თბილისის 43-ე ჩემპიონატი
IV ტური
IV ლიგა
6 ნოემბერი, 2011
-
ეს ფრანგული სიტყვა აღნიშნავდა უძირო, გვერდზე დაწვენილ კასრს. თანამედროვე მნიშვნელობა მან მიიღო ერთი კონსტრუქციის წყალობით, რომელიც ბრიტანელმა ინჟინერმა, ბრიუნელმა დააპროექტა. რა სიტყვაზეა საუბარი?
პასუხი: ტუნელი ბმული: http://moazrovne.net/q/1884პასუხი -
ნებისმიერი კინორეჟისორი მიზანია იპოვოს მაყურებლის გულისკენ მიმავალი გზა და გააღვიძოს მათში ემოციები. ამასთან დაკავშირებით ლუის ბუნიუელი ამბობდა: „თუკი გსურთ გაიგოთ, რამდენად კარგი რეჟისორი ხართ, გადაიღეთ ფილმი იქსის გარეშე“. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: მუსიკა ბმული: http://moazrovne.net/q/1885პასუხი -
ერთი დასავლეთ გერმანული კომპანია მომხმარებლებს ორიგინალურ მომსახურებას სთავაზობს. ისინი ცხვრებს აქირავებენ. მოთხოვნა დიდია, თუმცა სეზონური. სამუშაოთი ცხვრებიც კმაყოფილები არიან. რა ტექნიკური საშუალებების ნაცვლად იყენებენ ცხვრებს?
პასუხი: გაზონის საკრეჭი მანქანების. ბმული: http://moazrovne.net/q/1886პასუხი -
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ამ საიდუმლოს სხვადასხვაგვარად ხსნიან. წარმატებულ ქორწინებით, წინა კბილების უქონლობით, ორსულობით, ფარული ტრანსვესტიტიზმით.. თუმცა საეჭვოა, როდესმე ეს საიდუმლო დანამდვილებით ამოიხსნას. დაასახელეთ ეს საიდუმლო, თუკი გეტყვით, რომ იგი მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა.
პასუხი: ჯოკონდას ღიმილი ბმული: http://moazrovne.net/q/1887პასუხი -
ჰენრიკ იბსენი ამბობდა: „ყველაზე კარგ ბალიშს წარმოადგენს სუფთა...“ დაასრულეთ ფრაზა ერთი სიტყვით.
პასუხი: სინდისი. ბმული: http://moazrovne.net/q/1888პასუხი -
ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვას“ ძველ ბაბილონში უწოდებდნენ „მოხუცი მარტო თევზაობდა“-ს. მარგარეტ მიტჩელის „ქარწაღებულნი“ ცნობილი გახდებოდა, როგორც „სკარლეტ ო’ჰარა“. დაწერეთ სამი სიტყვით, როგორ მოიხსენიებდნენ ძველ ბაბილონში „ვეფხისტყაოსანს?“
პასუხი: რომელმან შექმნა სამყარო. კომენტარი: წიგნებს სახელები ერქმეოდათ მათი პირველი ორი-სამი სიტყვის მიხედვით. ბმული: http://moazrovne.net/q/1889პასუხი -
როგორ ჟღერს ესპანურად „ოქროსგან დამზადებული“?
პასუხი: El Dorado / ელდორადო წყარო: en.wikipedia.org/wiki/El_Dorado ბმული: http://moazrovne.net/q/1890პასუხი -
გვითხარით ქართულად, სამი სიტყვით, თუ როგორ მთავრდება დიდი ევკლიდეს მათემატიკური განხილვები?
პასუხი: რისი დამტკიცებაც გვინდოდა. ბმული: http://moazrovne.net/q/1891პასუხი -
ერთი გამონათქვამის თანახმად მხატვრობა არის დამუნჯებული მუსიკა. რა არის იმავე გამონათქვამის მიხედვით ალაპარაკებული მხატვრობა?
პასუხი: პოეზია. ბმული: http://moazrovne.net/q/1892პასუხი -
ძვირფასო მოაზროვნეებო, შეეცადეთ ერთი წუთის შემდეგ ძველსპარსულად გადათარგმნოთ „მოსიარულე მოგება/(შემოსავალი)“
პასუხი: ქარავანი ბმული: http://moazrovne.net/q/1893პასუხი -
მარკუს პორციუს კატონ უფროსმა აღწერა რომის ყოფა, თუმცა ბევრი ფაქტი, რომელიც რომის დიდებას ჩრდილს აყენებდა, მის წიგნში არ შევიდა. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ როგორ მოიხსენიებდნენ მარკუს პორციუს კატონს.
პასუხი -
ინდიელები ამბობდნენ, რომ მას თავიდან ისე უნდა მოექცე, როგორც მეფეს, შემდეგ - როგორც მონას, შემდეგ კი - როგორც მეგობარს. ვისზეა საუბარი?
პასუხი: შვილზე (ბავშვზე). ბმული: http://moazrovne.net/q/1895პასუხი -
ეს ფრაზა ალექსანდრე დიუმა-მამამ პარიზელი დეტექტივისგან, გაბრიელ დე სერტინისგან მოისმინა. გამონათქვამი მალე ფრთიან ფრაზად იქცა. დაწერეთ ის ორი სიტყვით.
პასუხი: ეძიე ქალი. (Cherchez la femme) ბმული: http://moazrovne.net/q/1896პასუხი -
კითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა რუბიკის კუბიკის ფოტოს, რომელსაც ერქვა ”რუბიკის კუბიკი ქერებისათვის”. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რითი განსხვავდებოდა იგი სხვა რუბიკის კუბიკებისგან?
პასუხი: მისი ყველა გვერდი ერთი ფერის იყო. ბმული: http://moazrovne.net/q/1897პასუხი -
შეკითხვის ავტორი გადააწყდა ანტირასისტულ პოსტერს, რომელზეც გამოსახული იყო იქსი და წარწერა: „ნუ იქნებით რასისტი, მიბაძეთ იქსს. ის ერთდროულად შავკანიანი, თეთრკანიანი და აზიელია.“ ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ ვინ ან რა არის იქსი.
პასუხი: პანდა. წყარო: s2.aaanything.net/wp-content/gallery/have-a-fun-we ბმული: http://moazrovne.net/q/1898პასუხი
- პაკეტის კომენტარები: