თბილისის 43-ე ჩემპიონატი
V ტური
უმაღლესი ლიგა
20 ნოემბერი, 2011
-
შეკითხვა #1914 © ალექსანდრ კორობეინიკოვი
პოლონელ რეჟისორს, ქშიშტოფ კიშლევსკის არ უყვარდა სიმბოლიზმი კინოში. ის წერდა, რომ თუ მის ფილმში იქსი იღვრება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პერსონაჟმა ძალზე ადრე დაკარგა დედა. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: რძე წყარო: krzysztof-kieslowski-about-myself.blogspot.com/ ბმული: http://moazrovne.net/q/1914პასუხი -
შეკითხვა #1915 © გლებ ბარაშუკი
ერთ სტატიაში აღწერილია თუ როგორ შოულობდა ფულს ნეაპოლიტანური მაფია ნაგვის გადამუშავებით. სტატიის სათაურია ძველი გამონათქვამი. კითხვა: ვის მიეწერება ეს გამონათქვამი?
პასუხი -
შეკითხვა #1916 © დანიელ სინელნიკოვი
ორი სიტყვით დაასახელეთ ის, რაც დაფარულია დარიგებულ სახუმარო კარიკატურაზე!პასუხი -
შეკითხვა #1917 © მიშელ მატვეევი
თავდაპირველად, ძველი რომაელები იქსს იყენებდნენ უზენაესი ღმერთის სახელის შემოკლებით ჩასაწერად, თანამედროვე ფუნქცია კი იქსმა ბევრად გვიან შეიძინა. კითხვა: პასუხის ფურცლებზე გამოსახეთ იქსი ორი სიმბოლოთი.
პასუხი: IV(რომაული ოთხი) კომენტარი: თავიდან IV აღნიშნავდა IVPITER-ს, ხოლო 4-ის აღსანიშნავად გამოიყენებოდა IIII. წყარო: www.voxinghistory.com/?tag=roman_numerals ბმული: http://moazrovne.net/q/1917პასუხი -
შეკითხვა #1918 © ალექსანდრე ბუჩაცკი
1990-1991 წლების მოვლენებს მიეძღვნა დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ეწოდება "ლითონის დაღლილობა". დაასახელეთ პიროვნება, რომელსაც ეძღვნება ეს ფილმი.
პასუხი: მარგარეტ ტეტჩერი კომენტარი: 1991 წელს ის გადადგა თანამდებობიდან წყარო: www.imdb.com/name/nm0857137/ ბმული: http://moazrovne.net/q/1918პასუხი -
შეკითხვა #1919 © ალექსანდრ კორობეინიკოვი
კრიტიკოსი მიხაილ იდოვი წერს, რომ ამ ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ერთ-ერთი თარგმანი იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ გაუწონასწორებელ მკითხველს თუ შთააგონებს... და ისიც ლუდსახარშის გაძარცვას თუ უბიძგებს, სხვა არაფერს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: თამაში ჭვავის ყანაში კომენტარი: როგორც ცნობილია, ლენონის მკვლელობა მარკ ჩეპმენს სელინჯერის ამ რომანმა შთააგონა. სუსტი თარგმანზე საუბრისას კრიტიკოსს ასეთი შეფასება მოჰყავს. წყარო: www.kommersant.ru/doc/1091065 ბმული: http://moazrovne.net/q/1919პასუხი -
შეკითხვა #1920 © ალექსანდრ ტოლესნიკოვი
ჯონ გოლსუორთის პიესის პერსონაჟი ყვება ამბავს, თუ როგორ აპირებდნენ ფერმერები თებერვალში მამამისის მოკვლას. მისი თანამოსაუბრე, ჭეშმარიტი ინგლისელი, გაკვირვებით კითხულობს: „კი მაგრამ, მაშინ იქსი ხომ დაწყებული არ იყოო“. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ნადირობის სეზონი წყარო: lib.ru/INPROZ/GOLSUORSI/golsworthy14_3.txt ბმული: http://moazrovne.net/q/1920პასუხი -
შეკითხვა #1921 © დიმიტრი კორნეევი
XVIII საუკუნეში რუსეთში საქსონიის წარმომადგენლის, გეორგ ფონ გელბიგის წიგნში აღწერილია (ძროხების) ნახირი, რომელიც ღამით ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდათ ხოლმე. კითხვა: დაწერეთ ორსიტყვიანი ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც ეძღვნება გელბიგის წიგნი.
