თბილისის 43-ე ჩემპიონატი
IV ტური
ჩელენჯ-ლიგა
6 ნოემბერი, 2011
-
ცოტა ხნის წინ ერთერთი ქართველი ბლოგერი წერდა მსოფლიოს ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების შესახებ. ამ ფეხბურთელისთვის მიძღვნილ ტექსტს მან შეურჩია ქვესათაური: ფეხბურთის ახალი იქსი. დაასახელეთ იქსი, თუკი გეტყვით, რომ იქსი ერთი ასოთი განსხვავდება ამ ფეხბურთელის გვარისგან.
პასუხი: მესია. ბმული: http://moazrovne.net/q/1899პასუხი -
ცოტა ხნის წინ შეკითხვის ავტორი თანამშრომელთან ერთად მანქანით მგზავრობდა და ამავდროულად უსმენდა მუსიკას. ერთერთ მოსახვევში მძღოლმა თქვა, რომ მას არ მოსწონს ეს იქსი, რაზეც შეკითხვის ავტორმა ხუმრობით კითხა: რომელი იქსი? დაასახელეთ, თუ ვისი სიმღერა ისმოდა იმ მომენტში რადიოში?
პასუხი: ლუჩანო პავაროტის ბმული: http://moazrovne.net/q/1900პასუხი -
როდესაც თალიბებმა ქაბული აიღეს, მათ მოსახლეობაში დაიწყეს შარიათის წესების გატარება და ისლამური შესახედაობის დანერგვა. ქალებს ამისთვის მიეცათ ერთი დღე, კაცებს კი - 15. რატომ მიეცათ კაცებს მეტი დრო?
პასუხი: რათა მათ წვერი მოეშვათ ბმული: http://moazrovne.net/q/1901პასუხი -
რამდენიმე წლის წინ მოსკოვის ერთერთი გიმნაზიის მასწავლებელმა ერთ კლასში ჩაატარა გამოკითხვა. დასმული იყო ერთი შეკითხვა. 23-მა მოსწავლემ უპასუხა „არ ვიცი“. არასწორ პასუხებს შორის აგრეთვე იყო: იოსელიანი, ბერია, დავითაშვილი, ბესარიონოვიჩი. მხოლოდ 12მა მოსწავლემ უპასუხა სწორად. ერთი წუთის შემდეგ ამ შეკითხვას გაეცით პასუხი თქვენც.
პასუხი: ჯუღაშვილი ბმული: http://moazrovne.net/q/1902პასუხი -
ელიზაბეტ ტეილორი, ალენ დელონი, ჩაკ ნორისი, ალა პუგაჩოვა, ედიტ პიეხა, გაბრიელა საბატინი. ამ ადამიანების სახელებს ატარებს პროდუქტი, რომლის საერთო დასახელებაც ლათინურად ნიშნავს კვამლს, ორთქლს. გვითხარით, რა პროდუქტზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ ლათინურად კვამლი ჟღერს როგორც fumus.
პასუხი: პარფიუმერია ბმული: http://moazrovne.net/q/1903პასუხი -
ინგლისელ გენერალ კოკშარტ ო’ტრუპს უცნაური ბიბლიოთეკა აქვს, სადაც სქელტანიან ტომებში დამალულია ბოთლები. აი მაგალითად: მიუსეში - მუსკატი, ჯოისში - ჯინი, ჯერომში - რომი. დაასახელეთ XIX საუკუნის ინგლისელი რომანისტი, რომლის წიგნებშიც დამალულია ტეკილა.
პასუხი: უილიამ თეკერეი ბმული: http://moazrovne.net/q/1904პასუხი -
ვაშინგტონ ირვინგი ამტკიცებდა, რომ არსებობს მჭრელი იარაღი, რომელიც ხშირი გამოყენების შედეგად არათუ არ ბლაგვდება, არამედ პირიქით, უფრო ბასრი და მახვილი ხდება. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, რა „იარაღი“ ჰქონდა მხედველობაში ირვინგს?
