რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 16
-
აკადემიკოს ბლავატსკის ხელმძღვანელობით ჩატარდა ნიმფეას, ჰერმონასის, ფანაგორიის, ჰერსონესის გათხრები. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით ძირითადი ინსტრუმენტი, რომელსაც იგი იყენებდა და რომელიც ორმოციან წლებში, პარიზში გამოიგონეს.
პასუხი: აკვალანგი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Aqua-lung პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1877პასუხი -
ბეირუთში მდებარე ერთ-ერთმა ფირმამ გამოუშვა ორენოვანი საბეჭდი მანქანა. სხვა საბეჭდი მანქანებისგან ის ერთი სპეციალური კლავიშით განსხვავდება. რა ფუნქციას ასრულებს ეს კლავიში?
პასუხი: ცვლის ბეჭდვის მიმართულებას. კომენტარი: მარცხნიდან მარჯვნივ ან მარჯვნიდან მარცხნივ. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1876პასუხი -
ხალიფა ომარმა ბრძანა მათი განადგურება. მათიც, რომლებიც ეთანხმებოდა ყურანს და მათიც, რომლებიც არ ეთანხმებოდა. რომში მათზე ამბობდნენ: „მათში მიცვალებულები და ცოცხლები გვერდიგვერდ ცხოვრობენ.“. რაზეა საუბარი?
პასუხი: წიგნებზე. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1875პასუხი -
ძველად საფრანგეთში, სახელმწიფო დაწესებულებებში არსებობდა ჩარჩოებში ჩასმული თანამშრომელთა ფოტოებისა და სიების კედლებზე გამოფენის ტრადიცია. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, რას უწოდებდნენ ასე გამოფენილ დოკუმენტებს?
პასუხი: კადრებს პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1874პასუხი -
როსინიმ, რომელსაც მეგობრის ინსტრუმენტების კოლექციას ათვალიერებინებდა, თქვა: „როგორც ვხედავ, თქვენ არ გივლიათ ბავშვობაში ფორტეპიანოზე, თორემ თქვენს კოლექციაში ისიც აუცილებლად იქნებოდა“. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, რა ტიპის ინტრუმენტებს ათვალიერებდა როსინი?
პასუხი: წამების იარაღებს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1873პასუხი -
ამ ადამიანმა თქვა: „ჩვენ, მუსულმანებს, გვჯერა, რომ ადამიანის ბედი წინასწარაა გადაწყვეტილი. მთელმა სამყარომ რომ მოინდომოს ჩემი მოკვლა, ვადაზე ადრე ამას მაინც ვერ მოახერხებენ.“ ეს 2011 წლის გაზაფხულზე მოხდა. თუკი მიხვდით, ვინ არის ეს ადამიანი, გვითხარით ქვეყანა, სადაც ეს მოხდა.
პასუხი: პაკისტანი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1872პასუხი -
„როდესაც იქსს ვიწყებდი, მხოლოდ 82 ადამიანი მყავდა. დღეს რომ მომიწიოს იმავეს გაკეთება, ალბათ ათი ადამიანიც მეყოფოდა. ათი ადამიანი და აბსოლუტური რწმენა. არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, მთავარია გქონდეთ რწმენა და ზუსტი გეგმა.“ ჩვენ არ გეკითხებით, თუ რა არის იქსი. დაასახელეთ ციტატის ავტორი, რომელიც ამჟამად 85 წლისაა.
პასუხი: ფიდელ კასტრო. კომენტარი: იქსით შეცვლილი იყო რევოლუცია პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1871პასუხი -
ამ მსახიობმა ჟურნალ ესქუაიერს განუცხადა: გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ მე დადებითი პერსონაჟი უფრო ხშირად განმისახიერებია, ვიდრე უარყოფითი. მართლაც, მის ფილმოგრაფიაში შევხვდებით როგორც პრეზიდენტზე თავდამსხმელ ტერორისტს, ასევე მზრუნველ ნათლიას. როგორც ბოროტ ინდუსტრიალისტს, ასევე პატიოსან, კანონის ერთგულ კომისარს. დაასახელეთ ეს მსახიობი.
პასუხი: გარი ოლდმანი პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1870პასუხი -
უმბერტო ეკოს ერთ-ერთ ესეში პორტატული კომპიუტერები, პრინტერები, ქსეროქსები და ასე შემდეგ არიან მონები. მათ პატრონებს აშინებთ ახალი ვირუსი, რომლის საშუალებითაც ყოველდღე ახალი პროგრამული ენა ჩნდება, რამაც შესაძლოა ქაოსი გამოიწვიოს. დამისახლეთ ქალაქი სადაც ეს მოქმედება ხდება.
პასუხი: ბაბილონი კომენტარი: ეკო ასე ორიგინალურად აღწერს ბაბილონში ენების არევის წინა პერიოდი წყარო: უმბერტო ეკო - საუბარი ბაბილონში პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1869პასუხი -
კითხვის ავტორი ინტერნეტში გადააწყდა კარიკატურას, რომელზეც გამოსახულია მოწმის სკამზე მჯდომი შეძრწუნებული მოწმე. ჩვენ არ გეკითხებით მის ვინაობას, დაასახელეთ საგანი, რომელმააც მისი ასეთი რეაქცია გამოიწვია.
პასუხი: ბიბლია კომენტარი: მოწმე თვით სატანაა. მას ბიბლია მიუტანეს ფიცის დასადებად. წყარო: fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphotos-ak-snc6/26185 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1868პასუხი -
შეკითხვის ავტორებმა დარიგებულ მასალაზე მართკუთხედით დაფარეს ერთი ლათინური წარმოშობის მქონე სიტყვა. ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ წარწერა ინგლისურად ან ქართულად.პასუხი: რევოლუცია (Revolution) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1867პასუხი -
ამ ფილმებში მთავარ როლს ხვადასხვა დროს ბევრი ადამიანი თამაშობდა რამდენიმე მათგანის სამსახიობო კარიერისთვის ეს ფილმი შეიძლება ითქვას რომ უიღბლო გამოდგა. უკანასკნელი ფილმი დიდ ეკრანებზე 2009 წლის თებერვალში გამოვიდა, მაგრამ იმავე წარმატებით შეიძლებოდა გამოსულიყო მარტში ან თუნდაც ნოემბერში. დაწერეთ ფილმის სათაური.
პასუხი: პარასკევი, 13 კომენტარი: რიგით მეთორმეტე „პარასკევი, 13“ ეკრანებზე 2009 წლის 13 თებერვალს, პარასკევს გამოჩნდა. კიდევ ერთი პარასკევი, 13 რიცხვი იყო როგორც 2009 წლის მარტში, ასევე 2009 წლის ნოემბერშიც. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Friday_the_13th_%282009_film პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1866პასუხი -
კოსტუმერებმა ბერმან ნათანსმა და ჯონ მოლომ ამ პერსონაჟის გარეგნობაზე მუშაობისას სხვადასხვა სფეროებში იპოვეს შთაგონება. საეკლესიო პირებისთვის დამახასიათებელი მოსასხამი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მუზარადი, ბაიკერებისთვის დამახასიათებელი ტყავის ტანისამოსი, შუასაუკუნეების დროინდელი აბჯარი და ა.შ. გვითხარით, თუ რომელ პერსონაჟზეა საუბარი?
პასუხი: დარტ ვეიდერზე (Darth Vader) კომენტარი: http://en.wikipedia.org/wiki/Darth_Vader პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1865პასუხი -
მოისმინეთ ანეკდოტი:
ბავშვები მშობლების ავტომობილებით ტრაბახობენ.
პირველი: - მამაჩემს ბუგატი ჰყავს!
მეორე: - მამაჩემს - მაზერატი!
მესამე: - მამაჩემს - ...
მესამე ბავშვს მანქანის მარკა არ დაუსახელებია. დაასრულეთ მისი რეპლიკა რუსეთში მდებარე ქალაქის სახელით.პასუხი: ტოლიატი. კომენტარი: მესამე ბავშვის მშობელს „ჟიგული“ ჰყავდა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1864პასუხი -
საძიებო სისტემაში კითხვის ავტორმა ჩაწერა ორი სიტყვა. პირველი შედეგი იყო ვიკიპედიის სტატია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაწერილ სიმღერაზე, ხოლო მეორე შედეგი - ლექსი ერთი ონლაინ ბიბლიოთეკიდან. ჩვენ არ გეკითხებით, თუ რას „სერჩავდა“ შეკითხვის ავტორი. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აკეთებდა იმავეს ჯერ კიდევ 1895 წელს.
პასუხი: აკაკი წერეთელი. კომენტარი: „საყვარლის საფლავს“ ვსერჩავდი... პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - IV ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1863პასუხი