რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 113
-
არც ისე იშვიათად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმოქმედონ არა ერთ, არამედ რამდენიმე სფეროში. მაგალითად, გოეთე იყო არა მარტო პოეტი, არამედ ბუნებისმეტყველიც, ბოროდინი – კომპოზიტორი და ქიმიკოსი, და ა.შ. ფსიქოლოგებმა ამ მოვლენას “კომპლექსიც” კი უწოდეს. ვის სახელს ატარებს ეს “კომპლექსი”?
პასუხი: ლეონარდო და ვინჩის პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/421პასუხი -
ასეთი სახელმწიფო მსოფლიოში სულ 30-ია. მათ შორის ევროპაში – 11, აზიაში – 14, აფრიკაში – 3, ხოლო დარჩენილი 2 – ოკეანეთში. დაასახელეთ მათ შორის 3, სადაც ყველაზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს!
პასუხი: იაპონია, ტაილანდი და დიდი ბრიტანეთი კომენტარი: საუბარია მონარქიულ ქვეყნებზე (ასევე ჩათვლაა მხოლოდ ეს პასუხიც). პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/420პასუხი -
როგორც ცნობილია, წყალბადის ყველაზე გავრცელებული პირველი იზოტოპის ბირთვს ეწოდება პროტონი. რა ეწოდება წყალბადის მესამე იზოტოპის ბირთვს?
პასუხი: ტრიტონი კომენტარი: ხოლო იზოტოპი - ტრითიუმი პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/419პასუხი -
სიტყვას ZIP ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში მოცემული აქვს შემდეგი განმარტებები: ტყვიის ზუზუნი; ნაჭრის დაფხრეწის ტკაცატკუცი; სისწრაფე, სიმკვირცხლე; “ელვა” შესაკრავი. ახლა, კი მითხარით, რას უწოდეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა “ზიპპერგეიტი”?
პასუხი: სკანდალს ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ირგვლივ. კომენტარი: გამომდინარე სიტყვის ZIP უკანასკნელი განმარტებიდან - ”ელვა” შესაკრავი. პაკეტი: საქართველოს მე-6 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/418პასუხი -
ოსკარ უაილდის აზრით ის ფილოსოფიაზე უფრო გონიერი და ძალაუფლებაზე უფრო ძლიერია, მისი ფრთები ალისფერია და როგორც ცეცხლი ისეთია მისი სხეული, ბაგენი მისი თაფლივით ტკბილია და სუნთქვა მისი საკმეველივით სურნელოვანი. რის შესახებ საუბრობდა ოსკარ უაილდი?
პასუხი: იგი ამგვარად სიყვარულს აღწერდა. ბმული: http://moazrovne.net/q/417პასუხი -
ერთხელ ერთმა საშუალო ნიჭის დრამატურგმა ვოლტერს უთხრა: ”თქვენი ტრაგედიების კითხვისას მივხვდი, რომ უკეთესად ვერასოდეს დავწერ, ამიტომაც გადავწყვიტე, მხოლოდ კომედიები ვწერო”. ამის პასუხად ვოლტერმა გაუღიმა და რაღაც ურჩია. რა რჩევა მისცა მან?
პასუხი: ვოლტერმა მას მოლიერის წაკითხვა ურჩია. ბმული: http://moazrovne.net/q/416პასუხი -
XX საუკუნის 80-იან წლებში სვიატოსლავ ფიოდოროვმა ამერიკაში თვალის რამდენიმა ოპერაცია ჩაატარა - პაციენტებს თვალის ბროლი ხელოვნური ბროლით შეუცვალა. ფიოდოროვის წასვლის შემდეგ ამერიკელმა ექიმებმა ამ პაციენტების შესწავლა დაიწყეს. მიკროსკოპული დათვალიერებისას, თვალის ბროლზე ნახეს წარწერა. რა ეწერა ბროლზე?
პასუხი: ბროლზე ეწერა: "сделано в ссср" ბმული: http://moazrovne.net/q/415პასუხი -
ამერიკელ ინდიელთა ზოგიერთ ტომში, ქალების სამხედრო პატივით დაკრძალვის ტრადიცია იყო. თუმცა მსგავსი რიტუალი მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრი იყო. რომელი ან როგორი ქალები იკრძალებოდნენ ამ წესით?
პასუხი: სამხედრო პატივით იკრძალებოდნენ ქალები, რომლებიც მშობიარობას გადაყვებოდნენ. ბმული: http://moazrovne.net/q/414პასუხი -
შეკითხვა #413 © დაჩი კუნა
შირაქის ველზე არის აბრა, რომელზეც განთავსებულია წარწერა: ”საძოვარი ფასიანია. უკუდო პირუტყვისთვის - 50 თეთრი, მოკლეკუდიანისთვის - 1 ლარი, გრძელკუდიანისთვის - 2 ლარი. როგორ აიხსნება ცვალებადი ფასის არსი?
პასუხი: რაც უფრო გრძელი კუდი აქვს პირუტყვს, მით უფრო მეტ ბუზს იგერიებს ბალახიდან პირის აუღებლად. შესაბამისად, დროის ერთ მონაკვეთში უკუდო ან მოკლეკუდიანი ცხოველი უფრო ნაკლების მოძოვას ასწრებს, ვიდრე გრძელკუდიანი. ბმული: http://moazrovne.net/q/413პასუხი -
შეკითხვა #412 © ჯემალ ზოსიძე
როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტანელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი თქვენი ქალაქი, მიწასთან გავასწორებო”. ისტორიიდან ცნობილია, რომ სპარტანელები განთქმულნი იყვნენ ლაკონური გამონათქვამებით. მათ მეფე ფილიპეს გამოუგზავნეს საპასუხო წერილი, სადაც ეწერა მხოლოდ ერთი პატარა სიტყვა. რა სიტყვა იყო ეს?
პასუხი: ”თუ” წყარო:- А. В. Петрова - "Самоучитель английского языка"
- გამომცემლობა "Высшая школа" 1991 წ.
პასუხი -
დაასრულეთ დოსტოევსკის სიტყვები: ”თუ გინდა კარგად გაიცნო ადამიანი, მიაქციე ყურადღება არა იმას, თუ როგორ საუბროს, ტირის ან ღელავს იგი, არამედ დააკვირდით მას მაშინ, როცა...”
პასუხი: ”... როცა იცინის” ბმული: http://moazrovne.net/q/411პასუხი -
უკანასკნელ პერიოდში ჩინეთში დასაოჯახებელი ახალგაზრდები მოკლედ წერენ თავის მონაცემებს და მოთხოვნებს პარტნიორზე. ეს ცნობები მთელ ჩინეთში მოძრაობს და უმეტეს შემთხვევაში აღწევს მიზანს. რაზე წერენ ამ მონაცემებს?
პასუხი: ისინი ამ მონაცემებს ქაღალდის ფულის კუპიურებზე წერენ. ბმული: http://moazrovne.net/q/410პასუხი -
იაპონელებმა ის დატოვეს ფორთოხლის გამო, არაბებმა თუთიის, ჩვენ ვაშლის. რა?
პასუხი: სამოთხე. ბმული: http://moazrovne.net/q/409პასუხი -
ნაპოლეონს იტალიის ბრძოლებში ხშირად მოსდიოდა უთანხმოება გენერალ ოჟეროსთან. ერთხელაც ნაპოლეონმა მას განუცხადა: ”თუ კიდევ არ დაემორჩილებით ჩემს ბრძანებებს, ვუბრძანებ ჩვენს შორის განსხვავება მოსპონ”. რა განსხვავება იყო ნაპოლეონსა და ოჟეროს შორის?
პასუხი: ოჟერო ნაპოლეონზე გაცილებით მაღალი იყო. კომენტარი: შესაბამისად, ნაპოლეონი ოჟეროს ”სიმაღლის მოკლებით” დაემუქრა. ბმული: http://moazrovne.net/q/408პასუხი -
ჰეროდოტე თავის ”ისტორიაში” მოგვითხრობს ხეზე, რომელიც ინდოეთში ხარობს და ”ბეწვს” ისხამს. მისგან ინდოელები ტანსაცმელს ამზადებენ. დაასახელეთ იგი.
პასუხი: ბამბა ბმული: http://moazrovne.net/q/407პასუხი