რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 15
-
ერთი გამონათქვამის თანახმად მხატვრობა არის დამუნჯებული მუსიკა. რა არის იმავე გამონათქვამის მიხედვით ალაპარაკებული მხატვრობა?
პასუხი: პოეზია. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1892პასუხი -
გვითხარით ქართულად, სამი სიტყვით, თუ როგორ მთავრდება დიდი ევკლიდეს მათემატიკური განხილვები?
პასუხი: რისი დამტკიცებაც გვინდოდა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1891პასუხი -
როგორ ჟღერს ესპანურად „ოქროსგან დამზადებული“?
პასუხი: El Dorado / ელდორადო წყარო: en.wikipedia.org/wiki/El_Dorado პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1890პასუხი -
ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვას“ ძველ ბაბილონში უწოდებდნენ „მოხუცი მარტო თევზაობდა“-ს. მარგარეტ მიტჩელის „ქარწაღებულნი“ ცნობილი გახდებოდა, როგორც „სკარლეტ ო’ჰარა“. დაწერეთ სამი სიტყვით, როგორ მოიხსენიებდნენ ძველ ბაბილონში „ვეფხისტყაოსანს?“
პასუხი: რომელმან შექმნა სამყარო. კომენტარი: წიგნებს სახელები ერქმეოდათ მათი პირველი ორი-სამი სიტყვის მიხედვით. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1889პასუხი -
ჰენრიკ იბსენი ამბობდა: „ყველაზე კარგ ბალიშს წარმოადგენს სუფთა...“ დაასრულეთ ფრაზა ერთი სიტყვით.
პასუხი: სინდისი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1888პასუხი -
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ამ საიდუმლოს სხვადასხვაგვარად ხსნიან. წარმატებულ ქორწინებით, წინა კბილების უქონლობით, ორსულობით, ფარული ტრანსვესტიტიზმით.. თუმცა საეჭვოა, როდესმე ეს საიდუმლო დანამდვილებით ამოიხსნას. დაასახელეთ ეს საიდუმლო, თუკი გეტყვით, რომ იგი მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა.
პასუხი: ჯოკონდას ღიმილი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1887პასუხი -
ერთი დასავლეთ გერმანული კომპანია მომხმარებლებს ორიგინალურ მომსახურებას სთავაზობს. ისინი ცხვრებს აქირავებენ. მოთხოვნა დიდია, თუმცა სეზონური. სამუშაოთი ცხვრებიც კმაყოფილები არიან. რა ტექნიკური საშუალებების ნაცვლად იყენებენ ცხვრებს?
პასუხი: გაზონის საკრეჭი მანქანების. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1886პასუხი -
ნებისმიერი კინორეჟისორი მიზანია იპოვოს მაყურებლის გულისკენ მიმავალი გზა და გააღვიძოს მათში ემოციები. ამასთან დაკავშირებით ლუის ბუნიუელი ამბობდა: „თუკი გსურთ გაიგოთ, რამდენად კარგი რეჟისორი ხართ, გადაიღეთ ფილმი იქსის გარეშე“. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: მუსიკა პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1885პასუხი -
ეს ფრანგული სიტყვა აღნიშნავდა უძირო, გვერდზე დაწვენილ კასრს. თანამედროვე მნიშვნელობა მან მიიღო ერთი კონსტრუქციის წყალობით, რომელიც ბრიტანელმა ინჟინერმა, ბრიუნელმა დააპროექტა. რა სიტყვაზეა საუბარი?
პასუხი: ტუნელი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1884პასუხი -
ვალერი ვარლამოვი თავის სტატიაში წერს, რომ ძველად ინდოეთში ადამიანს აიძულებდნენ სუსტად, თანაბარი ძალით, გამუდმებულად ერტყა გონგისთვის. დამშვიდდით, ჩვენ არ გეკითხებით, რის დროს აიძულებდნენ მას ამის კეთებას. დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რის მაგივრობას სწევდა გონგი ამ შემთხვევაში?
პასუხი: სიცრუის დეტექტორის. კომენტარი: თუკი ადამიანი ტემპს ან დარტყმის სიძლიერეს შეცვლიდა, სავარაუდოდ ის იტყუებოდა. წყარო: www.vympel-polygraph.ru/str/about/hystory.htm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1883პასუხი -
თქვენს წინაშეა ამ წლის მაისის ერთ ერთ დემონსტრაციაზე გადაღებული ფოტო. სადაც შეკითხვის ავტორმა წაშალა 4-4 ერთი და იგივე ასო. აღადგინეთ ტრაფარეტი.პასუხი: OBAMA 1; OSAMA 0 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1882პასუხი -
მას შეუძლია დაარეგულიროს წნევა, მოახდინოს თრომბის ლიკვიდაცია, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, შეაჩეროს ანთებითი პროცესები, ხელი შეუშალოს სისხლის შედედებას და ა.შ. მასზე პირველ ცნობებს ძვ.წ-ით 130 წელს ვხვდებით. რაზეა საუბარი?
პასუხი: წურბელაზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1881პასუხი -
ამ ტაძრის სილამაზე, რომელიც კნოსოსელმა არქიტექტორმა, ჰერსიფრონომ ააგო, ენით აღუწერელი იყო. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 100 წლის შემდეგ ქალაქის მაცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ სხვა არქიტექტორის, ჰეიროკრატისთვის მიემართათ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზემოთ ნახსენებ არქიტექტორებზე მეტი დიდება ამ ტაძარმა სულ სხვა ადამიანს მოუტანა. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ჰეროსტრატე. კომენტარი: სწორედ ჰეროსტრატემ დაწვა არტემიდას ტაძარი. სიტყვა დიდება მინიშნება იყო „ჰეროსტრატეს დიდებაზე“ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1880პასუხი -
ჩრდილოეთ ირლანდიაში დღესაც პოპულარულია გამოთქმა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: „მარადონა კარგია, პელე - უკეთესი...“ დაასრულეთ ფრაზა ორი ინგლისური სიტყვით.
პასუხი: George Best. კომენტარი: სრული ფრაზა ასე ჟღერს: “Maradona good; Pele better; George Best.” საუბარია 2005 წელს გარდაცვლილ ლეგენდარულ ფეხბურთელზე, ჯორჯ ბესტზე. წყარო: en.wikipedia.org/wiki/George_Best პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1879პასუხი -
ფილატელისტმა ჟან კარდილასმა გადაწყვიტა 1883 წელს გამოსული ერთ-ერთი რიგითი მარკის რარიტეტად გადაქცევა და ამისთვის 15 000 ფრანკი დახარჯა. მან მართლაც მიაღწია მიზანს. როგორ მოახერხა კარდილასმა ეს?
პასუხი: იყიდა და გაანადგურა მარკების უმეტესობა, 109 000 ცალი ეგზემპლარი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1878პასუხი