რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 13
-
შეკითხვა #1922 © იური ვაშკულატი
როგორც ცნობილია, ორფეოსი ცდილობდა გამოეყვანა მიწისქვეშეთიდან ევრიდიკე, თუმცა არ იცოდა, მოახერხებდა თუ არა იგი ამას. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალი "Вокруг света" ახსენებს 1933 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს. დაასახელეთ ეს ნობელიანტი.
პასუხი: [ერვინ] შრედინგერი კომენტარი: ორფეოსმა არ იცოდა ევრიდიკა მართლა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ისევე როგორც შრედინგერის კატის შემთხვევაშია. წყარო: www.vokrugsveta.ru/vs/article/6790/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1922პასუხი -
შეკითხვა #1921 © დიმიტრი კორნეევი
XVIII საუკუნეში რუსეთში საქსონიის წარმომადგენლის, გეორგ ფონ გელბიგის წიგნში აღწერილია (ძროხების) ნახირი, რომელიც ღამით ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდათ ხოლმე. კითხვა: დაწერეთ ორსიტყვიანი ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც ეძღვნება გელბიგის წიგნი.
პასუხი: პოტიომკინის სოფელი (სოფლები) წყარო: ГЕО, N 11, 2005. – С. 204. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1921პასუხი -
შეკითხვა #1920 © ალექსანდრ ტოლესნიკოვი
ჯონ გოლსუორთის პიესის პერსონაჟი ყვება ამბავს, თუ როგორ აპირებდნენ ფერმერები თებერვალში მამამისის მოკვლას. მისი თანამოსაუბრე, ჭეშმარიტი ინგლისელი, გაკვირვებით კითხულობს: „კი მაგრამ, მაშინ იქსი ხომ დაწყებული არ იყოო“. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ნადირობის სეზონი წყარო: lib.ru/INPROZ/GOLSUORSI/golsworthy14_3.txt პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1920პასუხი -
შეკითხვა #1919 © ალექსანდრ კორობეინიკოვი
კრიტიკოსი მიხაილ იდოვი წერს, რომ ამ ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ერთ-ერთი თარგმანი იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ გაუწონასწორებელ მკითხველს თუ შთააგონებს... და ისიც ლუდსახარშის გაძარცვას თუ უბიძგებს, სხვა არაფერს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: თამაში ჭვავის ყანაში კომენტარი: როგორც ცნობილია, ლენონის მკვლელობა მარკ ჩეპმენს სელინჯერის ამ რომანმა შთააგონა. სუსტი თარგმანზე საუბრისას კრიტიკოსს ასეთი შეფასება მოჰყავს. წყარო: www.kommersant.ru/doc/1091065 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1919პასუხი -
შეკითხვა #1918 © ალექსანდრე ბუჩაცკი
1990-1991 წლების მოვლენებს მიეძღვნა დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ეწოდება "ლითონის დაღლილობა". დაასახელეთ პიროვნება, რომელსაც ეძღვნება ეს ფილმი.
პასუხი: მარგარეტ ტეტჩერი კომენტარი: 1991 წელს ის გადადგა თანამდებობიდან წყარო: www.imdb.com/name/nm0857137/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1918პასუხი -
შეკითხვა #1917 © მიშელ მატვეევი
თავდაპირველად, ძველი რომაელები იქსს იყენებდნენ უზენაესი ღმერთის სახელის შემოკლებით ჩასაწერად, თანამედროვე ფუნქცია კი იქსმა ბევრად გვიან შეიძინა. კითხვა: პასუხის ფურცლებზე გამოსახეთ იქსი ორი სიმბოლოთი.