პასუხი: ენა. ბმული: http://moazrovne.net/q/1905პასუხი -
ის აღმოსავლეთში, სავარაუდოდ იაპონიაში დაიბადა. მისი უძველესი ეგზემპლარები დამზადებულია პალმის ტოტებისა და ლოტოსისგან. მისი საშუალებით იაპონიაში მოწყალებას გაიღებდნენ ხოლმე, მასზე დებდნენ ფულს და უწვდიდნენ ღარიბებს. ასეთივე ხერხით ართმევდნენ სხვებს ტკბილეულს. რაზეა საუბარი?
პასუხი: მარაოზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1906პასუხი -
1722 წელს ლონდონში გამოჩნდნენ სახანძრო ბრიგადები, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში აქრობდნენ ხანძარს, თუკი შენობაზე სპეციალურ აღნიშვნას დაინახავდნენ. რა ორგანიზაციები იყვნენ ასეთი სპეციფიური სახანძრო მომსახურების ორგანიზატორები?
პასუხი: სადაზღვეო სააგენტოები ბმული: http://moazrovne.net/q/1907პასუხი -
ამერიკაში განლაგებული ამ დაწესებულების ფასადზე ვხედავთ ციტატას იოანეს სახარებიდან: „და შეიმეცნებთ თქვენ ჭეშმარიტებას. და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“ რა დაწესებულებაა ეს?
პასუხი: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. ბმული: http://moazrovne.net/q/1908პასუხი -
ბრიტანეთის პარლამენტის მიერ გზის მარცხენა მხარეს მოძრაობის დაკანონების ერთ-ერთი მიზეზი ფეხით მოსიარულეების იქსისგან დაცვა იყო. იქსი ფიგურირებს ერთ ქართულ ანდაზაშიც. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: მათრახის დარტყმა კომენტარი: კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო ბმული: http://moazrovne.net/q/1909პასუხი -
ზოგიერთი წყაროს მიხედვით ითვლება, რომ უარყოფითი რიცხვის ცნება შემოიღეს ინდოელებმა VI-IX საუკუნეებში. სხვა წყაროები კი ამტკიცებენ, რომ უარყოფითი რიცხვები შემოიღო ვინმე მჭედელმა პიზანომ 1202 წელს. რას აღნიშნავდა იგი ამით?
პასუხი: საკუთარ ვალს. ბმული: http://moazrovne.net/q/1910პასუხი -
თავისი სიცოცხლის განმავლობაში ისინი რამდენიმე პროფესიას იცვლიან: დამლაგებელი, ძიძა, მტვირთავი, მშენებელი, მომპოვებელი () და ა.შ. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, ვისზე ან რაზეა საუბარი?
პასუხი: ფუტკრებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1911პასუხი -
ალფონსო გაბრიელი 1899 წლის 17 იანვარს დაიბადა ბრუკლინში იტალიელი ემიგრანტების ოჯახში. 1920 წელს ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძობდა საქმიანობას. მის სავიზიტო ბარათზე ეწერა, რომ იგი მეორადი ავეჯით ვაჭრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი დააპატიმრეს. რაში დასდეს მას ბრალი?
პასუხი: გადასახადებისგან თავის არიდებაში. კომენტარი: საუბარი იყო ალფონსო გაბრიელ „ალ“ კაპონეზე. წყარო: ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9A_%E1%83%99 ბმული: http://moazrovne.net/q/1912პასუხი -
საკურას ტოტი, ბრინჯის ყვავილი, ქრიზანთემა და ქლიავის ყვავილი. იაპონიაში ოთხივე მათგანი რაღაცის სიმბოლოს წარმოადგენს. რის სიმბოლოს?
პასუხი: წელიწადის დროების. კომენტარი: საკურა - გაზაფხული, ბრინჯი - ზაფხული, ქრიზანთემა - შემოდგომა, ქლიავი - ზამთარი. ბმული: http://moazrovne.net/q/1913პასუხი
- პაკეტის კომენტარები: