რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 17
-
ის იტალიური წარმოშობის მქონე ამერიკელია. მას ჰყავს ძმა. მასზე წერენ მოთხრობებს, გადაიღეს ფილმი... მაგრამ პოპულარულობა მან სულ სხვა გზით მოიპოვა. ერთ-ერთ იუმორისტულ მოთხრობაში ამტკიცებენ, რომ იგი ბავშვობაში ცხოველების წამებით იყო გატაცებული. გვითხარით მისი სახელი.
პასუხი: მარიო. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Mario პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1862პასუხი -
აღადგინეთ შეკითხვის ავტორების მიერ შავი მართკუთხედით დაფარული სიტყვა აბსოლუტურად ზუსტად, თუკი გეტყვით, რომ ეს სიტყვა ორი სიტყვის გაერთიანებითაა მიღებული.პასუხი: Pandalism წყარო: www.buzzhunt.co.uk/wp-content/2011/05/pandalism.jp პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1861პასუხი -
არსებობს ჭადრაკის სახეობა, „შვედური ჭადრაკი“, რომელსაც გვერდიგვერდ განლაგებულ ორ დაფაზე ორი წყვილი თამაშობს. მოწინააღმდეგისთვის მოკლული ფიგურა გადაეცემა თქვენს პარტნიორს, რომლითაც იგი თამაშს აგრძელებს. თუკი პარტნიორთაგან ერთ-ერთს დააშამათებენ, თამაშს აგებს ორივე პარტნიორი. „შვედეთის ჭადრაკის“ ერთ-ერთ დასახელებაში ფიგურირებს არა შვედეთი, არამედ სხვა ქვეყნის ძველი სახელწოდება. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ეს ძველი სახელწოდება.
პასუხი: სიამი წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1860პასუხი -
როგორც ცნობილია, რუსული მან-სან-კანი (КВН) შესაშური უცვლელობით გამოირჩევა. აი მაგალითად, 30 წელიწადზე მეტია, რაც КВН-ის მუდმივი წამყვანია ალექსანდრე მასლიკოვი. 2008 წელს გადაცემის ერთ-ერთ ანონსში ფიგურირებდა ფრაზა, რომელიც მხოლოდ ორი სიტყვით განსხვავდება 1973 წელს გადაღებული საბჭოთა ფილმის სათაურისგან. 1 წუთის შემდეგ დაწერეთ ამ ფილმის სახელი.
პასუხი: ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას. კომენტარი: ანონსის ფრაზა: „ალექსანდრე ვასილის ძე არ იცვლის პროფესიას“. წყარო: mc.by/mc_party/news/2008-10-15/Aleksandr_Vasilevic პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1859პასუხი -
გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტუარტ კლეკსტონმა 2009 წელს მიცემულ ინტერვიუში ახსენა აშრიტ ფურმანი, რომლის რეკორდიც მდგომარეობდა იმაში, რომ მას აქვს 89 იქსი. იქსი ეწოდება 1973 წელს გამოსულ ფილმს. 1 წუთის შემდეგ დაწერეთ, თუ რა არის იქსი.
პასუხი: რეკორდი კომენტარი: 1973 წელს გამოვიდა გურამ პატარაიას ფილმი „რეკორდი“ წყარო:- American Way, April 2009 გვ 49
- www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=562
პასუხი -
ერთი ანარქისტის აზრით მათი სახელებია: არმია, ქორწინება, ეკლესია და ბანკი. ერთი მწერალ/ჟურნალისტის აზრით კი მათ ჰქვიათ რედაქტურა, კორექტურა, ფორმატირება და ტირაჟი. დაასახელეთ ისინი სამი სიტყვით.
პასუხი: აპოკალიფსის ოთხი მხედარი. წყარო: კ.რ. საფონი. Тень ветра. - გვ.127 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1857პასუხი -
ჰომეროსის თანახმად, აქილევსის და ჰექტორის ორთაბრძოლას თვალს ადევნებდა ზევსი, რომელიც ბრძოლის დროს ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. დაპირისპირების დროს ზევსი იყენებდა ბერძნული მითოლოოგის სხვა პერსონაჟის ატრიბუტს. დაასახელეთ პერსონაჟი.
პასუხი: თემიდა კომენტარი: ზევსი იყენებდა სასწორს წყარო: ჰომეროსი - ილიადა პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1856პასუხი -
შეკითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა კარიკატურას, სადაც შავებში გამოწყობილ ადამიანს ხელში ინჰალატორი უჭირავს. ჩვენ არ გეკითხებით მის სახელს. დაასახელეთ სამოცდაათიან წლებში გამოსული ფილმი, რომლის პერსონაჟსაც წარმოადგენს ის.
პასუხი: ვარსკვლავური ომები (Star Wars) კომენტარი: პერსონაჟი დარტ ვეიდერია (გნებავთ - ანაკინ სკაიუოკერი). ცნობილია მისი ხმაურიანი და მძიმე სუნთქვა, ისეთივე, როგორიც ასთმური შეტევის დროსაა დამახასიათებელი. წყარო: fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphotos-ak-snc7/31055 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1855პასუხი -
მარკუს ლიუ დაიბადა ნიუ-იორკში. შემუელ გელბფიში დაიბადა ვარშავაში, თუმცა შემდეგ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და გვარი გადაიკეთა. ლაზარ მეირი დაიბადა მინსკში და მანაც შეიცვალა გვარა ამერიკაში გადასვლისას. მათ მფლობელობაში მყოფი კომპანიების გაერთიანებისა შედეგად 1942 წელს ჩამოყალიბდა კორპორაცია, რომელიც დღემდე არსებობს. რა არის გამოსახული მათ ემბლემაზე?
პასუხი: ლომი კომენტარი: საუბარი იყო მეტრო-გოლდვინ-მეიერზე. ლიუმ დააარსა Metro Pictures, გელბფიშმა გადაიკეთა გვარი გოლდვინად და შექმნა Goldwyn Pictures Corporation ხოლო ლაზარ მეირმა (ლუის ბარტ მეიერმა) დააარსა Louis Mayer Pictures. გაერთიანების შედეგი - Metro-Goldwyn-Mayer. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1854პასუხი -
შეკითხვა #1853 © ლევან ცაგარელი
საუბრობს რა შუა საუკუნეების ქრისტიანობისათვის დამახასიათებელ სასწაულებზე, იოჰან ჰაიზინგას მაგალითად მოჰყავს ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, რომელიც მარხვის დღეებში არ სვამდა რძეს. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ სიტყვა რომელიც ჩვენ შეკითხვის ტექსტში გამოვტოვეთ.
პასუხი: დედის. კომენტარი: ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, ნიკოლოზ საკვირველმოქმედი ჯერ კიდევ მეძუძური ბავშვობისას იცავდა მარხვას. წყარო: lib.ru/FILOSOF/HUIZINGA/osen.txt პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1853პასუხი -
შეკითხვა #1852 © ანტონ ვაჭარაძე
დუპლეტი:
1) შვედი მწერლის, სტიგ ლარსონის რომანში „გოგონა დრაკონის ტატუთი“ მთავარი პერსონაჟია მეტნაკლებად ჩვეულებრივი მამაკაცი, რომელმაც თავისი პირველი საქმე ბავშვობაში გამოიძია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ პერსონაჟის გვარი.