პასუხი: პოტიომკინის სოფელი (სოფლები) წყარო: ГЕО, N 11, 2005. – С. 204. ბმული: http://moazrovne.net/q/1921პასუხი -
შეკითხვა #1922 © იური ვაშკულატი
როგორც ცნობილია, ორფეოსი ცდილობდა გამოეყვანა მიწისქვეშეთიდან ევრიდიკე, თუმცა არ იცოდა, მოახერხებდა თუ არა იგი ამას. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალი "Вокруг света" ახსენებს 1933 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს. დაასახელეთ ეს ნობელიანტი.
პასუხი: [ერვინ] შრედინგერი კომენტარი: ორფეოსმა არ იცოდა ევრიდიკა მართლა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ისევე როგორც შრედინგერის კატის შემთხვევაშია. წყარო: www.vokrugsveta.ru/vs/article/6790/ ბმული: http://moazrovne.net/q/1922პასუხი -
შეკითხვა #1923 © ნაილ ფარუკშინი
იქსს უწოდებდნენ "სანტოსის" ფეხბურთელ კოუტინიოს, რომელიც სხვა უფრო ცნობილი ფეხბურთელის პარტნიორი იყო. იქსი შეიძლება ვუწოდოთ იმ როლსაც, რომელიც უილიამ შექსპირმა "ჰამლეტის" პირველ დადგმაში შეასრულა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: მეფის აჩრდილი კომენტარი: კოუტიონიო პელეს პარტნიორი იყო და "მეფის აჩრდილს" ეძახდნენ. შექპირმა კი ჰამლეტის მამის აჩრდილის როლი შეასრულა წყარო: Фесуненко И. Чаша Мараканы. — М.: Молодая гвардия, 1972. — С. 82 ბმული: http://moazrovne.net/q/1923პასუხი -
შეკითხვა #1924 © ირაკლი გუნია
სურათზე გამოსახული არსების სახელი ორიგინალში (ინგლისურად) ერთი ასოთ განსხვავდება 1963 წელს შექმნილი (მულტ)პერსონაჟის სახელისგან. დაასახელეთ მასალაზე გამოსახული არსების სახელი.პასუხი: Punk Panther კომენტარი: ცნობილი პერსონაჟია Pink Panther წყარო: andybarhol.hu/htmlversion/big/Punk%20Panther.jpg ბმული: http://moazrovne.net/q/1924პასუხი -
შეკითხვა #1925 © ალექსანდრ კორობეინიკოვი
სტიგ ლარსონის დეტექტივის პერსონაჟს, ავტორის თქმით, უყვარდა იქსების ამოთხრა. იქსი აქვს მითიურ არსება კინოცეფალს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ძაღლის თავი კომენტარი: პერსონაჟს უყვარდა იმის გარკვევა, თუ სად არის ძაღლის თავი დამარხული. კინოკეფალი ლათინურად "ძაღლისთავას" ნიშნავს. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1925პასუხი -
შეკითხვა #1926 © იური ზაგრებელნი
ერთგან ილფი და პეტროვი ხაზს უსვამდნენ ზოგიერთი უბნის დაშორებას ქალაქის ცენტრისგან და აღნიშნავდნენ, 1928 წლისთვის ამ უბნებს ჯერ კიდევ არ შეეხოთ ეს ქმედება. ჟურნალ "გეოს" თანახმად, არაბებს იმდენად მცირე ხანი ეკავათ სეპტიმანიის სამეფო, რომ ვერ მოასწრეს ამ ქმედების განხორციელება. დაასახელეთ ეს ქმედება ორი სიტყვით.
