს სიტყვა.
პასუხი: ბარბექიუ (Barbecue, Barbeque ჩაითვლება) კომენტარი: ფრანგი მეზღვაურები თხებს მთლიანად აცვამდნენ შამფურზე და ისე წვავდნენ - “barbe a queue”. ინგლისურად ბარი, ლუდი და ბილიარდის კიი ჟღერს როგორც - „Bar, Beer, Cue“ წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1957პასუხი -
ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა ხუმრობა ქართული კანიბალური რესტორნის შესახებ, რომლის მენიუშიც ვხვდებით კერძებს: „რამაზი ნიორწყალში“, „ლამარა ჩაშუშულ კარტოფილში“. აგრეთვე ვხვდებით დესერტს, რომლის სახელიც ემთხვევა ცნობილი თანამედროვე ქართველის სახელს. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: სოფო ხალვაში პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1956პასუხი -
დაასახელეთ ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც ამ ფოტოზეა გამოსახული.პასუხი: ჰემინგუეი. წყარო: community.livejournal.com/chto_chitat/5238511.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1955პასუხი -
სიტყვებს - „ლიფი“ და „ლიფტიორი“ შინაარსობრივად თითქმის არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ ფუძედ ორივეს ერთი ფრანგული წარმომავლობის სიტყვა აქვთ. „ლიფი“ მსუბუქი და ჰაეროვანი უნდა იყოს. „ლიფტიორი“ კი - თავის საქმეს რაც შეიძლება ჩუმად, ჩურჩულით უნდა აკეთებდეს. დაწერეთ სიტყვები, რომლებიც ჩვენ შევცვალეთ ლიფით და ლიფტიორით.
პასუხი: სუფლე და სუფლიორი. კომენტარი: souffle - სუნთქვა წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1954პასუხი -
XX საუკუნეში გაერთიანდა ორი ამერიკული ქალაქი, სალემი და უინსტონი. აიზეკ აზიმოვის თქმით გაერთიანდნენ იქსის და იგრეკის სიმბოლოები. 1 წუთის შემდეგ დაგვისახელეთ 1860-იანებში (1865-1868) გამოცემული ნაწარმოები, რომლის სათაურშიც ფიგურირებს იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: ომი და მშვიდობა. კომენტარი: სალემი ებრაულად მშვიდობას ნიშნავს, უინსტონს კი სახელი გენერალ უინსტონის საპატივცემულოდ დაერქვა. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%BE%D0%B9%D0%BD%D0%
- А. Азимов. Слова на карте. — М., 2006
პასუხი