2) ამავე რომანის პერსონაჟი ლიზბეთ სალანდერი არის ფერმკთალი, ნერვული ანორექსიით დაავადებული, შავად შეღებილთმიანი გოგონა, რომლის აპარტამენტის კარებზე არის წარწერა: V. Kulla. დამისახელეთ პერსონაჟი, რომელიც ავტორმა გამოიყენა მის შესაქმნელად.პასუხი: 1) ბლუმკვისტი; 2) პეპი გრძელი წინდა. კომენტარი: 1) ალუზია ასტრიდ ლინდგრენის გამომძიებელ ბიჭუნა კალე ბლუმკვისტზე; 2) ავტორის აზრით, სწორედ ასეთი იქნებოდა გაზრდილი პეპი, ვილა ვილეკულა კი პეპის სახლის სახელწოდებაა. მას თავიდან წითელი თმები ჰქონდა და მერე შეიღება შავად. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1852პასუხი -
შეკითხვა #1851 © გაგი გაბრიჭიძე
ორი ამონარიდი გაზეთ სარბიელის ერთ-ერთი ნომრიდან და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებიდან:
(1) მთავარი დამნაშავე _____. სუფთა "დონალდ დაკი" გახდა, ფულის მეტი არაფერი ადარდებს. "სინიორ დონალდს" ერთი რამე ავიწყდება - ფული და პოპულარობა ჩვენი, გულშემატკივრების წყალობით მოიპოვა და თუ მოვინდომეთ, ცაში როგორც ავიყვანეთ, მიწაზეც ისევე დავანარცხებთ.
(2) მოხუცი _____ თავპირდასიებული ჯაგს უკან ეყუნთა, ფიქრებში იყო გართული; იმას ბევრი შიმშილი უნახავს და ბევრი ვაება გამოუცდია, მაგრე რიგად იმიტომ არ იყო შეწუხებული, ახლაც სხვისა იმედით ნადირობდა.
ზემოხსენებულ ამონარიდებში გამოტოვებულია ერთი და იგივე სიტყვა. დაასახელეთ ეს სიტყვა.პასუხი: ტოტია. კომენტარი: პირველ შემთხვევაში საუბარი იყო ფრანჩესკო ტოტიზე, ხოლო მეორე შემთხვევაში უნდა გაგეხსენებინათ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების - „ამოდის, ნათდება“ გმირი. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1851პასუხი -
შეკითხვა #1850 © ანტონ ვაჭარაძე
კომპიუტერულ თამაშში „SOCOM U.S. Navy SEALs: Combined Assault“, მოქმედება ვითარდება ავღანეთისა და პაკისტანის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია რეალური ქვეყნის სახელი, ოღონდ პირველი ასოს მოშორებით. იგივე სახუმარო სახელი კითხვის ავტორის აზრით მოუხდებოდა ცხარე კერძების მოყვარულ სამეგრელოს. ყურადღება შეკთხვა: დაასახელეთ ეს სახელი.
პასუხი: აჯიკისტანი (ჩათვლა: აჯიკეთი). კომენტარი: ტაჯიკისტანი ამ რეგიონში მდებარეობს. მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი ატრიბუტი კი აჯიკაა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1850პასუხი -
შეკითხვა #1849 © ანტონ ვაჭარაძე
ერთმა დიზაინერულმა სტუდიამ გამოუშვა ასეთი უცნაური და სახალისო ჭურჭელი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვა, რომლებიც კითხვის ავტორმა თეფშებზე დაფარა, თუ წარწერა ერთი ასოთი განსხვავდება ფრანგულენოვანი ფრაზისაგან.პასუხი: Bone Appetit კომენტარი: Bon Appetit-ის ნაცვლად კრეატიულმა დიზაინერებმა ასე იხუმრეს. წყარო: www.kulturologia.ru/blogs/151011/15547/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1849პასუხი -
შეკითხვა #1848 © ლევან ცაგარელი
პირველის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ეჟენ დელაკრუას შემოქმედებაში არის ,,სარდანაპალის სიკვდილი”.
1832 წელს, მეორეში გატარებული 6 თვის შემდეგ, ეჟენ დელაკრუამ დახატა „სულთანი და მისი ამალა“.
ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ პირველი და მეორე სწორი თანმიმდევრობით თუ კი მათ შორის მხოლოდ ერთ ასოშია განსხვავება.პასუხი: ბაროკო; მაროკო. კომენტარი: ეჟენ დელაკრუა გატაცებული იყო ბაროკოთი. 1832 წელს კი ის ექვსი თვით ესტუმრა მაროკოს, შემდეგ კი დახატა სურათი ,,მაროკოს სულთანი და მისი ამალა”. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1848პასუხი