პასუხი: IV(რომაული ოთხი) კომენტარი: თავიდან IV აღნიშნავდა IVPITER-ს, ხოლო 4-ის აღსანიშნავად გამოიყენებოდა IIII. წყარო: www.voxinghistory.com/?tag=roman_numerals პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1917პასუხი -
შეკითხვა #1916 © დანიელ სინელნიკოვი
ორი სიტყვით დაასახელეთ ის, რაც დაფარულია დარიგებულ სახუმარო კარიკატურაზე!პასუხი: კალათბურთის ბურთი წყარო: www.bugaga.ru/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1916პასუხი -
შეკითხვა #1915 © გლებ ბარაშუკი
ერთ სტატიაში აღწერილია თუ როგორ შოულობდა ფულს ნეაპოლიტანური მაფია ნაგვის გადამუშავებით. სტატიის სათაურია ძველი გამონათქვამი. კითხვა: ვის მიეწერება ეს გამონათქვამი?
პასუხი: ვესპასიანე კომენტარი: ფულს სუნი არა აქვს წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1915პასუხი -
შეკითხვა #1914 © ალექსანდრ კორობეინიკოვი
პოლონელ რეჟისორს, ქშიშტოფ კიშლევსკის არ უყვარდა სიმბოლიზმი კინოში. ის წერდა, რომ თუ მის ფილმში იქსი იღვრება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პერსონაჟმა ძალზე ადრე დაკარგა დედა. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: რძე წყარო: krzysztof-kieslowski-about-myself.blogspot.com/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1914პასუხი -
საკურას ტოტი, ბრინჯის ყვავილი, ქრიზანთემა და ქლიავის ყვავილი. იაპონიაში ოთხივე მათგანი რაღაცის სიმბოლოს წარმოადგენს. რის სიმბოლოს?
პასუხი: წელიწადის დროების. კომენტარი: საკურა - გაზაფხული, ბრინჯი - ზაფხული, ქრიზანთემა - შემოდგომა, ქლიავი - ზამთარი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1913პასუხი -
ალფონსო გაბრიელი 1899 წლის 17 იანვარს დაიბადა ბრუკლინში იტალიელი ემიგრანტების ოჯახში. 1920 წელს ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძობდა საქმიანობას. მის სავიზიტო ბარათზე ეწერა, რომ იგი მეორადი ავეჯით ვაჭრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი დააპატიმრეს. რაში დასდეს მას ბრალი?
პასუხი: გადასახადებისგან თავის არიდებაში. კომენტარი: საუბარი იყო ალფონსო გაბრიელ „ალ“ კაპონეზე. წყარო: ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9A_%E1%83%99 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1912პასუხი -
თავისი სიცოცხლის განმავლობაში ისინი რამდენიმე პროფესიას იცვლიან: დამლაგებელი, ძიძა, მტვირთავი, მშენებელი, მომპოვებელი () და ა.შ. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, ვისზე ან რაზეა საუბარი?
პასუხი: ფუტკრებზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1911პასუხი -
ზოგიერთი წყაროს მიხედვით ითვლება, რომ უარყოფითი რიცხვის ცნება შემოიღეს ინდოელებმა VI-IX საუკუნეებში. სხვა წყაროები კი ამტკიცებენ, რომ უარყოფითი რიცხვები შემოიღო ვინმე მჭედელმა პიზანომ 1202 წელს. რას აღნიშნავდა იგი ამით?
პასუხი: საკუთარ ვალს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1910პასუხი -
ბრიტანეთის პარლამენტის მიერ გზის მარცხენა მხარეს მოძრაობის დაკანონების ერთ-ერთი მიზეზი ფეხით მოსიარულეების იქსისგან დაცვა იყო. იქსი ფიგურირებს ერთ ქართულ ანდაზაშიც. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: მათრახის დარტყმა კომენტარი: კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1909პასუხი -
ამერიკაში განლაგებული ამ დაწესებულების ფასადზე ვხედავთ ციტატას იოანეს სახარებიდან: „და შეიმეცნებთ თქვენ ჭეშმარიტებას. და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“ რა დაწესებულებაა ეს?
პასუხი: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1908პასუხი