პასუხი -
შეკითხვა #1927 © დანიელ სინელნიკოვი
ერთი ვერსიით, ცნობილი ამერიკელი მწერლის ნაწარმოების სახელწოდება მინიშნებაა აშშ-ს მდგომარეობაზე, რომელიც შეიქმნა აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ. დაასახელეთ არა ნაწარმოები, არამედ ავტორი.
პასუხი: მაინ რიდი კომენტარი: ნაწარმოებია "უთავო მხედარი" წყარო: ЛОАВ ბმული: http://moazrovne.net/q/1927პასუხი -
შეკითხვა #1928 © ალექსეი გნოევიხი
მკვლევარი ვილი მაინკი გობის უდაბნოს ადარებდა სხვა გეოგრაფიულ ობიექტს. მარკო პოლო იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი, რომელმაც ეს გეოგრაფიული ობიექტი აღწერა. დაასახელეთ ეს ობიექტი ორი სიტყვით.
პასუხი -
შეკითხვა #1929 © ალექსეი გნოევიხი
ცნობილი ამბის გამო, რომელიც ერთ ინგლისელს 1664 წელს შეემთხვა, თანამედროვეებმა იგი ხუმრობით შეადარეს ერთ უფლისწულს. დაასახელეთ ამ უფლისწულის სახელი.
პასუხი: პარისი კომენტარი: საუბარია ისააკ ნიუტონზე. ხუმარების აზრით, პარისის მსგავსად, მისი ცხოვრება ვაშლმა შეცვალა. წყარო: Володин Б.Г. Книги, открывающие мир ბმული: http://moazrovne.net/q/1929პასუხი -
შეკითხვა #1930 © დიმიტრი ბოროკი
თქვენს წინაშეა ბენჯამინ ვესტის ტილო, რომელზეც გამოსახულია ცნობილი ისტორიული პირი. უფრო პოპულარულია და თქვენთის კარგად ნაცნობია მისი სხვა გამოსახულება. დაასახელეთ ეს ადამიანი!პასუხი: ბენჯამინ ფრანკლინი კომენტარი: ბენჯამინ უესტის ამ ტილოს ეწოდება "ბენჯამინ ფრანკლინი ელექტრულ მუხტს იღებს ზეციდან" წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Франклин,_Бенджамин ბმული: http://moazrovne.net/q/1930პასუხი -
შეკითხვა #1931 © ნიკოლაი ლიოგონკი
ერთი რეცენზიის თანახმად, ამ მუსიკალურმა ჯგუფმა მოახერხა ცხენ პეგასისთვის ნალის დაჭედება. დაასახელეთ ეს ჯგუფი.
პასუხი: აეროსმიტი კომენტარი: ინგლისურიდან Aerosmith ითარგმნება, როგორც "საჰაერო მჭედელი" წყარო: jan-skamejkin.livejournal.com/3362.html ბმული: http://moazrovne.net/q/1931პასუხი -
შეკითხვა #1932 © რატი შუბლაძე
2011 წლის შემოდგომაზე ნიგერიაში აშშ-ს საელჩომ ადგილობრივ ხელისუფლებას დაგეგმილი ტერაქტების შესახებ აუწყა. დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც ეს გაფრთხილება გადაეცა ნიგერიის მთავრობას.
პასუხი: 5 ნოემბერი კომენტარი: გაი ფოქსის დღე, Remember, remember, the fifth of November წყარო: www.stratfor.com/weekly/20111109-rising-threat-nig ბმული: http://moazrovne.net/q/1932პასუხი -
შეკითხვა #1933 © დანიელ სინელნიკოვი
ერთმა ხელოვანმა კვერცხის შეწვის შიშხინი შეადარა იქსებს. მომღერალი ავრაამ რუსო იქსებს მიიჩნევს თავისებურ ვიტამინებად. კითხვა: დაასახელეთ იქსები ოთხი სხვადასხვა ხმოვნის გამოყენებით.
პასუხი
- პაკეტის კომენტარები: